პარლამენტში დაგეგმილ შეხვედრაზე, რომელზეც საარჩევნო სისტემაზე უნდა იმსჯელონ, არასაპარლამენტო ოპოზიციის ერთი ნაწილი არ დაპატიჟეს. ამიტომ პარტიების ხელმძღვანელები შეეცდებიან საკუთარი მოთხოვნების შესახებ ხმა ხელისუფლებას სხვა ფორმით მიაწვდინონ. მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის გაუქმების შესახებ მოთხოვნასა და მოქალაქეების ხელმოწერებს 20 ოპოზიციური პარტია პარლამენტში შეიტანს. ისინი სრულად პროპორციულ სისტემაზე გადასვლას ითხოვენ. “ეს კამპანია არის ხელისუფლებაზე ზემოქმედების საზოგადოებრივი ზემოქმედების კამპანია. Читать дальше...
13 ივნისს, პრაღაში გაიმართება რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის, ზურაბ აბაშიძის და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, გრიგორი კარასინის შეხვედრა. ზურაბ აბაშიძის ინფორმაციით, განიხილავენ ფორმატის დღის წესრიგით გათვალისწინებულ სავაჭრო-ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ საკითხებს და იმსჯელებენ 2011 წლის შეთანხმებაზე საბაჟო მონიტორინგის შესახებ. პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ფორმატი არ მოიცავს... Читать дальше...
ოთხი წელი შესრულდა მდინარე ვერეს ხეობაში სტიქიური უბედურებიდან, რომელსაც 21 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. 2015 წლის 13 ივნისს, გვიან ღამით დაწყებული ძლიერი და ხანგრძლივი წვიმის შედეგად ადიდებულმა მდინარე ვერემ დაანგრია საცხოვრებელი სახლები, თბილისის ზოოპარკი, ვაკისა და საბურთალოს დამაკავშირებელი ავტომაგისტრალი და პარკი „მზიური.“ უსახლკაროდ დარჩა 200-ზე მეტი ოჯახი. ზარალმა 50 მილიონი ლარი შეადგინა. სტიქიის შედეგების ლიკვიდაციაში სამაშველო სამსახურის, შსს-ს და შეიარაღებული ძალების დანაყოფებთან ერთად მონაწილეობდა ათასობით მოხალისე.
რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში ელექტროენერგიის მიწოდება აღდგა. ადგილობრივი კომპანიის „ჩერნომორენერგოს“ ინფორმაციით, ენერგომომარაგება ეტაპობრივად განახლდა. ელექტროენერგიის მიწოდება12 ივნისს, ღამით შეწყდა. „ჩერნომორენერგოს“ ცნობით, აფხაზეთის აღმოსავლეთში მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემ ხაზს მეხი დაეცა, რის გამოც დამცავი სისტემა ჩაირთო, თავად გადამცემი ხაზი კი არ დაზიანებულა. აფხაზეთს ელექტროენერგია "ენგურჰესიდან" მიეწოდება. რუსეთის სამხრეთ სამხედრო ოლქის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით... Читать дальше...
რამდენიმე დღის წინ მედიით გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს გორში, 10 წლის ბიჭი მდუღარე წყალში ჩავარდა და გარდაიცვალა, თუმცა აღმოჩნდა, რომ ასეთი რამ საერთოდ არ მომხდარა, თუმცა სოციალურ ქსელსა და ჯგუფებში ფოტოებიც კი გავრცელდა, რამაც სტრესულ მდგომარეობაში ჩააყენა ის ადამიანები, ვინც ვერ არჩევს ნამდვილ და ყალბ ამბებს. გავრცელებულ დეზინფორმაციას გამოეხმაურა ჟურნალისტი ია თინიკაშვილი: “სისულელე გაავრცელეს, აბსოლუტურად დაუდასტურებელი […]
Читать дальше...