რუსული ტელეარხი RT France-ი წყვეტს საქმიანობას საბანკო ანგარიშების დაბლოკვის გამო. ამის შესახებ ტვიტერში დაწერა მისმა მთავარმა რედაქტორმა ქსენია ფიოდოროვამ. „არხის ანგარიშები გაყინულია საფრანგეთის ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტროსთან არსებული სახაზინოს მთავარი სამმართველოს მოთხოვნით. ჩვენს არხს აღარ შეუძლია საქმიანობის გაგრძელება,“ დაწერა ფიოდოროვამ. RT France-ის 123 თანამშრომელი, რომელთა შორის 77 ჟურნალისტია, სამსახურს დაკარგავს და „მათ ემუქრებათ საფრთხე, რომ ვერ მიიღებენ იანვრის ხელფასებს“, ნათქვამია პუბლიკაციაში. Читать дальше...
„ვიქნები გარანტი ნებისმიერი კანდიდატისთვის რომ არც ერთი ხმა არ დაკარგონ. სამართლიანი მე ეს მგონია, მაგრამ მე არ ვაპირებ ამ არჩევნებში მხარე ვიყო რომელიმე კანდიდატის სასარგებლოდ“, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ანა წითლიძემ განაცხადა. „შიდა პარტიულ არჩევნებთან დაკავშირებით მაქსიმალურად ვცდილობ ნაკლები ვილაპარაკო, რადგან რაც ახლა ხდება ჩემი პარტიის ირგვლივ არის ის რასაც არ ვისურვებდი. მაგრამ ...
“ქართველ რუსეთუმეებს “რუსეთთან ომის თავიდან აცილება” როგორ ესმით? უნდა გახდე კრემლის ვასალი! აჩუქო მას ტერიტორიები! უარი თქვა დასავლურ სტრუქტურებში (ნატო, ევროკავში და სხვა ორგანიზაციები) ინტეგრაციაზე! დასავლეთის დემონიზაციის ხარჯზე უნდა მოახდინო რუსული კულტურის პოპულარიზება და ჩაებღაუჭო КГБ-ს მიერ მოთვინიერებულ “ერთმორწმუნეობის” იდეას! უნდა შეზღუდო და აკრძალო ევროპული, ჩინური, თურქული და ამერიკული იმპორტი და “ჯანსაღი რუსული” პროდუქცია შემოიტანო! ...
ზუგდიდში ნიკა მელია პარტიის წევრებსა და მხარდამჭერებს დახურულ ფორმატში ხვდება. როგორც ნიკა მელიამ შეხვედრის დაწყებამდე მედიასთან განაცხადა, ოპონენტები მის წინააღმდეგ ბინძურ კამპანიას მიმართავენ. მისივე თქმით, საარჩევნო პროცესი მიუღებელი ფორმებით დაიწყო. „ის საარჩევნო პროცესი, რომელიც დაიწყო, რბილად რომ ვთქვათ, დაიწყო აბსოლუტურად უადგილოდ, მიუღებელი ფორმებით და საერთო პოლიტიკური საზოგადოებრივი ცხოვრებისთვის ზიანის მიყენებით. მიუხედავად ამ ყველაფრისა, სულ რამდენიმე დღეში არჩევნები ჩატარდება ...
კოსმოსი, გალაქტიკა, შორეული სამყარო ხელოვნების ნებისმიერი ჟანრისთვის საინტერესო ასახვის საგანია. ბევრ ადამიანს უყვარს სამეცნიერო ფანტასტიკის კითხვა ან იმავე თემაზე ფილმების ყურება. როგორ ხედავენ რეჟისორები მიუწვდომელი და ამოუცნობი რეალობისა და მის მიღმა არსებულ საგნებს. სინამდვილეში, სად იწყება და სად მთავრდება სამყარო. ვართ თუ არა მარტონი გალაქტიკურ უსასრულობაში და რას უმზადებს მომავალი ჩვენს ცივილიზაციას. კაცობრიობას უამრავი პასუხგაუცემელი ...
მერწყული ეს ზოდიაქოს ნიშანი გამორჩეულია თავისი გონებრივი შესაძლებლობებით, უნარებით, დამოუკიდებლად განვითარების წყურვილით და მიზანდასახულობით. გასაკვირი არ არის, რომ სიაში პირველ ადგილს იკავებს. მან კარგად იცის რა სურს მის სულს და როგორ იბრძოლოს თავისი ოცნებებისთვის. მერწყულს არ სჯერა წინასწარმეტყველების, იგი ინოვატორია, თავად ქმნის და აშენებს საკუთარ მომავალს. ამიტომაც ყველა საქმეში უნიკალური და ინდივიდუალურია. არასოდეს მისდევს უკვე ...
2014 წელს ნასამ გამოაქვეყნა მონაცემები, რომლის თანახმადაც ჯუჯა პლანეტა კერესზე წყლის ნიშნები აღმოაჩინეს. 2008 წელს ლეგენდარული ავსტრალიელი მსახიობი ჰიტ ლეჯერი დაიღუპა. 2006 წელს ევო მორალესი ბოლივიის პრეზიდენტი გახდა. 1976 წელს ბეირუთში 50 მილიონი დოლარის ღირებულების ოქროს ზოდები მოიპარეს. აღსანიშნავია, რომ დღეს მათი ღირებულება სამჯერ მეტი იქნებოდა. 1964 წელს მსოფლიოში ყველაზე დიდი ყველის მანუფაქტურა დაამზადეს, რომელიც ...
ესტონეთის, ლატვიისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტროებმა გერმანიას მოსთხოვეს, დაუყოვნებლივ გადასცეს უკრაინას Leopard-ის ტიპის ტანკები. „ეს აუცილებელია რუსეთის აგრესიის შესაჩერებლად, უკრაინის დასახმარებლად და ევროპაში მშვიდობის სწრაფად აღსადგენად,“ დაწერა ტვიტერში ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ედგარს რინკევიჩსმა. გუშინ ცნობილი გახდა, რომ კიევის მოკავშირეები ვერ შეთანხმდნენ უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის დასავლური ტანკების მიწოდებაზე. უკრაინის არმიამ დასავლეთის ქვეყნებს სთხოვა ასობით ამერიკული Abrams-ი და გერმანული Leopard-ი. Читать дальше...
საქართველოს პარლამენტის დეპუტატი, პარტია „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი ანა ნაცვლიშივილი აცხადებს, რომ საქართველოში 21 000-ზე მეტი მოსწავლე იძულებულია სხვა სკოლის შენობაში ისწავლოს, 2000-ზე მეტი სკოლა კი დირექტორის გარეშეა დარჩენილი, რის გამოც განათლების სისტემა ჯეროვნად ვერ იმართება და ზარალდებიან მოსწავლეები, მათი ოჯახები და მასწავლებლები. დეპუტატის ამ ბრალდებას გამოეხმაურა განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო. უწყების მტკიცებით, საქართველოს მთავრობა ახორციელებს 1 მილიარდი ლარის ღირებულების პროექტს... Читать дальше...
ამ დღეებში თბილისსა და საქართველოს ზოგიერთ მუნიციპალიტეტში ჰაერი დაბინძურებულია. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, ჰაერში მტვრის მასები ცენტრალური აზიიდან, ყარაყუმის უდაბნოდან 18 იანვრიდან ვრცელდება. "ეს არის ბუნებრივი დაბინძურება, რომელსაც ემატება თბილისსა და რუსთავში არსებული დაბინძურება. შესაბამისად, გვაქვს ძალიან ცუდი ჰაერის ხარისხი ამ დღეებში. მანქანებსაც რომ შეხედოთ, მოწითალო მტვერი ადევთ. ზოგადად, 10 დღე გრძელდება ხოლმე, გააჩნია ქარის სისწრაფეს", - ამბობს "მწვანე ალტერნატივის" თავმჯდომარე, მანანა ქოჩლაძე რადიო თავისუფლებასთან. Читать дальше...
„დიდი შვიდეულის“ წევრები, ევროკავშირი და ავსტრალია რუსეთის ნავთობპროდუქტების ზღვრული ფასების ორ დონეზე შეთანხმდნენ უკრაინაში რუსეთის შეჭრის საპასუხოდ. ისინი ასევე გადახედავენ რუსეთიდან ტანკერებით ექსპორტირებული ნავთობის ზღვრულ ფასებს. ამის შესახებ აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ განაცხადა. უწყების თანახმად, ფასების ერთ ზედა ზღვარს დაუწესებენ ნავთობპროდუქტების ერთ ჯგუფს - დიზელის საწვავსა და ბენზინს. მეორე ზღვარს კი - მაზუთს. ქვეყნების წარმომადგენლები შეთანხმდნენ, რომ ასეთი მიდგომა საშუალებას იძლევა... Читать дальше...
საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის თქმით, საგარეჯოში მომხდარი მკვლელობა აბსურდული მოვლენაა, რომელიც ამავე დროს ტრაგედიაც არის. „ეს არის აბსურდული მოვლენა, რომელიც არის ამავე დროს ტრაგედია ამდენი ადამიანის და ვიცით, რომ ამ ტიპის ტრაგედიები დღეს მსოფლიოში საკმაოდ გავრცელებულია. იმედი მქონდა, რომ საქართველოში ასეთი რამ არ მოხდებოდა. სამწუხაროდ, ამისი მოწმეც გავხდით. მინდა, მივუსამძიმრო ოჯახებს და პირველ რიგში იმ პოლიციელის ოჯახს, რომელმაც გამოიჩინა მამაცობა, რათა ადამიანი გადაერჩინა და ეს ნამდვილად არის იმედისმომცემი“... Читать дальше...
დიდი ბრიტანეთის დაზვერვა ყოველდღიურ ანგარიშში წერს, რომ უკრაინაში ბრძოლები ჩიხში შევიდა. ანგარიშში განხილულია ოპერატიული ვითარება საბრძოლო მოქმედებების რამდენიმე რეგიონში. აგარიშის თანახმად, უკანასკნელ დღეებში ბრძოლები მიმდინარეობდა სამ სექტორში. ჩრდილო-აღმოსავლეთში, კრემენნაიას მახლობლად, უკრაინის მხარემ, როგორც ჩანს, მცირე უპირატესობას მიაღწია და წარმატებით შეძლო რუსეთის ჯარების კონტრიერიშებისგან თავის დაცვა. ბახმუტის მიმართულებით რუსეთის ჯარები და კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ ძალები... Читать дальше...
19 წლის არხანგელსკელ სტუდენტს ოლესია კრივცოვას 10 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით: ჯარის დისკრედიტაცია და ტერორიზმის გამართლება. გოგონა ქუჩაში აკრავდა პროკლამაციებს, რომლებშიც საუბარი იყო იმაზე, რომ დიდი სამამულო ომის ვეტერანები უკრაინაშიც ცხოვრობენ, სტუდენტი გოგონა ასევე აქვეყნებდა ანტისაომარ პუბლიკაციებს სოციალურ ქსელებში, რისთვისაც 2022 წლის ოქტომბერში თანაკურსელები დასმენით დაემუქრნენ. დეკემბერში კრივცოვას ჩხრეკის ჩასატარებლად მიაკითხეს ძალოვანი უწყების წარმომადგენლებმა (ერთ-ერთი მათგანი... Читать дальше...
გენერალური შტაბის ყოფილი ხელმძღვანელი ზაზა გოგავა რუსეთის ფედერაციასთან პირდაპირი ფრენების აღდგენის საკითხს „ფორმულას“ ეთერში გამოეხმაურა და თქვა, რომ წინადადება, რაც რუსეთის ფედერაციიდან მოდის, რაღაცის „ჯილდოდ“ აღიქმება. გოგავას შეფასებით, რუსეთი აჯოლდოებს იმას, ვისთანაც შემდგომში ურთიერთობის განვითარების პერსპექტივას ხედავს. „რისთვის „გაჯილდოვებენ“? წინადადება, რაც რუსეთის ფედერაციიდან მოდის, რაღაცის „ჯილდოდ“ აღიქმება. პრაქტიკულად აჯილდოებენ ვისთანაც თანამშრომლობენ და ვისთანაც ხედავენ შემდგომი... Читать дальше...
კრემლს სურს განაწყოს რუსეთის მოსახლეობა, რომ ომი უკრაინაში – ხანგრძლივი პროცესია. ამის შესახებ ომის შემსწავლელი ინსტიტუტის (ISW) ექსპერტები აცხადებენ. ინფორმაციას Deutche Welle ავრცელებს. ამ დასკვნის მიხედვით, სწორედ ამას ემსახურება რუსეთის ადმინისტრაციულ შენობებზე ჰაერსაწინააღმდეგო საშუალებების განთავსება, რაც ღიად ხდებოდა და ამის მოწმე მილიონობით ადამიანი გახდა, ფოტოები და ვიდეოები კი ინტერნეტში გავრცელდა. ანუ რუსეთის ხელისუფლება ცდილობს დაარწმუნოს მოსახლეობა, ...
ამერიკელი სენატორები – ლინდსი გრეჰემი, რიჩარდ ბლუმენტალი და შელდონ უაიტჰაუსი, როგორც აშშ-ს, ასევე გერმანიას მოუწოდებენ, უკრაინაში ტანკები გაგზავნონ. ლინდსი გრეჰემის ოფისის ინფორმაციით, ლინდსი გრეჰემი, რიჩარდ ბლუმენტალი და შელდონ უაიტჰაუსი უკრაინას სტუმრობდნენ და პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის და მთავრობის სხვა წარმომადგენლებს შეხვდნენ. „ჩვენ სამივეს, ერთ რესპუბლიკელსა და ორ დემოკრატს ერთი და იგივე მიზანი გვაქვს – უკრაინამ უკრაინიდან რუსები ...
პერუში ანტისამთავრობო გამოსვლების დროს მარტო ერთ დღეში მინიმუმ 58 ადამიანი დაშავდა. ზოგი მათგანი საავადმყოფოებში მოათავსებს ხელ-ფეხის მოტეხილობებით, თვალისა და მუცლის ტრავმებით. დემონსტრაციები უკვე ერთ თვეზე მეტ ხანს გრძელდება მთელი ქვეყნის მასშტაბით. საპროტესტო გამოსვლების მონაწილეები ითხოვენ პრეზიდენტ დონა ბოლუარტეს გადადგომას, პარლამენტის დათხოვნას, საკონსტიტუციო ცვლილებებსა და ვადამდელ არჩევნებს. ისინი ასევე ცდილობენ, გაათავისუფლონ ყოფილი პრეზიდენტი პედრო კასტილიო, რომელიც 18 თვით იმყოფება წინასწარ პატიმრობაში ამბოხების ბრალდებით... Читать дальше...
აშშ-ის სპეცდანიშნულების ქვედანაყოფ SEALs-ის ყოფილი წევრი უკრაინის მხარეზე ბრძოლებში დაიღუპა. დენიელ სვიფტი უკრაინის შეიარაღებული ძალების ტერიტორიული თავდაცვის შემადგენლობაში იბრძოდა. ამის შესახებ გამოცემა Time-ი იტყობინება. ტელეკომპანია CNN-ი ამერიკის სამხედრო-საზღვაო ძალების ოფიციალურ წარმომადგენელზე დაყრდნობით იტყობინება, რომ სვიფტი 2005 წელს შეუდგა სამსახურს საზღვაო ქვეითთა ძალებში. ერაყისა და ავღანეთის სამხედრო კამპანიებში მონაწილეობისთვის მოპოვებული აქვს ჯილდოები. 2019 წლის მარტში ამერიკელმა... Читать дальше...
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა 21 იანვარს განაცხადეს, რომ ქვეყნის აღმოსავლეთში გრძელდება ბრძოლები. მანამდე რუსეთმა თქვა, რომ რეგიონში ხელში ჩაიგდო დასახლებული პუნქტი. დასავლეთის ოფიციალური წარმომადგენლები მეტ დახმარებას ჰპირდებიან უკრაინას, მაგრამ ამავე დროს შეკითხვები აქვთ უკრაინის „სიმტკიცის“ თაობაზე. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიანიშნა, რომ იზრდება კიევის მოუთმენლობა საკვანძო მნიშვნელობის საკითხთან დაკავშირები - მისცემს თუ არა დასავლეთი მას უახლეს საბრძოლო ტანკებს. მისი თქმით, უკრაინის „სიმტკიცე“ იზრდება... Читать дальше...
საგარეჯოში მომხდარ დანაშაულზე საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება. ადგილობრივი პოლიციის სამმართველოში მიმდინარეობს თვითმხილველთა განმეორებითი გამოკითხვა. კახეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი თეიმურაზ კალანდაძე ამბობს, რომ გამოძიება რამდენიმე ვერსიაზე მუშაობს. „მოტივთან დაკავშირებით გარკვეული ვერსიები გვაქვს და გამოძიება ყველა კითხვას გასცემს პასუხს. უამრავი მოწმეა გამოკითხული და მათი ნაწილი ჯერ კიდევ იკითხება. გამოძიებასთან ყველა თანამშრომლობს. გამოძიება პასუხს გასცემს იარაღის წარმომავლობასთან დაკავშირებითაც. Читать дальше...
რუსთავის მარდალეიშვილის კლინიკაში მოთავსებული 22 წლის ახალგაზრდა ქალის ახლობლები აპირებენ პროკურატურას მიმართონ გამოძიების დაწყების მოთხოვნით, რათა დადგინდეს, ვისი მიზეზით და როგორ აღმოჩნდა პაციენტის მუცლის ღრუში მაკრატელი. 22 წლის ქალს მაკრატელი მუცელში ერთი თვის წინ გაკეთებული ოპერაციის დროს ჩაუტოვეს. პაციენტის ოჯახის წევრების თქმით, ქალს მთელი ეს პერიოდი აწუხებდა ტკივილები, თუმცა ტკივილის მიზეზის დადგენა მხოლოდ 20 იანვარს ჩატარებული კვლევების შედეგად მოხერხდა, 20 იანვარსვე რუსთავის მარდალეიშვილის კლინიკაში მას გაუკეთდა ოპერაცია. Читать дальше...
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატები პარტიის თავმჯდომარის პოსტზე ნიკა მელიას უჭერენ მხარს. ამის შესახებ ფრაქციის წარმომადგენლებმა 21 იანვარს გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს. „საერთაშორისო საზოგადოების მიერ აღიარებული ორი პოლიტპატიმარი გვყავს - პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და ნიკა გვარამია, ამიტომ ჩვენი დღის წესრიგი უნდა ყოფილიყო სხვა, მაგრამ რადგან ამ რეალობაში აღმოვჩნდით, არ ვაპირებთ არავის ლანძღვა-გინებას. ზუგდიდი საქართველოს დამოუკიდებლობის 34 წლის განმავლობაში არასოდეს არ შემცდარა თავის არჩევანში. Читать дальше...
საგარეჯოში ტრაგედიისას დაჭრილი 24 წლის ახალგაზრდა კაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. „მიღებული დაზიანებების სიმძიმიდან გამომდინარე, სტაბილურად მძიმე რჩება, მაგრამ ძირითადი მაჩვენებელი ნორმასთან ახლოსაა და მისი სიცოცხლე შენარჩუნებელია. მისი მდგომარეობა განსაკუთრებულ რეჟიმშია აყვანილი ექიმების მხრიდან“, – განუცხადეს „მთავარ არხს“ საგარეჯოს „ჯეო ჰოსპიტალსში“. ახალგაზრდა კაცი ამ დრომდე რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება. ცნობისთვის, 20 იანვარს, ღამის საათებში, საგარეჯოში, ერთ-ერთი ...
ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი, გაბრიელუს ლანდსბერგისი, ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ედგარს რინკევიჩი და ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ურმას რეინსალუ გერმანიას მოუწოდებენ, უკრაინას Leopard 2-ის საბრძოლო ტანკები გადასცეს. სამი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები ერთობლივ განცხადებაში აღნიშნავენ, რომ ამ ტანკების მიწოდება საჭიროა რუსეთის აგრესიის შესაჩერებლად. „ჩვენ, ლიეტუვის, ლატვიისა და ესტონეთის საგარეო მინისტრები, მოვუწოდებთ გერმანიას, ახლავე მიაწოდოს უკრაინას Leopard-ის ...