Добавить новость

МО РФ рассекретило архивные документы об освобождении Таллина от фашистов

Холод придет резко и без стука: Роман Вильфанд назвал точные даты окончания летней погоды

Чемпионат по быстрому чтению прошел в библиотеке в чеховском селе Дубна

Как отмечать Рождество Пресвятой Богородицы, главное о великом празднике

World News in Georgian
Ria.city


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer


Июнь
2019

Новости за 08.06.2019

Marshalpress.ge (მარშალ) 

ძლიერი ქარის გამო, თბილისში რამდენიმე ხე წაიქცა

თბილისში, სამ მისამართზე უამინდობის გამო ხეები წაიქცა. ადგილებზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები არიან გასული. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს უწყებაში განუცხადეს. ამასთან, ცოტა ხნის წინ ხე წაიქცა თბილისში, სანქტ-პეტერბურგის ქუჩაზეც. შსს-ს ცნობით, თბილისის მასშტაბით, საგანგებო სამსახურში 25 შეტყობინებაა შემოსული. შეტყობინებების უმრავლესობა დიდუბე-ჩუღურეთისა და ვაკე-საბურთალოს უბნებს უკავშირდება. ყველა გამოძახების ადგილზე გასულია სამაშველო ჯგუფები და მიმდინარეობს სამუშაოები. Читать дальше...

News.ge 

3 545 აბონენტს კუსტარული გაზის დანადგარები განმეორებით ჩაუჭრეს

გაზგამანაწილებელმა კომპანიამ იმ მომხმარებლების გადამოწმება დაიწყო, რომლებსაც ბოლო სამ თვეში დარღვევით დამონტაჟებული დანადგარების გამო გაზის მიწოდება განმეორებით შეუწყდათ. 3 545 აბონენტიდან 2 256 აბონენტმა მესამედ, თვითნებურად, კუსტარულად ჩართო საშიში და აკრძალული გაზის დანადგარები ღია კამერიანი წყალგანაცხელებლები, ე.წ. კალონკები და გაზის გამათბობლები, რითაც საფრთხე შეუქმნეს, როგორც საკუთარი ოჯახის წევრებს ისე კორპუსში მცხოვრებ სხვა ადამიანებს. გაზგამანაწილებელი კომპანიის ...

News.ge 

ბათუმში „თეგეტა მოტორსმა“ ახალი რეგიონალური ცენტრი გახსნა

ქ. ბათუმში, ხახულისა და გაგარინის ქუჩების კვეთაზე, „თეგეტა მოტორსის“ ახალი, რეგიონალური ავტოსერვისის ცენტრი გაიხსნა. ფილიალის სრული ფართობი 10 641 კვ.მ.-სმოიცავს, ცენტრი აღჭურვილია უახლესი ავტოსერვისის მანქანა-დანადგარებით და მოემსახურება როგორც მსუბუქ და სატვირთოს ავტომობილებს, ისე სპეცტექნიკას. სერვისცენტრში განთავსებულია მომსახურების 45ადგილი, რაც საშუალებას იძლევა, ერთდროულად მოემსახუროს 36 მსუბუქ და 9 სატვირთო ავტომობილს. აღნიშნულ სერვისცენტრში 100 ადგილობრივი დასაქმდა. ახალი ...

Radiotavisupleba.ge 

ჟურნალისტი ივან გოლუნოვი 7 აგვისტომდე შინაპატიმრობაში იქნება

მოსკოვის ნიკულინოს სასამართლომ თათბირის შემდეგ უარი თქვა დაკავებული ჟურნალისტის, ივან გოლუნოვის მიმართ პატიმრობა გამოეყენებინა აღმკვეთ ღონისძიებად და დაადგინა, რომ იგი 7 აგვისტომდე შინაპატიმრობაში უნდა იყოს. პროკურორი ორი თვით მის დაკავებას ითხოვდა. ამგვარად, სასამართლომ დააკმაყოფილა დაცვის მხარის თხოვნა. ვებსაიტ „მედუზის“ ჟურნალისტ ივან გოლუნოვს წაუყენეს დიდი რაოდენობით ნარკოტიკების გასაღების მცდელობის ბრალდება. რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლი ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 10-დან 20 წლამდე. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

გორის მუნიციპალიტეტში ხუთი სოფელი დაისეტყვა

გორის მუნიციპალიტეტში კიდევ ხუთი სოფელი დაისეტყვა. სტიქია დაახლოებით ათ წუთს გაგრძელდა და სოფლები - ტინისხიდი, ფლავი, ფლავისმანი, კოშკები და ქერე დასეტყვა. გორის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ცნობით, კიდევ ზუსტდება იმ სოფლების რაოდენობა, სადაც სტიქია დაფიქსირდა. ჯერჯერობით შედეგებზე ლაპარაკი ნაადრევია და ხვალ გათენებისას გამოჩნდება სოფლის მეურნეობისთვის და ინფრასტრუქტურისთვის მიყენებული ზარალი. ძლიერ სეტყვას ქარი და წვიმაც ახლდა, რამაც ქალაქ გორში პრობლემები შექმნა. სანიაღვრე... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ქართველი მოჭადრაკე ბავშვები ევროპის ჩემპიონები გახდნენ

ქართველმა მოჭადრაკეებმა დავით თათვიძემ და კესარია მგელაძემ ევროპის სასკოლო ჩემპიონატზე უმაღლესი ტიტული მოიპოვეს. საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ფეისბუქზე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რუმინეთის ქალაქ მამაიაში, თათვიძემ 7-წლამდელ ვაჟთა შორის აჯობა ყველას. 6 წლის სპორტსმენმა პირველ რვა ტურში რვა ქულა აიღო და შეჯიბრების დასრულებამდე ერთი ტურით ადრე გაინაღდა ოქროს მედალი. კესარია მგელაძე 9 წლამდე გოგონებს შორის გახდა ევროპის ჩემპიონი.

Radiotavisupleba.ge 

მოლდოვის პარლამენტმა ახალი მთავრობა დაამტკიცა, მაგრამ საკონსტიტუციო სასამართლო წინააღმდეგია

მოლდოვის პარლამენტის ლიდერებმა საგანგებო სხდომა გამართეს, რათა კიდევ ერთხელ ეცადათ მთავრობის ჩამოყალიბება. მოლდოვაში გაურკვეველი ვითარებაა თებერვალში გამართული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ. სოციალისტურმა პარტიამ და მემარჯვენე-ცენტრისტულმა ბლოკმა, რომელიც101-ადგილიან პარლამენტში 61 ადგილს აკონტროლებს, 8 ივნისს მოიწვია სხდომა, რომელზეც ხელი მოაწერეს პოლიტიკურ თანამშრომლობაზე შეთანხმებას და დაამტკიცეს ახალი მთავრობა. მაგრამ საკონსტიტუციო სასამართლომ იმავე დღეს დააკმაყოფილა დემოკრატიული პარტიის მოთხოვნა, გაეუქმებინა მიღებული გადაწყვეტილებები. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ახალგაზრდა ბორჯღალოსნები სამხრეთ აფრიკასთან დამარცხდნენ

საქართველოს 20-წლამდელთა სარაგბო ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე მეორე თამაში ჩაატარა. უმცროსი ბორჯღალოსნები ახალ ზელანდიასთან განცდილი სასტარტო მარცხის (13:45) შემდეგ სამხრეთ აფრიკას დაუპირისპირდნენ და ანგარიშით 20:48 წააგეს. 12 ივნისს საქართველოს ნაკრები შოტლანდიას შეხვდება ჯგუფური ეტაპის ბოლო, მესამე, ტურში და სწორედ ის თამაში გადაწყვეტს, რომელ ადგილს დაიკავებს ილია მაისურაძის გაწვრთნილი გუნდი ჯგუფში - მესამეს თუ მეოთხეს.

