Добавить новость
World News in Georgian


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

დმიტრი მედვედევმა სალომე ზურაბიშვილს უპასუხა

„რუსეთის პრემიერ-მინისტრმა, დმიტრი მედვედევმა უპასუხა საქართველოს პრეზიდენტის ბრალდებას იმის თაობაზე, რომ რუსეთი ახდენს საქართველოში საპროტესტო გამოსვლების ორგანიზებას“, - ამის შესახებ წერს საინფორმაციო სააგენტო რია ნოვოსტი, რომლის მიხედვითაც, საქართველოს პრეზიდენტმა უწინაც უწოდა რუსეთს „მტერი და ოკუპანტი და, რომ მოსკოვი, თითქოსდა, დაინტერესებულია საქართველოში დესტაბილიზაციიის მოწყობით“.  


რუსეთის პრემიერ-მინისტრმა მსგავს განცხადებას უკიდურესად არაპროფესიონალური უწოდა. მედვედევის თქმით, საქართველოს პრეზიდენტი ან „ვერ შევიდა საქმის კურსში ან შეგნებულად ამახინჯებს საქმის ვითარებას.  რუსეთისათვის ყველაფრის დაბრალება რეალური სიტუაციის დამახინჯების მცდელობაა“, - განაცხადა რუსეთის ფედერაციის პრემიერ-მინისტრმა.


დმიტრი მედვედევის თქმით, სამწუხაროა, ზურაბიშვილის ამგვარი რიტორიკის მოსმენა. მედვედევმა ასევე თქვა, რომ ანტირუსული განწყობების გაძლიერების შემთხვევაში, მოსკოვი შესაბამის რჩევას მისცემს საქართველოში მოგზაურობის მსურველ ტურისტებს, რაც, მისი თქმით, უკვე პრობლემებს შექმნის საქართველოს ეკონომიკაში.


რუსეთის პრემიერ-მინისტრი ვარაუდობს, რომ საქართველოში დაწყებული საპროტესტო მოძრაობის მიზანი საქართველოში პოლიტიკური ვითარების აფეთქებაა.


21 ივნისს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა კომენტარი გააკეთა თბილისში, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციის ძალადობრივ დაშლაზე:


„ნათელია მათი მიზანი, ვისაც სურს მხოლოდ ესკალაცია და ვის გეგმაშიც შედის დესტაბილიზაცია. მათი მიზანია, ანტიკონსტიტუციური და ანტისახელმწიფოებრივი ქმედებებით განახორციელონ რუსეთის საუკუნოვანი გეგმა - გახლიჩოს ქართული საზოგადოება, დაასუსტოს, დაამონოს სახელმწიფო და შეარყიოს ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის მთავარი საფუძველი“.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus