Добавить новость

Резиденты центра ассистивных технологий «Феникс» помогают бойцам СВО и их семьям

Politico: США перебрасывают дополнительные силы на Аляску

На портале поставщиков определили топ-5 популярных товаров и услуг

Возобновившего «магические» сеансы Кашпировского проверят на мошенничество



World News in Georgian
Ria.city


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer


Июнь
2019

Новости за 14.06.2019

Radiotavisupleba.ge 

ლგბტ თემის მხარდამჭერი აქციის მონაწილეები აქციას ტოვებენ

„თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორთა აქციის წარმომადგენლების განცხადებით, მათ მიაღწიეს პოლიციასთან შეთანხმებას და ტოვებენ კანცელარიის მიმდებარე ტერიტორიას პოლიციის კორდონის მეშვეობით და გააგრძელებენ მოლაპარაკებებს ხელისუფლებასთან „თბილისი პრაიდის“ ფარგლებში დაგეგმილი „ღირსების მარშის“ ორგანიზებასთან დაკავშირებით. მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან ამ დრომდე მიმდინარეობს კონტრაქცია. კონტრაქციის მონაწილეები ნაციონალისტურ ჯგუფების წარმომადგენლები არიან. მათსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

მმართველი გუნდი კანცელარიასთან მიმდინარე პროცესებს არ ეხმაურება

კანცელარიასთან მიმდინარე პროცესებს„ქართული ოცნების“ ხელისუფლების წარმომადგენლები არ ეხმაურებიან. კანცელარიასთან „თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორთა და მათ მოწინააღმდეგე ნაციონალისტური ჯგუფების კონტრაქცია მიმდინარეობს. რადიო თავისუფლებას სახელისუფლებო პარტიის „ქართული ოცნების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში უთხრეს, რომ პარტია დღეს ამ საკითხზე რაიმე სახის განცხადების გავრცელებას არ გეგმავს. მცდელობის მიუხედავად, პარტიის სხვადასხვა წარმომადგენელმა რადიო თავისუფლების სატელეფონო ზარებსა და მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს არ უპასუხა. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ნაციონალისტური ჯგუფები ფიზიკური ანგარიშსწორებით იმუქრებიან

თუკი ლგბტქ თემის წარმომადგენლები ტერიტორიიდან არ გავლენ, კონტრაქციის მონაწილე ნაციონალისტური ჯგუფები მათ ფიზიკური ანგარიშსწორებით ემუქრებიან. „პოლიცია ორი საათის წინ დაგვპირდა, რომ გაიყვანდა მათ ტერიტორიიდან, მაგრამ პირობა არ შესრულდა. ჩვენს მოთმინებასაც აქვს საზღვარი. ხელით შევეხოთ მაინცდამაინც?! მოვიდეს მთავრობა და გაგვცეს პასუხი“, - აცხადებს კონტრაქციის ერთ-ერთი მონაწილე. კონტრაქციის მონაწილეთა რიგებიდან მუდმივად ისმის შეურაცხმყოფელი და მუქარის შემცველი შეძახილები. კონტრაქციის მონაწილეებმა პოლიციის კორდონის გარღვევაც სცადეს. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

კანცელარიასთან ვითარებას ომბუდსმენის აპარატი აკვირდება

მთავრობის კანცელარიასთან„თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორებისა და მათი მოწინააღმდეგე ჯგუფის კონტრაქციის მიმდინარეობას აკვირდება სახალხო დამცველი,- ამის შესახებ ომბუდსმენის მოადგილემ გიორგი ბურჯანაძემ განაცხადა, ის აქციის ადგილას აკვირდება რამდენად ართმევს სახელმწიფო თავს უსაფრთხოების უზრუნველყოფის მოვალეობას. “სამართალდამცველების პოზიცია, ბუნებრივია, მარტივია და ის ეფუძნება კონსტიტუციას. აქ მყოფ ადამიანებს აქვთ იმის უფლება, რომ შეიკრიბონ როგორც ჭერქვეშ, ისე გარეთ მშვიდობიანად. ამაში თუ სახელმწიფო დახმარება იქნება საჭირო იმ თვალსაზრისით... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ელენე ხოშტარია: პოლიციამ მოძალადეები უნდა გაიყვანოს

ვინც იმუქრება და მოძალადეა, ისინი უნდა გაიყვანოს ტერიტორიიდან პოლიციამ და არა მშვიდობიანი მოქალაქეები, - განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელმა, ელენე ხოშტარიამ მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან, სადაც ერთმანეთისგან პოლიციის კორდონი აშორებს აქციისა და კონტრაქციის მონაწილეებს. „აქ არის ყველაზე მთავარი სახელმწიფოს არასწორი დამოკიდებულება აზრის გამოხატვის, მუქარის და ძალადობის მიმართ. აქ არიან ადამიანები, რომლებსაც უნდათ, რომ აზრი გამოხატონ და იქით არიან ადამიანები, რომლებიც ხელს უშლიან ამაში. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე: პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ჯგუფს ვინც ეს ქმედებები წაახალისა

მთავრობის კანცელარიასთან საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე იმყოფებოდა. მისი განცხადებით, ის ადგილზე ვითარებაში გარკვევის მიზნით მივიდა. „საპატრიარქომ გააკეთა განცხადება. მეტი არაფრის თქმას არ ვაპირებ. მე ვფიქრობ, რომ მთელი პასუხიმგებლობა უნდა აიღოს იმ ორგანიზაციამ, ვინც წაახალისა ასეთი ქმედებები, რადგან ჩვენ ვხედავთ საზოგადოებაში დაძაბულობას. საპატრიარქოს განცხადება იყო პრევენციული, მოწოდება იმისაკენ, რომ არ მოხდეს სამოქალაქო დაპირისპირება და მიუხედავად ამისა, როდესაც წინასწარ იციან საზოგადოების განწყობა... Читать дальше...

Marshalpress.ge (მარშალ) 

საქართველოს პრეზიდენტი 15-16 ივნისს ადიგენისა და ბორჯომის მუნიციპალიტეტებს ეწვევა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 15-16 ივნისს ადიგენისა და ბორჯომის  მუნიციპალიტეტებს ეწვევა. პრეზიდენტი ადგილობრივ ხელისუფლებასა და რეგიონის მოსახლეობას  შეხვდება. სალომე ზურაბიშვილი აბასთუმანში ახალი სარეაბილიტაციო ცენტრის მშენებლობას მოინახულებს, გოგირდის აუზებს, რემერტის ხიდს, ახალ ზარზმას დაათვალიერებს და აბასთუმნის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეაბილიტაციის პროცესს გაეცნობა, სადაც მეგზურობას აბასთუმნის უხუცესი მკვიდრი თინა ნათელაშვილი გაუწევს. პრეზიდენტი სოფელ უდეში, ანთიმოზ... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

კონტრაქციიდან ლგბტქ აქტივისტების აქციის მისამართით შეურაცხმყოფელი შეძახილები ისმის

„წადით თქვე უპატრონოებო", "რას ზიხართ, წადით საქართველოს გამყიდველებო", "ქვეყნის შემარცხვენლებო", "ქათმებო", "უჯიშოებო", "გარეწრებო", "მოდი უნდა ჩაგეხუტო“, - ასეთი შეძახილები ისმის კანცელარიასთან მიმდინარე კონტრაქციაზე. ისინი ამგვარი ეპითეტებით მიმართავენ „თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორთა აქციის მონაწილეებს. კანცელარიასთან ამ წუთებში ორი აქცია მიმდინარეობს „თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორთა და მათი მოწინააღმდეგე ნაციონალისტური ჯგუფების მიერ ორგანიზებული. ადგილზე ვითარებას რამდენიმე ასული პოლიციელი აკონტროლებს... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

პოლიციამ მთავრობის კანცელარიასთან კონტრაქციის მონაწილე სულ 8 პირი დააკავა

საპატრულო პოლიციამ მთავრობის კანცელარიასთან მიმდინარე აქციაზე კიდევ 1 მოქალაქე დააკავა, რომელიც ასევე კონტრაქციის მონაწილეა, - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. "აღნიშნული პირი, შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართავდნენ აქციის წევრებს, რომლებსაც ასევე ესროლა კვერცხები.  სამართალდამცველების მოთხოვნის მიუხედავად დაეცვა საზოგადოებრივი წესრიგი,იგი არ დაემორჩილა პოლიციის კანონიერ მოთხოვნას, რის შემდეგაც  ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173- ე მუხლით (პოლიციისადმი დაუმორჩილებლობა) პოლიციამ ის ადგილზე დააკავა. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

გურამ ფალავანდიშვილი: მათ სურთ ჩვენი სულიერი გაუპატიურება

არ არის გამორიცხული, რომ ჩვენ თვითონ დავშალოთ ეს აქცია, - თქვა მთავრობის კანცელარიასთან თბილისი პრაიდის კონტრაქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა გურამ ფალავანდიშვილმა.  "თუ პოლიცია მათ ასეთ კორდონს შეუქმნის და კიბეებზე დატოვებს პროვოკატორებს, რომლებიც მაღლა სწევენ თავის პლაკატებს და გადასცემენ უცხოეთში, თუ როგორც ჩაგრავენ თავიანთ ქვეყანაში. სწორედ ეს არის მათი მიზანი, მათ სურთ ჩვენი სულიერი გაუპატიურება“ - ამბობს ფალავანდიშვილი, რომელიც გეგმავს თანამოაზრეებთან ერთად შექმნას ორგანიზაცია,  რომელიც მისი თქმით... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

"რაც აზროვნების სისტემას ეხება, გაცილებით უფრო გახსნილი იყო შუა საუკუნეების საქართველო გარემომცველი სამყაროს მიმართ, ვიდრე დღეს არის"

„კულტურა, სახელმწიფოებრიობა და ისტორია ერთმანეთისგან დამოუკიდებლად არ არსებობს“, - ამბობს ეკა დუღაშვილი, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის წარმომადგენელი. ის და მისი კოლეგები ემზადებიან  საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციისთვის - „საქართველო-ბიზანტია-ქრისტიანული აღმოსავლეთი“, რომელიც 18 ივნისს გაიხსნება.




Radiotavisupleba.ge 

კანცელარიასთან აქციაზე დააკავეს პირი, რომელიც „ლიბერალის“ ჟურნალისტს ემუქრებოდა

კანცელარიასთან, სადაც „თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორთა და მათი მოწინააღმდეგეების აქცია იმართება, პოლიციამ დააკავა პირი, რომელიც მედიასაშუალება „ლიბერალის“ ჟურნალისტებს ემუქრებოდა. დაკავებას, ადგილზე დაპირისპირება და არეულობა მოჰყვა. კონტრაქციის მონაწილეები „ლიბერალის“ ჟურნალისტებს ტელეფონის დამტვრევით დაემუქრნენ და მოითხოვნდნენ განმარტებას თუ რატომ იყვნენ ისინი კანცელარიასთან.  როგორც „ლიბერალის“ რედაქტორმა ლიკა ზაკაშვილმა უთხრა რადიო თავისუფლებას კანცელარიასთან მისული კონტრაქციის წარმომადგენლები ინტერესდებოდნენ მათი ვინაობით. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ნინო ბოლქვაძე: სამართლებრივ სახელმწიფოში ვცხოვრობთ, თუ ისევ – თეოკრატიულში

აქტივისტი და თბილისი პრაიდის ერთ-ერთი ორგანიზატორი ნინო ბოლქვაძე პრემიერს, პრეზიდენტს, შინაგან საქმეთა მინისტრს და პარლამენტის ვიცე სპიკერს მოუწოდებს, გააკეთონ განცხადებები და დააფიქსირონ საკუთარი პოზიცია ლგბტ უფლებებთან დაკავშირებით.  "ორგანიზაცია, რომელიც თავის თავს ქართულს უწოდებს, სინამდვილეში არის მარგინალური, ფაშისტური, ძალადობრივი დანაშაულებრივი ორგანიზაცია. ეს ორგანიზაცია აკეთებს საჯარო განცხადებებს, რომელიც საზოგადოების გახლეჩვისკენ არის მიმართული. დღეს საპატრიარქოს განცხადება იყო 2013... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

სუსლიაკის ადვოკატი: იულიასგან აღიარებით ჩვენებას ვერ ეღირსებიან

რაც უფრო დიდხანს გააჩერებენ იულია სუსლიაკს საპატიმროში, მით უფრო ძვირად დაუჯდება ეს საქართველოს ბიუჯეტს, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ტრეფიკინგის ბრალდებით დაკავებული უკრაინელი ქალის, იულია სუსლიაკის ადვოკატი ზურაბ თოდუა.

Radiotavisupleba.ge 

„ევროპული საქართველო“: ერთი ჯგუფის თავისუფლების შეზღუდვა, ყველას თავისუფლების შეზღუდვაა

კანცელარიასთან მიმდინარე აქციისა და კონტრაქციის თაობაზე „ევროპული საქართველო“ განცხადებას ავრცელებს. „ქართული ოცნების მთავრობა განაგრძობს მოძალადე და პროპუტინური ჯგუფების წახალისებას და მათთვის ხელის დაფარებას. დღეს მთავრობის კანცელარიასთან მოქალაქეთა ჯგუფს, რომლებიც ადამიანის უფლებებს იცავს, გამოხატვის თავისუფლება შეუზღუდეს. კანონის დაცვის ნაცვლად, ხელისუფლებამ არჩევანის გაკეთება გადაწყვიტა და მოძალადე, პრორუსული ჯგუფების მხარე დაიჭირა. მთავრობა საკუთარ თავს უფლებას აძლევს, პოლიტიკური ინტერესის შესაბამისად შეუზღუდოს ადამიანებს შეკრების... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

კანცელარიასთან 4 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მთავრობის კანცელარიასთან მიმდინარე კონტრაქციის 4 მონაწილე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173- ე მუხლით (პოლიციისადმი დაუმორჩილებლობა) დააკავეს. აღნიშნული პირები შეეცადნენ გაერღვიათ სამართალდამცველთა კორდონი, რომელიც შეკრებილების უსაფრთხოებიდან გამომდინარე მიმდინარე ორ აქციას შორის იყო მოწყობილი. სამართალდამცველებმა მათ საპირისპირო აზრის მქონე ჯგუფთან მიახლოების, ასევე სიტუაციის ესკალაციის უფლება არ მისცეს და... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

მოლდოვის დემოკრატიულმა პარტიამ გამოაცხადა, რომ პრემიერ-მინისტრ პაველ ფილიპის მთავრობა გადადგება

მოლდოვის დემოკრატიულმა პარტიამ (PDM) გამოაცხადა, რომ პრემიერ-მინისტრ პაველ ფილიპის მთავრობა გადადგება. ამგვარად, დასასრულს უახლოვდება დაპირისპირება მასა და ახალშექმნილ კოალიციურ მთავრობას შორის. გადაწყვეტილების შესახებ 14 ივნისს კიშინიოვში გამართულ პრესკონფერენციაზე გამოაცხადა მოლდოვის დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარის მოადგილემ, ვლადიმირ ჩებოტარიმ. მისი თქმით, PDM-მა გადაწყვიტა, უკან დაიხიოს, რათა დასრულდეს პოლიტიკური კრიზისი, რომელმაც პარტია დაუპირისპირა პროევროპული და პრორუსული ძალების ალიანსს... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ლევან ვასაძე: სიბილწის პროპაგანდისტებს არ ვაზეიმებთ

"ჩვენ იმისთვის მოვედით, რომ საქართველოში გარყვნილების ზეიმი არ დავუშვათ - ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში რამდენი ელჩიც არ უნდა ერეოდეს, რამდენი ზეწოლაც არ უნდა მოახდინონ ჩვენს საზოგადოებაზე, ანტიკავკასიურ, ანტიტრადიციულ ცხოვრების წესს სიბილწის პროპაგანდისტებს ჩვენ არ ვაზეიმებთ, "-  თქვა კანცელარიასთან მისულმა ლევან ვასაძემ, სადაც იგეგმებოდა აქტივისტების აქცია "სახელმწიფო, სად ხარ?".  აქცია „პრაიდის“ ორგანიზატორებმა მას შემდეგ დაგეგმეს, რაც 14 ივნისს გავრცელდა საპატრიარქოს განცხადება, სადაც საპატრიარქოს... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

კანცელარიასთან „თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორთა აქცია დაიწყო

მთავრობის კანცელარიასთან „თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორებმა ხელშეშლის მიუხედავად აქციის გამართვა მაინც მოახერხეს. მათი ძირითადი გზავნილია „გამოდი“. აქციის ორგანიზატორები კანცელარიის შენობის კიბეებზე სხედან, მათ ხელში უჭირავთ ტრანსფარანტები წარწერით „გამოდი“, თან აქვს 7-ფეროვანი დროშა. როგორ აქციის მონაწილე მარიამ კვარაცხალიამ განაცხადა, ადგილზე მობილიზებულია მოძალადე ჯგუფები, რომლებიც 5- წუთიანი აქციის გამართვის საშუალებას არ აძლევენ. „მოძალადე ჯგუფები არიან მობილიზებული. აქცია დავაანონსეთ, რომ პატარა განცხადება ამოგვეკითხა. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ჩავუშოღლუ: ანკარა პასუხს გასცემს ვაშინგტონის შესაძლო სანქციებს რუსული S-400-ების შესყიდვასთან დაკავშირებით

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ ანკარა პასუხს გასცემს ვაშინგტონის მიერ თურქეთისთვის ნებისმიერი შესაძლო სანქციების დაწესებას ანკარის მიერ რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების, S-400-ების შესყიდვასთან დაკავშირებით. თურქეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო ანადოლუსთვის მიცემულ ინტერვიუში ჩავუშოღლუმ თქვა, რომ თურქეთს, როგორც „დამოუკიდებელ და თავისუფალ“ ქვეყანას, უფლება აქვს, თავად მიიღოს გადაწყვეტილებები საკუთარი სამხედრო შესყიდვების თაობაზე. რუსეთსა და თურქეთს... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

საფრთხის შემცველი ლიფტები

რუსთავის საცხოვრებელ კორპუსებში სულ 1 400-მდე ლიფტია, რომლებიც სიძველის გამო ხშირად ზიანდება და მოსახლეობისთვის საშიშროებას ქმნის.

Radiotavisupleba.ge 

კანცელარიასთან „თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორებს აქციის ჩატარების საშუალება არ ეძლევათ

„თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორების მიერ მთავრობის კანცელარიასთან დაგეგმილ აქციაზე „ქართული მარშის“ „მართლმადიდებელ მშობლეთა კავშირის“ წარმომადგენლები, ბიზნესმენი ლევან ვასაძე და  სასულიერო პირები მივიდნენ. ისინი არ აძლევენ საშუალებას „თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორებს აქცია ჩაატარონ. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. სამართალდამცავებმა ტერიტორიაზე შესვლის საშუალება არ მისცეს აქციის ერთ-ერთ ორგანიზატორს ლგბტ უფლებადამცველს გიორგი თაბაგარს. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ თაბაგარი  სიტუაციას დროებით გაარიდეს. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

"გვეშინია, რომ იმ მედიასაშუალებების წინააღმდეგ, რომლებიც მათთვის მიუღებელი იქნება, გამოყენებული იქნება ეს მექანიზმიც"

13 ივნისს პარლამენტის თავმჯდომარე გამოეხმაურა და მხარი დაუჭირა კომუნიკაციების ეროვნული კომისიის განცხადებას „მაუწყებლობის შესახებ კანონში“ ცვლილებების 1 ივლისამდე შეტანის საჭიროების შესახებ. სამოქალაქო სექტორი ამ ინიციატივაში ხედავს საფრთხეებს გამოხატვის თავისუფლებისთვის.

Radiotavisupleba.ge 

ექსპერტთა თანახმად, მაისში Sukhoi Superjet 100-ის ავარიის მიზეზი ეკიპაჟის მოქმედება შეიძლება ყოფილიყო

სახელმწიფოთაშორისმა საავიაციო კომიტეტმა გამოაქვეყნა წინასწარი ანგარიში მაისის დამდეგს მოსკოვის შერემეტიევოს აეროპორტში Sukhoi Superjet 100-ის ავარიის შესახებ. მონაცემებით, რომლებსაც დოკუმენტი შეიცავს, კატასტროფის მიზეზი შეიძლება ყოფილიყო ეკიპაჟის მოქმედება. მათ მიერ თვითმფრინავის უხეშად დასმას მოჰყვა დატვირთვა, რომლის გაძლება თვითმფრინავს არ შეეძლო კონსტრუქციული თვალსაზრისით. კატასტროფის შედეგად თვითმფრინავში მყოფი 78 ადამიანიდან 41 დაიღუპა.


Новости 24/7 DirectAdvert - доход для вашего сайта



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России



Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city

Роспотребнадзор сообщил о быстром распространении нового варианта COVID-19 ХЕС

Спрос на длительную аренду загородного жилья в России вырос летом на 43%

Бархатный сезон: как недорого и интересно отдохнуть осенью

Живодер привязал двух собак к машине и протащил их по асфальту в Подмосковье

Музыкальные новости

В Республике Таджикистан стартует проект «Русский язык: читаем, слушаем, смотрим в странах СНГ»

Главным врагом хорошей улыбки россияне назвали цены у стоматологов

Росгвардия обеспечила безопасность футбольного матча в Дагестане

АО “Желдорреммаш” реализует проекты по развитию кадрового резерва компании

Новости России

Полиция задержала в Курганской области подозреваемого в двойном убийстве

Психолог рассказала, как общаться с людьми, у которых всегда все плохо

Специалисты администрации Можайска вакцинировались от гриппа

Запрет на посещение лесов в Подмосковье ввели до 1 октября

Экология в России и мире

В Москве с успехом прошла осенняя выставка «Интерткань»

АО “Желдорреммаш” реализует проекты по развитию кадрового резерва компании

Boss, коллекция весна-лето 2025

Криптовактивы и новости блокчейн: с чего начать изучение?

Спорт в России и мире

Карацев вылетел с турнира ATP в Ханчжоу

Марии Шараповой завидуют все русские женщины. И вот почему

Теннисистка Касаткина прошла в полуфинал турнира WTA в Сеуле

Котов проиграл О'Коннеллу в первом круге турнира ATP в Чэнду

Moscow.media

Загоралось утро....

Axenix будет автоматизировать управление производством с помощью решения Exeplant

Родители 317,2 тыс. детей в Московской области получают единое пособие

«Аэродиск» реализовал поддержку группового управления ресурсами для эффективного выделения емкости СХД











Топ новостей на этот час

Rss.plus






Деревья высадили в парке «Ривьера» в Можайске

FR: Путин напугал США, заставив их перебрасывать войска к Аляске

Художник из Кувейта Махмуд Ашканани представил автобиографический фильм в Музее Победы

Муфтий Гайнутдин избран председателем Духовного управления мусульман РФ