Добавить новость


World News in Georgian


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

რუსეთის ნავთობპროდუქტებზე ფასების ორ ზედა ზღვარს შემოიღებენ

„დიდი შვიდეულის“ წევრები, ევროკავშირი და ავსტრალია რუსეთის ნავთობპროდუქტების ზღვრული ფასების ორ დონეზე შეთანხმდნენ უკრაინაში რუსეთის შეჭრის საპასუხოდ. ისინი ასევე გადახედავენ რუსეთიდან ტანკერებით ექსპორტირებული ნავთობის ზღვრულ ფასებს. ამის შესახებ აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ განაცხადა.


უწყების თანახმად, ფასების ერთ ზედა ზღვარს დაუწესებენ ნავთობპროდუქტების ერთ ჯგუფს - დიზელის საწვავსა და ბენზინს. მეორე ზღვარს კი - მაზუთს.


ქვეყნების წარმომადგენლები შეთანხმდნენ, რომ ასეთი მიდგომა საშუალებას იძლევა, უფრო ზუსტად განისაზღვროს ზღვრული ფასები, ვინაიდან ხერხდება იმ ფასების ფართო დიაპაზონის გათვალისწინება, რომლებითაც ხდება რუსეთის ნავთობპროდუქტებით ვაჭრობა.


მოსალოდნელია, რომ ნავთობპროდუქტებზე შეზღუდვები 5 თებერვალს ამოქმედდება. იმ ცვლილებების გათვალისწინებით, რაც მოხდება მსოფლიო ბაზრებზე, ქვეყნები მარტში გადახედავენ ტანკერებით ტრანსპორტირებული რუსული ნავთობის ზედა ზღვრულ ფასებს. 2022 წლის დეკემბრის შემდეგ ის ბარელისთვის 60 დოლარის დონეზეა.


ფასების ზედა ზღვარი ნიშნავს, რომ „დიდი შვიდეულის“ ქვეყნები, ევროკავშირი და ავსტრალია რუსეთის სატანკერო ნავთობთან დაკავშირებულ მომსახურებას სწევენ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი ის ნაყიდია ბარელში 60 დოლარად ან უფრო იაფად. მომსახურება, კერძოდ, მოიცავს საწვავის ზღვით გადატანის აუცილებელ დაზღვევას.


ქვეყნებმა ფასების ზედა ზღვარი დააწესეს, რათა შეამცირონ რუსეთის შემოსავლები და ამგვარად ხელი შეუშალონ მას უკრაინაში ომის გაგრძელებაში. ამავე დროს ამ ზომის მიზანია, არ დაუშვან ექსპორტის შეწყვეტა და მსოფლიო ბაზრებზე ნავთობის ფასების ნახტომისებური გაძვირება. აშშ-მა და ევროკავშირმა უარი თქვეს რუსეთის სატანკერო ნავთობის შესყიდვაზე, ამიტომ ეს ზომები „განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დაბალი და საშუალო დონის შემოსავლების მქონე ქვეყნებისთვის, რომლებიც მნიშვნელოვნად დაზარალდნენ უკრაინაში რუსეთის ომის შედეგად“.


ამის საპასუხოდ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა აკრძალა რუსეთის ნავთობისა და ნავთობპროდუქტების მიყიდვა ქვენებისთვის, რომლებიც დათანხმდნენ ფასების ზედა ზღვრის დაწესებას. ამასთან, ამჟამად ნავთობის რუსული მარკა Urals-ი ზედა ზღვრულ ფასზე უფრო იაფად იყიდება მსოფლიო ბაზრებზე. ანალიტიკოსების აზრით, ზედა ზღვრის დაწესების შემდეგ ბაზრებზე რუსეთის ნავთობის ფასი საგრძნობლად შემცირდა.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus