გიორგი ტიგინაშვილი: ისტორიის მანძილზე რუსეთმა რაც კი რამ ცუდი გაგვიკეთა – უნდა დაბრალდეს დასავლეთს და ქართველი ხალხის ბუნებას, ანუ ყველას, გარდა რუსეთისა!
“ქართველ რუსეთუმეებს “რუსეთთან ომის თავიდან აცილება” როგორ ესმით?
უნდა გახდე კრემლის ვასალი!
აჩუქო მას ტერიტორიები!
უარი თქვა დასავლურ სტრუქტურებში (ნატო, ევროკავში და სხვა ორგანიზაციები) ინტეგრაციაზე!
დასავლეთის დემონიზაციის ხარჯზე უნდა მოახდინო რუსული კულტურის პოპულარიზება და ჩაებღაუჭო КГБ-ს მიერ მოთვინიერებულ “ერთმორწმუნეობის” იდეას!
უნდა შეზღუდო და აკრძალო ევროპული, ჩინური, თურქული და ამერიკული იმპორტი და “ჯანსაღი რუსული” პროდუქცია შემოიტანო!
ქართული ანსამბლები, მომღერლები, სპორსმენები, ქართველი ხელოვანები და საზოგადო მოღვაწენი კრემლის საკონცერტო დარბაზებში უნდა ატარო ხშირად და საბჭოთა სენტიმენტები გაუღვივო!
ხელისუფლებამ უნდა დახუროს აშშ-ს საელჩო, აკრძალოს ყველა NGO და დონორი ორგანიზაცია ამა თუ იმ სფეროსი!
მთავრობამ უნდა აკონტროლოს მასმედია!
უმცირესობების სეგრეგაცია და დისკრიმინირება უნდა მოხდეს კანონმდებლობის დონეზე!
ხალხი უნდა იყოს “წყნარ და ძველებურ” გარემოში, ანუ “უნდა დაუბრუნდეს სოფელს” – იმ აზრით რომ “არ გაირყვნას ქალაქის სულით”!
უნდა შეაძულონ ხალხს ყველა ის პოლიტიკოსი თუ სამოქალაქო საზოგადოების “პროტესტანტი” წარმომადგენელი, ვინც ადეკვატურია და კრიტიკული!
უცხოელი (ანუ არარუსი) ინვესტორები არ უნდა შემოვიყვანოთ, რადგან გაგვძარცვავენ და “გადაგვაჯიშებენ”!
ისტორიის მანძილზე რუსეთმა რაც კი რამ ცუდი გაგვიკეთა – უნდა დაბრალდეს დასავლეთს და ქართველი ხალხის ბუნებას, ანუ ყველას, გარდა რუსეთისა!
ჯობია ვიყოთ ღარიბი და საბჭოთა პერიოდის მსგავსად “ზნეობრივი ერი”, ვიდრე დასავლური ქვეყნებივით მდიდარი და “აღვირახსნილი”!
დიახ, ნარატივი “ომის თავიდან არიდების” ფილოსოფიისაეს არის!.. ასე ესმით დუგინისტებს და “კონსერვატორებს” ეროვნული უსაფრთხოების იდეა, როცა “ომის თავიდან არიდება” კონცეფცია და სამოქმედო ვექტორია და არა ერთჯერადი აქტი!” – წერს სოციალურ ქსელში თეოლოგი გიორგი ტიგინაშვილი.