Добавить новость
World News in Georgian


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

შსს გამოკითხვაზე იბარებს ირაკლი ოქრუაშვილს, ნიკა მელიას და გიგი უგულავას

შსს-ში გამოკითხვაზეა დაბარებული "გამარჯვებული საქართველოს" ლიდერი ირაკლი ოქუაშვილი, ასევე დაბარებული იქნებიან, "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი ნიკა მელია, „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთ ლიდერი გიგი უგულავა. ამის შესახებ განცხადება ცოტა ხნის წინ შსს-ში გააკეთა


შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის 

დეპარტამენტის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმამამუკა ჭელიძემ გააკეთა.



„შინაგან საქმეთა სამინისტრომ, სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას და მასში მონაწილეობას გულისხმობს, ე.წ. მოლოტოვის კოქტეილების დამზადების ფაქტზე 1 პირი დააკავა.



შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის 

დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ, გამოძიების ფარგლებში, გადაუდებელი აუცილებლობით, ქალაქ თბილისში, მუხიანის მე-4 მიკრორაიონში, ერთ-ერთი მოქალაქის საცხოვრებელ სახლში ჩატარდა ჩხრეკა, რა დროსაც სამართალდამცველებმა 1949 წელს დაბადებული გ.წ.-ის სახლის ეზოდან კუსტარული წესით დამზადებული, ე.წ. „მოლოტოვის კოქტეილის“ 12 ბოთლი და მისი დამზადებისთვის საჭირო მასალები ამოიღეს. პოლიციამ გ.წ. იმ დროს დააკავა, 

როდესაც იგი აღნიშნული ასაფეთქებელი მასალების პარლამენტის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე გამოყენებას გეგმავდა.



ბრალდებული დაკავებულია სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის, რაც 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.



შინაგან საქმეთა სამინისტრო აგრძელებს გამოძიებას ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობის ან მასში მონაწილეობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით. ტარდება საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები. გამოკითხვაზე დაბარებულია ირაკლი ოქრუაშვილი, ასევე, დაბარებული იქნებიან ნიკანორ მელია და გიორგი უგულავა“, - განაცხადეს შსს-ში.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus