Добавить новость
World News in Georgian


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

სახალხო დამცველი: სამართალდამცავებმა არაპროპორციული ძალა გამოიყენეს

საქართველოს სახალხო დამცველის განცხადებით, რუსთაველის გამზირზე აქციის ძალით დაშლამდე ადგილზე არ მომხდარა მონაწილეების მკაფიო და გასაგები ფორმით გაფრთხილება სპეციალური საშუალებების მოსალოდნელი გამოყენების თაობაზე,


ნინო ლომჯარიას თქმით, პოლიციას აქციის მონაწილეებისთვის არც გონივრული დრო მიუცია. ამასთან, მედიით გავრცელებული კადრები, მაგალითად, მშვიდობიანი მოქალაქეებისთვის თავის არეში რეზინის ტყვიის დამიზნებით სროლა მიუთითებს გარკვეულ შემთხვევებში სამართალდამცავების მხრიდან არაპროპორციული ძალის გამოყენებაზე. სახალხო დამცველის შეფასებითვე, ძალის გადამეტების სავარაუდო შემთხვევები იკვეთება დაკავებულებისგან მიღებული განმარტებებით და საჯაროდ გავრცელებული ვიდეომასალებით.


ნინო ლომჯარია ცალკე შეფასების საგნად მიიჩნევს მოვლენების გასაშუქებლად ადგილზე მყოფი ჟურნალისტებისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლის, დაკავებისა და დაშავების ფაქტებს.


სახალხო დამცველის ინფორმაციით, აქციაზე დაკავებულთა საქმის განხილვა სასამართლოში მიმდინარეობს დაჩქარებულად და დაკავებულებს არ ეძლევათ სამართლიანი სასამართლოს უფლებით და ისეთი მნიშვნელოვანი პროცედურული გარანტიებით სარგებლობა როგორიცაა, მტკიცებულებების წარდგენა, ეფექტური დაცვის უფლება და საქმის გონივრულ ვადებში განხილვა.


სახალხო დამცველი მიმართავს გენერალურ პროკურატურას, დაიწყოს და ჩაატაროს ეფექტიანი გამოძიება არაპროპორციული ძალის გამოყენების, ასევე, დაკავებულების მიმართ ძალადობის სავარაუდო ფაქტებზე და დაიწყოს და აწარმოოს ეფექტიანი გამოძიება ჟურნალისტების მიმართ განხორციელებული ძალადობრივი ქმედებებისა და საქმიანობაში ხელშეშლის ფაქტების გარშემო.


ნინო ლომჯარია მიმართავს მთავრობას, სრულად ანაზღაურდეს აქციაზე დაზარალებულ პირთა მკურნალობისა და რეაბილიტაციის ხარჯები.


სახალხო დამცველი მიმართავს თბილისის საქალაქო სასამართლოსაც, აქციაზე დაკავებულ პირთა მიმართ სამართალწარმოება წარიმართოს ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტების შესაბამისად.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus