Entertainment Weekly-მ „სამეფო კარის თამაშების“ პრიქველის – „დრაკონის სახლის“ ექსკლუზიური კადრები გამოაქვეყნა.
სერიალი გამოგონილ სამყაროში – ვესტეროსში ტარგარიენების სამეფო დინასტიის წევრებს შორის სამოქალაქო ომზე მოგვითხრობს, რომელიც „დრაკონების ცეკვის“ სახელით არის ცნობილი. მოვლენები „სამეფო კარის თამაშების“ სიუჟეტამდე 200 წლით ადრე ვითარდება.
მთავარ როლებს სერიალში ასრულებენ: პედი კონსიდაინი, მეტ სმიტი, ემა დარსი და ა.შ. სიუჟტი ჯორჯ მარტინის რომანზე „ცეცხლი და სისხლი“ არის დაფუძნებული. „დრაკონის სახლის“ პრემიერა 2022 წლის 21 აგვისტოს შედგება. პირველ სეზონში 10 ეპიზოდი იქნება.