Добавить новость
World News in Georgian


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

იაპონიის პრემიერ-მინისტრმა ფუმიო კისიდამ უკრაინაში ვიზიტისას ბუჩა მოინახულა

იაპონიის პრემიერ-მინისტრმა ფუმიო კისიდამ, რომელიც დღეს უკრაინაში ჩავიდა პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მიწვევით, ქალაქი ბუჩა მოინახულა. ბუჩის მერის თქმით, აქ შარშან რუსეთის ჯარებმა 400-ზე მეტი სამოქალაქო პირი დახოცეს. BBC-ის ცნობით, კისიდამ გვირგვინი მიიტანა ეკლესიასთან და დაღუპულთა ხსოვნას წუთიერი დუმილით მიაგო პატივი.


„მსოფლიო შეძრწუნდა, როცა ერთი წლის წინ ბუჩაში უდანაშაულო სამოქალაქო პირები დახოცეს. აქ ჩადენილი ბოროტმოქმედებების გამო ძლიერ რისხვას ვგრძნობ,“ თქვა იაპონიის პრემიერ-მინისტრმა.


„მინდა იაპონიის სახელით თანაგრძნობა გამოვუხატო ყველა მსხვერპლს და დაზარალებულს. იაპონია მომავალშიც გააგრძელებს დიდ ძალისხმევას უკრაინაში მშვიდობის აღსადგენად,“ დასძინა კისიდამ.




მაისში იაპონია კისიდას მშობლიურ ქალაქში, ჰიროსიმაში, უმასპინძლებს „დიდი შვიდეულის“ სამიტს. ტოკიო მუდამ აცხადებს, რომ მხარს უჭერს უკრაინას. იაპონია შეუერთდა „დიდი შვიდეულის“ იმ ქვეყნებს, რომლებმაც გააფართოვეს რუსეთის წინააღმდეგ სანქციები.


უკრაინაში კისიდას ამჟამინდელი მოგზაურობა ბოლო მომენტამდე გასაიდუმლოებული იყო უსაფრთხოების მოსაზრებებით. როგორც Reuters-ი შენიშნავს, იაპონიის ლიდერი იშვიათად ახორციელებს გამოუცხადებელ ვიზიტებს უცხო ქვეყნებში.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus