Добавить новость


World News in Georgian


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

უშაკოვი: ზავი არ გახანგრძლივდება, ტყვეთა გაცვლისთვის მზადდება სიები

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის თანაშემწემ, იური უშაკოვმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ჯერ არ არის დაგეგმილი რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდი. მან ასევე თქვა, რომ ზავი 11 მაისამდეა შეთანხმებული, და მისი გახანგრძლივება არ განიხილება. "არა, იყო შეთანხმება, რომ გამარჯვების დღისადმი მიძღვნილი ზავი სამი დღის განმავლობაში შეიძლება გაგრძელდეს: 9, 10 და 11 რიცხვებში".

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი - რომელმაც 8 მაისს გამოაცხადა რუსეთსა და უკრაინას შორის სამდღიანი ზავის შესახებ - ასევე საუბრობდა მოლაპარაკების პროცესის გაგრძელებაზე და იმაზეც, რომ ზავმა, შესაძლოა, სამ დღეზე მეტხანს გასტანოს.

ჟურნალისტის კითხვის პასუხად უშაკოვმა თქვა, რომ ტრამპს სჯერა რუსეთსა და უკრაინას შორის ზავის რეჟიმის გახანგრძლივებისა, თუმცა ეს "მხოლოდ მასზე არაა დამოკიდებული".

პუტინის თანაშემწემ მოლაპარაკების გაგრძელება მორიგ ჯერზე დაუკავშირა დონეცკის ოლქიდან უკრაინის არმიის გასვლის პირობას. კიევი ამ მოთხოვნას არ ეთანხმება.

ამ დღეებში მოქმედი შეთანხმების ნაწილია ტყვეების გაცვლა, ფორმატით 1000-1000-ზე. უშაკოვის თქმით, გაცვლის შაბათს ჩატარება ნაკლებად სავარაუდოა, რადგან ახლა სიების დაზუსტება მიმდინარეობს.

ამასთან, უშაკოვის თქმით, 9 მაისს, კრემლში, სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრთან, რობერტ ფიცოსთან პუტინის შეხვედრის დროს ფიცომ ილაპარაკა შეხვედრაზე, რომელიც ახლახან გამართა უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკიმ - თუმცა მისგან რაიმე "შეტყობინება" არ გადმოუცია.

ფიცო ევროკავშირის ქვეყნების ერთადერთი ლიდერია, რომელიც 9 მაისს მოსკოვში ჩავიდა - თუმცა უშუალოდ გამარჯვების აღლუმზე დასწრებისგან თავი შეიკავა. თავად მას ჯერ არაფერი უთქვამს პუტინთან შეხვედრაზე.

დიდი ხნის განმავლობაში პირველად მოსკოვში გამართულ აღლუმში არ ჩართულა საბრძოლო ტექნიკა, საკუთრივ აღლუმიც შეკვეცილი ფორმით ჩატარდა.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus