Добавить новость
World News in Georgian


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

„დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტი პარლამენტმა განხილვისთვის მეორე მოსმენაზე დააბრუნა

ვენეციის კომისიის დასკვნის გამოქვეყნების შემდეგ, პარლამენტმა 21 დეკემბერს მიიღო გადაწყვეტილება, „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტის მეორე მოსმენაზე დაბრუნების შესახებ. კანონპროექტი პარლამენტს ორი მოსმენით მიღებული ჰქონდა. 


„ჩვენი ამოცანაა ამ დასკვნასთან, რეკომენდაციებთან დაკავშირებით განვაგრძოთ საკომიტეტო სხდომაზე მსჯელობა, დავაზუსტოთ კანონპროექტთან დაკავშირებით ის საკითხები, რომლებიც ვენეციის კომისიის შეფასებით საჭიროებს შემდგომ დაზუსტებას და გამართვას და, შესაბამისად, მივიღეთ გადაწყვეტილება აღარ განვიხილოთ მესამე მოსმენით და სწორედ გასწორებული ვერსია წარმოვადგინოთ შემდეგ პლენარულ სხდომაზე", - განაცხადა კანონპროექტის მომხსენებელმა, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა.




ვენეციის კომისიას არაერთი შენიშვნა აქვს „დეოლიგარქიზაციის შესახებ" კანონპროექტს. 


ევროკომისიის მიერ 2022 წლის 17 ივნისს გამოქვეყნებულ 12 რეკომენდაციაში, დეოლიგარქიზაცია #5 და თავიდანვე ერთ-ერთი ყველაზე სადავო პირობა იყო. „ქართული ოცნების“ ინიციატივით, უკრაინული კანონპროექტი ითარგმნა იმ განსხვავებით, რომ ქართულ ვარიანტში ოლიგარქების რეესტრის უფლებამოსილება მთავრობას მიენიჭა.


ვენეციის კომისიის დასკვნაში აღნიშნულია, რომ კანონპროექტი მთავრობას ჭარბ გავლენას ანიჭებს და ანგარიშსწორების შესაძლებლობას აძლევს, „ბუნდოვანი კრიტერიუმების“ გამო და ასევე „პერსონალური მიდგომის“ გათვალისწინებით, კანონპროექტის ამ სახით დამტკიცებამ შესაძლოა გამოიწვიოს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით დაცული ფუნდამენტური უფლებების დარღვევა „დასახული მიზნების შესრულების ნაცვლად“.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus