ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი სოციალურ ქსელში “ნაციონალური მოძრაობის” წინასაარცევნო ტაქტიკას დაცინის: “ეკა ხერხეულიძე რომ ჰყავდათ ზუგდიდში წინასაარჩევნოდ, რაო, არ უშველა ამ “ეროვნული მოღვაწის” “დიდმა ავტორიტეტმა” “საქართველოს ცოლს”?! აი, ამ წარსულში ჩარჩენილი და ნოსტალგირებული “სათუთი” “ფუმფულიკოების” გაცოცხლება რომ ვინმეს შველოდეს, საკუთარ თავს ხომ უშველიდნენ, – ბოღმამ ზოგი რომ დაასივა და ზოგიც გაზაფხულის ნიორს დაამსგავსა?! თან გვარამიამ რომ […]
Читать дальше...ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი 2 ივნისს სკოპიეში ჩავიდა, სადაც მისი თავმჯდომარეობით გაიმართება ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სხდომა, ნატოს ქვეყნების ელჩების მონაწილეობით. ვიზიტის განმავლობაში ჩრდილოეთ მაკედონიის ხელისუფლებასთან განხილური იქნება ასევე რეფორმების პროცესი. თებერვალში სკოპიემ ხელი მოაწერა გაწევრიანების ოქმს, რომლის საფუძველზე ყოფილი იუგოსლავიის ქვეყანა გახდება ალიანსის 30-ე წევრი, როდესაც ალიანსის 29-ვე წევრი ქვეყანა ამ დოკუმენტის რატიფიკაციას მოახდენს. ნატოსკენ მაკედონიას... Читать дальше...
მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლო ( ICJ) მომავალ კვირიან იწყებს საჯარო განხილვას კიევის სარჩელზე, რომელშიც რუსეთს ბრალი ედება ყირიმის ანექსიისა და აღმოსავლეთ უკრაინაში სეპარატისტების მხარდამჭერისთვის. მოსალოდნელია, რომ რუსეთის წარმომადგენლები 3 ივნისს ჰააგაში შეეცდებიან უარყონ ბრალდება. მეორე დღეს კი თავის არგუმენტებს წარმოადგენს უკრაინა. განხილვის მეორე რაუნდი ჰააგაში 6-7 ივნისს გაიმართება. მხარეთა მოსმენის დაწყებამდე, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ რუსეთის ხელისუფლება... Читать дальше...
ანდრეა ნალესმა, გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერმა, გამოაცხადა, რომ აპირებს დატოვოს პოსტი მას შემდეგ, რაც მმართველი კოალიციის წევრმა პარტიამ მარცხი იწვნია ევროპარლამენტის არჩევნებში. ნალესი ასევე დატოვებს ბუნდესტაგში სოციალ-დემოკრატების ფრაქციის თავმჯდომარის პოსტს. გასულ კვირაში გამართულ ევროპარლამენტის არჩევნებში გერმანელი სოციალ-დემოკრატები მხოლოდ მესამე ადგილზე გავიდნენ და პარტიის პოპულარობა ბოლო გამოკითხვებით აგრძელებს ვარდნას, ხოლო მისი კონკურენტის, მემარცხენე-ცენტრისტული „მწვანეების“ - იზრდება. Читать дальше...
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე დღეს ნიკორწმინდის ცენტრის რეაბილიტაციის პროცესს გაეცნო. პროექტს, რომლის ფარგლებში შენობების გარე ფასადების, ღობეების მოწყობა, სუვენირების მაღაზიისა და სკვერის მშენებლობა მიმდინარეობს, 2 004 780 ლარით მუნიციპალური განვითარების ფონდი აფინანსებს. ამასთან, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დაფინანსებით დაწყებულია ნიკორწმინდის ტაძრის რესტავრაცია-რეაბილიტაცია, რომლის ფარგლებშიც მიმდინარეობს გარე ფასადების, იატაკის, სარკმელების აღდგენა, ტაძრისა და სამრეკლოს გადახურვა. Читать дальше...
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მიიჩნევს, რომ ბრიტანეთის ხელისუფლებამ უნდა მიაღწიოს დათმობებს ევროკავშირისაგან, წინააღმდეგ შემთხვევაში ყოველგვარი პირობების გარეშე გავიდეს კავშირიდან. გაზეთ „სანდეი ტაიმსისათვის“ მიცემულ ინტერვიუში დონალდ ტრამპი ამბობს, რომ ლონდონი უნდა დაემუქროს ბრიუსელს, რომ თუ დათმობაზე არ წავა, მაშინ ბრიტანეთი უარს იტყვის იმ საფასურის გადახდაზე, რაც ევროკავშირიდან გასვლას უკავშირდება. ეს თანა 50 მილიარდ დოლარად ფასდება. ინტერვიუში დონალდ ტრამპმა ისიც თქვა, რომ ბრიტანეთის ხელისუფლებამ შეცდომა დაუშვა... Читать дальше...
პარტია „დემოკრატიული მოძრაობის“, განახლებული სახელით - „ერთიანი საქართველო, დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ, 2 ივნისს, პარტიის ყრილობის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ მას სამართლიან ბრძოლაში თავისი პარტიის გამარჯვების იმედი აქვს. „ბრძოლაში - უსამართლოშიც და განსაკუთრებით სამართლიანში, ჩვენ ძლიერები ვართ. აუცილებლად ძალიან სერიოზულ შედეგს დავდებთ“, - აცხადებს ნინო ბურჯანაძე. მისი შეფასებით, პარტიის ყრილობამ აჩვენა, რომ მის პარტიას ჰყავს მებრძოლი ადამიანები, რომლებიც „არ იყიდებიან და იციან... Читать дальше...
აშშ-ის მზად არის ირანთან მოლაპარაკებისათვის ყოველგვარი წინაპირობების გარეშე, - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ, რომელიც კვირას შვეიცარიაში შეხვდა ამ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრ იგნაციო კასისოს. შეხვედრაზე ერთ-ერთი მთავარი განსახილველი საკითხი იყო ირანის გარშემო შექმნილი ვითარება. მაიკ პომპეომ აღნიშნა, რომ მოლაპარაკებისათვის საჭიროა, ირანმა აჩვენოს, რომ „სურს მოიქცეს, როგორც ნორმალური ქვეყანა.“ პომპეოს სიტყვები არის რეაქცია მანამდე ირანის პრეზიდენტის ჰასან როჰანის განცხადებაზე. Читать дальше...
თბილისში, „შერატონ მეტეხი პალასში“ მიმდინარეობს ნინო ბურჯანაძის პარტიის რიგგარეშე ყრილობა. შეიცვალა პარტიის სახელწოდება და მას დღეიდან ერქმევა „ერთიანი საქართველო, დემოკრატიული მოძრაობა“. პარტია საპარლამენტო არჩევნებისთვის იწყებს მზადებას და როგორც მისი წევრები აცხადებენ, ისინი აუცილებლად მოხვდებიან შემდეგი მოწვევის პარლამენტში. ნინო ბურჯანაძის პარტიის წევრები იზიარებენ მათივე ლიდერის მოსაზრებას, რომ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით, რუსეთთან დიალოგი აუცილებელია. „დემოკრატიული... Читать дальше...
ისრაელის სამხედრო-საჰაერო ძალებმა წუხელ სარაკეტო იერიში განახორციელეს სირიის სამხრეთ-დასავლეთ კუნეიტარის პროვინციაში მდებარე რამდენიმე ობიექტზე, რასაც მსხვერპლიც მოჰყვა. სარაკეტო თავდასხმის შესახებ ცნობები დაადასტურა ისრაელის არმიის სარდლობამ, სადაც აცხადებენ, რომ ეს ნაბიჯი გახდა პასუხი სირიის ტერიტორიიდან ნასროლი ორი რაკეტის ჩამოვარდნაზე გოლანის სიმაღლეებზე, რომელსაც ისრაელი აკონტროლებს. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეტანიაჰუმ განაცხადა, რომ პირადად გასცა ბრძანება საპასუხო დარტყმაზე და ხაზი გაუსვა... Читать дальше...
ბაღდადის სასამართლომ სასჯელის უმაღლესი ზომა სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს საფრანგეთის ორ მოქალაქეს, რომლებიც ექსტრემისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში იბრძოდნენ. სასამართლოს ამ ბოლო გადაწყვეტილებით ცხრამდე გაიზარდა საფრანგეთის მოქალაქეთა რაოდენობა, რომელსაც ბოლო ორი კვირის განმავლობაში სასჯელის უმაღლესი ზომა შეეფარდათ. მთლიანად ერაყში საბრალდებო სკამზე იმყოფება საფრანგეთის 12 მოქალაქე. ისინი აშშ-ის მომხრე სირიის დემოკრატიული ძალების მებრძოლებმა სირიაში შეიპყრეს და ერაყს გადასცეს. საფრანგეთი აცხადებს... Читать дальше...
მთავარი ჩემთვის და ვფიქრობ, თითოეული მოქალაქისთვის არის ის, რომ საქართველოს პარლამენტმა კონსულტაციების შედეგად მიიღო ობიექტური კრიტერიუმები და პროცედურები, რომლის მიხედვითაც მოხდება მოსამართლეების შერჩევა და ეს ემყარება საუკეთესო ევროპულ პრაქტიკას, – ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ უზენაესი მოსამართლეობის მსურველთა სიაში გენერალური პროკურორის შალვა თადუმაძის ყოფნასთან დაკავშირებით ნიკორწმინდაში ჟურნალისტების მიერ დასმულ კითხვას. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ […]
Читать дальше...საქართველოს პრემიერ-მინისტროს, მამუკა ბახტაძის განცხადებით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლის პოსტზე ნებისმიერი ადამიანი შეირჩევა გამჭვირვალედ, უმაღლესი სტანდარტებისა და პროცედურების დაცვით. ჟურნალისტების შეკითხვას უზენაესი მოსამართლეობის მსურველთა სიაში გენერალური პროკურორის, შალვა თადუმაძის ყოფნასთან დაკავშირებით, ბახტაძემ უპასუხა, რომ მისთვის მთავარი არის ის, რომ: „საქართველოს პარლამენტმა კონსულტაციების შედეგად მიიღო ობიექტური კრიტერიუმები და პროცედურები, რომლის მიხედვითაც მოხდება მოსამართლეების... Читать дальше...
ირანის მედიის ცნობით, ქვეყნის პრეზიდენტმა ჰასან როჰანი შესაძლებლად მიიჩნევს თეირანის მხრიდან მზადყოფნას გამართოს მოლაპარაკებები, თუ აშშ პატივისცემას გამოავლენს თეირანის მიმართ. თეირანს ვერავინ აიძულებს მოლაპარაკებას, - მოჰყავს როჰანის სიტყვები ნახევრად ოფიციალურ „ფარსის“ სააგენტოს. როჰანის მიერ 1 ივნისს გაკეთებული განცხადების ფონია უკიდურესად დაძაბული ურთიერთობა აშშ-სა და ირანს შორის ერთი წლის თავზე მას შემდეგ, რაც ვაშინგტონი გავიდა 2015 წელს მსოფლიოს წამყვან სახელმწიფოებსა და ირანს შორის ხელმოწერილი ბირთვული შეთანხმებიდან... Читать дальше...
აშშ-ის სპეციალური წარგზავნილი ზალმაი ხალილზადი 2 ივნისს პაკისტანში ჩავიდა, სადაც ანონიმური ოფიციალური წყაროების ცნობით, ამერიკელი დიპლომატი საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართავს შეხვედრას. მაგრამ არ არის ცხადი შეხვდება თუ არა სტუმარს პაკისტანის საგარეო საქმეთა მინისტრო შაჰ მაჰმუდ ყურეში. ავღანეთში ომის დასრულების ძალისხმევის ფარგლებში, ხალილზადი გეგმავს ვიზიტს ავღანეთში, გერმანიაში, ბელგიაში, ყატარსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, ავღანეთის სამშვიდობო... Читать дальше...
ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში 2 ივნისს რამდენიმე აფეთქება მოხდა, რასაც ერთი ადამიანი შეეწირა, ჩვიდმეტი დაიჭრა. იმავე დღეს დანაღმული ავტომობილით მოეწყო აფეთქება ქვეყნის ჩრდილოეთში, ღაზნის პროვინციაში, რომლის შედეგად პოლიციის ექვსი თანამშრომელი დაიღუპა და რამდენიმე დაიჭრა. ღაზნის იერიშზე პასუხისმგებლობა აიღო თალიბანმა, რომელმაც უარი თქვა რამადანის დღეებში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ავღანეთის ხელისუფლების მიერ შეთავაზებულ წინადადებაზე. თალიბები თავის მხრივ აცხადებენ, რომ თავდასხმის შედეგად დაიღუპა სულ მცირე 40 პოლიციის თანამშრომელი. Читать дальше...
ლეგენდარული მუსიკოსი და მომღერალი, ელტონ ჯონი გამოეხმაურა მის შესახებ შექმნილი ფილმის, Rocketman-ის რუსეთში ცენზურის ქვეშ გატარების ფაქტს: ფილმის ფეისბუკგვერდზე ვკითხულობთ ელტონ ჯონისა და ფილმის შემქმნელების ერთობლივ განცხადებას, სადაც ისინი წერენ, რომ ფილმიდან ნარკოტიკებისა და გეი სცენების ამოჭრის შესახებ ისინი არავის გაუფრთხილებია. „დღემდე ჩვენ ამის შესახებ არ ვიცოდით. „პარამაუნტ ფიქჩერსმა“ გამოიჩინა დიდი სიმამაცე და მოგვცა უფლება შეგვექმნა ფილმი ელტონ ჯონის უჩვეულო ცხოვრების შესახებ. ხოლო ის... Читать дальше...
ნინო ბოლქვაძე, რომელიც პირველი ქართველი ლესბოსელი ქალია, რომელმაც საკრებულოს არჩევნებში ღიად იყარა კენჭი, საკუთარი ფეისბუკის გვერდიდან საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს, ილია მეორეს ღია წერილით მიმართავს. „მერე რა რომ ლესბოსელი ქალი ვარ, მეც ადამიანი ვარ, მეც ამ ქვეყნის შვილი ვარ, რომლისთვის ახლოა სარკმევლის სურნელიც, სხვა ადამიანების გვერდით ლოცვის მადლიც, საკუთარი ცოდვების დაძლევის საჭიროებაც და უსუსურობაც, რომელიც ადამიანად დაბადებას უკავშირდება. მსურს დაგვინახოთ. არაფერია ჩვენში განსაკუთრებულად საშიში. Читать дальше...
და ვინც თავისი თვალით იხილა ეს ვიდეოარგუმენტი, შემდეგ სიტყვა აღარ დასცდენია მოსალოდნელ საცობებში გაჭედვის დრამის შესახებ, რადგან რაც იხილა, ყველა მოულოდნელ დრამაზე უფრო უარესი აღმოჩნდა: თანამოქალაქენო, ქალაქი თურმე მძღ...რზე დგას!
საქართველოს პრემიერ მინისტრმა მამუკა ბახტაძემ რაჭაში, ცახის თემის სოფელ გოგოლათში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ მომავალი წლის ბოლომდე რაჭაში ყველა სკოლის რეაბილიტაცია დასრულდება და ახალი სკოლებიც აშენდება. სოფელ გოგოლათს კი, რომელიც ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, ეროვნული კატეგორიის სტატუსი მიენიჭა. „ამ სოფელში არის რამდენიმე ათეული ასეთი სახლი, სადაც არის შენარჩუნებული უნიკალური ქართული არქიტექტურა და უნიკალური ქართული ორნამენტები. აქ რომ ჩამოხვალ, შეუძლებელია ამ ყველაფერს ემოციის გარეშე შეხედო. Читать дальше...
პანამის დოკუმენტებში ნახსენებია აგრეთვე ასობით ბიზნესმენი და პოლიტიკოსი - მათ შორის სხვადასხვა ქვეყნის ყოფილი და მოქმედი 12 პოლიტიკური ლიდერი: ბიძინა ივანიშვილი, პეტრო პოროშენკო, ისლანდიის პრემიერ-მინისტრი ზიგმუნდურ დავიო გუნლაუგსონი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, რიკოთის გვირაბში დაგეგმილი პროფილაქტიკურ-სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 3 ივნისს, 08:00 საათიდან, გვირაბში საავტომობილო მოძრაობა აიკრძალება. გვირაბი 7 ივნისის დილის 08.00 საათამდე იქნება ჩაკეტილი. 7 ივნისიდან კი ავტოტრანსპორტის მოძრაობა ორმხრივადა აღდგება. რიკოთის გვირაბის ჩაკეტვის პერიოდში, საავტომობილო მოძრაობა შესაძლებელი იქნება შემოვლით გზაზე.
უეფას ჩემპიონთა ლიგის 2018-2019 წლების სეზონი „ლივერპულის“ ტრიუმფით დასრულდა. მადრიდში, „ვანდა მეტროპოლიტანოს“ არენაზე გამართულ ინგლისურ ფინალში იურგენ კლოპის გაწვრთნილმა გუნდმა ლონდონის „ტოტენჰემი“ დაამარცხა - 2:0. ანგარიში მატჩის დასაწყისშივე გაიხსნა - პირველ წუთზე დანიშნული პენალტი მუჰამედ სალაჰმა გამოიყენა. მეორე გოლი კი დივოკ ორიჯიმ გაიტანა, თამაშის 88-ე წუთზე.