Добавить новость


World News in Georgian


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

პერუში ანტისამთავრობო გამოსვლების დროს მინიმუმ 58 ადამიანი დაშავდა

პერუში ანტისამთავრობო გამოსვლების დროს მარტო ერთ დღეში მინიმუმ 58 ადამიანი დაშავდა. ზოგი მათგანი საავადმყოფოებში მოათავსებს ხელ-ფეხის მოტეხილობებით, თვალისა და მუცლის ტრავმებით.


დემონსტრაციები უკვე ერთ თვეზე მეტ ხანს გრძელდება მთელი ქვეყნის მასშტაბით. საპროტესტო გამოსვლების მონაწილეები ითხოვენ პრეზიდენტ დონა ბოლუარტეს გადადგომას, პარლამენტის დათხოვნას, საკონსტიტუციო ცვლილებებსა და ვადამდელ არჩევნებს. ისინი ასევე ცდილობენ, გაათავისუფლონ ყოფილი პრეზიდენტი პედრო კასტილიო, რომელიც 18 თვით იმყოფება წინასწარ პატიმრობაში ამბოხების ბრალდებით, რასაც ის უარყოფს.


უფლებადამცველები არმიასა და პოლიციას ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებაში ადანაშაულებენ. პოლიცია აცხადებს, რომ დემონსტრანტები შეიარაღებული არიან და თვითნაკეთ ასაფეთქებელ მოწყობილობებს იყენებენ.


20 იანვარს დედაქალაქ ლიმაში საპროტესტო გამოსვლების მონაწილეები ქვებსა და შუშის ბოთლებს ისროდნენ, პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. გუშინ ლიმის ცენტრში დაიწვა ას წელზე უფრო ძველი ისტორიული შენობა. ხელისუფლებამ განაცხადა, რომ დაიკარგა „მონუმენტური მემკვიდრეობა“, ეჭვი აქვთ, რომ შენობას ცეცხლი წაუკიდეს.


პერუს სამხრეთ რაიონებში ათასობით დემონსტრანტი დაესხა თავს მინიმუმ ორ პოლიციის განყოფილებას. ერთ-ერთს ცეცხლი წაუკიდეს. თავს დაესხნენ ასევე სპილენძის მსხვილ საბადოს და რამდენიმე აეროპორტს. მათი მუშაობა პარალიზებულია.


25-დან ექვს რეგიონში საგანგებო მდგომარეობაა შემოღებული, მოქალაქეთა უფლებები შეიზღუდა. პრეზიდენტმა დინა ბოლუარტემ პირობა დადო, რომ არეულობის მონაწილეები დაისჯებიან და „ვანდალების წინააღმდეგ“ ზომები გამკაცრდება.


ბოლუარტე უკვე გამოვიდა 2024 წლის აპრილში ვადამდელი არჩევნების ჩატარების წინადადებით და არაერთხელ განაცხადა, რომ საპროტესტო გამოსვლების მონაწილეთა სხვა მოთხოვნების შესრულება მას არ შეუძლია.


დინა ბოლუარტემ, რომელიც პერუს ყოფილი ვიცე-პრეზიდენტია, პრეზიდენტ კასტილიოს ადგილი 7 დეკემბერს დაიკავა - მას შემდეგ, რაც პერუს კონგრესმა ამ უკანასკნელს იმპიჩმენტი გამოუცხადა. კასტილიო მანამდე შეეცადა, დაეთხოვა კონგრესი, მაგრამ საკანონმდებლო ორგანომ უარი თქვა დაშლაზე და კენჭისყრით მხარი დაუჭირა თავად კასტილიოს გადაყენებას.


პედრო კასტილიო 2021 წლის ივნისში იქნა არჩეული 51,2%-ით. მას შემდეგ კონგრესი ორჯერ შეეცადა მისთვის იმპიჩმენტის გამოცხადებას, მაგრამ მხოლოდ მესამე მცდელობა აღმოჩნდა წარმატებული.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus