რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ მიმდინარე აქცია 23 ივნისს მთავრობის ადმინისტრაციასთან მშვიდობიანი მსვლელობით დასრულდა. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ აქციები პერმანენტული იქნება და გაგრძელდება მანამ, სანამ მათი ყველა მოთხოვნა არ დასრულდება. პარლამენტის წინ მრავალათასიანი აქციის მონაწილეების მოთხოვნებია - გადადგეს შს მინისტრი გიორგი გახარია, შემდეგი არჩევნები ჩატარდეს პროპორციული წესით, გაათავისუფლონ 20-21 ივნისის ღამეს დაკავებულები და დაისაჯონ ის პოლიციელები, რომლებმაც დარბევისას ძალას გადაამეტეს. Читать дальше...
რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია 23 ივნისს დასრულდა მშვიდობიანი მსვლელობით კანცელარიისკენ, სადაც საქართველოს ჰიმნი შეასრულეს და თქვეს, რომ პროტესტი გაგრძელდება მანამ, სანამ ყველა მოთხოვნა არ შესრულდება. "ერთ ადამიანს დაატყდება მალე ჭექა-ქუხილი, თუ არ შეისმენს ჩვენს ხმას" - თქვა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, რომელმაც აღნიშნა, რომ აქცია პარლამენტის წინ, იქ, სადაც "თვალები დათხარეს". პარლამენტის წინ მრავალათასიანი აქციის მონაწილეების მოთხოვნებია - გადადგეს შს მინისტრი გიორგი გახარია... Читать дальше...
გროზნოში შეიარაღებული დაპირისპირების შედეგად სამი ადამიანი მოკლეს. დაღუპულთა შორის ერთ-ერთი საგზაო საპატრულო სამსახურის თანამშრომელი, ორი კი შეიარაღებული თავდამსხმელია. ინციდენტი ჩეჩნეთის რესპუბლიკის მეთაურის რეზიდენციის მახლობლად მოხდა. თავდასხმაში ორი ადამიანი მონაწილეობდა, ერთ-ერთი მათგანი ადგილზე მოკლეს, ხოლო მეორე მოგვიანებით, ორმხრივი სროლის დროს დაიღუპა. Twitter-ზე წერენ იმასაც, რომ თავდამსხმელებს შესაძლოა ISIS-ის მებრძოლებთან ჰქონდეთ კავშირი. რუსული მედიის ინფორმაციით, რამზან... Читать дальше...
„მოთხოვნებს მე შევუერთდები. ეს გახარიას გადადგომაა. ეს იმ ხალხის დასჯაა, ვისაც ზედმეტი მოუვიდა 20-21 ივნისს იმ ღამეს. ასევე არის ჩასატარებელი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემით. ეს არის ძირითადი მოთხოვნები. ასევე პოლიტპატიმრები უნდა იყვნენ გათავისუფლებულები, ვინც ამ ბოლო დღეებში იყო დაკავებული. ეს აქციები შედეგს აუცილებლად გამოიღებს. ეს ხალხზეა დამოკიდებული. მე და მიხეილ სააკაშვილი ერთმანეთისგან დამოუკიდებლად ვმოქმედებთ. " - თქვა სანდრა რულოვსმა პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე, სადაც შვილთან ერთად მივიდა. Читать дальше...
"დავამთავრეთ კონკრეტული პროექტი, მაგრამ სანამ ამ პროექტზე დავიწყებ საუბარს, მინდა გამოვეხმაურო დედაქალაქში ბოლო დღეებში მიმდინარე მოვლენებს, რომელმაც რა თქმა უნდა იმოქმედა თითოეულ ჩვენგანზე." - თქვა თბილისის მერმა, კახა კალაძემ 23 ივნისს მარშალ გელოვანის გამზირზე ორდონიანი პანდუსის პროექტის გახსნისთვის ჩაწერილ ფეისბუქის პირდაპირ ჩართვაში. "რაც 20 ივნისის საღამოს მოხდა, ძალიან მძიმე სანახავი იყო, ამდენი დაშავებული ადამიანი, უმძიმესი კადრები ვნახეთ, ამაზე, რა თქმა უნდა, პოლიტიკური პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ადამიანებს... Читать дальше...
"შეგაკვდებით და არ გაპატიებთ დათხრილ თვალებს", — განაცხადა პარლამენტის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ ტრიბუნასთან სიტყვით გამოსვლისას. აქციის მონაწილეების ნაწილის განცხადებით, თუ ხელისუფლება მათ მოთხოვნას არ შეასრულებს, შიმშილობას დაიწყებენ. ამის შესახებ აქცია #სირცხვილიას ტრიბუნასთან მათმა წარმომადგენელმა რამდენიმე წუთის წინ განაცხადა. პარლამენტის წინ მრავალათასიანი აქციის მონაწილეების მოთხოვნებია - გადადგეს შს მინისტრი გიორგი გახარია, შემდეგი არჩევნები ჩატარდეს პროპორციული წესით... Читать дальше...
კიევში ლგბტ უფლებების დამცველებმა უკრაინაში აქამდე უდიდესი გეი პრაიდი გამართეს. ათასობით ადამიანმა გაიარა მარშით ქალაქის ცენტრში. ისინი აფრიალებდნენ ცისარტყელას ფერებიან და უკრაინის სახელმწიფო დროშებს. წესრიგს იცავდა ათასობით პოლიციელი და ეროვნული გვარდიის წევრი. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს დასავლეთის მრავალი ქვეყნის დიპლომატებმა. პრაიდის ორგანიზატორთა თქმით, მასში 8 ათასამდე ადამიანი მონაწილეობდა. შარშან მონაწილეთა რიცხვი 5000-მდე აღწევდა. პოლიციის ცნობით, დააკავეს ცხრა პირი, რომლებიც გეი... Читать дальше...
"ეს არის გვარამიას ფანტაზიის ნაყოფი ან 1 % დავუშვათ, რომ ვიღაც აგიჟებს, აშაყირებს, რომ ასეთ ინფორმაციებს აწვდის",-ასე შეაფასა საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ ხელისუფლება ტელეკომპანიის ძალით აღებისთვის ემზადება. „მთელი პასუხისმგებლობით და გარანტირებულად შემიძლია ვუთხრა, როგორც ნიკა გვარამიას, ასევე ნებისმიერ ადამიანს, რომელსაც საერთოდ არ აინტერესებს ეს ამბები, რომ... Читать дальше...
ლიეტუვა ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა, რომელიც საქართველოს მხარდასაჭერად საკუთარ მოქალაქეებს მოუწოდებს იმ ვითარებაში, როცა ვლადიმერ პუტინმა რუსულ ავიაკომპანიებს აუკრძალა პირდაპირი რეისების განხორციელება საქართველოს მისამართით, ესტუმრონ საქართველოს და ამით დაეხმარონ ქართულ ტურიზმს განვითარებაში. ლიეტუვის ელჩი, გიედრიუს პუოჯუნასი საქართველოში Twitter-ზე ავრცელებს მოწოდებას საქართველოში მოგზაურობის შესახებ. „მოგიწოდებთ ყველას საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიის მხარდაჭერას. მიმდინარე წელს ამ ქვეყანაში გამგზავრებით... Читать дальше...
პოლიტიკური პასუხისმგებლობა ეკისრებათ იმ ადამიანებს, ვინც ახალგაზრდა გოგო-ბიჭებს მოუწოდებდა პარლამენტის შტურმისკენ, - განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ. იგი ამბობს,რომ მმართველ გუნდს კარგად აქვს გააზრებული საკუთარი პასუხისმგებლობა მიმდინარე მოვლენებზე. „ის, რაც ხდებოდა პარლამენტის დარბაზში, იყო ძალიან მძიმე სანახავი და ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება, რა თქმა უნდა, ეკისრება ჩვენს პოლიტიკურ გუნდს. ამას ჩვენი მხრიდან მოჰყვა მკაცრი რეაგირება. პარლამენტის თავმდჯომარემ გადადგა ღირსეული ნაბიჯი და დატოვა თანამდებობდა. Читать дальше...
თურქეთში მმართველი სამართლიანობისა და განვითარების პარტიის კანდიდატმა ბინალი ილდირიმმა სტამბოლის მერის არჩევნებში გამარჯვება მიულოცა თავის ოპოზიციონერ მეტოქეს, ექრემ იმამოღლუს. ილდირიმმა იმედი გამოთქვა, რომ ახალი მერი ღირსეულად ემსახურება სტამბოლის მოსახლეობის ინტერსებს. პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოანის მმართველი პარტიის კანდიდატმა ოპონენტს გამარჯვება მიულოცა რამდენიმე წუთში, მას მერე, რაც თურქეთის მედიაში გავრცელდა ცნობა, რომ იმამოღლუს ხმების 53,6% აქვს ბიულეტენების 95%-ის დათვლის შემდეგ, ხოლო ილდირიმს - 45,4%. Читать дальше...
ხვალ, 14:00 საათზე საპროტესტო აქციის ფარგლებში კიდევ ერთი აქტივობა გაიმართება.როგორც აქციაზე ერთ-ერთმა ორგანიზატორმა განაცხადა, ხვალ, 24 ივნისს რესპუბლიკის მოედნიდან შინაგან საქმეთა სამინისტრომდე მანქანების ავტოკოლონა სიგნალებით გაემართება. „ვისაც სურვილი გაქვთ, შემოგვიერთდით. ვინც ქუჩაში იქნებით, გააჩერეთ მანქანა და დაასიგნალეთ. ვაჩვენოთ რამდენი ვართ მთელი საქართველოს მასშტაბით“, - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა.
20 ივნისს, პარლამენტის შენობის წინ აქციაზე დაკავებულები ირაკლი ხვადაგიანი, ცოტნე ცხვედიანი და იოსებ თხელიძე მოსამართლე ლევან მურუსიძემ სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა. თბილისის სააპელაციო სასამართლომ ისინი სამართალდამრღვევად ცნო, თუმცა ვინაიდან მათი სამართალდარღვევა წარდგენილ ბრალდებაში 3 დღე -ღამის ვადით ადმინისტრაციულ პატიმრობას ითვალისწინებდა, ისინი გათავისუფლდნენ. ეს დრო მათი დაკავების მომენტიდან აითვალა. "მე სიამოვნებით გავატარებდი ამ დღეებს იზოლატორში და არ მინდა ჩემი გათავისუფლების დოკუმენტზე თქვენი ხელმოწერა იყოს"... Читать дальше...
#წადი - ასე ჰქვია ახალ სოციალურ კამპანიას, რომელიც პარლამენტის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციის ორგანიზატორებმა წამოიწყეს. აქციის მონაწილეებსა და საზოგადოებას მათ მოუწოდეს გახსნან თავიანთი ფეისბუკგვერდები და დაწერონ პოსტი #წადი. აქცია პარლამენტის წინ მეოთხე დღეა გრძელდება. აქციის მონაწილეები ითხოვენ შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას თანამდებობიდან გადადგომას, 20-21 ივნისს დაკავებულთა გათავისუფლებას და არჩევნების პროპორციული საარჩევნი სისტემით გამართვას. 20-21 ივნისს მშვიდობიანი აქცია... Читать дальше...
„მას შემდეგ, რაც მასობრივი არეულობის და ძალადობრივი სცენარი აღიკვეთა, ნაციონალურმა მოძრაობამ და მისმა მთავარმა პროპაგანდისტულმა მანქანამ მიმართა უბინძურეს პროვოკაციას, რასაც ჩვენ ახლა თვალს ვადევნებდით პირდაპირ ეთერში. ისინი ქართულ საზოგადოებას უხმობენ არარსებული საფრთხისგან რუსთავი 2-ის დასაცავად“, - განაცხადა „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ. მისი შეფასებით, „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას განცხადება „რუსთავი2“-ის ძალადობრივი აღების მზადების... Читать дальше...
არ მინდა ჩემი გათავისუფლების დოკუმენტზე თქვენი ხელმოწერა იყოს, - უთხრა 20 ივნისის პარლამენტის წინ აქციაზე დაკავებულმა ირაკლი ხვადაგიანმა სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეს ლევან მურუსიძეს. ლევან მურუსიძემ დაკავებულს მიმართა პროცესზე ეთქვა, როგორ მოხდა მისი დაკავება. თუმცა, ირაკლი ხვადაგიანმა მას უპასუხა, რომ ურჩევნია იზოლატორში იყოს, ვიდრე მისი გათავისუფლების დოკუმენტზე ხელი მოსამართლე მურუსიძემ მოაწეროს. "მე სიამოვნებით გავატარებდი ამ დღეებს იზოლატორში და არ მინდა ჩემი გათავისუფლების დოკუმენტზე თქვენი ხელმოწერა იყოს"... Читать дальше...
ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში ტარდება პრემიერ-მინისტრ ანდრეი ბაბიშის წინააღმდეგ მიმართული მასობრივი საპროტესტო აქცია. მიტინგი ტარდება ლეტნას პარკში - იქ, სადაც 1989 წელს, ხავერდოვანი რევოლუციის დღეებში, კომუნისტური პარტიის წინააღმდეგ მიმართული მასშტაბური დემონსტრაციები იმართებოდა. მასში ნახევარ მილიონამდე ადამიანი მონაწილეობდა. დღევანდელ დემონსტრაციაში ორგანიზატორები 250 ათასამდე ადამიანის მონაწილეობას ვარაუდობენ. ბაბიშის წინააღმდეგ აქციები აპრილიდან მოყოლებული ტარდება პრაღასა და ჩეხეთის სხვა ქალაქებში. Читать дальше...
ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი სოციალურ ქსელში ნიკა გვარამიას განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება: “არც გაატრაკო, რა! დარბევა არა, ისა კიდე! გვარამია ნერვიულობს, პირი უშრება, – ვითომ ვინმე დარბევას უპირებს! სახელმწიფო გადატრილებაში მონაწილეობისთვის პასუხისგების ეშინია და ზის ახლა შეშინებული და გაფითრებული მონოლოგის რეჟიმში! “რუსთავი 2″-ს არავინ დაარბევს, გვარამიას ადგილი კი ციხეშია!” – წერს მძინარაშვილი
ქუთაისის მთავარ მოედანზე, მესხიშვილის სახელობის დრამატულ თეატრთან შეკრებილები დღეს გასული დღეების მსგავსად აპროტესტებენ 20-21 ივნისის მოვლენებს და თბილისში, პარლამენტთან მიმდინარე აქციის მონაწილეთა 4 ძირითად მოთხოვნას უერთდებიან. როგორც აქციის მონაწილენი ამბობენ, აუცილებელია გადადგეს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია, აუცილებელია დაისაჯონ ის პოლიციელები და სპეციალური დანაყოფის წევრები, რომლებიც არათანაბარ პირობებში მყოფ აქციის მონაწილეებს გაუსწორდნენ. ქუთაისში შეკრებილები ასევე ითხოვენ 21... Читать дальше...
ფეისბუკში ვრცელდება სოციალური ქსელის მომხმარებელთა ფოტოები საქართველოს მხარდასაჭერად. ფოტოებზე გამოსახული არიან მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მცხოვრები ადამიანები, რომლებსაც ცალ თვალზე ხელი აქვთ აფარებული. ისინი ამგვარად სოლიდარობას უცხადებენ საქართველოს და ამ დღეებში თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციის მონაწილეებს, რომელთაგან რამდენიმემ თვალი დაკარგა პოლიციის მიერ 20 ივნისის აქციის დარბევის შედეგად. სოლიდარობის კამპანიას ორგანიზება გაუწია საკრუიზო გემზე მომუშავე ქართველმა მეზღვაურმა ბუკა გირკელიძემ.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი მარია ზახაროვა ფეისბუკის საკუთარ გვერდზე რუს ტურისტებთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს პასუხობს. იგი ამბობს, რომ რუსმა ტურისტებმა საქართველოში თავი არა მარტო უსაფრთხოდ, ყველაზე ძვირფას სტუმრებად უნდა იგრძნონ და დაისვენონ. მათ არ უნდა იკითხონ ცნობები შიდაპოლიტიკური ცხოვრების შესახებ და გვერდი აუარონ ხალხმრავალ ადგილებს, როგორც ეს მათ ურჩია საქართველოს ტურიზმის სამინისტრომ, - აღნიშნავს მარია ზახაროვა. „ჩემი პასუხია, რომ ტურისტებმა უნდა გააგრძელონ აქ ჩამოსვლა... Читать дальше...
პარლამენტის შენობის წინ დაახლოებით ნახევარი საათის წინ განახლდა საპროტესტო აქცია, რომლის მთავარი მოთხოვნები უცვლელია: შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას თანამდებობიდან გადადგომა, 21-21 ივნისს აქციის დროს დაკავებული პირების პატიმრობიდან გათავისუფლება და არჩევნების პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარება. აქცია მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. ჯერჯერობით საავტომობილო მოძრაობა არ შეფერხებულა, გზის გასწვრივ აქციის პერიმეტრზე განლაგებულები არიან პოლიციელები. 20-21 ივნისს მშვიდობიანი აქცია,... Читать дальше...
კინოთეატრების ქსელმა Cavea-მ 20 ივნისიდან კინოჩვენებიდან ამოიღო რუსულენოვანი სეანსები. უკვე ორი დღეა, რაც კავეას პროგრამაში ფილმები მხოლოდ ქართულ, ინგლისურ და ესპანურ ენებზეა. Cavea საქართველოში კინოთეატრების ყველაზე დიდი ქსელია. Cavea-ს კინოთეატრები მდებარეობს თბილისში - Galleria Tbilisi-ში, Tbilisi Mall-სა და East Point-ში.
"ორმა წყარომ, მათ შორის ერთმა მაღალმა სახელისუფლებომ მოგვაწოდა ინფორმაცია, რომ მიმდინარეობს გადაწყვეტილების მიღება რუსთავი 2-ის ძალადობრივი აღების შესახებ დღეს, ამ იდეას ჰყავს მოწინაღმდეგეებიც და მომხრეებიც ხელისუფლებაში", - ამის შესახებ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა "რუსთავი 2-ის" გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ. ნიკა გვარამია მოუწოდა ხელისუფლებას, არ გაბედოს "რუსთავი 2-ის" ძალით აღება: "რაც არ უნდა გამოქვეყნდეს, თუნდაც ფარული ჩანაწერები, არ გაბედოთ ამის გაკეთება", - განაცხადა ნიკა გვარამიამ.
აშშ-მა ირანის შეიარაღებული ძალების კომპიუტერული სისტემების წინააღმდეგ კიბერშეტევა განახორციელა მას შემდეგ, რაც ირანმა 20 ივნისს ამერიკის სადაზვერვო დრონი ჩამოაგდო. ამის შესახებ იტყობინებიან აშშ-ის მედიასაშუალებები. მათ ხელთ არსებული ცნობების თანახმად, კიბერთავდასხმის განსახორციელებლად ნებართვა გასცა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა. როგორც იტყობინებიან, კიბერთავდასხმები მიმართული იყო რაკეტების გამშვები სისტემების წინააღმდეგ. ამერიკელი სამხედროების შეფასებით, ისინი წარმატებული იყო, იტყობინება „ვაშინგტონ პოსტი“. Читать дальше...