13 ივლისს შვედეთის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა ყოფილ ირანელ პროკურორს, 61 წლის ჰამიდ ნურის, რომელიც დამნაშავედ ცნო სამი ათეული წლის წინ ირანში ჩადენილ სამხედრო დანაშაულში. 1988 წელს, როდესაც ნური ქალაქ კარამჯის შემოგარენში მდებარე ციხის პროკურორის მოადგილედ მუშაობდა, მთავრობის ბრძანებით, აღნიშნულ ციხეში 500 პოლიტიკური დისიდენტი დასაჯეს სიკვდილით.
ნურის უფლება აქვს გაასაჩივროს სტოკჰოლმის სასამართლოს გადაწყვეტილება.
შვედეთში უვადო პატიმრობა ნიშნავს მინიმუმ 20-დან 25 წლამდე პატიმრობას, მაგრამ სასჯელის ვადა შეიძლება გაგრძელდეს.
ნური 2019 წლის ნოემბერში, შვედეთში ჩასვლისთანავე დააკავა პოლიციამ და მას შემდეგ პატიმრობაში იმყოფება.
შვედეთის უნივერსალური იურისდიქცია სასამართლოს უფლებას აძლევს, გაასამართლოს ნებისმიერი პირი ისეთ სერიოზულ სისხლის სამართლის საქმეზე, როგორიცაა მკვლელობა და სამხედრო დანაშაული, იმის მიუხედავად, თუ სად იქნა ჩადენილი სავარაუდო დანაშაული.