Добавить новость
World News in Georgian


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

დათო ტურაშვილი გამოკვლევებს თურქეთში გააგრძელებს

მწერალი დათო ტურაშვილი თბილისში კლინიკიდან გამოწერის შემდეგ, გამოკვლევებს თურქეთში გააგრძელებს. როგორც მისმა შვილმა ანაკო ტურაშვილმა თქვა „TV პირველის" ეთერში, ის პირველ რიგში, მადლობას უხდის ქართველ ექიმებს.


„დათო არის ახლა სტაბილურად. გუშინ გამოწერეს კლინიკიდან. დღეს ღამით მიდის თურქეთში და იქ გააგრძელებს გამოკვლევებს. პირველ რიგში, დათომ დამაბარა დიდი მადლობა ქართველ ექიმებთან, რომლებმაც ის გადაარჩინეს. ის, რომ ახლა კარგად არის, მათი დამსახურებაა. ახლა განაგრძობს თურქეთში მკურნალობას. მალე დაბრუნდება და ყველასთან დამაბარა უღრმესი მადლობა", - თქვა ანაკო ტურაშვილმა.


19 მარტს, ტელეკომპანია „ფორმულის" პირდაპირ ეთერში ე.წ. უცხოეთის აგენტების შესახებ კანონპროექტზე საუბრისას გახდა ცუდად.


„ინფარქტს გადაურჩა, ნერვიული შეტევა ჰქონდა", - უთხრა რადიო თავისუფლებას ანაკო ტურაშვილმა.




19 მარტს გადაცემა „მე-17 სართულში" დათო ტურაშვილი ე.წ. უცხოეთის აგენტების კანონპროექტის კრიტიკის შემდეგ მის წინააღმდეგ აგორებულ დეზინფორმაციულ კამპანიას ასე გამოეხმაურა:


„3 დღეა ამაზე ვფიქრობ, რა დავაშავე. არაფერი არ დამიშავებია, სიყვარულის გარდა და მივხვდი, რომ მაგიტომ მსჯიან. სხვათა შორის, რომ შემოვიდნენ რუსები მე-19 საუკუნეში, პირველი, ვისაც ებრძოდნენ, იყვნენ მწერლები. იმიტომ აგვიკრძალეს ქართულად ლაპარაკი. 20-იან და 30-იან წლებში პირველი ვინც დახოცეს, იყვნენ მწერლები. იმიტომ, რომ ზუსტად ასეთი კანონი იყო. ტიციან ტაბიძე სად არის, ახლაც არ ვიცით, რა მუხლით დაიჭირეს იცით?! საფრანგეთის აგენტობის! ამ კანონპროექტში გარკვევით წერია, რომ აგენტის მხილება შეუძლია ნებისმიერ ადამიანს. ეს იცით რას ნიშნავს?! დამსმენები, ჩამშვებები და "ნასედკები" დავაბრუნოთო. ჩემზე კი ნუ ბრაზდებით, იმაზე გაბრაზდით, ვინც ერთ დღეს გეუბნებათ მწვანეს მიაჭირეთო და მეორე დღეს [გეუბნებათ] წითელსო...".


ტურაშვილის გარდა, ბოლო დღეებში კოორდინირებული თავდასხმის სამიზნე არიან სხვა მწერლებიც.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus