სახელმწიფო დეპარტამენტის 2022 წლის შესახებ ანგარიში მსოფლიოში ადამიანის უფლებების შესახებ მოხვდა საქართველოს თავში წერია, რომ ქვეყანაში კვლავ პრობლემად რჩება დაუსჯელობა, მიუხედავად იმისა, რომ მთავრობამ ზომები მიიღო ადამიანის უფლებების დარღვევის შემთხვევების გამოსაძიებლად. ივლისის ძალადობა - დაუსჯელი ორგანიზატორები აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი აღნიშნავს, მთავრობის წარუმატებლობამ, სანდო გამოძიება ჩაეტარებინა და სამართლებრივი დევნა განეხორციელებინა 2021 წლის ივლისის ძალადობის ორგანიზატორების წინააღმდეგ... Читать дальше...
ხელისუფლებამ ყველაზე დიდი ძალა და საფრთხე დაინახა სტუდენტებში, ახალგაზრდებში, იმ თაობაში, რომელთაც მოახერხეს, ეჩვენებინათ ძალიან მაღალი თავისუფლების ხარისხი და ბრძოლის უნარი , – ამის შესახებ პარტია „სამართლიანობისთვის“ ლიდერმა ეკა ბესელიამ განათლებისა და მეცნიერების მინისტრად მიხეილ ჩხენკელის ნაცვლად გიორგი ამილახვრის დანიშვნაზე საუბრისას განაცხადა. როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა, ხელისუფლებას რეპრესიული პოლიტიკის განხორციელება აქვს ჩაფიქრებული. „პროცესებს, რომელიც... Читать дальше...
არავინ არ ელოდება, რომ ეს პოლიტიკური სპექტრი დალაგდება, სინქრონს მოახერხებს და ერთი იდეის გარშემო გაერთიანდება, – ასე ეხმაურება „გირჩის“ ლიდერი, იაგო ხვიჩია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ საქართველოს მეოთხე პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის მიერ გაჟღერებულ იდეას ვადამდელი არჩევნების მოთხოვნით პოლიტიკური სპექტრის გაერთიანებაზე. იაგო ხვიჩიას თქმით, ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ერთმანეთს არ ენდობიან, რადგან ერთმანეთისთვის ნდობის საფუძველი არცერთს არ მიუციათ. „მე არ მგონია, ...
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი „სრულიად მიუღებლად“ მიიჩნევს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებას ახალგაზრდებთან დაკავშირებით. პრეზიდენტის თქმით, შეიძლება ხელისუფლების წარმომადგენელი პროტესტის ფორმას არ ეთანხმებოდეს, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ „თანამდებობა ვინმეს საკუთარი მოქალაქეების შეურაცხყოფის უფლებას ანიჭებს“. „სრულიად მიუღებლად მიმაჩნია პარლამენტის თავმჯდომარის მიერ ახალგაზრდების მიმართ გაკეთებული ბოლო განცხადება. შეიძლება ხელისუფლების წარმომადგენელი რომელიმე პროტესტის ფორმას არ ეთანხმებოდეს... Читать дальше...
“ბედნიერ კვირას გისურვებთ მეგობრებო ღვარძლისგან, ლანძღვისგან, ძალადობისგან და გაუტანლობისგან თავისუფალს! აღარასდროს გაგეგონოთ ბავშვების მიმართ აგრესია მათი მშობლების საქმიანობის გამო – ეს კატასტროფაა!!! არასდროს არ გაგეგოთ კოლექტიური დასმენის საშინელი ფაქტი – ეს უარესია და სასირცხო საქმეა! არასდროს არ გაგეგოთ ვინმეს პოლიტიკური მრწამსის გამო დევნა – ცუდია! არასდროს გაგეგოთ მეგობარზე აუგი – მეგობარი ისევ გეყვარებათ, მთქმელს კი ...
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი „ფეისბუკის" ოფიციალურ გვერდზე გამოეხმაურა 7-9 მარტის საპროტესტო აქციებში მონაწილე ახალგაზრდების შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებას. პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ თანამდებობა არავის ანიჭებს საკუთარი მოქალაქეების შეურაცხყოფის უფლებას. „სრულიად მიუღებლად მიმაჩნია პარლამენტის თავმჯდომარის მიერ ახალგაზრდების მიმართ გაკეთებული ბოლო განცხადება. შეიძლება ხელისუფლების წარმომადგენელი რომელიმე პროტესტის ფორმას არ ეთანხმებოდეს, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს... Читать дальше...
