Добавить новость


World News in Georgian


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

ვაშლის მოკრეფისთვის მოზარდზე ძალადობის გამო დაკავებული სასამართლომ გაათავისუფლა

12 წლის მოზარდზე ძალადობის გამო დაკავებული კაცი, რომელსაც რამდენიმეწლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი, დღეს, 21 მარტს თბილისის სააპელაციო სასამართლომ დარბაზიდან გაათავისუფლა.


მოსამართლე გიორგი კერატიშვილმა შეცვალა გორის რაიონული სასამართლოს განაჩენი, რომლითაც ბრალდებულს 5 წელი ჰქონდა მისჯილი.


ამბავი 2021 წლის მაისში, გორში მოხდა. მაშინ ორგანიზაციამ „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ [PHR] განაცხადა, რომ ვაშლის უნებართვო კრეფის გამო მოზარდზე გორის ყოფილი მერის მოადგილემ იძალადა.


PHR-ის ცნობით, ხეხილის ერთ-ერთმა მეპატრონემ ბავშვს პლასტმასის მილი დაარტა ფეხზე, ხოლო მისმა მეუღლემ ძალით ჩამოიყვანა ხიდან, რამდენჯერმე გაარტყა სახეში ხელი, ამოარტყა პანღური და მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა. ამავე ორგანიზაციის ინფორმაციით, ამის შემდეგ მოზარდი იძულებით გააშიშვლა წელს ზემოთ, გახადა შარვლი და ასე გაუშვა ბავშვი ქუჩაში.


სააპელაციო სასამართლოს მოსამართლემ განაჩენი ზეპირსიტყვიერად გამოაცხადა.


"ბრალდებული მანამდე, ამბობდა, [ბავშვი] იგონებსო. დღეს კი თქვა: კი, ხელი დავარტყი, საჯდომზე ამოვარტყი ფეხი...არგუმენტად თქვა, ეს იმიტომ გავაკეთე, შემეშინდა ბავშვი ხიდან არ ჩამოვარდნილიყოო...ეს მსჯელობა მოსამართლემ არგუმენტად მიიღო, შეცვალა კვალიფიკაცია და გადმოიყვანა ჩვეულებრივ, ძალადობის, [სსკ-ის] 126-ე მუხლზე [მანამდე განიხილებოდა ძალადობა დამამცირებელი მოპყრობით- რ.თ.], ანუ ხიდან ძალით ჩამოყვანა, რამდენჯერმე დარტყმა, გინება, ფეხის ამორტყმა, ნახევრად გაშიშვლება და შიშველი, შორტის ამარა ქუჩაში გაგდება გაუტოლა უბრალო ძალადობას", - ამბობს იურისტი ანა თავხელიძე PHR-დან, ეს ორგანიზაცია იცავს მოზარდის უფლებებს.


ბრალდებული ალექსი მარიამიძე საჯარო წყაროების მიხედვით, სხვადასხვა დროს გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლე იყო, 2018-2019 წლებში კი გორის მერის მოადგილე.


სასამართლოს გადაწყვეტილება "შეთანხმებულ ამბავს ჰგავდა", ამბობს ანა თავხელიძე და ფიქრობს, რომ ყოფილმა ჩინოვნიკმა თავისი გავლენები გამოიყენა:


"ბოლო წუთამდე ეს კაცი უარყოფდა ყველაფერს და მატყუარას ეძახდა ბავშვს. შემდეგ უცებ აღიარა ძალადობა. ეს ავტომატურად გახდა სასამართლოსთვის საფუძველი, პირობით გამოეშვა. ამიტომ გაჩნდა ეჭვი ამ საქმეში სასამართლოს მიუკერძოებლობაზე". 


ანა თავხელიძე იხსენებს სააპელაციო სასამართლოში დავის მიმდინარეობასა და აფასებს მოსამართლის დამოკიდებულებებს:


"გაშიშვლებაზე და შორტით ქუჩაში გაშვებაზე მოსამართლემ ჩაიცინა. როდესაც [მარიამიძის]ადვოკატმა თქვა ყველა გავსულვართ ქუჩაში შორტით და რა არის სამარცხვინო ამაშიო, ამაზე სიცილით პასუხობდა მოსამართლე. განწყობა ეტყობოდა - სასაცილოდაც რომ არ ეყოფა, ამის გამო კაცი ციხეში გაუშვა".


ალექსი მარიამიძის ინტერესებს ადვოკატი ნაირა გიგიტაშვილი იცავს. რადიო თავისუფლებასთან იგი ამბობს, რომ მისივე კლიენტის თხოვნით, თავს იკავებს ნებისმიერი კომენტარისგან. ამასთან, აღნიშნავს, რომ მოსამართლე "პროფესიონალი აღმოჩნდა":


"ეს ადამიანი იყო მთლიანად მართალი, რაც კარგად იყო დასაბუთებული დასკვნით სიტყვაში, თორემ ბავშვის თემით მანიპულირებდნენ".


პირველ ინსტანციაში ამ საქმის განხილვისას, გორის რაიონულმა სასამართლომ ბრალდებულის საქციელი ბავშვის მიმართ დამამცირებელი მოპყრობად შეაფასა. PHR-ის იურისტის, ანა თავხელიძის განმარტებით, მოსამართლემ სტრასბურგის სასამართლოს პრაქტიკა მოიშველია არგუმენტით, რომ უფრო მსუბუქი შემთხვევებიც დამამცირებელ მოპყრობად მოიაზრებაო: "დანაშაული მოიცავდა ძალადობით დამამცირებელ მოპყრობას და 5 წელი მიუსაჯეს".


დღევანდელი გადაწყვეტილებით, მოსამართლემ ეს განაჩენი შეცვალა, 1 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, თუმცა ბრალდებული სასამართლოს დარბაზიდან პირობით გაათავისუფლა.


რადიო თავისუფლება დაუკავშირდა პროკურატურას კითხვით, გეგმავს თუ არა საგამოძიებო უწყება საქმის უზენაეს სასამართლოში გასაჩივრებას? მათი პასუხი მიღების შემთხვევაში აისახება ტექსტში.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus