Добавить новость
World News in Georgian


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

როგორ აღმოჩნდა მაკრატელი პაციენტის მუცლის ღრუში?

რუსთავის მარდალეიშვილის კლინიკაში მოთავსებული 22 წლის ახალგაზრდა ქალის ახლობლები აპირებენ პროკურატურას მიმართონ გამოძიების დაწყების მოთხოვნით, რათა დადგინდეს, ვისი მიზეზით და როგორ აღმოჩნდა პაციენტის მუცლის ღრუში მაკრატელი.


22 წლის ქალს მაკრატელი მუცელში ერთი თვის წინ გაკეთებული ოპერაციის დროს ჩაუტოვეს. პაციენტის ოჯახის წევრების თქმით, ქალს მთელი ეს პერიოდი აწუხებდა ტკივილები, თუმცა ტკივილის მიზეზის დადგენა მხოლოდ 20 იანვარს ჩატარებული კვლევების შედეგად მოხერხდა, 20 იანვარსვე რუსთავის მარდალეიშვილის კლინიკაში მას გაუკეთდა ოპერაცია.


რეანიმაციის განყოფილებაში მყოფი ახალგაზრდა ქალის მამამთილი, ნუგზარ აშრალოვი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ მარდალეიშვილის კლინიკისგან კომპენსაციის მოთხოვნას აპირებს.


„ჩემს რძალს ურთულესი დაავადება აქვს, ეს უკვე მესამე ოპერაცია გაუკეთდა. პირველად 30 ოქტომბერს დიღომში, მაგრამ მდგომარეობა მაინც გაურთულდა და მეორე ოპერაცია ლისის ტბაზე მდებარე მარდალეიშვილის კლინიკაში ჩაუტარდა. ამის მიუხედავად მდგომარეობა უფრო და უფრო დაუმძიმდა, ოპერაციის მსვლელობისას წინა ოპერაციის დროს ჩარჩენილი მაკრატელი ამოუღეს. ჩვენ აღარ დაგვრჩა თანხა, რომ გოგონას ვუმკურნალოთ, შეიძლება საზღვარგარეთ გადაყვანა დასჭირდეს“, - ამბობს ნუგზარ აშრალოვი.


22 წლის ორი შვილის დედა რუსთავში მარდალეიშვილის კლინიკაში 20 იანვარს, საღამოს შეიყვანეს. მისი მდგომარეობა მძიმე იყო. სასწრაფო ოპერაცია გაუკეთა ნიკოლოზ მღებრიშვილმა, იმავე ქირურგმა, რომელმაც მანამდე ჩაუტარა ოპერაცია.


მღებრიშვილი კომენტარს არ აკეთებს.


კლინიკის აღმასრულებელმა დირექტორმა, გიორგი ლოლაძემ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ პაციენტის მდგომარეობა ამჟამად დამაკმაყოფილებელია და, რომ მას რამდენიმე დღეში საავადმყოფოდან გაწერენ.


ლოლაძემ დასძინა, რომ კლინიკა მთლიანად იზიარებს მორალურ პასუხისმგებლობას მომხდარის გამო, იმის მიუხედავად, რომ სტატისტიკურად ყოველ 1000 ოპერაციაზე მსგავსი ერთეული შემთხვევები ხდება.


„ოპერაციას ექიმების ჯგუფი აკეთებდა, ინციდენტს ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტო შეისწავლის. ახლა დასკვნების გაკეთება ნაადრეევია, თუმცა ეს არ გვანთავისუფლებს მორალური პასუხისმგებლობისგან, - ამბობს გიორგი ლოლაძე, - ოპერაციის დროს მაკრატელი შემთხვევით აღმოაჩინეს, რადგან პირველ შემთხვევაში ის კლინიკაში კომბინირებული დაავადებით შემოვიდა და ოპერაციის შემდეგ შეხორცებები განუვითარდა. პაციენტის მდგომარეობა ჩვენი პირველადი დასკვნით სწორედ ამ შეხორცებების გამო გართულდა“.


რადიო თავისუფლების კითხვაზე, რომ პაციენტის ახლობლები აპირებენ პროკურატურისთვის მიმართვას და ასევე კლინიკისგან კომპენსაციის მოთხოვნას, ლოლაძემ უპასუხა, რომ „ეს მათი უფლებაა“.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus