Добавить новость


World News in Georgian


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

ამერიკელი სენატორები აშშ-სა და გერმანიას უკრაინისთვის ტანკების გადაცემისკენ მოუწოდებენ

ამერიკელი სენატორები – ლინდსი გრეჰემი, რიჩარდ ბლუმენტალი და შელდონ უაიტჰაუსი, როგორც აშშ-ს, ასევე გერმანიას მოუწოდებენ, უკრაინაში ტანკები გაგზავნონ.

ლინდსი გრეჰემის ოფისის ინფორმაციით, ლინდსი გრეჰემი, რიჩარდ ბლუმენტალი და შელდონ უაიტჰაუსი უკრაინას სტუმრობდნენ და პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის და მთავრობის სხვა წარმომადგენლებს შეხვდნენ.

„ჩვენ სამივეს, ერთ რესპუბლიკელსა და ორ დემოკრატს ერთი და იგივე მიზანი გვაქვს – უკრაინამ უკრაინიდან რუსები განდევნოს. ამ მიზნის მისაღწევად უკრაინელ სამხედროებს ტანკები სჭირდებათ. დავიღალე შოუებით იმასთან დაკავშირებით, ვინ აპირებს ტანკების გაგზავნას და როდის აპირებს მათ გაგზავნას. პუტინი ცდილობს, იარაღის ძალით გადაწეროს ევროპის რუკა. მსოფლიო წესრიგი საფრთხის ქვეშ დგას”,- აღნიშნულია სენატორი გრეჰემის განცხადებაში.

მისი თქმით, ტანკები საჭიროა იმისთვის, რომ პუტინი უკრაინაში დამარცხდეს.

„გერმანელებს: გაგზავნეთ ტანკები უკრაინაში, რადგან მათ ის სჭირდებათ! უკრაინაში პუტინის დამარცხება თქვენს ეროვნულ ინტერესებშია. ბაიდენის ადმინისტრაციას: გაგზავნეთ ამერიკული ტანკები, რათა სხვებმა მიბაძონ ჩვენს მაგალითს“, – აცხადებს ამერიკელი სენატორი.

შეგახსენებთ, გუშინ გერმანიაში „რამშტაინის“ ფორმატში გამართულ შეხვედრაზე უკრაინისთვის ტანკების გადაცემაზე ვერ შეთანხმდნენ.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus