Добавить новость

Главному врачу МОЦОМДа присвоили звание «Заслуженный врач России»

Жители Подмосковья смогут принять участие в форуме «Устойчивое развитие во имя счастливого детства»

В Ступине реализован на торгах самый бюджетный участок в аренду за 34 тыс рублей

Модули фасада весом почти в три тонны устанавливают на зданиях в Москве



World News in Georgian
Ria.city


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer


Июнь
2019

Новости за 16.06.2019

Marshalpress.ge (მარშალ) 

არათუ არ ვიყავი, არც კი გავაშუქეთ და იქ თურმე ისეთი რაღაცები თქმულა – გიორგი გაბუნია

გადაცემა “პოსტსკრიპტუმი”-ს დასრულებისა და “კვირის აქცენტები”-ს შესავალში, გიორგი გაბუნიამ და ეკა კვესიტაძემ ვერის ბაღში, ლევან ვასაძის შეხვედრასთან დაკავშირებით მცირე დიალოგი გამართეს და კომენტარი გააკეთეს. ეკა კვესიტაძე: რატომ არ იყავი ვასაძის შეკრებაზე ვერის პარკში? მამაკაცებს მოუწოდა შეკრება. გიორგი გაბუნია: რასთან დაკავშირებით უნდა ვყოფილიყავი, არათუ არ ვიყავი, არც კი გავაშუქეთ და იქ თურმე ისეთი რაღაცები თქმულა რომ.. […]

Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

აქციის მონაწილეებმა ზუგდიდის ბულვარში ჰომოფობიური შინაარსის პლაკატები გააკრეს

ზუგდიდის ბულვარში აქცია გაიმართა, რომლის მონაწილეებმაც ხეებზე ჰომოფობიური შინაარსის პლაკატები გააკრეს. პლაკატებზე შემდეგი შინაარსის წარწერებია: "არა მამათმავლობის პროპაგანდას", "არა სოდომისტებს“, „არა ლგბტ პრაიდს საქართველოში“. აქციის ორგანიზატორმა, ზუგდიდელმა ხატია ჯანაშიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ პლაკატებით აქციის მონაწილეებმა სოლიდარობა გამოუცხადეს თბილისში, ვერის ბაღში შეკრებილებს. ჯანაშიას სიტყვებით, რამდენიმე მეგობარმა სოციალურ ქსელში, სწარაფად დაგეგმა აქცია. “არავისთვის გამოსვლა არ მომიწოდებია. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ინტერესთა კონფლიქტი და სახელმწიფოს ინტერესები

ქვეყანა, რომელიც ევროკავშირისა და ნატოს წევრია, პოსტკომუნისტურ ქვეყნებს შორის ეკონომიკურად ერთ ერთ ყველაზე მაღალგანვითარებულად ითვლება და რომელშიც უმუშევრობა 2 პროცენტს არ აღემატება, - აი, ასეთ ქვეყანაში, ჩეხეთში, ბოლო ხანებში ათასობით ადამიანი აპროტესტებს მთავრობის პოლიტიკას და პრემიერ-მინისტრის გადადგომას  ითხოვს. ჩეხეთის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ არ გადადგება ინტერესთა კონფლიქტისა და კორუფციის შესახებ ფსევდობრალდებების გამო. მასობრივი საპროტესტო აქციების მიუხედავად, მისმა პარტიამ, "ანომ"... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ბაია პატარაია: პოლიტიკა მხოლოდ პარტიების საქმე არ არის

4 ივნისს პრაღაში გამართულ ხალხმრავალ ანტისამთავრობო მიტინგზე გამომსვლელთა შორის იყო არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - ჩეხეთის" ხელმძღვანელი დავიდ ონდრაჩეკი, რომელმაც ქვეყნის პრემიერ-მინისტრს „ცინიკოსი მტაცებელი“ უწოდა. მაგრამ ჩეხეთში არიან არასამთავრობო ორგანიზაციებიც, - მაგალითად, „ადამიანი გასაჭირში“, - რომლებიც თავს არიდებენ ქუჩის საპროტესტო აქციებს, ცდილობენ იყვნენ კრიტიკულები და, თან, კონსტრუქციულები. რა უბიძგებს არასამთავრობო ორგანიზაციებს საჯარო პროტესტისკენ? სად გადის... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

"ევროპული საქართველო": პუტინისტური და ექსტრემისტული ჯგუფების მხრიდან გრძელდება უკანონო მოქმედებებისკენ მოწოდებები

"ევროპული საქართველო" სპეციალური განცხადებით ეხმაურება 16 ივნისს ვერის პარკში ბიზნესმენ ლევან ვასაძის მიერ ორგანიზებულ შეხვედრას. "ევროპული საქართველოს" თანახმად, მოწოდებები, რომლებიც შეხვედრაზე ლევან ვასაძემ გააკეთა ძალადობის მყისიერ საფრთხეს ქმნის და არ ჯდება საქართველოს გამოხატვის თავისუფლების შესახებ კანონით დაცულ უფლებაში: "ბოლო დღეების მანძილზე პუტინისტური და ექსტრემისტული ჯგუფების მხრიდან გრძელდება უკანონო მოქმედებებისკენ მოწოდებები, რაც ძალადობის მყისიერ საფრთხეს ქმნის. ასეთი მოწოდებები... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

თინათინ ხიდაშელი: "მე რომ შინაგან საქმეთა მინისტრი ვიყო, დღეს იქვე ტრიბუნაზე დავაკავებდი ვასაძეს"

"მე რომ შინაგან საქმეთა მინისტრი ვიყო, დღეს იქვე ტრიბუნაზე დავაკავებდი ვასაძეს..." - წერს ფეისბუკის საკუთარ გვერდზე საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინათინ ხიდაშელი. 16 ივნისს, ვერის პარკში შეხვედრაზე ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ სახალხო ლეგიონის შექმნა გამოაცხადა. მისი თქმით, სახალხო ლეგიონი ათეულებისა და ასეულების გაერთიანებით შეიქმნება და ქალაქში პატრულირებას დაიწყებს. ვასაძე აცხადებს, რომ საპატრულო რაზმების მოხალისეები ქამრებით შეუკრავენ ხელს უმცირესობათა წარმომადგენლებს და გაიყვანენ ტერიტორიიდან. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

"თბილისი პრაიდი" შინაგან საქმეთა სამინისტროს ვასაძის წინააღმდეგ გამოძიების დაუყოვნებლივ დაწყებას თხოვს

"თბილისი პრაიდის"  ორგანიზატორები სოც-მედიის საშუალებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებენ ბიზნესმენ ვასაძის მიერ თბილისის პატრულირების დაწყებასთან დაკავშირებულ მოწოდებებზე და შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუყოვნებლივ  გამოძიების დაწყებას თხოვენ. "თბილის პრაიდის" ორგანიზატორები მიიიჩნევენ, რომ ვასაძის განცხადებები შეიცავს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის (მუხლი 223. უკანონო ფორმირების შექმნა) ყველა ელემენტს, კერძოდ:   ჯგუფი იქმნება იმისთვის რომ, პირის თავისუფლად... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

"აშკარა და მყისიერი საფრთხე" - იურისტი გიორგი ჩიტიძე ლევან ვასაძის დაკავების საფუძველს ხედავს და შსს-ს რეაგირებისკენ მოუწოდებს

ბიზნესმენ  ვასაძის განცხადებას ლეგიონის შექმნისა და  სახალხო პატრულირების დაწყების შესახებ  მისი დაკავების სამართლებრივ საფუძვლად მიიჩნევს იურისტი გიორგი ჩიტიძე. მისი თქმით განცხადება შეიცავდა "აშკარა და მყისიერ საფრთხეს ქვეყნის კონსტიტუციური უსაფრთხოებისა და უშიშროების წინააღმდეგ განზრახ დანაშაულისთვის/მცდელობისთვის/მომზადებისთვის", რასაც სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე მუხლი ითვალისწინებს.  კერძოდ, ამ მუხლში წერია: უკანონო ფორმირების შექმნა, ხელმძღვანელობა, ასეთ ფორმირებაში გაწევრება, მონაწილეობა... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

აშშ-ს ჰორმუზის სრუტეში ტანკერების უსაფრთხოდ გავლის გარანტია სურს

აშშ-მა და მისმა მოკავშირემ, საუდის არაბეთის სამეფომ განაცხადეს, რომ არ სურთ ირანთან ომი, მაგრამ ყველა საჭირო ზომას მიმართავენ იმისთვის, რომ ირანის მუქარას გაუმკლავდნენ. ეჭვგარეშეა, რომ ირანია პასუხისმგებელი გასულ კვირაში, ომანის ყურეში მომხდარი თავდასხმებისთვის, განაცხადა 16 ივნისს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, მაიკ პომპეომ. პომპეომ „ფოქს ნიუზს“ უთხრა, რომ ვაშინგტონი ყველა საჭირო ზომას მიმართავს, დიპლომატიურსა და სხვა ზომებს, რათა ჰორმუზის სრუტეში, რომელიც აკავშირებს სპარსეთის ყურეს და ომანის სრუტეს ერთმანეთთან... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

წნორში 70 ტონა ხორბლისა და ქერის მოსავალი დაიწვა

სიღნაღის მუნიციპალიტეტში, წნორის ყოფილი წისქვილკომბინატის შენობაში გაჩენილი ხანძრის შედეგად 50 ტონა ხორბლისა და 20 ტონა ქერის მოსავალი დაიწვა. როგორც სიღნაღის მერის მოადგილე მადონა ბატიაშვილმა განაცხადა, ყოფილი წისქვილკომბინატის შენობაც და იქ დამწვარი მოსავალიც ინდოეთის მოქალაქეებს ეკუთვნოდათ, რომლებიც კახეთში მიწის ნაკვეთებს ფლობენ და ყოველ წელს სხვადასხვა სახის მოსავალი მოჰყავთ. ამ დროისთვის ცეცხლი უკვე ლოკალიზებულია, თუმცა ხანძრის გაჩენის მიზეზი უცნობია.

Radiotavisupleba.ge 

ჰონგ-კონგში რეგიონის მმართველის გადადგომის მოთხოვნით ასეულ ათასობით ადამიანი გავიდა ქუჩაში

ასეულ ათასობით ადამიანი გავიდა ჰონგ-კონგის ქუჩებში რეგიონის ლიდერის გადადგომის მოთხოვნით. დემონსტრანტებს სურთ, რომ ასევე გაუქმდეს სადავო კანონპროექტის განხილვა, რომლის განხილვის უვადო გადადგომა მთავრობამ გამოაცხადა მასობრივი გამოსვლების შემდეგ. ამ კანონპროექტის მიღების შემთხვევაში ხელისუფლებას ქალაქის მცხოვრები მოქალაქეების საკუთრივ ჩინეთში ექსტრადიციის უფლება მიეცემა. რეგიონის ლიდერმა, კერი ლამმა ბოდიში მოიხადა იმისთვის, რომ კანონპროექტის გამო ასეთი „დავა“ დაიწყო. აქტივისტების თქმით, 15 ივნისს გამოცხადებული ცნობა... Читать дальше...




Radiotavisupleba.ge 

ლევან ვასაძის განცხადებით, დაგეგმილია კაცის მკვლელობა "იქით მხარეს"

თბილისში, ვერის პარკში მიმდინარეობს ბიზნესმენ ლევან ვასაძის მიერ ორგანიზებული აქცია. ლევან ვასაძის განცხადებით, დაგეგმილია კაცის მკვლელობა "იქით მხარეს": „დღეს დილით ჩვენი უშიშროების ოფიცრებმა შემატყობინეს, რომ გლობალისტები ძალიან მაგრად მუშაობენ რომ ჩვენ შეგვარცხვინონ და გამოგვაჩინონ გიჟებად, ფანატიკოსებად და ფაშისტებად. დაგეგმილია კაცის მკვლელობა იქით მხარეს, ზვარაკად უნდათ, რომ შესწირონ რომელიმე უბედური ან არასამთავრობოს წევრი ან მამათმავალი და ეს ჩვენ დაგვაბრალონ. კატეგორიულად ვაცხადებ, ყველა... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

"გავაკონტროლოთ ქალაქი" - ბიზნესმენი ლევან ვასაძე სახალხო ლეგიონს ქმნის  და ქალაქის პატრულირებას იწყებს

ვერის პარკში შეხვედრაზე, თეთრ ეროვნულ სამოსში გამოწყობილმა ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ, რომელსაც ხელში ჯვარი ეჭირა, სახალხო ლეგიონის შექმნა გამოაცხადა. მისი თქმით, სახალხო ლეგიონი ათეულებისა და ასეულების გაერთიანებით შეიქმნება და ქალაქში პატრულირებას დაიწყებს. ვასაძე აცხადებს, რომ საპატრულო რაზმების მოხალისეები  ქამრებით შეუკრავენ ხელს უმცირესობათა წარმომადგენლებს და გაიყვანენ  ტერიტორიიდან. ეს გეგმა მან თბილისი პრაიდის კვირეულის ჩასაშლელად წარმოადგინა.  ვასაძე მოუწოდებს პოლიციას ხელი არ შეუშალოს... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

მორიგი ხავერდოვანი რევოლუციის გმირები?

ჩეხეთის პრემიერ-მინისტრის საწინააღმდეგო მოძრაობას ქვეყანაში ახალი იმპულსი მისცა ევროკომისიაში მომზადებულმა წინასწარმა აუდიტორულმა დასკვნამ. მედიაში გაჟონილი ინფორმაციით, ანდრეი ბაბიშის მიერ შექმნილ ბიზნესკომპანია „აგროფერტს“, რომელიც მოიცავს ქიმიურ, კვების, სასოფლო-სამეურნეო საწარმოებსა და მედიაორგანიზაციებს, არ ჰქონდა უფლება ესარგებლა ევროკავშირის სუბსიდიებით.  რატომ იზიდავს ჩეხეთში ანტისამთავრობო საპროტესტო გამოსვლები სულ უფრო მეტ ადამიანს? არის თუ არა საქართველოში სამოქალაქო სექტორი "ზედმეტად პოლიტიკური"? Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

მოსკოვის ცენტრში გაიმართა აქცია „კანონი და სამართლიანობა ყველასათვის“

მოსკოვის ცენტრში, სახაროვის გამზირზე გაიმართა მიტინგი ლოზუნგით, „კანონი და სამართლიანობა ყველასათვის“. ეს გამოსვლა შეთანხმებული იყო როგორც აქცია „მედუზის“ ჟურნალისტის, ივან გოლუნოვის მხარდასაჭერად, მაგრამ შემდგომ, მთავარი ლოზუნგი შეიცვალა, იტყობინება РБК. გოლუნოვის მხარდამჭერთა არაერთი აქცია გაიმართა ივნისის დასაწყისში. შემდეგ გოლუნოვი გაათავისუფლეს.  მიტინგზე გამომსვლელები იყვნენ მოსკოვის ჟურნალისტთა კავშირის თავმჯდომარე, პაველ გუსევი, რუსეთის ჟურნალისტთა კავშირის თავმჯდომარე, ვლადიმირ სოლოვიოვი და ტელეარხ RT-ის რედაქტორი... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ფოთში ტაეკვონდოს სამი მწვრთნელი დააკავეს

ფოთში ტაეკვონდოში საქართველოს ღია ჩემპიონატზე ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ ტაეკვონდოს ეროვნული ფედერაციის გამგეობის წევრები და მწვრთნელები. დააკავეს სამი მწვრთნელი. ინციდენტი მაშინ მოხდა, როდესაც  ფედერაციის ნაწილი ტაეკვონდოს ეროვნული ფედერაციის ხელმძღვანელს, სულხან ბაბუაძეს ხვდებოდა.  სულხან ბაბუაძეს მოწინააღმდეგეები ბრალს არასწორ, გაუმჭვირვალე მენეჯმენტში სდებენ  და მისი თანამდებობიდან გადადგომას ითხოვენ.   ფედერაციის წარმომადგენლები და მწვრთნელები ფოთის პოლიციასთან იმყოფებიან და დაკავებულთა გათავისუფლებას ითხოვენ. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ჯანმრთელები და ავადმყოფები

გაიძახით "ავადმყოფები, ავადმყოფები" და იმას კი ვერ გრძნობთ, რომ თავად ხართ "ავად" ამ გამოგონილი, სხვების მიერ წაქეზებული თუ გულწრფელი სიძულვილის გამო?!

Radiotavisupleba.ge 

ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ ძიროვნის ტყეში ხანძარია

ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ ძიროვნის ტყეში ცეცხლი რამდენიმე საათის წინ ტყის ქვედა საფარს გაუჩნდა. როგორც რადიო თავისუფლებას უთხრეს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში, ხანძარი ლოკალიზებულია და ცეცხლის  ძირითადი კერების ლიკვიდაციის სამუშაოები მიმდინარეობს. ადგილზე ამ დროისთვის მობილიზებულია ტყიბულისა და ქუთაისის სახანძრო-სამაშველო ჯგუფები, ორი სამაშველო ავტომობილი  და სამი ავტოცისტერნა. ხანძარს აქრობს  20 მეხანძრე მაშველი.  ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

Marshalpress.ge (მარშალ) 

მოკვდით – ეს არა მხოლოდ პატრიარქის, არამედ მუხუცი ადამიანის უბინძურესი შეურაცხყოფაა – გიორგი გიგაური

ჟურნალისტი გიორგი გიგაური სოციალურ ქსელში “ტაბულას” ხელმძღვანელის, თამარ ჩერგოლეიშვილის განცხადებას ეხმაურება: “ჩერგოლეიშვილმა მოხუცი პატრიარქი შეურაცხყო! აი, ამიტომ ვერ ჩაატარებთ გეი-პარადს საქართველოში! * * * პატრიარქის საკვირაო ქადაგებას, სადაც მან ქართველ ხალხს სულთმოფენობა მიულოცა, ბოკერიას ჩერგოლეიშვილი თავის ფბ-ზე ასე გამოეხმაურა: ,, პატრიარქო – თქვენი სლოკინი, ხელთა ფოტინი ღვთისადმი ლოცვად არ მიგვაჩნია…” როგორც ხედავთ, ეს არა მხოლოდ […]

Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს პრეზიდენტმა სამცხე-ჯავახეთის საზღვარგარეთ პოპულარიზაციის მზადყოფნა გამოთქვა

საქართველოს პრეზიდენტი მეორე დღეა სამცხე-ჯავახეთის რეგიონში იმყოფება. გუშინ მან აბასთუმანი დაათვალიერა, დღეს კი ბორჯომში მოსახლეობას შეხვდა.შეხვედრაზე მან აღნიშნა, რომ დაბაში  აღმშენებლობა მიმდინარეობს და იქიდან სწორედ ამიტომ კარგი შთაბეჭდილებით წამოვიდა. პრეზიდენტის  თქმით, შემდეგი ეტაპი სამედიცინო და სარეაბილიტაციო ტურიზმის განვითარება იქნება. სალომე ზურაბიშვილმა ბუნებრივი სიმდიდრეების დაცვისა და კლიმატური ცვლილებების მიუხედავად მაქსიმალურად გადარჩენის მზადყოფნა გამოთქვა და განაცხადა, რომ მზადაა რეგიონს საზღვარგარეთ გაუწიოს პოპულარიზაცია. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ილია მეორე: უნდა შევინარჩუნოთ ის სიწმინდე და ტრადიციები, რომელიც ახასიათებდა ჩვენს წინაპრებს

ქართველ ადამიანს არ სჭირდებოდა ოქრო, ვერცხლი, სიმდიდრე, ქართველ ადამიანს სჭირდებოდა მადლი ღვთისა, - განაცხადა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ  სამების საკათედრო ტაძარში სულთმოფენობის დღის საკვირაო ქადაგებაზე. მისი თქმით,  ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ  შევინარჩუნოთ  „ის სიწმინდე, ის ტრადიციები, რომელიც ახასიათებდა ჩვენს წინაპრებს. არ ჰქონდათ მათ სიმდიდრე, მაგრამ ჰქონდათ სიწმინდე და ეს სიწმინდე, ეს ძალა ღვთისა, რომელსაც გვაძლევდა ჩვენ უფალი ღვთისმშობლის შუამდგომლობით, ეს სიწმინდე უნდა შევინარჩუნოთ“. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ქორეპისკოპოსი იაკობი: ლიბერალური ძალები ზედმეტებში გადადიან

„ლიბერალურმა ძალებმა ცოტა უნდა გაიაზრონ, უკვე გადადიან ძალიან ზედმეტებში და უნდათ თავს მოგვახვიონ რაღაც ისეთი, რაც ჩვენი ერისთვის მიუღებელია“, - განაცხადა ქორეპისკოპოსმა იაკობმა სამების საკათედრო ტაძარში სულთმოფენობის დღის საკვირაო ქადაგების დროს. მან  „თბილისი პრაიდის“ მხარდამჭერებსა და მოწინააღმდეგეებს შორის დაპირისპირების საკითხზე საუბრისას თქვა, რომ შექმნილი ვითარება არის  ძალადობა და მორალური ტერორი საზოგადოების უდიდეს ნაწილზე.​ "კარგად ვხედავთ რა ბოლო დროის პერიპეტიებს, უნდა შევეცადოთ, რომ რაღაც ისეთი გამოსავალი გამოვნახოთ... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ტოჩინოშინი თბილისში ჩამოვიდა

პროფესიული სუმოს უმაღლეს მაკუუჩი დივიზიონში მოჭიდავე ლევან გორგაძე იაპონიიდან საქართველოში ჩამოვიდა. ტოჩინოშინის ზედმეტსახელით ცნობილ ქართველ სეკიტორის თბილისის აეროპორტში გულშემატკივრები შეძახილებითა და სიმღერებით დახვდნენ. ლევან გორგაძე სამშობლოში რამდენიმე დღეს გაატარებს და ისევ იაპონიაში დაბრუნდება, სადაც 7 ივლისიდან ჩაებმება სეზონის მეოთხე ბაშოში. მაისის სუპერტურნირის ხუთქულიანი დადებითი ბალანსით (10:5) დასრულების შემდეგ, ტოჩინოშინი ისევ ავიდა სუმოს იერარქიის მეორე საფეხურზე - ოძეკი გახდა.

Radiotavisupleba.ge 

ისრაელის პრემიერის ცოლი სასამართლომ დააჯარიმა სახელმწიფო თანხების "ბოროტად გამოყენების" გამო

ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეტანიაჰუს ცოლი, სარა ნეტანიაჰუ დათანხმდა საპროცესო გარიგებას მისთვის წაყენებული ბრალდების საქმეზე, რომლის თანახმად, მან "ბოროტად გამოიყენა" სახელმწიფო თანხები - 100 ათასი დოლარის ოდენობით. პროცესი შედგა იერუსალიმის სასამართლოში. შეთანხმების მიხედვით, 60 წლის სარა ნეტანიაჰუ გადაიხდის ჯარიმის სახით 15 ათას დოლარს. სარა ნეტანიაჰუს ბრალდების მიხედვით, ის დადიოდა ძვირად ღირებულ რესტორნებში მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალურ რეზიდენციაში საგანგებო მზარეული ემსახურებოდა. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ემზარ კვიციანი ლევან ვასაძეს: ვიქნები 10 რომ დააკლდება რვას!

"დიდება ღმერთს!!! ვიქნები 10 რომ დააკლდება რვას!" - ასე გამოეხმაურა პატრიოტთა ალიანსის ერთ-ერთი ლიდერი ემზარ კვიციანი ბიზნესმენ ლევან ვასაძის მიმართვას, ვერის პარკში მამაკაცების შეკრებასთან დაკავშირებით.  ეს სიტყვები ემზარ კვიციანმა თავის ფეისბუკგვერდზე გამოაქვეყნა. ვიდეომიმართვა, რომელიც ასევე ფეისბუკის საშუალებით გაავრცელა ბიზნესმენმა ლევან ვასაძე, მთავრობის კრიტიკას  და ლგბტქ აქტივისტების მიერ „თბილისი პრაიდის“ ჩატარების ხელისშეშლისთვის მზაობას ეხება. "ბრძანების გამცემ ბატონ ბიძინას, ივანიშვილს და ყველას... Читать дальше...


Новости 24/7 DirectAdvert - доход для вашего сайта



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России



Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city

Bloomberg: Приемом Путина с визитом Вьетнам проигнорировал критику США

Cиловики работают с педагогами МГМСУ из-за возможной покупки экзаменов

Всю жизнь в тени знаменитого отца: умер сын Вячеслава Зайцева, Егор

Российский поворот на Восток вызывает истерику Запада. Что Москва предлагает Северной Корее и Вьетнаму и чем ответят в Пхеньяне и Ханое.

Музыкальные новости

Футбольный фестиваль «ЦСКА — Все сюда!» провели в Одинцове

Первый Международный фестиваль «Мир классического романса»

В Пензе стартовали соревнования по по мотокроссу на Кубок главы города

Владимир Путин, Дмитрий Медведев, Анатолий Голод: ПРИЗНАНИЕ НАТО НАДО ПРИМЕНЯТЬ!

Новости России

АРМЕНИЯ. Москва обвинила Париж в провоцировании конфликта на Кавказе

Bloomberg: Приемом Путина с визитом Вьетнам проигнорировал критику США

Всю жизнь в тени знаменитого отца: умер сын Вячеслава Зайцева, Егор

Доигралась. Карьера Чулпан Хаматовой заканчивается бесславно

Экология в России и мире

Как Россия уступила Азербайджану значительные территории Дагестана и два села

PREMIER проведет фестиваль «Лето PREMIER» по всей России

Строитель БАМа, работник филиала «Московский» компании «ЛокоТех-Сервис» награжден Почетным знаком за безупречный труд

Фрукт с сюрпризом: доктор Кутушов рассказал, чем опасен съеденный червь

Спорт в России и мире

Рублёв и еще два российских теннисиста не сыграют на Олимпиаде в Париже

Россиянка Людмила Самсонова выиграла турнир WTA в Хертогенбосе

Саснович победила на старте квалификации турнира WTA-500 в Берлине

Лучший теннисист Казахстана узнал позицию в обновленном рейтинге ATP

Moscow.media

Мост в Нагатинском затоне готовят к установке пилонов

Страхование грузов: 7 правил безопасной перевозки

Как Россия уступила Азербайджану значительные территории Дагестана и два села

Bluetooth-сканер штрих-кодов SAOTRON P04 на базе CMOS-матрицы











Топ новостей на этот час

Rss.plus






Российский поворот на Восток вызывает истерику Запада. Что Москва предлагает Северной Корее и Вьетнаму и чем ответят в Пхеньяне и Ханое.

АРМЕНИЯ. Москва обвинила Париж в провоцировании конфликта на Кавказе

Массовую драку с участниками СВО в Перми объяснил Минтербез Прикамья

Antaisolar заключила контракты на более 1 ГВт на SNEC 2024