Мы в Telegram
Добавить новость

Москвичам пообещали теплую погоду 19 мая

Два авиалайнера из Москвы 19 мая прилетают в аэропорт Владивостока раньше графика

В Новой Москве суд арестовал убившего пенсионерку-домработницу подростка

В два раза прекраснее. В Москве стартовала «Ночь в музее»

World News in Georgian
Ria.city


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer


Июль
2022

Новости за 14.07.2022

News.ge 

დავით უსუფაშვილი: ორ ირაკლის აქვს პოტენციალი ზრდილობიან ევროპელ პოლიტიკოსებს ბრიუსელიდან ქვების სროლა დააწყებინონ – დებიძინიზაცია კი არა …

2023 წელი რეალურად ნიშნავს 6 თვეს პლუს 3, ან 6 თვეს პლუს 9 თვეს, თუ მზად ვიქნებით ოქტომბერში, ევროპაც მზად იქნება შეგვაფასოს. საუბარი პასუხისმგებლიანი პოლიტიკოსისგან ან მოქალაქისგან – მეტი დრო გვქონია და დავსხდეთო, ყოვლად მიუღებელია, – ამის შესახებ პარტია „ლელო – საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა დავით უსუფაშვილმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „ნიუსრუმი“ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ინფორმაციას, რომ ევროკომისიამ პირობების შესრულების ...

Radiotavisupleba.ge 

პუტინმა უცხოელი აგენტების შესახებ ახალ კანონს მოაწერა ხელი

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა ახალ კანონს, რომელიც არეგულირებს რუსეთში ე.წ. უცხოელი აგენტების სტატუსს. ახლა, ამ სტატუსის მისაცემად, არ არის აუცილებელი უცხოელებისგან დაფინანსების მიღება, არამედ საკმარისია "უცხოეთის გავლენის ქვეშ ყოფნაც" . ახალი წესები ძალაში 1 დეკემბერს შევა. უცხოელი აგენტების სტატუსის მქონე ადამიანებსა და ორგანიზაციებს აეკრძალებათ საჯარო სკოლებსა და უნივერსიტეტებში სწავლება, არასრულწლოვანებს შორის საგანმანათლებლო საქმიანობის წარმართვა და შემოქმედებითი საქმიანობისთვის სახელმწიფო დაფინანსების მიღება. Читать дальше...

News.ge 

საგარეო საქმეთა სამინისტრო განმარტავს, რატომ არ შეუერთდა საქართველო 40-ზე მეტი ქვეყნის განცხადებას, რომელიც უკრაინის მიერ რუსეთის წინააღმდეგ გაეროს საერთაშორისო სასამართლოში შეტანილი სარჩელის მიმართ მხარდაჭერას გამოხატავს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო განმარტავს, რატომ არ შეუერთდა საქართველო 40-ზე მეტი ქვეყნის ერთობლივ განცხადებას, რომელიც უკრაინის მიერ რუსეთის წინააღმდეგ გაეროს საერთაშორისო სასამართლოში შეტანილი სარჩელის მიმართ მხარდაჭერას გამოხატავს. როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროში „ინტერპრესნიუსს“ განუცხადეს, გამომდინარე ფაქტიდან, რომ საქართველოს თავად აქვს სარჩელები შეტანილი რუსეთის წინააღმდეგ სხვადასხვა საერთაშორისო სასამართლოებში, ასეთ ტიპის ვალდებულებების წინასწარ აღებამ შესაძლოა გავლენა იქონიოს... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

"ჩამონგრეული ზეცა" - უკრაინელი ქალების დანახული ომი

„ჩამოქცეული ზეცა“ რვა უკრაინელი ხელოვანი ქალის ჯგუფური გამოფენაა, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციამ უმასპინძლა. რუსეთის მიერ დაწყებული ომის თემაზეა. რას ხედავენ და გრძნობენ ქალები, როდესაც მათი ქალაქების ნაწილი ოკუპირებულია, ნაწილი კი განადგურებული? ავტორების ნაწილი დროებით საქართველოში ცხოვრობს, ნაწილი უკვე საზღვარგარეთაა, ზოგმაც ნამუშევრები უკრაინიდან გამოგზავნა. ლუბოვ დუშინა ლუბოვ დუშინა სცენოგრაფი, თეატრისა და კოსტიუმების მხატვარია, ხარკოვში მეუღლესთან ერთად კერძო თეატრი ჰქონდა. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

საგარეო საქმეთა სამინისტრო განმარტავს, რატომ არ მიუერთდა საქართველო ჰააგაში უკრაინის სარჩელს

40-ზე მეტმა ქვეყანამ, მათ შორის, გერმანიამ, საფრანგეთმა, იტალიამ, აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა, იაპონიამ, ავსტრალიამ და ევროკავშირის წევრი ქვეყნების მთავრობებმა, 13 ივლისს მხარი დაუჭირეს უკრაინის სარჩელს რუსეთის წინააღმდეგ გაეროს საერთაშორისო სასამართლოში (ICJ). გავრცელებულ განცხადებაზე ხელმომწერებს შორის არ არის საქართველო, რომელმაც მარტში, 38 ქვეყანასთან ერთად მიმართა ჰააგაში მდებარე კიდევ ერთ, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC), უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის მხრიდან ჩადენილი ომის დანაშაულების გამოძიების მოთხოვნით. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

რუსეთში დაადასტურეს ვოლგოგრადის მოტომსროლელი დივიზიის უფროსისა და მისი მოადგილის უკრაინაში დაღუპვა

უკრაინის ომში დაიღუპა ვოლგოგრადის მე-20 გვარდიის მოტორიზებული მსროლელი დივიზიის მეთაური პოლკოვნიკი ალექსეი გორობეცი. ამის შესახებ გამოცემა "ვოლგოგრად დნევნიკი" იუწყება მის ქვრივზე, ანა გორობეცზე დაყრდნობით. "სარდლობიდან დაგვირეკეს და შეგვატყობინეს. დაკრძალვის თარიღი და ადგილი ჯერ არჩეული არ არის", - განაცხადა ანა გორობეცმა. გამოცემის ინფორმაციით, გარდაცვლილის ვინაობის დასადასტურებლად დნმ-ის ტესტი გახდა საჭირო. პოლკოვნიკი გორობეცი 49 წლის იყო. გასულ წელს მან პირადად მოამზადა ფორუმი "არმია -2021"... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

შვედეთმა სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა ჰამიდ ნურის, ყოფილ ირანელ პროკურორს, ასობით ირანელი დისიდენტის სიკვდილით დასჯის საქმეზე

13 ივლისს შვედეთის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა ყოფილ ირანელ პროკურორს, 61 წლის ჰამიდ ნურის, რომელიც დამნაშავედ ცნო სამი ათეული წლის წინ ირანში ჩადენილ სამხედრო დანაშაულში. 1988 წელს, როდესაც ნური ქალაქ კარამჯის შემოგარენში მდებარე ციხის პროკურორის მოადგილედ მუშაობდა, მთავრობის ბრძანებით, აღნიშნულ ციხეში 500 პოლიტიკური დისიდენტი დასაჯეს სიკვდილით. ნურის უფლება აქვს გაასაჩივროს სტოკჰოლმის სასამართლოს გადაწყვეტილება. შვედეთში უვადო პატიმრობა ნიშნავს მინიმუმ 20-დან 25 წლამდე პატიმრობას, მაგრამ სასჯელის ვადა შეიძლება გაგრძელდეს. Читать дальше...

News.ge 

„სამეფო კარის თამაშების“ პრიქველის – „დრაკონის სახლის“ ექსკლუზიური კადრები გამოქვეყნდა

Entertainment Weekly-მ „სამეფო კარის თამაშების“ პრიქველის – „დრაკონის სახლის“ ექსკლუზიური კადრები გამოაქვეყნა. სერიალი გამოგონილ სამყაროში – ვესტეროსში ტარგარიენების სამეფო დინასტიის წევრებს შორის სამოქალაქო ომზე მოგვითხრობს, რომელიც „დრაკონების ცეკვის“ სახელით არის ცნობილი. მოვლენები „სამეფო კარის თამაშების“ სიუჟეტამდე 200 წლით ადრე ვითარდება. მთავარ როლებს სერიალში ასრულებენ: პედი კონსიდაინი, მეტ სმიტი, ემა დარსი და ა.შ. სიუჟტი ჯორჯ მარტინის რომანზე „ცეცხლი და ...

News.ge 

გარემოს ეროვნული სააგენტო უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზს აქვეყნებს

გარემოს ეროვნული სააგენტო უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზს აქვეყნებს. „20 ივლისამდე დასავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +26, +31 გრადუსი დაფიქსირდება. აღმოსავლეთ საქართველოში შენარჩუნებული იქნება ცხელი და უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა +34, +39 გრადუსამდე მოიმატებს. თბილისში უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა +36, +38 გრადუსია მოსალოდნელი“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

Radiotavisupleba.ge 

გიორგი გაბუნია სახალხო დამცველსა და უცხოელ დიპლომატებს მიმართავს

„მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი გაბუნია, სპეციალური განცხადებით ეხმაურება 13 ივლისს ტელეკომპანიების, „მაესტროსა“ და „იმედის“ ეთერებით, ტელეწამყვანისა და მომღერლის, გია გაჩეჩილაძის ("უცნობის") მიერ გავრცელებულ ფარული მიყურადების ჩანაწერს, რომელშიც „მთავარი არხის” გუნდის სამუშაო პროცესის ნაწილია ასახული. აღწერის თანახმად, აუდიოჩანაწერში ისმის გადაცემა „პოსტ ფაქტუმის" იმდროინდელი წამყვანის, გიორგი გაბუნიას, პროდიუსერის, ეკა სარიას, ჟურნალისტების, გიორგი გვიშიანის და ლაშა კვესელაძის ლაპარაკი. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

20-მდე გაიზარდა დაღუპულთა რიცხვი უკრაინის ქალაქ ვინიცაში

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის უფროსის მოადგილის, კირილო ტიმოშენკოს ინფორმაციით, 20-მდე გაიზარდა ქალაქ ვინიცის ცენტრზე სარაკეტო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი. მათ შორის 3 ბავშვია. მანამდე დადასტურებული იყო 12 ადამიანის სიკვდილი. ტიმოშენკოს ცნობითვე, რუსმა სამხედროებმა ვინიცაზე იერიში მიიტანეს რაკეტებით „კალიბრი“, რომლებიც შავი ზღვის აკვატორიაში მყოფი წყალქვეშა ნავიდან გაუშვეს. პოლიციის ინფორმაციით, ვინიცის ცენტრში დანგრეული ან დაზიანებულია საოფისე შენობა, საცხოვრებელი სახლები, სამედიცინო ცენტრი და ოფიცერთა სახლი. Читать дальше...




News.ge 

მაია სანდუ: არ ვაპირებ ქვეყნის ნაწილის გაყიდვას იმისთვის, რომ იაფი გაზი გვქონდეს

მოლდოვის პრეზიდენტის, მაია სანდუს განცხადებით, არ სურს ქვეყნის ნაწილის გაყიდვა „გაზპრომთან“ უფრო მომგებიანი, მაგრამ მოკლევადიანი კონტრაქტის გაფორმების სანაცვლოდ. „არ ვაპირებ ქვეყნის ნაწილის გაყიდვას იმის გამო, რომ ნახევარი წლის განმავლობაში იაფი გაზი გვქონდეს. ჩვენი ქვეყანა დამოუკიდებელია და ჩვენ უნდა გავამყაროთ ეს. დიახ, ახლა რთულია, ყველასთვის რთულია, რადგან ამ ხნის განმავლობაში არ შეიმუშავეს ალტერნატივა, არ განახორციელეს ინვესტიცია ენერგეტიკულ ...

Radiotavisupleba.ge 

"არ ვაპირებ იაფი გაზის სანაცვლოდ ქვეყნის ნაწილის გაყიდვას", - მოლდოვის პრეზიდენტი

მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ განაცხადა, რომ მოლდოვა ამ ზამთარს ენერგოდაზოგვის რეჟიმისთვის უნდა მოემზადოს, რაც იმით ახსნა, რომ "არ აპირებს ქვეყნის ნაწილის გაყიდვას" რუსეთიდან იაფი გაზის მიღების სანაცვლოდ. 13 ივლისს სახელმწიფო ტელეკომპანია Moldova 1-ის ეთერში, მაია სანდუმ აღნიშნა, რომ არ ნანობს, რომ არ წავიდა მოსკოვში ბუნებრივი აირის ფასზე მოსალაპარაკებლად, რადგან მთავრობამ დადო ისეთი კონტრაქტი, როგორიც შეეძლო. "არ ვაპირებ ქვეყნის ნაწილის გაყიდვას მხოლოდ იმიტომ, რომ ექვსი თვის განმავლობაში იაფი გაზი გვქონდეს. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ანა გაბრიაძე - "ერთადერთი ხელმისაწვდომი გზა ჩემთვის არის, რომ სასამართლოს გზით მეკავოს ეს პროცესი"

"ერთ-ერთმა "კალონკამ" შეიტანა სრულიად დაუსაბუთებელი კერძო საჩივარი - ითხოვს საზოგადოებრივ-საქმიანი ზონის სტატუსის ამოქმედებას და უზრუნველყოფის შეჩერების ღონისძიების შეცვლას/გადახედვას. საქალაქო სასამართლომ, რა თქმა უნდა, არ დააკმაყოფილა და გადავიდა აპელაციაში" - ამბობს ანა გაბრიაძე, გარემოსდამცველი.

Radiotavisupleba.ge 

მედიის ადვოკატირების კოალიცია „მთავარი არხის” ჟურნალისტების მიყურადების ფაქტზე გამოძიების დაწყებას ითხოვს

მედიის ადვოკატირების კოალიცია „მთავარი არხის” ჟურნალისტების მიყურადების ფაქტზე გამოძიების დაუყოვნებლივ დაწყებას მოითხოვს და განცხადებას ავრცელებს. 13 ივლისს ტელეკომპანიების, „მაესტროსა“ და „იმედის“ ეთერებით, ტელეწამყვანმა და მომღერალმა გია გაჩეჩილაძემ გაავრცელა ფარული მიყურადების ჩანაწერი და განმარტა, რომ ეს ჩანაწერი ტელეკომპანია „მთავარი არხის” გუნდის სამუშაო პროცესს ასახავს, ხოლო „მთავარი არხის” ჟურნალისტები ჩანაწერების ავთენტურობას ადასტურებენ. აღწერის თანახმად, აუდიოჩანაწერში ისმის გადაცემა „პოსტ ფაქტუმის" იმდროინდელი წამყვანის... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

12-მდე გაიზარდა უკრაინის ქალაქ ვინიცაში სარაკეტო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი

სულ მცირე 12 ადამიანი, მათ შორის ბავშვი დაიღუპა უკრაინის ცენტრალურ ნაწილში მდებარე ქალაქ ვინიცაში, სარაკეტო შეტევის შედეგად. ამის შესახებ უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახური იუწყება. დაშავდა 90-მდე ადამიანი. ადგილზე სამაშველო-სამძებრო ოპერაცია გრძელდება. პოლიციის ინფორმაციით, რუსი სამხედროების მიერ ნასროლი სამი რაკეტა მოხვდა საოფისე შენობას. სარაკეტო დარტყმის შედეგად დაზიანებულია ახლომდებარე ოფიცერთა სახლიც, საცხოვრებელი კორპუსები და სამედიცინო ცენტრი. უკრაინის ეროვნული პოლიციის უფროსმა, იგორ... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

სააკაშვილი: შევწყვიტოთ ქვეყნის შიგნით „ცივი ომი“ და ბრაზი მივმართოთ დამპყრობელზე

პატიმრობაში მყოფი საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც ამჟამად კლინიკა „ვივამედში“ მკურნალობს, ფეისბუკის გვერდზე პოსტს აქვეყნებს, რომელშიც განმარტავს, რა ნიშნავს საქართველოს წინააღმდეგ მიმდინარე „ჰიბრიდული ომი“. მისი სიტყვებით, საქართველოს მოქალაქეებს შთააგონებენ, რომ პროტესტს აზრი არ აქვს და ვინც დემონსტრაციაზე გამოდის, ის „უსამშობლო“ და „უღმერთოა.“ „დღევანდელობის ნაცვლად არის მცდელობა აქცენტი გადაიტანონ სულ სხვა ამბებზე ერეკლეზე, გარეჯზე და ა.შ“, - ნათქვამია პოსტში. სააკაშვილი... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ბაიდენი და ლაპიდი ერთობლივ განცხადებას გაავრცელებენ დაპირებით, რომ არ დაუშვან ირანის მიერ ბირთვული იარაღის შექმნა

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და ისრაელის პრემიერ-მინისტრი იაირ ლაპიდი 14 ივლისს ხელს აწერენ ერთობლივ განცხადებას, რომელშიც პირობას დადებენ, არ დაუშვან ირანის მიერ ბირთვული იარაღის შექმნა. აშშ-ის ადმინისტრაციის მაღალი რანგის წარმომადგენელმა ჟურნალისტებს ამცნო, რომ დეკლარაცია გააფართოებს ორ ქვეყანას შორის დიდი ხნის კავშირებს უსაფრთხოების სფეროში. „ეს დეკლარაცია საკმაოდ მნიშვნელოვანია და ის შეიცავს ვალდებულებას, არასოდეს მიეცეს ირანს ნებართვა, მოიპოვოს ბირთვული იარაღი.“ ერთობლივი განცხადების თანახმად... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

მეტროში არასრულწლოვანის ცემის ფაქტზე ბრალდებული ერთ-ერთი პოლიციელი გათავისუფლდა

მეტროში არასრულწლოვანზე ძალადობის ფაქტზე ბრალდებული პატრულ-ინსპექტორი კახა ბაკაშვილი მოსამართლემ სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა. სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისთვის ბრალდებულ პატრულ-ინსპექტორს მოსამართლემ სასჯელის ზომად 6-თვიანი პირობითი მსჯავრი და 1-წლიანი გამოსაცდელი ვადა განუსაზღვრა. ჯანო ჭკადუა, დაზარალებული არასრულწლოვანის ადვოკატი, ტელეკომპანია „ტვ პირველისთვის“ მიცემულ კომენტარში ამბობს, რომ ბაკაშვილის საპატიმროდან გათავისუფლების გადაწყვეტილება მოსამართლემ იმიტომ მიიღო... Читать дальше...

News.ge 

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით „ნოვაგი“ სასათბურე მეურნეობას აფართოვებს

14 ივლისი, 2022- საქართველოს ბანკი აგროპროექტების ხელშეწყობას აგრძელებს. ბანკთან თანამშრომლობით „ნოვაგი“ სასათბურე მეურნეობას აფართოვებს. პროექტი 500 კვ.მ.-ზე გაშენებულ მარწყვის სათბურებს აერთიანებს. უახლოეს მომავალში კი, სათბური დამატებით 500 კვ.მ.-ზე მოეწყობა. საქართველოს ბანკის თანამონაწილეობა 40,000 ლარს უტოლდება. პროექტი სოფლის მეურნეობის სააგენტოს ხელშეწყობით ხორციელდება. ყოველთვიურად, „ნოვაგი“ ადგილობრივ ბაზარზე 150-170 კილო ეკოლოგიურად სუფთა მარწყვის რეალიზაციას უზრუნველყოფს. „პანდემიის პერიოდში... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

CIA-ის ყოფილი თანამშრომელი Wikileaks-ის მიერ გავრცელებული მასალების გამო დამნაშავედ ცნეს

აშშ-ში გაასამართლეს და დამნაშავედ ცნეს აშშ-ის დაზვერვის ცენტრალური სამმართველოს (CIA) ყოფილი თანამშრომელი, საიდუმლო დოკუმენტების ვებპორტალ Wikileaks-სთვის გადაცემის გამო. აშშ-ის ნიუ-იორკის შტატის ნაფიც მსაჯულთა ჟიურიმ, 33 წლის მოქალაქე დამნაშავედ ცნო ბრალდების ყველა პუნქტში. მას ემუქრება 80-წლამდე პატიმრობა. Wikileaks-მა 2017 წელს საიდუმლო დოკუმენტების ათასობით გვერდი გამოაქვეყნა სოფტვერის პროგრამის შესახებ, რომელსაც CIA აშშ-ის გარეთ ეჭვმიტანილების მობილური ტელეფონებისა და კომპიუტერების სათვალთვალოდ იყენებდა. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ლევან იოსელიანი - "დეოლიგარქიზაციის პრობლემის მოგვარების ერთადერთ სწორ გზად მიმაჩნია, რომ ბიძინა ივანიშვილი დაბრუნდეს პოლიტიკაში"

"დღეს პოლიტიკურმა სპექტრმა ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს ადამიანი დაბრუნდეს, სადაც არის მისი ადგილი, სადაც აქვს გავლენა, რადგან არ შეიძლება გადაწყვეტილებებს ვინც იღებს, ის არ იყოს პასუხისმგებელი გადაწყვეტილებებზე"- აცხადებს ლევან იოსელიანი, პარლამენტის ვიცესპიკერი, პარტია "მოქალაქეები".

Radiotavisupleba.ge 

ჰააგაში უკრაინის სარჩელის მხარდამჭერ ქვეყნებს შორის საქართველოს ხელმოწერა არ არის

40-ზე მეტმა ქვეყანამ, მათ შორის, გერმანიამ, საფრანგეთმა, იტალიამ, აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა, იაპონიამ, ავსტრალიამ და ევროკავშირის წევრი ქვეყნების მთავრობებმა, მხარი დაუჭირეს უკრაინის სარჩელს რუსეთის წინააღმდეგ გაეროს საერთაშორისო სასამართლოში (ICJ). ერთობლივი განცხადება ევროკომისიის საიტზე 13 ივლისს გამოქვეყნდა: „ჩვენ კვლავ ვაცხადებთ, რომ მხარს ვუჭერთ უკრაინის სარჩელს გაეროს საერთაშორისო სასამართლოში რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ საქმის აღძვრის შესახებ, გაეროს 1948 წლის კონვენციის შესაბამისად... Читать дальше...

News.ge 

მაჭარაშვილი: საერთოდ არ გამოჩენილა მეათე მოწვევის პარლამენტში, იმყოფებოდა პოლიტიკურ შატალოზე

დაკარგავს თუ არა ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობა” კიდევ ერთ მანდატს? – ლევან ვარშალომიძისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე დღეს საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა უნდა იმსჯელოს. მომზადდება დასკვნა, რომელიც უახლოეს პლენარულ სხდომაზე გავა. “ნაციონალურ მოძრაობაში” აცხადებენ, რომ დეპუტატს ბოიკოტი ოფიციალურად ჰქონდა გამოცხადებული და საკუთარ პოზიციას პარტია სხდომაზე დააფიქსირებს. “ლევან ვაშალომიძე იმყოფებოდა ბოიკოტის რეჟიმში და ეს არის მისი გამოხატვის ...

Radiotavisupleba.ge 

პუტინი თეირანში რაისის და ერდოანს შეხვდება 19 ივლისს

კრემლი იტყობინება, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი თავის ირანელ და თურქ კოლეგებს შეხვდება თეირანში, ე.წ ასტანის ფორმატში სირიის შესახებ მოლაპარაკებისთვის. კრემლის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა ამ კვირაში, რომ პუტინი მოლაპარაკებას გამართავს ირანის პრეზიდენტ იბრაჰიმ რაისისთან და თურქეთის პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოანთან. ეს პუტინის მეორე გამგზავრება იქნება უცხოეთში უკრაინაში რუსეთის არმიის შეჭრის შემდეგ. რუსეთმა, ირანმა და თურქეთმა რამდენიმე მოლაპარაკება გამართეს ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში. Читать дальше...


Новости 24/7 DirectAdvert - доход для вашего сайта



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России



Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city

Тренер "Крыльев" Осинькин заметил у "Динамо" чемпионский фарт

Москвичам предложили поделиться фотографиями с ВДНХ в проекте «Город заданий»

В Москве скончался посол Гондураса Эльвир Сальгадо

"Цена взлетит в небо": эксперт призывает россиян заранее купить это

Музыкальные новости

Глава Центробанка РФ: "Я вижу в ЦФА большой потенциал"

Россия, Культура, Театр и Дети: ПДД обучает спектакль театра кукол Ульгэр

Мини-футбол. Чемпионат России. 1/4 финала. Четвертые матчи. «Синара» сравняла счет в серии с «Газпром-Югрой», «Тюмень» обыграла «Норильский никель», другие встречи

В Парке Горького вновь пройдет Московский детский фестиваль искусств «НЕБО»

Новости России

В Кемерово пять человек устроили перестрелку из автоматов и пистолетов

Илона Маска заинтересовало число зарубежных товаров в России

В Москве скоропостижно скончался посол Гондураса

Тренер "Крыльев" Осинькин заметил у "Динамо" чемпионский фарт

Экология в России и мире

Бурятский театр «Ульгэр» показал на выставке «Театральная весна» кукольный постановку: Россия, Дети, нацпроект Культура

Кладезь полезных свойств: Кутушов рассказал о пользе шлемника байкальского

Фестивальный праздник «Музыка моего города» в Улан-Удэ включил в программу спектакль Театра кукол «Ульгэр»: Россия и Культура, Праздник и Дети

Страдания юного Аюша Булчун

Спорт в России и мире

«Подача на победу на Уимблдоне». Гвардиола – о заключительном туре АПЛ

Теннисисты Роджер Федерер и Рафаэль Надаль стали лицами рекламной кампании Louis Vuitton

Джокович выступит на турнире АТР по уайлд-кард в третий раз в карьере

Звонарёва проиграла американке Крюгер в квалификации турнира в Страсбурге

Moscow.media

Разделение изотопа

Завершен очередной этап строительства моста в Мнёвниках

Появилось фото части крупнейшего известного ударного кратера нашей системы

Вендор технологических решений DатаРу перешел на сервис кадрового ЭДО от HRlink











Топ новостей на этот час

Rss.plus






Политики, писатели и артисты стали участниками «Ночи музеев» в Музее Победы

Богачев: 2024 год станет годом максимума солнечной активности

В два раза прекраснее. В Москве стартовала «Ночь в музее»

В Москве школьник пострадал при столкновении с электросамокатом