Marshalpress.ge (მარშალ) 

მამუკა ბახტაძე მონრეალში ამერიკის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღებს მონაწილეობას

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ამერიკის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღებს მონაწილეობას, რომელსაც ქალაქი მონრეალი მასპინძლობს. მთავრობის მეთაური კანადას 9-10 ივნისს ეწვევა. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, 9 ივნისს პრემიერი სიტყვით გამოვა ამერიკის საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმის გახსნით სესიაზე, რომელზეც საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობებზე, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების მიმართულებით არსებულ პოტენციალსა და განხორციელებულ რეფორმებზე ისაუბრებს. მონრეალში სამუშაო... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

მიხეილ სააკაშვილის პარტია დამოუკიდებლად მიიღებს მონაწილეობას უკრაინის საპარლამენტო არჩევნებში

მიხეილ სააკაშვილის პარტია „ახალი ძალების მოძრაობა“ დამოუკიდებლად მიიღებს მონაწილეობას უკრაინის საპარლამენტო არჩევნებში. ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა და ოდესის ოლქის ყოფილმა გუბერნატორმა ილაპარაკა ვიდეომიმართვაში ფეისბუკზე. მანამდე სააკაშვილი თავის მომხრეებს მოუწოდებდა, არჩევნებში ქვეყნის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთვის დაეჭირათ მხარი. სააკაშვილს კიევის მერი ვიტალი კლიჩკოც სთავაზობდა, სათავეში ჩასდგომოდა მისი მოძრაობის პარტიულ სიას. მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ მის პარტიას... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ზელენსკიმ შეიწყალა დაუსახელებელი ქვეყნის სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის გასამართლებული პირი

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ შეიწყალა 72 წლის ვიაჩესლავ ვისოცკი, რომელიც დაუსახელებელი ქვეყნის სასარგებლოდ ჯაშუშობისთვისაა გასამართლებული. მანამდე ვისოცკი შედიოდა იმ ადამიანების სიაში, რომელთაც კიევი მოსკოვს სთავაზობდა რუსეთში გასამართლებულ უკრაინელებსა და უკრაინულ გემებზე გასაცვლელად. ვისოცკის, რომელსაც უკრაინული პასპორტი აქვს, კიევის სასამართლომ 12 წლით პატიმრობა მიუსაჯა ჯაშუშობისთვის ქვეყნის სასარგებლოდ, რომელიც არ სახელდება. მისი დანაშაულის შემადგენლობა გასაიდუმლოებულია. 6 ივნისს ლეონიდ კუჩმამ... Читать дальше...




Radiotavisupleba.ge 

შალვა შავგულიძემ ამომრჩევლებს 9 ივნისის არჩევნებში აქტიურობისკენ მოუწოდა

ბლოკ "ევროპული საქართველო-თავისუფალი დემოკრატების" მთაწმინდის მაჟორიტარობის კანდიდატმა შალვა შავგულიძემ ამომრჩევლებს მოუწოდა, იაქტიურონ 9 ივნისის არჩევნებში. მისი თქმით, ასეთ შემთხვევაში ხელისუფლება ვერ შეძლებს "მაქინაციებით" გაანეიტრალოს მასობრივად გამოხატული ხალხის ნება. "არჩევნები, ეს მართლაც არის უმნიშვნელოვანესი დემოკრატიული პროცესი, რა დროსაც ხალხი უშუალოდ ირჩევს ხელისუფლების წარმომადგენლებს და მთაწმინდაზე ხვალ ასეთი დღეა. რაც შეეხება მოლოდინებს, მინდა, მივმართო მთაწმინდის ოლქის ამომრჩეველს... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

აშშ-მა თურქეთს 31 ივლისამდე დაუწესა ვადა რუსეთისგან S-400 სისტემების შესყიდვის შესაჩერებლად

აშშ-მა თურქეთს 31 ივლისამდე დაუწესა ვადა, რათა გააუქმოს გარიგება რუსეთისგან საჰაერო თავდაცვის სისტემების შესყიდვის თაობაზე. წინააღმდეგ შემთხვევაში ის დაკარგავს წილს F-35 სამხედრო თვითმფრინავების პროექტში, რომელსაც აშშ უძღვება. აშშ-ის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ელენ ლორდმა 8 ივნისს გარდა ამისა განაცხადა, რომ გარიგება თუ არ გაუქმდა, ასევე შეწყდება თურქი მფრინავების აშშ-ში გაწვრთნის პროგრამა F-35 გამანადგურებლებისთვის, რომლებსაც თურქეთი აშშ-ისგან ყიდულობს. ლორდის თქმით, დაწესებული ვადა თურქეთს საკმარის დროს მისცემს საიმისოდ... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

მონტენეგროს ნაკრების სერბი მწვრთნელი და ორი ფეხბურთელი კოსოვოსთან მატჩის ბოიკოტისთვის გაათავისუფლეს

8 ივნისს მონტენეგროს საფეხბურთო ნაკრების მწვრთნელი ლიუბიშა ტუმბაკოვიჩი თანამდებობიდან გაათავისუფლეს მას შემდეგ, რაც მან უარი თქვა, მონაწილეობა მიეღო მისი გუნდის მატჩში ნაწილობრივ აღიარებული კოსოვოს ნაკრებ გუნდთან. ასევე გაათავისუფლეს გუნდის ორი ფეხბურთელი. ტუმბაკოვიჩმა, მისმა მოადგილე საშა იანკოვიჩმა და სერბული წარმომავლობის ორმა ფეხბურთელმა უარი თქვეს, მონაწილეობა მიეღოთ ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში კოსოვოს წინააღმდეგ, რომელიც ერთ დროს სერბეთის ნაწილი იყო და რომელსაც ბელგრადი არ აღიარებს. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ნინო გოგუაძე: ყველამ კარგად ვიცით სად არის სიმართლე და სად ტყუილი

"ქართული ოცნება“ მეორე ტურის წინ დაგვპირდა, რომ სრულ მობილიზაციას მოახდენდა და მან ეს დაპირება მართლა შეასრულა და მოახერხა ყველა ბინძური ხერხის და მეთოდის მობილიზება" - განაცხადა  პარტია "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერმა ნინო გოგუაძემ 8 ივნისს გამართულ ბრიფინგზე, რომელის წინასააარჩევნო გარემოს შეფასებას ისახავდა მიზნად.  "ყველაზე ამაზრზენი იყო იმის ყურება, თუ როგორ დაესხა ერთ მართალ ადამიანს თავს, იმ ადამიანს, რომელიც მთელი ცხოვრება რიგით მოქალაქეებს და მათ ოჯახებს იცავდა. იცავდა ხელისუფლების თვითნებობისგან... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ელენე ხოშტარია: ვნახეთ ზეწოლა, გაჭირვებული ადამიანებით მანიპულირება და გარდაცვლილი ადამიანებით სპეკულირება

ელენე ხოშტარიამ მთაწმინდაზე რიგგარეშე არჩევნების მეორე ტურის წინ ნინო გოგუაძესთან ერთად ბრიფინგი გამართა და წინასააარჩევნო გარემო შეაფასა.  "მთაწმინდელი ამომრჩევლის შეურაცხყოფაა, როდესაც გგონია, რომ სიძულვილის დათესვით, ტყუილების მოგონებით აიძულებ, მიაცემინო ხმა სასურველი კანდიდატისთვის," - თქვა „ევროპული საქართველოს“ წევრმა ელენე ხოშტარიამ, რომელმაც ისაუბრა ასევე "სამართლიანი არჩევნების" ანგარიშზე, სადაც საუბარია არჩევნების წინ facebook_ზე გავრცელებულ დისკრედიტაციულ კამპანიაზე.  „პირველ ტურში ჩვენმა ღირსეულმა კანდიდატმა... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ტრამპი უარს ამბობს მექსიკიდან იმპორტირებულ საქონელზე 5-პროცენტიანი გადასახადის შემოღებაზე

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გამოაცხადა, რომ უარს ამბობს მექსიკიდან იმპორტირებულ საქონელზე 5-პროცენტიანი გადასახადის შემოღებაზე. ტრამპის ადმინისტრაცია ორშაბათიდან გეგმავდა ამ გადასახადის შემოღებას მექსიკის ხელისუფლების დასარწმუნებლად, რომ შეაჩეროს ცენტრალური ამერიკიდან იმ მიგრანტების ნაკადი, რომლებიც მექსიკის გავლით აშშ-ის საზღვრებისკენ მიემართებიან. ტრამპმა ამის შესახებ ტვიტერში დაწერა.  სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადების თანახმად, მექსიკის მთავრობამ პასუხისმგებლობა იკისრა, ეროვნული... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

"ავიატორ+" ყაზბეგში მომხდარ უბედურ შემთხვევაზე: ჩვენც გვაინტერესებს რა მიზეზი იყო

კომპანია "ავიატორ+"-ის დირექტორმა, გიორგი მოლოდინაშვილმა ყაზბეგში ჩამოვარდნილ ვერტმფრენთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გამართა. ვერტმფრენის ჩამოვარდნას 3 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.  "ვერტრმფრენმა შემოწმების შემდეგ, როგორც რეგლამენტითაა გათვალისწინებული, სატესტო ფრენა შეასრულა. წარმატებული სატესტო ფრენის შემდეგ, ვერტმრფრენი დაშვებული იქნა კომერციულ ფრენებზე, "- თქვა ყაზბეგში ჩამოვარდნილი ვერტმფრენის მფლობელი კომპანიის დირექტორმა.  "ეს ქეისი, საერთაშორისო დონისაა. ვერტმფრენი აშშ-ი იყო გამოშვებული... Читать дальше...

Marshalpress.ge (მარშალ) 

სამტრედიის ქუჩაზე, ერთ-ერთ ბინაში გარდაცვლილი იპოვეს

თბილისში, სამტრედიის ქუჩის პირველ ნომერში მდებარე ბინაში გარდაცვლილი ქალი იპოვეს. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით უწყებაში შევიდა შეტყობინება, რომ ბინიდან უსიამოვნო სუნი იგრძნობოდა. მეზობლების თქმით, მათ კარს არავინ უღებდა, რის შემდეგაც, გამოიძახეს მაშველები. ადგილზე მისულ სამაშველო სამსახურის თანამშრომლებს ბინაში დახვდათ ქალის ცხედარი. ბინაში იმყოფებოდა კიდევ ორი ქალი, რომელთაგან ერთი იყო კონტაქტური, მეორე კი, უგონო მდგომარეობაში. […]

Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ჰონ-კონგში სასამართლო რეფორმის მოწინააღმდეგეები აცხადებენ, რომ 500 ათას ადამიანს გაიყვანენ საპროტესტო აქციაზე

ჰონ-კონგში სასამართლო რეფორმის წინააღმდეგ მარშის ორგანიზატორები აცხადებენ, რომ ქუჩებში გაიყვანენ სულ მცირე 500 ათას ადამიანს. კვირას ისინი საპროტესტო აქციას გამართავენ კანონპროექტის წინააღმდეგ, რომელიც საშუალებას იძლევა ეჭვმიტანილების ექსტრადიციას მეგაპოლისიდან მატერიკულ ჩინეთში. ჰონ-კონგში ჯერჯერობით შენარჩუნებულია დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა, რომელიც ქალაქში დარჩა ბრიტანული ადმინისტრაციის პერიოდიდან. ოთხშაბათს ქალაქის საკანონმდებლო საბჭოში დაიწყება დებატები კანონის მიღებაზე, რომლითაც ნებადართული... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ჟურნალისტ ივან გოლუნოვს დიდი რაოდენობით ნარკოტიკების გასაღების მცდელობაში სდებენ ბრალს

ვებსაიტ „მედუზის“ ჟურნალისტ ივან გოლუნოვს წაუყენეს დიდი რაოდენობით ნარკოტიკების გასაღების მცდელობის ბრალდება. ამის შესახებ იტყობინება უფლებადამცველი ორგანიზაცია „აგორა“. რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლი ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 10-დან 20 წლამდე. „აგორის“ ხელმძღვანელი პაველ ჩიკოვი წერს, რომ გოლუნოვი ცუდად გახდა პოლიციის განყოფილებაში, მაგრამ გამომძიებელი მასთან არ უშვებს სასწრაფო დახმარებას. არის ეჭვი, რომ დაკავებულს გატეხილი აქვს ნეკნი, აქვს ტვინის შერყევა და ჰემატომა. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

რატომ ტარდება ლექციები ქრისტიანობაზე მასწავლებლებისთვის მათთან შეუთანხმებლად?

სანათა ოჩიაური ერთ-ერთია იმ მასწავლებლებს შორის, რომლებიც სკოლიდან ტრანსპორტით და როგორც უთხრეს, "სამინისტროს დავალებით" წაიყვანეს ლექციის მოსასმენად. სანათამ აკაკი მინდიაშვილის ქრისტიანობისა და სახარების არსზე მიძღვნილი ლექციის მოსასმენად 100 კილომეტრი გამოიარა ისე, რომ მისთვის არავის უკითხავს ჭირდებოდა თუ არა ეს ლექცია, აინტერესებდა თუ არა ლექციის თემა და ჰქონდა თუ არა ამის დრო. ლექციაზე დასწრებისთვის მას სკოლაში 5 გაკვეთილის გაცდენამ მოუწია. დარბაზში, სადაც სანათას და სხვა მასწავლებლებს აკაკი მინდიაშვილი ლექციას კითხულობდა... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

მამუკა ბახტაძე: მოვუწოდებთ ამერიკელ მეწარმეებს, ისარგებლონ იმ შესაძლებლობებით, რომელსაც მათ საქართველო სთავაზობს

ჩვენი ქვეყანა არის მე-3 ადგილზე მსოფლიოში საგადასახადო რეჟიმის სიმსუბუქის თვალსაზრისით, რისი მიღწევაც არ იყო მარტივი; ჩვენ დღესაც გვაქვს ჯანსაღი ბალანსი ინფრასტრუქტურაში და ადამიანურ კაპიტალში მზარდ ინვესტიციებსა და დაბალი გადასახადების შენარჩუნებას შორის, - თქვა საქართველოს პრემიერ-მინისტრმასიეტლის მსოფლიო ურთიერთობათა საბჭოში (World Affairs Council) სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.  მამუკა ბახტაძის თქმით, საქართველოს აქვს ყველაზე ღია ეკონომიკა მსოფლიოში, რასაც ადასტურებენ მსოფლიო ბანკი, საერთაშორისო... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

მამუკა ბახტაძე: ეკონომიკური თავისუფლების თვალსაზრისით ჩვენ ვართ მე-7 ადგილზე, აშშ-ის შემდეგ

ჩვენი სტრატეგია მიმართულია საქართველოს გარდაქმნისკენ რეგიონის ტურიზმის, საერთაშორისო ბიზნესის, ლოგისტიკურ, საგანმანათლებლო და ინოვაციების ცენტრად, - თქვა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა  სიეტლის მსოფლიო ურთიერთობათა საბჭოში (World Affairs Council) სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.  მამუკა ბახტაძემ საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტებისა დაგანვითარების კუთხით გადადგმულ ნაბიჯებსა და მიღწეულ წარმატებებზეც ისაუბრა.  “28 წლის განმავლობაში ჩვენ მივყვებით ჩვენს დემოკრატიულ კურსს, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

კვიპროსმა საქართველო უსაფრთხო ქვეყნად აღიარა

კვიპროსი გახდა ევროკავშირის/ შენგენის სივრცეში მე-13 ქვეყანა, რომელმაც საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეიყვანა. (საქართველო უსაფრთხო წარმოშობის ქვეყნების სიაში შეყვანილი ჰყავს ბულგარეთს,საფრანგეთს, ლიხტენშტაინს, ავსტრიას, ბელგიას, ნიდერლანდებს,ისლანდიას, ლუქსემბურგს, ირლანდიას, ესტონეთს, დანიასა და ჩეხეთს). პირველად ინფორმაცია იმის შესახებ, რომ  კვიპროსი საქართველოს უსაფრთხო ქვეყნად აღიარებდა, საქართველოში კვიპროსის პრეზიდენტის ვიზიტის დროს საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა გაახმაურა. Читать дальше...


Новости 24/7 DirectAdvert - доход для вашего сайта



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России



Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city

Муфтий Гайнутдин избран председателем Духовного управления мусульман РФ

Рождество Пресвятой Богородицы: традиции и история праздника

Чемпионат по быстрому чтению прошел в библиотеке в чеховском селе Дубна

Холод придет резко и без стука: Роман Вильфанд назвал точные даты окончания летней погоды

Музыкальные новости

Росгвардия обеспечила правопорядок на футбольном матче «ЦСКА» - «Краснодар» в Москве

«Хочу, чтобы муж меня забрал»: ставшая мамой в третий раз Анна Хилькевич сообщила о выписке из роддома

«Химки» и «Локомотив» объявили стартовые составы на матч Кубка России

Песков: Путин выступит на Российской энергетической неделе

Новости России

Рождество Пресвятой Богородицы: традиции и история праздника

Муфтий Гайнутдин избран председателем Духовного управления мусульман РФ

Как отмечать Рождество Пресвятой Богородицы, главное о великом празднике

Ковальчук рассказал о плюсах от разрыва ЦЕРН сотрудничества с учеными из РФ

Экология в России и мире

В Ставропольском крае разработана новая медико-психологическая услуга

Продвижение Песен, Музыки, Стихов ВКонтакте.

Лучшие каратисты со всей России собрались в Екатеринбурге

Песня под Ключ. Купить Песню под Ключ. Запись Песни под Ключ.

Спорт в России и мире

Кондитерская империя и роман с другом принца Гарри: как сейчас живет первая ракетка мира Мария Шарапова

Хромачева и Данилина вышли в финал турнира в Хуахине

Полина Кудерметова одержала первую победу в карьере над игроком из топ-50 рейтинга WTA

51 год назад прошла «Битва полов» между Билли Джин Кинг и Бобби Риггсом

Moscow.media

Решение DCLogic повысит безопасность и эффективность шахт

Военные следователи провели рейд по бывшим мигрантам в Феодосии

«Аэродиск» реализовал поддержку группового управления ресурсами для эффективного выделения емкости СХД

Массовая авария затруднила движения на бесплатном участке трассы М-4 Дон в Липецкой области











Топ новостей на этот час

Rss.plus






Фигурантами дела об убийстве 144 человек в «Крокусе» стали ЧОП и подрядчики

ТАСС: следователи отпустили трех задержанных по делу о стрельбе у офиса WB

Ковальчук рассказал о плюсах от разрыва ЦЕРН сотрудничества с учеными из РФ

Как отмечать Рождество Пресвятой Богородицы, главное о великом празднике