Добавить новость
World News in Georgian


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

ნიკა მელია: საარჩევნო პროცესი დაიწყო აბსოლუტურად უადგილოდ, მიუღებელი ფორმებით – დიდი პოლიტიკური ცვლილებები აუცილებლად დადგება პარტიაშიც და ქვეყანაშიც

ზუგდიდში ნიკა მელია პარტიის წევრებსა და მხარდამჭერებს დახურულ ფორმატში ხვდება.

როგორც ნიკა მელიამ შეხვედრის დაწყებამდე მედიასთან განაცხადა, ოპონენტები მის წინააღმდეგ ბინძურ კამპანიას მიმართავენ.

მისივე თქმით, საარჩევნო პროცესი მიუღებელი ფორმებით დაიწყო.

„ის საარჩევნო პროცესი, რომელიც დაიწყო, რბილად რომ ვთქვათ, დაიწყო აბსოლუტურად უადგილოდ, მიუღებელი ფორმებით და საერთო პოლიტიკური საზოგადოებრივი ცხოვრებისთვის ზიანის მიყენებით. მიუხედავად ამ ყველაფრისა, სულ რამდენიმე დღეში არჩევნები ჩატარდება პარტია „ნაციონალურ მოძრაობაში”. დიდი პოლიტიკური ცვლილებები აუცილებლად დადგება ამ ქვეყანაში, თუმცა, დიდი პოლიტიკური ცვლილებები ჯერ პარტიაში დადგება”, განაცხადა ნიკა მელიამ.

მელიას კომენტარი არ გაუკეთებია კითხვაზე, თუ რატომ არ დაესწრო ზუგდიდის პარტიის თავმჯდომარე ანი წითლიძე მის მხარდასაჭერ ბრიფინგს საკრებულოს დეპუტატებთან ერთად და რატომ გამოუცხადა მხარდაჭერა ხაბეიშვილს პოლიტსაბჭოს წევრმა, ლევან კონჯარიამ.

შეგახსენებთ, რომ პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს გადაწყვეტილებით, პარტიის თავმჯდომარის არჩევნები 2023 წლის 28-29 იანვარს ჩატარდება. თავმჯდომარეობისთვის 4 კანდიდატი იბრძვის – ნიკა მელია, ლევან ხაბეიშვილი, ნონა მამულაშვილი და გიორგი მუმლაძე.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus