მომიტინგეები: არ დავიშლებით ჩვენი მოთხოვნების შესრულებამდე
რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე ხალხმრავალი აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ არ დაიშლებიან მანამდე, ვიდრე მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება. აქციის მონაწილეთა მოთხოვნებია: გადადგეს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია; გათავისუფლდეს ყველა ის ადამიანი, რომლებიც სამართალდამცველებმა 20 ივნისს, საპროტესტო აქციის დარბევის პროცესში და შემდეგ დააკავეს; დაისაჯოს ყველა ის სამართალდამცველი, ვინც ძალადობით გამოირჩეოდა აქციის დარბევისას; არჩევნები ჩატარდეს პროპორციული სისტემით. Читать дальше...