ტელეკომპანია „ფორმულის" დამფუძნებლის დავით კეზერაშვილის საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას განცხადებით გამოეხმაურა ტელეარხი. მისი შეფასებით, გადაწყვეტილება არის პოლიტიკურად მოტივირებული და მიზნად ისახავს კრიტიკული მედიის საქმიანობისთვის ხელის შეშლას. „ტელეკომპანია ფორმულა, მისი მენეჯმენტი და თანამშრომლები, შეშფოთებულნი ვართ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 21 მარტის გადაწყვეტილებით, რომელიც მიმართულია ტელევიზიის დამფუძნებლის დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ, არის პოლიტიკურად... Читать дальше...
„ამ კანონზე უკან არავინ არ იხევს და ბოლომდე გინდათ, რომ გაიტანოთ. მე მაინტერესებს, პარლამენტის, მთავრობის მოქმედი შემადგენლობიდან რომელი პოლიტიკოსის ოჯახის წევრი არის ნამყოფი ჯარში?“, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა იაგო ხვიჩიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივით წარმოდგენილი „თავდაცვის კოდექსის“ განხილვისას განაცხადა. მისივე თქმით, იმ ჯარში, სადაც მთავრობის წევრები თავიანთ შვილებს არ უშვებენ, სხვისი გაშვება ...
ნატოს წევრები ერთგულები რჩებიან, საბოლოო ჯამში მხარი დაუჭირონ ალიანსში საქართველოსა და უკრაინის გაწევრიანებას. ამის შესახებ ნატოს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის წლიურ ანგარიშში არის ნათქვამი. “მოკავშირეები ერთგულები რჩებიან, საბოლოო ჯამში მხარი დაუჭირონ ნატოში საქართველოსა და უკრაინის გაწევრიანებას, 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, რაც კიდევ ერთხელ დადასტურდა 2022 წლის მადრიდის სამიტზე”, – წერია ანგარიშში. ნატოს გენერალური ...
21 მარტს თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებმა “ქართულ ოცნებას” სახელმწიფო სამედიცინო ცენტრის ადგილმდებარეობის შეცვლისა და ტერიტორიის ნგრევის გასაპროტესტებლად ღია წერილი მისწერეს. თანამშრომლების ინფორმაციის, ჯანდაცვის მინისტრმა რესპუბლიკურის შენობის ნგრევა და მისი მდებარეობის და კონცეფციის გაურკვეველი პერსპექტივით შეცვლა დააანონსა. News.ge ღია წერილს უცვლელად გთავაზობთ: როგორც მოგეხსენებათ, უკანასკნელ ხანს გამოცხადდა კლინიკის რეაბილიტაციის აუცილებლობის შესახებ. ვინაიდან „რესპუბლიკური... Читать дальше...
აქამდე უცნობმა პარტიზანულმა მოძრაობა „შავი ხიდმა“ (Черный мост) აიღო პასუხისმგებლობა 16 მარტს დონის როსტოვში „ეფესბეს“ სასაზღვრო კონტროლის სამმართველოს შენობაში მომხდარ აფეთქებასა და ხანძარზე, რასაც ბოლო მონაცემებით 4 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.
“აბრეშუმის გალერეა” წარმოგიდგენთ მარიამ ყანდიაშვილის და ლაზარე შანიძის კოლაბორაციულ პროექტს. კურატორი თეა გოგუაძე. გახსნა 22 მარტს, 19 საათზე მის: ქ.თბილისი, მ.კოსტავას #59 (ყოფილი აბრეშუმის ფაბრიკის შენობა) ფესვები: ფესვები არის, მარიამ ყანდიაშვილის და ლაზარე შანიძის ერთობლივი, კონცეპტუალური ხელოვნების პროექტი, რომელიც მოიცავს სხვადასხვა ხელოვნების მედიუმებს, როგორებიცაა: ფერწერა,გრაფიკა,ილუსტრაცია, ასამბლიაჟი, კოლაჟი, ინსტალაცია, პოეზია და მუსიკა. ეს პროექტი არის ერთგვარი ...
მწერალი დათო ტურაშვილი თბილისში კლინიკიდან გამოწერის შემდეგ, გამოკვლევებს თურქეთში გააგრძელებს. როგორც მისმა შვილმა ანაკო ტურაშვილმა თქვა „TV პირველის" ეთერში, ის პირველ რიგში, მადლობას უხდის ქართველ ექიმებს. „დათო არის ახლა სტაბილურად. გუშინ გამოწერეს კლინიკიდან. დღეს ღამით მიდის თურქეთში და იქ გააგრძელებს გამოკვლევებს. პირველ რიგში, დათომ დამაბარა დიდი მადლობა ქართველ ექიმებთან, რომლებმაც ის გადაარჩინეს. ის, რომ ახლა კარგად არის, მათი დამსახურებაა. ახლა განაგრძობს თურქეთში მკურნალობას. მალე დაბრუნდება და ყველასთან დამაბარა უღრმესი მადლობა"... Читать дальше...
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტი და კომუნისტური პარტიის გენერალური მდივანი სი ძინპინი 22 მარტს დაასრულებს რუსეთში სამდღიან ვიზიტს, რომელიც პირველია რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების დღიდან. ჩინეთის მედიისა და ოფიციალური პირების განმარტებით, ამხანაგი სი მოსკოვში იმყოფება „მეგობრული და სამშვიდობო მისიით“. ვიზიტის პირველ დღეს ვლადიმირ პუტინისა და სი ძინპინის არაფორმალური შეხვედრა 4,5 საათი გაგრძელდა . „აშკარაა, რომ შედგა აზრთა ძალიან საფუძვლიანი გაცვლა, სერიოზული საუბარი“, - თქვა პუტინის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა. Читать дальше...
საერთაშორისო ურთიერთობათა სპეციალისტის გიორგი რუხაძის განცხადებით, ჩინეთის პრეზიდენტს, სი ძინპინის მოსკოვში დასუსტებული პუტინი დახვდა და ჩინეთის პრეზიდენტი შეეცდება ვიზიტიდან მაქსიმალური წაიღოს. როგორც რუხაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში, „პოლიტიკური სივრცე“ ჩინეთის პრეზიდენტის სი ძინპინის მოსკოვში ჩასვლასთან და უკრაინა-რუსეთის ომში ჩინეთის როლთან დაკავშირებულ თემაზე საუბრისას განაცხადა, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი არ არის იმ პირობებში, რომ რამე უკარნახოს ჩინეთის პრეზიდენტს. „ჩინეთი ...
კრემლში დასრულდა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინისა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის თავმჯდომარის, სი ძინპინის შეხვედრა, რომელმაც სამ საათს გასტანა. შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე პუტინმა პრიორიტეტებად დაასახელა ჩინეთთან სავაჭრო და ეკონომიკური თანამშრომლობა. „ჩინეთი რუსეთის წამყვანი უცხოური სავაჭრო პარტნიორია,“ აღნიშნა მან. რუსეთის პრეზიდენტმა პირობა დადო, რომ ორმხრივი ვაჭრობის შარშან მიღწეული მაღალი დონე შენარჩუნებული და გადაჭარბებული იქნება კიდეც. მან ასევე თქვა, რომ... Читать дальше...
ვენეციის კომისიის კრიტიკული დასკვნის შემდეგ, „ქართულ ოცნებას“ დეოლიგარქიზაციის შესახებ ორი მოსმენით უკვე დამტკიცებული კანონპროექტის ისევ მეორე მოსმენის ეტაპზე დაბრუნება უწევს. თუმცა, როგორც პარტიის თავმჯდომარე ამბობს, ამ კანონპროექტში მხოლოდ 5 შესწორების შეტანა იგეგმება.
12 წლის მოზარდზე ძალადობის გამო დაკავებული კაცი, რომელსაც რამდენიმეწლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი, დღეს, 21 მარტს თბილისის სააპელაციო სასამართლომ დარბაზიდან გაათავისუფლა. მოსამართლე გიორგი კერატიშვილმა შეცვალა გორის რაიონული სასამართლოს განაჩენი, რომლითაც ბრალდებულს 5 წელი ჰქონდა მისჯილი. ამბავი 2021 წლის მაისში, გორში მოხდა. მაშინ ორგანიზაციამ „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ [PHR] განაცხადა, რომ ვაშლის უნებართვო კრეფის გამო მოზარდზე გორის ყოფილი მერის მოადგილემ იძალადა. PHR-ის ცნობით... Читать дальше...
“მაინც რატომ იქნებოდა უკრაინისთვის უკეთესი ამ გაჩანაგებულ, მეამბოხე რესპუბლიკებთან [დონეცკი და ლუგანსკი] თანაცხოვრება? იქნებ სჯობს უბრალოდ მათი ამპუტაცია, რადგან ისინი უკრაინას კარგს არაფერს მოუტანენ, მხოლოდ მარადიულ კონფლიქტს”, - არაპოპულარულ კითხვას რადიო თავისუფლებასთან ბრიტანელი ჟურნალისტი, ისტორიკოსი და ავტორი ოუენ მეთიუზი სვამს. მეთიუზი, რომელიც მშობლიური ენასავით ფლობს რუსულს, წარმოშობით ნახევრად რუსია, 2016-2018 წლებში რუსული სახელისუფლებო ტელეშოუების - "60 წუთის" (როსია 1), "შეხვედრის ადგილი"... Читать дальше...
თხის რქა არ შეიძლება იყოს შოკისმომგვრელი ფაქტი, რომ თხის რქა ყველაზე დიდი პასუხისმგებლობის მქონე ზოდიაქოს ნიშნად მიიჩნევა. იგი რეალისტი ადამიანია, პრაქტიკული სურვილები აქვს და ძალიან ამბიციურია. როცა საქმე ოცნებას ეხება, ზუსტად იცის, რა უნდა დაისახოს მიზნად და ფუჭ ილუზიებს არ იქმნის. თავად იღებს პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე და იცის, რომ შრომის გარეშე ვერაფერს მიაღწევს. ქალწული ქალწული ...
პაბლო პიკასო დაიბადა 1881 წლის 25 ოქტომბერს ესპანეთში, მალაგაში. მიუხედავად იმისა, რომ უმეტესობა მას პიკასოდ მოიხსენიებს, მისი სრული სახელი იყო პაბლო დიეგო ხოსე ფრანცისკო დე პაულა ხუან ნეპომუცენო მარია დე ლოს რემედიოს ციპრიანო დე ლა სანტისიმა ტრინიდადის მოწამე პატრიციო კლიტო რუისი და პიკასო. როდესაც პიკასო დაიბადა, ის იმდენად პატარა იყო, რომ მედდას მკვდრად დაბადებული ეგონა. ...
2017 წელს ოთხი ადამიანი დაიღუპა და სულ მცირე ოცი დაშავდა ლონდონში, პარლამენტის სახლთან მომხდარი ტერაქტის შედეგად. 2005 წელს პირველი God of War თამაში გამოვიდა PlayStation 2-ისთვის ჩრდილოეთ ამერიკის ბაზარზე. 1997 წელს სუპერ კაშკაშა კომეტამ “ჰეილ-ბოპი” მიაღწია დედამიწასთან უახლოეს წერტილს, 1,215 ა.ე.-ის მანძილზე, რამაც ის შეუიარაღებელი თვალით ხილვადი გახადა. 1978 წელს კარლ ვალენდა პუერტო რიკოს ქალაქ ...
საქართველოში ჩუტყვავილას შემთხვევათა მატება ინფექციონისტებმა უკვე შეაფასეს აფეთქებად. საგულისხმოა, რომ თუკი წინა წლებში ინფექცია ძირითადად მცირე ასაკის მოსახლეობაში იყო გავრცელებული, ბოლო პერიოდის დაკვირვებით, გაზრდილია პაციენტთა ასაკიც. ვირუსული ინფექციის გავრცელების ფონზე, მოსახლეობის ნაწილი ჩუტყვავილას ვაქცინის გეგმიური აცრების ეროვნული კალენდრის ნუსხაში დამატებას ითხოვს. იმის გამო, რომ ჩუტყვავილას ვაქცინაცია არასდროს ყოფილა გეგმიური აცრების კალენდარში, ქვეყანაში რეგისტრირებული ჩუტყვავილას ვაქცინა (VZV) მთავრობას არ შემოაქვს. Читать дальше...
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე 2022-2030 წლებისთვის საქართველოს ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნულ სტრატეგია განიხილეს. დოკუმენტის შესახებ პარლამენტის ტრიბუნიდან შენიშვნები გამოთქვა „რესპუბლიკური პარტიის" თავმჯდომარემ ხათუნა სამნიძემ. როგორც დეპუტატი ამბობს, დოკუმენტის მომხსენებელმა, პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში, ნიკო თათულაშვილმა ვერც კი წარმოთქვა და გაიმეორა სიტყვები - სექსუალური უმცირესობა, ლგბტ ადამიანების უფლებები. „ლესბი, გეი, ბისექსუალი და ტრანსგენდერი ადამიანების უფლებები, არის ადამიანის უფლებები. Читать дальше...
„ქართულ ოცნებაში“ არ დარჩა ერთი ადამიანი, რომელსაც რეალობის განცდა შეიძლება ჰქონდეს, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა პაატა მანჯგალაძემ “პალიტრანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე“ განაცხადა. მან უპასუხა კითხვას მოსაზრებაზე, რომლის თანახმად, ხელისუფლება შესაძლოა, დაუბრუნდეს ე.წ. უცხოური გავლენის შესახებ კანონპროექტს და აღნიშნა, რომ ვინც საქართველოს ევროპულ პერსპექტივას დააკარგინებს, პოლიტიკური ფასი უნდა გადაიხადოს. მანჯგალაძის თქმით, „ქართული ოცნება“ „კალიგულას გზას გაუყვება“, თუმცა... Читать дальше...
ქართველმა ხალხმა ძალიან ნათლად თქვა, რომ მათ დემოკრატიული, წარმატებული საქართველო სურთ, რომელიც ევროატლანტიკურ რეგიონში არის ინტეგრირებული , – ამის შესახებ ნატო გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელში გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტის კითხვაზე პასუხად განაცხადა. ნატოს გენმდივანი მიესალმება საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებას ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტების გაწვევის თაობაზე და აცხადებს, რომ კანონპროექტი არ შეესაბამება ევროატლანტიკურ ღირებულებებს. ამასთან სტოლტენბერგი მოუწოდებს, საქართველოს... Читать дальше...
იაპონიის პრემიერ-მინისტრმა ფუმიო კისიდამ, რომელიც დღეს უკრაინაში ჩავიდა პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მიწვევით, ქალაქი ბუჩა მოინახულა. ბუჩის მერის თქმით, აქ შარშან რუსეთის ჯარებმა 400-ზე მეტი სამოქალაქო პირი დახოცეს. BBC-ის ცნობით, კისიდამ გვირგვინი მიიტანა ეკლესიასთან და დაღუპულთა ხსოვნას წუთიერი დუმილით მიაგო პატივი. „მსოფლიო შეძრწუნდა, როცა ერთი წლის წინ ბუჩაში უდანაშაულო სამოქალაქო პირები დახოცეს. აქ ჩადენილი ბოროტმოქმედებების გამო ძლიერ რისხვას ვგრძნობ,“ თქვა იაპონიის პრემიერ-მინისტრმა. ... Читать дальше...
ვენეციის კომისიის დასკვნის გამოქვეყნების შემდეგ, პარლამენტმა 21 დეკემბერს მიიღო გადაწყვეტილება, „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტის მეორე მოსმენაზე დაბრუნების შესახებ. კანონპროექტი პარლამენტს ორი მოსმენით მიღებული ჰქონდა. „ჩვენი ამოცანაა ამ დასკვნასთან, რეკომენდაციებთან დაკავშირებით განვაგრძოთ საკომიტეტო სხდომაზე მსჯელობა, დავაზუსტოთ კანონპროექტთან დაკავშირებით ის საკითხები, რომლებიც ვენეციის კომისიის შეფასებით საჭიროებს შემდგომ დაზუსტებას და გამართვას და, შესაბამისად, მივიღეთ გადაწყვეტილება... Читать дальше...
ტელეკომპანია POSTV-ის დამფუძნებელს და დირექტორს, შალვა რამიშვილს სექსუალურ შევიწროებაში ერთდროულად რამდენიმე ქალი ადანაშაულებს და თავის ამბავს ფეისბუკზე ჰყვება. პირველი საჯარო პოსტი, გუშინ, გვიან საღამოს, „ტაბულას“ ყოფილმა ჟურნალისტმა, მაკო ჯაბუამ გამოაქვეყნა. მაკო ჯაბუა 7-8 წლის წინ, სამსახურის ძებნისას შალვა რამიშვილთან შეხვედრას იხსენებს და აღწერს „გასაუბრებას“ რამიშვილთან, რომელიც ამ დროს ტელევიზიისთვის თანამშრომლებს ეძებს. „გასაუბრება ნორმალურად დაიწყო“, - წერს მაკო ჯაბუა, თუმცა მალე, მისი სიტყვებით... Читать дальше...
რუსეთის ხელისუფლების მიერ ლიკვიდირებული უფლებადამცველი ცენტრის, „მემორიალის“ ხელმძღვანელის, ოლეგ ორლოვის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა რუსეთის არმიის განმეორებით დისკრედიტაციის ბრალდებით. ამის შესახებ საზოგადოება „მემორიალი“ იტყობინება ტელეგრამის არხში. მანამდე იუწყებოდნენ, რომ საქმე აღიძრა რუსეთის ფედერაციის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევისკენ მიმართული მოწოდებებისთვის, მაგრამ „მემორიალმა“ მოგვიანებით ცნობა გაასწორა. რას უკავშირდება ბრალდება, ნათელი არ არის. სამშაბათს „მემორიალის“... Читать дальше...
მარტში გამართულ საპროტესტო აქციებზე დაკავებული მოქალაქეების შესახებ განცხადებას აქვეყნებენ არასამთავრობო ორგანიზაციები. როგორც ისინი აღნიშნავენ, მიუხედავად იმისა, რომ შსს-მ დაკავებულები ადმინისტრაციული პატიმრობისგან გაათავისუფლა, კვლავ დღის წესრიგში დგას მათთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხი. ამასთან, არასამთავრობო ორგანიზაციები აკრიტიკებენ აქციის მონაწილეებისთვის მაღალი ჯარიმების შეფარდებას. „როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, 2023 წლის 2-3 და 7-9 მარტს, მშვიდობიანი სამოქალაქო... Читать дальше...