"ოცნების" დეპუტატი, ირაკლი კოვზანაძე პირველია, ვინც მანდატის დატოვების თხოვნით პარლამენტს მიმართა იმ 6-წევრიანი ჯგუფიდან, რომელთაგანაც ზოგი ადასტურებს და ზოგიც არ უარყოფს - რომ 7 მარტს მხარი არ დაუჭირა ე.წ. აგენტების შესახებ კანონს. პარლამენტში მოლოდინია, რომ მანდატებს მალე სხვებიც დატოვებენ.
საქართველოში ვიზიტის ფარგლებში სერბეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე ვლადიმირ ორლიჩი შეხვდა პარლამენტის თავმჯდომარეს შალვა პაპუაშვილს. შეხვედრის შემდეგ სპიკერებმა ერთობლივი განცხადება გააკეთეს საქართველოსა და სერბეთის რესპუბლიკის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ასევე, ევროკავშირში წევრობის ერთობლივი მხარდაჭერის შესახებ პაპუაშვილმა და ორლიჩმა ხაზგასმით აღნიშნეს საქართველოსა და სერბეთის მეგობრული ურთიერთობების მნიშვნელობა, რაც მათი განცხადებით, განმტკიცებულია ევროკავშირის წევრობის საერთო მისწრაფებებით... Читать дальше...
საფრანგეთის მთავრობამ უნდობლობის ორივე ვოტუმი გადაიტანა და შეაბამისად, გზა გაეხსნა საპენსიო რეფორმას. 20 მარტს უნდობლობის გამოცხადების მცდელობების მიზეზი სადავო საპენსიო რეფორმის კენჭისყრის გარეშე გატანა გახდა. პრემიერ-მინისტრმა, ელიზაბეტ ბორნმა გამოიყენა საკონსტიტუციო მუხლი, რომელიც იძლევა კანონპროექტის გატანის შესაძლებლობას კენჭისყრის გარეშე. მას მერე, საფრანგეთის ქუჩებში ათეულ ათასობით ადამიანი აგრძელებს პროტესტს და პარალელურად გაფიცვები იმართება საპენსიო კანონის შეცვლის გამო. უნდობლობის ორივე ვოტუმი ჩაიშალა... Читать дальше...
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მოძრაობა “ხალხის ძალის” ერთ-ერთი წევრის კუთვნილ ტელეკომპანიას, POS TV-ს მედიის როლს შეახსენებს. ქარტიის განცხადებაში წერია, რომ მედიის როლი არ არის კონკრეტული პირების მიმართ მადისკრედიტებელი კამპანიის წარმოება; მედია ხელს არ უნდა უწყობდეს სიძულვილის გაღვივებასა და საზოგადოების პოლარიზებას. “პარლამენტის მხრიდან რუსული კანონის მეორე მოსმენით ჩაგდების შემდეგ ტელეკომპანია POSTV-მ დაიწყო მადისკრედიტირებელი კამპანიის წარმოება იმ ადამიანების ...
კრემლის პროპაგანდისტი მარგარიტა სიმონიანი საქართველოს შესახებ მორიგ პოსტს ავრცელებს და წერს, რომ რუსეთში ქართული კულტურა დიდი პოპულარობით სარგებლობს. „ზუსტად ქართული რბილი ძალაა ყველაზე ძლიერი ჩვენს ქვეყანაში. გაისეირნეთ მოსკოვში ნახევარი საათით – დაახლოებით 30 ქართულ რესტორანს გადააწყდებით. სოჭის სანაპიროზე ოთხი კარგი რესტორნიდან ერთი თევზის რესტორანია და სამი – ქართული. ჩვენ ეს ყველაფერი გვიყვარს, ჩვენ გვიყვარს ეს კულტურა, [გიორგი] ...
“როგორც ჩანს, კობახიძეს (და სხვა მარიონეტთა თეატრს) დაავიწყდა რომ ჩვენც გვყავს შვილები, უბრალოდ ჩვენს შვილებს მარტივად ვუხსნით რომ რაღაცეები კი გვეშლება, მაგრამ სწორ საქმეს ვემსახურებით და ჩვენი საქციელის გამო, მათ არ შერცხვებათ. ამიტომ გავუძელით ასე იოლად იმ წნეხს, რაც ჩვენს ოჯახებზეა – ვიცით რას ვემსახურებით, რას ვებრძვით და ვიცით, რომ მართლები ვართ. ამიტომ-აც არ აგვიფარებია ...
საქართველოს ეროვნულ გმირს, რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომში ოკუპანტების მიერ წამებით მოკლულ გიორგი ანწუხელიძის, მშობლიურ ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ალვანში ბიუსტს დაუდგამენ. ბიუსტი სოფლის ცენტრში განთავსდება. გადაწყვეტილება ადგილობრივმა მოსახლეობამ მიიღო. დამფინანსებელიც ხალხი იქნება. რამდენიმე დღის წინ იდეის განსახორციელებლად „თუშეთის განვითარების ფონდმა" ინფორმაციას სოციალურ ქსელშიც გავრცელა და თანხის შეგროვება დაიწყო. ფონდის ხელმძღვანელმა ზურაბ ბაბულაიძემ რადიო თავისუფლებას უთხრა,... Читать дальше...
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა მსოფლიოში ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ 2022 წლის ანგარიში გამოაქვეყნა. საქართველოსთან დაკავშირებით, ყოველწლიურ ანგარიშში პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის შესახებაც არის საუბარი. სახელმწიფო დეპარტამენტი აღნიშნავს, რომ 2022 წლის განმავლობაში საქართველოს სახალხო დამცველმა არაერთხელ მოუწოდა ხელისუფლებას დროული და სათანადო სამედიცინო დახმარება გაეწიათ პატიმრობაში მყოფი ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისთვის. Читать дальше...
უკრაინაში, დონეცკის ოლქის ქალაქ ბახმუტში რუსეთის არმიასთან დროს დაიღუპა 25 წლის ქართველი, ილია ჩოხელი. ის წარმოშობით დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ქედიდან იყო და 12 წლის წინ საცხოვრებლად ხარკოვში გადავიდა. ქართველი მებრძოლის მამა ზემო ქედიდანაა, დედა კი უკრაინელი იყო. ის რამდენიმე წლის წინ გარდაიცვალა. ილია ხარკოვში დედის მშობლებთან ცხოვრობდა და სწავლობდა. სოფელ ზემო ქედში ცხოვრობენ მამის მხრიდან ილიას ბებია და ბაბუა. ბებიამ ქეთევან ქიმოსტელმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ შვილიშვილი... Читать дальше...
ბენ აფლეკი და მეთ დეიმონი დაესწრნენ Air-ის მსოფლიო პრემიერას პარამაუნტის თეატრში, 18 მარტს. მსახიობები ერთად გაიზარდნენ კემბრიჯში და მალევე დამეგობრდნენ. მაშინ მეტი ათი წლის იყო, ხოლო ბენი რვის. მათ რამდენიმე საერთო ფილმში აქვთ მონაწილეობა მიღებული, აქედან ყველაზე ცნობილია, “ჭკვიანი უილ ჰანტინგი”, “უკანასკნელი დუელი” და “გოგონა ჯერსიდან”. ისინი უკვე ოთხ ათეულ წელზე მეტია, რაც ერთმანეთს იცნობენ ...
ვარდისფერი სიხარულისა და ბედნიერების სიმბოლოა. საღებავები, რომლებიც გამოიყენებოდა ამ ფერის მისაღებად, ცნობილი იყო როგორც Madder roots. ეს ფერი ასევე ფემინური ენერგიის სიმბოლოდ ითვლებოდა წლების განმავლობაში. ვარდისფერი უკავშირდება კვირის მეორე დღეს, მზის ტაილანდური კალენდრის მიხედვით. ვარდისფერი ფერის ლენტი გამოიყენება მკერდის კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების მხარდასაჭერად. ეს ფერი ითვლება ყველაზე დელიკატურ ფერად. მას ასევე მოიხსენიებენ, როგორც “სიყვარულის ...
ჟურნალი „კინ-O“ ცენზურის გამო აღარ გამოდის, - აცხადებს ჟურნალის რედაქტორი თეო ხატიაშვილი. კინოცენტრში ამბობენ, რომ კრიტიკული სტატიები არაფერ შუაშია და ჟურნალის საბოლოო ბედი ჯერ არ გარკვეულა. რის დაბეჭდვას აპირებდნენ ჟურნალში, რომელიც დეკემბრის შემდეგ თაროზეა შემოდებული? „როდესაც ეროვნული კინოცენტრის დირექტორი გაგა ჩხეიძე თანამდებობიდან გაათავისუფლა კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა და მის ადგილზე დანიშნა საკუთარი მოადგილე, დიპლომატი, კახა სიხარულიძე, მოულოდნელად ჩაანაცვლეს საკონკურსო კომისიის შემადგენლობაც. Читать дальше...
ფაქტები 2019 წელს „სამეფო კარის თამაშების“ ვარსკვლავმა, ემილია კლარკმა, საზოგადოებას მძიმე გამოცდილების შესახებ უამბო. მან ტვინის ორი ანევრიზმა გადაიტანა. 2019 წელს ბანგლადეშელმა ქალმა მშობიარობიდან ერთი თვის შემდეგ ტყუპები გააჩინა. 2016 წელს აარონ კარპენტერმა პირველად გაცურა დელფინებთან ერთად. 2013 წელს გამოვიდა მსოფლიოში ყველაზე დიდი საფოსტო მარკა. 2006 წელს პირველი ტვიტი გამოქვეყნდა Twitter-ზე. 1990 წელს სამხრეთ აფრიკის ...
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა და სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა სატელეფონო საუბარი გამართეს 20 მარტს და სხვათა შორის, განიხილეს აზერბაიჯანთან სამშვიდობო მოლაპარაკების თემა. ბლინკენმა ერევანს დაუდასტურა, რომ აშშ ორმხრივ სამშვიდობო მოლაპარაკებას ხელს შეუწყობს. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი იტყობინება. ბლინკენმა „დაადასტურა, რომ აშშ ემხრობა პირდაპირ მოლაპარაკებებს და დიპლომატიას სამხრეთ კავკასიაში ხანგრძლივი და მტკიცე მშვიდობის დამყარების მიზნით და აღნიშნა... Читать дальше...
ჰააგის საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლომ ვლადიმირ პუტინის დაპატიმრების ორდერთან ერთად, ასევე გასცა რუსეთის ფედერაციის ბავშვთა ომბუდსმენის მარია ლვოვა-ბელოვას ორდერი, რომლის მიხედვითაც შესაძლოა რუსი ჩინოვნიკები პასუხისმგებელი იყვნენ უკრაინელი ბავშვების უკანონო დეპორტაციაზე. როგორც პოლიტიკის ანალიტიკოსი, იულია ლატინინა ამბობს, სწორედ ლვოვა-ბელოვამ გაუწია ფასდაუდებელი სამსახური საერთაშორისო ტრიბუნალის პროკურორებს, როცა ვლადიმირ პუტინს ჩართული კამერების წინ უპატაკა, „ჩვენ შევასრულეთ თქვენი ბრძანება... Читать дальше...
გასულ კვირაში საქართველოში მორიგი ისტორიული მაქსიმუმი დაფიქსირდა: საქსტატის თანახმად, 2022 წლის მეოთხე კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საშუალო ხელფასი 21%-ით გაიზარდა და 1774 ლარი შეადგინა.
გასულ შაბათს, ამბროლაურში, არ გამართულა ტრადიციული ყოველკვირეული ბაზრობა, სადაც რაიონის თითქმის მთელი მოსახლეობა იყრის ხოლმე თავს. ამ დღეს გროვდებიან ბაზართან ქუჩაში მცხოვრები უპატრონო ძაღლებიც, რომლებსაც ხალხი კვებავს. ბაზარი, ბოლო კვირაში, ცოფის სამი დადასტურებული შემთხვევის გამო დაიხურა. გამოცხადდა კარანტინიც. ამბროლაურის ქუჩის ძაღლები კი დროებით ოზურგეთის მუნიციპალურ თავშესაფარში გადაიყვანეს. თუმცა ეს მხოლოდ დროებითი გამოსავალია. რაჭველების თხოვნაა, თუ უპატრონო ცხოველების თავშესაფარი ვერ გაკეთდება... Читать дальше...
ზუგდიდის სასამართლოში დღეს "საქართველოს ბანკზე" ყაჩაღური თავდასხმის ერთ-ერთი მთავარი მოწმე, სამხარეო პოლიციის უფროსი, ავთანდილ გალდავა დაკითხეს.
მოსკოვში 20 მარტს დაიწყო ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ლიდერის, სი ძინპინის სამდღიანი ვიზიტი, რომლის დროსაც გაიმართა მისი შეხვედრა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან. Reuters-ის ცნობით, ჩინელ სტუმარს სურს ეკონომიკური კავშირების გაღრმავება თავის მოკავშირესთან, რაც დასავლეთთან წონასწორობას შეუწყობს ხელს და ასევე - უკრაინაში პეკინის, როგორც მშვიდობისმყოფელის პოტენციური როლის გაძლიერება. სი ძინპინი პირველი უცხოელი ლიდერია, რომელიც პუტინს ხვდება მას მერე, რაც ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ... Читать дальше...