აშშ დათანხმდა, დამატებით „დაახლოებით ათასი“ სამხედრო მოსამსახურე განალაგოს პოლონეთში. პოლონეთის მთავრობა ამგვარად ცდილობს ზომები მიიღოს იმის საპასუხოდ, რასაც ის რუსეთის მზარდ საფრთხედ მიიჩნევს. მაგრამ აშშ-პოლონეთის ერთობლივ დეკლარაციაში, რომელსაც ტრამპმა 12 ივნისს მოაწერა ხელი, არ არის ლაპარაკი ჯარების მუდმივ განთავსებაზე. ეს სავარაუდოდ შეამცირებს რუსეთის შეშფოთებას მის მეზობელ ქვეყანაში ამერიკის ჯარების შესაძლო განლაგების თაობაზე. პოლონეთში უკვე იმყოფება როტაციის საფუძველზე აშშ-ის 4500-მდე ჯარისკაცი... Читать дальше...
ჩინეთის სახელმწიფო სამშენებლო კომპანიას, რომელიც საქართველოში ერთ-ერთ მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ პროექტზე მუშაობს, თაღლითობისთვის 9 თვით აეკრძალა მსოფლიო ბანკის ტენდერებში მონაწილეობა.
რუსეთის ოპოზიციის ლიდერი ალექსეი ნავალნი, რომელიც ჟურნალისტ ივან გოლუნოვის წინააღმდეგ შეთითხნილი სისხლის სამართლის საქმის წინააღმდეგ მოწყობილ საპროტესტო აქციაზე დააკავეს, პოლიციის განყოფილებიდან გაათავისუფლეს. ამის შესახებ ნავალნიმ ტვიტერში დაწერა. მანამდე იტყობინებოდნენ, რომ ნავალნი დააკავეს საჯარო ღონისძიებების ჩატარების წესების დარღვევისთვის და დილამდე პოლიციაში დატოვებას უპირებდნენ.
„მწვანე ალტერნატივამ“ შეისწავლა კონტრაქტი, რომელიც მთავრობამ „ნენსკრა ჰესთან“ რამდენიმე წლის წინ დადო. ორგანიზაცია აცხადებს, რომ ტარიფი კაბალურია.
ოკუპირებული აფხაზეთის თითქმის მთელი ტერიტორია ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. „რია ნოვოსტი“ „ჩერნომორენერგოზე“ დაყრდნობით იუწყება, რომ ამის მიზეზი მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზის გათიშვა გახდა. „ამინდის გაუარესებით გამოწვეული პირობების გამო, გალის რაიონში მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზი „ჭიღვარა“ გაითიშა“, - წერია ინფორმაციაში, რომლის თანახმადაც მაღალი ძაბვის გადამცემ ხაზს მეხი დაეცა. „ჩერნომორენერგოს“ ინფორმაციით, ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი აფხაზეთის თითქმის მთელი ტერიტორია. ამ წუთებში მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები.
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ძირულაში, შროშა-ძირულას საავტომობილო მაგისტრალის მშენებლობაზე დასაქმებული, 50-მდე თანამშრომელი შრომის პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით გაფიცვას აგრძელებს.
ამერიკულმა ტელესერიალმა „ჩერნობილმა“ მკვეთრად გაზარდა ინტერესი ტრაგიკული მოვლენის მიმართ, რომლის შემდეგაც სამ ათწლეულზე მეტია გასული. ზოგი ცდილობს, ხელი მოითბოს HBO-ს წლევანდელი სერიალის პოპულარობით: ინტერნეტში ვაჭრობს ნივთებით, რომლებიც რაღაცნაირად მაინც უკავშირდება 1986 წელს ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე მომხდარ კატასტროფას. უკვე წლებია, კომუნისტური ეპოქის არტეფაქტებით ვაჭრობის ბუმია - პირველ რიგში, ამერიკელი მყიდველების წყალობით. ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში არის ხალხი, ვინც 500%-იან მოგებას ნახულობს ინტერნეტპორტალებზე (პირველ რიგში... Читать дальше...
საქართველოში ამჟამად 100-ზე მეტი პირდაპირი საჰაერო რეისი სრულდება ყოველდღიურად ევროპის, აზიისა და ახლო აღმოსავლეთის მრავალი ქვეყნიდან და ძალიან ინტენსიურად ვმუშაობთ აშშ-სა და საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების დაწყებაზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ვაშინგტონში, საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის მესამე წლიური კონფერენციის გახსნისას განაცხადა. პრემიერის განცხადებით, რადიკალურად განსხვავებული ვითარება იყო რამდენიმე წლის წინ, როდესაც საქართველოში ევროპის... Читать дальше...
საქართველოს ახალგაზრდულმა სარაგბო ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპი გამარჯვებით დაასრულა. ილია მაისურაძის გაწვრთნილი გუნდი შოტლანდიის ნაკრებს დაუპირისპირდა და 17:12 მოუგო. უმცროსმა ბორჯღალოსნებმა ოთხგუნდიან ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავეს. ჩამორჩნენ ახალ ზელანდიასა და სამხრეთ აფრიკას და გაუსწრეს შოტლანდიას. პლეი ოფში კი მეცხრე-მეთორმეტე ადგილებისთვის მებრძოლთა შორის გააგრძელებენ თამაშს და თუ მომდევნო მატჩს მოიგებენ, მსოფლიოს 2020 წლის ახალგაზრდული ჩემპიონატის ფინალური ეტაპის საგზურს ვადაზე ადრე გაინაღდებენ. Читать дальше...
როგორც ჩანს, რუსეთის ხელისუფლება, საზოგადოების ზეწოლას დაჰყვა, როცა უკან დაიხია და გაათავისუფლა გამომძიებელი ჟურნალისტი, როგორც ჩანს, ვინაიდან მას აშინებს მოსახლეობის მზარდი უკმაყოფილება აღვირახსნილი კორუფციისა და ცხოვრების დრონის ვარდნის გამო. 11 ივნისის გადაწყვეტილება, შეწყდეს სისხლის სამართლის გამოძიება ნარკოტიკების გაყიდვაში ეჭვმიტანილი ივან გოლუნოვის მიმართ, იშვიათი დათმობაა რუსეთის სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან, რომლის ძალაუფლება დიდწილად შეუვალია პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ხელისუფლების პირობებში. Читать дальше...
ქუთაისის ერთ-ერთ ცენტრალურ, გალაკტიონ ტაბიძის, ქუჩაზე გზის საფარის, ტროტუარებისა და მიწისქვეშა კომუნიკაციების განახლება მარტის ბოლოს დაიწყო და ივნისში უნდა დასრულებულიყო.
კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ფონდის დამაარსებელს, ოპოზიციონერ პოლიტიკოს ალექსეი ნავალნის, რომელიც მოსკოვში, ჟურნალისტ ივან გოლუნოვის მხარდამჭერ აქციაზე დააკავეს, დილამდე დატოვებენ პოლიციის განყოფილებაში. ამის შესახებ ფონდის იურისტი ივან ჟდანოვი იტყობინება. ნავალნიზე შედგენილია ოქმი საჯარო ღონისძიებების ჩატარების წესების დარღვევისთვის. მას 30 დღით პატიმრობა ემუქრება. თავად ნავალნის მიაჩნია, რომ მისი დაპატიმრება დაკავშირებულია მოსკოვის საკანონმდებლო ორგანოს არჩევნებთან, რომელიც სექტემბერში იმართება. Читать дальше...
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ადასტურებს, ისრაელში არალეგალურად მყოფი საქართველოს მოქალაქეების დაკავებას. თუმცა, როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი, ეს არ მომხდარა მასობრივად; . „ისრაელის საემიგრაციო სამსახური მუდმივად ახდენს ისრაელში მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქეების შემოწმებას. იმ შემთხვევაში, თუ აღმოჩნდა, რომ მათ არ გააჩნიათ ისრაელში ლეგალურად ყოფნის საფუძველი, ხდება მათი დეპორტაცია, - ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. უწყების განმარტებით... Читать дальше...
რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტების წინააღმდეგ უკრაინის აღმოსავლეთში მიმდინარე ხუთწლიანი სასტიკი ომის განმავლობაში აშშ-მა ასობით მილიონი დოლარი გამოყო უკრაინის არმიის შესაიარაღებლად.
რომის პაპმა ფრანცისკემ ცვლილება შეიტანა ლოცვის “მამაო ჩვენოს” ტექსტის იტალიურ თარგმანში. ფრაზა: “ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა” ახალ ვარიანტში დაახლოებით ასე გაფორმდა: “არ მოგვცე განსაცდელის დამორჩილების საშუალება”. ეს ვარიანტი ვატიკანმა 22 მაისს დაამტკიცა. ახალმა რედაქციამ ბევრი კათოლიკე მღვდელმსახურის და სოციალური ქსელების მომხმარებლის აღშფოთება გამოიწვია. ზოგი პაპის “თანამდებობიდან მოხსნასაც” კი მოითხოვს.
„პანო „კოლხეთი“კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად აღიარეს, რაც ნიშნავს, რომ დაცული იქნება ისევე, როგორც სხვა ძეგლები და მათ შორის ბაგრატის ტაძარი“, აცხადებს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის ისტორიულ არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალის ხელმძღვანელი როლანდ ისაკაძე. მისი ინფორმაციით, პოსტ- საბჭოთა ქვეყნებში, ზომით ერთ- ერთი ყველაზე დიდი ზომის პანოს ავტორის ბერნარდ ნებიერიძის ოჯახმა სააგენტოს მიმართა აღიარების თხოვნით და მომზადდა თიხისგან დამზადებული გორელიეფის პასპორტი... Читать дальше...
ირაკლი კობახიძე გაბერილი ბუშტი, რომელიც არსებობს იმიტომ, რომ ბიძინა ივანიშვილს უნდა, – ამის შესახებ ექსპერტმა გია ხუხაშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში, გადაცემაში „ნიუსრუმი“ განაცხადა. ექსპერტმა აღნიშნა, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები ბიძინა ივანიშვილის მხრებზე პარაზიტირებენ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე კი, თუ ივანიშვილს მოუნდება, „ისევე გაუგებრად გაქრება, როგორ გაუგებრადაც გამოჩნდა“. Читать дальше...
ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, ირაკლი მაკალათია წინააღმდეგია სახელმწიფოს მიერ კომპანიების ამა თუ იმ ჯგუფის პრივილეგირებულ მდგომარეობაში ჩაყენების, თუმცა, იმ პირობებში, როცა ეს უკვე მოცემულობაა, ასევე არასწორად თვლის მთავრობის მიერ ე.წ. „ოქროს სიის“ კომპანიებისთვის პირობების მოულოდნელად შეცვლას.
2019 წლის 22 მაისს, საქართველოს შსს ქ. ბათუმის საქალაქო სამმართველოში დაიწყო გამოძიება მოქალაქე უ.ყ.-ს მიმართ განხორციელებული მუქარის ფაქტზე. აღნიშნული დანაშაული გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით. საქმეზე ჩატარდა შესაბამისი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, მათ შორის გამოკითხულ იქნა ინციდენტის შემსწრე ყველა პირი. ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2019 წლის 19 მაისს, ღამის საათებში, ქობულეთის მუნიციპალიტეტის დაბა […]
Читать дальше...საქართველოს პარლამენტის ეთიკის საბჭო დღეს პირველ სხდომაზე შეიკრიბა. სხდომაზე საორგანიზაციო საკითხებზე იმსჯელეს, მათ შორის განიხილეს საბჭოს დებულება.
ევროპასა და დანარჩენ მსოფლიოში ადამიანებს ეძლევათ შესაძლებლობა ხმა მისცენ თავიანთ რჩეულებს იმ ძეგლებსა და პროექტებს შორის, რომლებსაც მიენიჭათ Europa Nostra-ს წლევანდელი პრემიები.
სექსუალური ორიენტაციის ნიშნის გამო შეუწყნარებლობის მოტივით სიცოცხლის მოსპობის მუქარის საქმეზე ერთი პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო. განცხადებას შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, 2019 წლის 22 მაისს ბათუმის საქალაქო სამმართველოში დაიწყო გამოძიება მოქალაქის მიმართ განხორციელებული მუქარის ფაქტზე. "გამოძიებით დადგინდა, რომ 2019 წლის 19 მაისს, ღამის საათებში, ქობულეთის მუნიციპალიტეტის დაბა ჩაქვში, ბრალდებული სექსუალური ორიენტაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მომჩივანს... Читать дальше...
გორის წისქვილკომბინატის, იმავე შ.პ.ს „კარმენის“, გათავისუფლებული თანამშრომლები ახლა საპროტესტო აქციების სამოქმედო გეგმაზე მუშაობენ.
რამდენიმე დღეში გაიხსნება ბოლონიის საარქივო ფილმების საერთაშორისო კინოფესტივალი, რომლის პროგრამაში წელს ქართული ფილმებიცაა ჩართული.რადიო თავისუფლების სტუმარია კინომცოდნე ნინო ძანძავა. იგი საქართველოს ეროვნულ არქივში დაცულ დოკუმენტურ ფილმებზე გვესაუბრება და გვიამბობს, როგორ შეირჩა პროგრამა ბოლონიის ფესტივალისთვის. გადაცემაში „საუბარი თავისუფლებაზე“ ვიხსენებთ ქართველი და უცხოელი მაყურებლისთვის შედარებით უცნობ დოკუმენტურ სურათებს, რომელთა ავტორები გაემიჯნენ საბჭოთა დოკუმენტური კინოსთვის დამახასიათებელ კომუნისტური ცხოვრების პროპაგანდას. Читать дальше...
მომღერალი ზურა ხაჩიძე, სამცხე–ჯავახეთის სამხარეო რწმუნებულის მოადგილედ დაინიშნა. ინფორმაცია “რუსთავი2”-ს ხაჩიძემ დაუდასტურა. ხაჩიძის განცხადებით, მისი წარდგენა დღეს მოხდა, მოლაპარაკებები კი მხარის გუბერნატორ ბესიკ ამირანაშვილთან, დაახლოებით ერთი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა. ხაჩიძე ამბობს, რომ შეთავაზება თავად გუბერნატორისგან მიიღო და ის ამირანაშვილის მესამე მოადგილე იქნება. როგორც “რუსთავი2”-ს ხაჩიძემ განუცხადა, ის გუბერნიაში კულტურის-სპორტის და ტურიზმის მიმართულებას უხელმძღვანელებს. მისი თქმით... Читать дальше...