Добавить новость


World News in Georgian


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

გიორგი რუხაძე: სი ძინპინი, როდესაც მოსკოვში ჩავიდა, ეს იყო მისთვის საუკეთესო ვარიანტი, რადგან ერთი დღით ადრე ვლადიმერ პუტინი ძებნილად გამოაცხადეს

საერთაშორისო ურთიერთობათა სპეციალისტის გიორგი რუხაძის განცხადებით, ჩინეთის პრეზიდენტს, სი ძინპინის მოსკოვში დასუსტებული პუტინი დახვდა და ჩინეთის პრეზიდენტი შეეცდება ვიზიტიდან მაქსიმალური წაიღოს.

როგორც რუხაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში, „პოლიტიკური სივრცე“ ჩინეთის პრეზიდენტის სი ძინპინის მოსკოვში ჩასვლასთან და უკრაინა-რუსეთის ომში ჩინეთის როლთან დაკავშირებულ თემაზე საუბრისას განაცხადა, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი არ არის იმ პირობებში, რომ რამე უკარნახოს ჩინეთის პრეზიდენტს.

„ჩინეთი ყოველთვის თავის საქმეს აკეთებს. ჩინეთის საქმეა, რომ მისი გავლენა გაიზარდოს. პრეზიდენტი სი ძინპინი, როდესაც მოსკოვში ჩავიდა, ეს იყო მისთვის საუკეთესო ვარიანტი, რადგან ერთი დღით ადრე ვლადიმერ პუტინი ძებნილად გამოაცხადეს. სის დასუსტებული პუტინი დახვდა და პრეზიდენტი სი შეეცდება, ამ ვიზიტიდან მაქსიმალური წამოიღოს და თავისი გავლენები გააფართოოს.

ჩინეთი შეეცდება დასუსტებული რუსეთის ხარჯზე გაიფართოოს გავლენები და ეკონომიკური სარგებელიც მიიღოს. პუტინი არ არის იმ პირობებში, რომ რამე უკარნახოს ჩინეთის პრეზიდენტს“, – განაცხადა რუხაძემ.

გარდა ამისა, ექსპერტმა ვლადიმერ პუტინთან დაკავშირებით ჰააგის სასამართლოს მიერ რუსეთის პრეზიდენტის დაპატიმრების ორდერის გაცემასთან დაკავშირებით, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებები შეაფასა და აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლის განცხადებები მიანიშნებს, თუ რომელ მხარეს არიან.

მისივე თქმით, საქართველოს დღეს „რუსული ხელისუფლება“ ჰყავს, რომელიც ცდილობს თქვას, რომ ვლადიმერ პუტინი დამნაშავე არ არის.

„იმის ნაცვლად, რომ საქართველოს ხელისუფლება ხმამაღლა ლაპარაკობდეს, რომ მარტო უკრაინის ოკუპირებული რაიონებიდან რუსეთის ფედერაციაში ბავშვების უკანონო დეპორტაციის სამხედრო დამნაშავე კი არ არის, არამედ საქართველოში ბავშვების გაწყვეტაში და დახოცვაშია დამნაშავე. ეს არის სამარცხვინო.

ის განცხადებები, რასაც ხელისუფლების წარმომადგენლებისგან ვისმენთ, არანაირი გამართლება არ აქვს. კობახიძის და ღარიბაშვილის განცხადებები არის სამარცხვინო. საქართველოს დღეს, სამწუხაროდ, რუსული ხელისუფლება ჰყავს, შესაბამისად რუსული ხელისუფლება ცდილობს თქვას, რომ პუტინი დამნაშავე არ არის.

ჰააგის სასამართლომ ფაქტობრივად თქვა, რომ ძებნილი და ეჭვმიტანილი მართავს ქვეყანას. შესაბამისად, თუკი შენ ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილებას აღიარებ, მაშინ უნდა თქვა. დღეს პუტინი არის კეთროვანი“, – განაცხადა გიორგი რუხაძემ.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus