Facebook Messenger Viber Twitter 2018 წლის 31 აგვისტოს მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსი და რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წინამძღოლი ერთმანეთს სტამბულში შეხვდნენ. შეხვედრისას კი კამერებმა საკმაოდ საეჭვო დეტალები დააფიქსირეს და ცალკეულ რუსულენოვან გამოცემებში ისიც დაიწერა, რომ შესაძლოა ბართლომეოსის მოწამვლა იგეგმებოდა, ამ ეჭვის საფუძველს კი ვიდეოში ნაჩვენები ფაქტები ამყარებს. კადრში ჩანს მამაკაცი, რომელიც სტუმრებს სასმლით უმასპინძლდება, როდესაც ის რუსეთის […]
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები თბილისში შეიკრიბა და თბილისის ზღვასთან მდებარე საფეხბურთო კლუბ „ზესტაფონის“ ბაზაზე ივარჯიშა. ვლადიმირ ვაისის გაწვრთნილი გუნდი 5 სექტემბერს გაემგზავრება ასტანაში, სადაც მეორე დღეს ეთამაშება ყაზახეთის ნაკრებს, უეფას ერთა თასის გათამაშების პირველ ტურში. ვაისმა მომავალი თამაშისთვის მზადებასა და ნაკრების შანსებზე ისაუბრა პრესკონფერენციაზე, რომელიც სასტუმრო „ჰუალინგში“ გამართა. „მიზანი ჯგუფში პირველი ადგილის დაკავებაა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, იგივე მიზანი დაისახეს ყაზახეთმა და ლატვიამაც. Читать дальше...
პოლონეთის საკურორტო ქალაქ კრინიცა-ზდრუიში უკვე ოცდამერვედ გაიხსნა პოლონეთის დავოსად წოდებული საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმი. ამჯერად ფორუმის თემაა: საერთო ფასეულობების ევროპა თუ საერთო ინტერესების ევროპა? კრინიცა-ზდრუიში, ცენტრალური და აღმოსავლეთი ევროპის ეკონომიკური, სოციალური და პოლიტიკური პრობლემების განსახილველად შეიკრიბა 4 ათასზე მეტი მონაწილე, რომელთა შორის არიან მინისტრები, ექსპერტები, ბიზნესმენები და სხვადასხვა დარგის სპეციალისტები. საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში არიან ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე... Читать дальше...
Facebook Messenger Viber Twitter ტელეკომპანია იბერიაში საპატრულო პოლიცია მივიდა. როგორც არხის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი ვახო ხუზმიაშვილი აცხადებს, სამართალდამცველები გამოიძახა დიმიტრი ლორთქიფანიძემ, რადგან სტუდიაში ყოფნისას, პირდაპირ ეთერში მყოფმა მისმა ოპონენტმა გიგა მაქარაშვილმა მოწია, თუმცა რა მოწია, უცნობია. როგორც ხუზმიაშვილი აცხადებს პოლიციამ გიგა მაქარაშვილი წაიყვანა.
ძნელად საფიქრებელია, რომ „ევროპულმა საქართველომ“ და „ქართულმა ოცნებამ“ მოახერხონ შეთანხმება ხორავას ქუჩის საქმეზე მოქმედი დროებითი საგამოძიებო კომისიის საბოლოო დასკვნის გარშემო.
დღევანდელი გადაცემის სტუმარია ჟურნალისტი ნინო ზაუტაშვილი.
პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის საგრანტო ფონდის მიერ დაფინანსებული ორდღიანი მედიაფორუმის ფარგლებში, 4 სექტემბერს დაგეგმილი პირველი ღონისძიება აღარ ჩატარდა, ფორუმის მონაწილე რუსეთის დელეგაციის სამი წევრის გაძევების გამო. დღევანდელი ინტერაქტიული პანელი უნდა ჩატარებულიყო თემაზე "პირველი დემოკრატიული რესპუბლიკების 100 წლისთავი: პოლიტიკური გამოცდილება და გაკვეთილები". "საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" კანონის დარღვევისთვის საქართველოში შემოსვლაზე უარი უთხრეს რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო... Читать дальше...
რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლება (რთე/რთ) გამოდის მოწოდებით, გაუქმდეს უკრაინის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც სამართალდამცველებს აძლევს წვდომას გამომძიებელი ჟურნალისტის, ნატალია სედლეცკას მობილურ ტელეფონში არსებულ ინფორმაციაზე. რთე/რთ-ის შეფასებით, გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება უკრაინის კანონმდებლობასა და უკრაინის მიერ ნაკისრ ვალდებულებას, მხარი დაუჭიროს პრესის თავისუფლებას. სასამართლოს გადაწყვეტილება უკავშირდება გამოძიებას 2017 წელს არტიომ სიტნიკის მიერ ჟურნალისტებისათვის სახელმწიფო საიდუმლოთა შესაძლო გამხელის გარშემო. Читать дальше...
მიმდინარე წლის 1 სექტემბრიდან C ჰეპატიტის მკურნალობაში ჩართვისთვის ვირუსის გენეტიკური ტიპის კვლევის ღირებულებას სახელმწიფო დააფინანსებს.
ფეხბურთელ გურამ კაშიას მხარდამჭერები 9 სექტემბერს საქართველო-ლატვიის საფეხბურთო მატჩზე დასწრებას და გურამ კაშიას მხარდაჭერას გეგმავენ.
კრემლის პრესმდივნის, დმიტრი პესკოვის შეფასებით, სირიაში ვითარების მიმართ „არაყოვლისმომცველ“ მიდგომას გამოხატავს იდლიბის პროვინციის შესახებ „რაღაც გაფრთხილებებით“ გამოსვლა. ამ განცხადებით პესკოვი გამოეხმაურა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გარფთხილებას სირიის პრეზიდენტისა და მისი მოკავშირეების, ირანისა და რუსეთის მიმართ, ნუ მოაწყობენ “გაუაზრებელ თავდასხმას“ იდლიბზე, სადაც შესაძლოა ასიათასობით ადამიანი დაიღუპოს. იდლიბი არის უკანასკნელი პროვინცია, რომელსაც სირიაში ოპოზიცია აკონტროლებს. ტრამპი იდლიბთან... Читать дальше...
საეჭვო შესყიდვა - ასე უწოდებს ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ფონდი (IDFI) საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ განხორციელებულ ერთ-ერთ შესყიდვას, რომელიც უწყებამ 2017 წელს განახორციელა.
უკრაინის უშიშროების სამსახურის განცხადებით, მას აქვს ინფორმაცია კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ ("ЧВК Вагнер") 80-ზე მეტ მებრძოლზე, რომელიც წელს თებერვალში დაიღუპა სირიაში აშშ-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კოალიციის ავიადარტყმების შედეგად. უკრაინის უშიშროების სამსახური სამშაბათს გამოქვეყნებულ ანგარიშში ასახელებს თებერვლის თავდასხმისას დაღუპულებიდან 50 ადამიანის ვინაობას. აქამდე მოჰყავდათ 41 ადამიანის ვინაობა, რასაც უკრაინის უშიშროების სამსახურმა 4 სექტემბერს დაამატა კიდევ ცხრა გვარი. სიაში შესულთა დიდ უმრავლესობას შეადგენენ რუსეთის მოქალაქეები... Читать дальше...
საქართველოში არ შემოუშვეს რუსეთის დელეგაციის სამი წევრი, რომლებიც რუსეთის პრეზიდენტის ფონდის მიერ დაფინანსებულ მედიაკონფერენციაზე მოდიოდნენ. შსს-ში განმარტავენ, რომ ამის მიზეზი ე.წ. „ოკუპირებული ტერიტორიების“ შესახებ კანონის დარღვევაა. შსს-ს ცნობით, „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ კანონის“ მე-11 მუხლის 1 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის საფუძველზე, საქართველოში შემოსვლაზე უარი უთხრეს რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „იტარტასის“ სამხედრო კორესპონდენტ ვიქტორ ლიტოვკინს... Читать дальше...
Facebook Messenger Viber Twitter ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე კომისიის წევრმა ანრი ოხანაშვილმა ოთარ კახიძის რეკომენდაციის შემდეგ ოპოზიციას მიმართა. „ბატონო ოთარ, თქვენ რაც წაიკითხეთ, ამისთვის მარტივად შეგეძლოთ დაგერქვათ „პოლიტიკური რევანშის მცდელობის თავი“. იმდენად აბსურდული საკითხები წამოსწიეთ ახლა თქვენ, რომ არც კი ვიცი, ამ საკითხებზე ღირს თუ არა მსჯელობა. მე […]
პირველი ექსპერიმენტული სკოლის დირექტორი ხათუნა ბარამაძე თანამდებობიდან გადადგა. რადიო თავისუფლებასთან საუბარში მან განაცხადა, რომ ამ გადაწყვეტილების მთავარი მიზეზი ხორავას ქუჩაზე 2017 წლის დეკემბერში მომხდარი გახმაურებული მკვლელობაა. ხათუნა ბარამაძემ გადადგომის მოთხოვნით სკოლის სამეურვეო საბჭოს პირველად ჯერ კიდევ 2 თებერვალს მიმართა, თუმცა მაშინ საბჭომ მისი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. „ძალიან მძიმე გადასატანი იყო ჩემთვის ყველაფერი, რაც საზოგადოებაში ხდებოდა, თუმცა მაშინ სამეურვეო საბჭომ საჭიროდ ჩათვალა... Читать дальше...
რომის საერთაშორისო საქმეთა ინსტიტუტის ევრაზიისა და აღმოსავლეთ ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი ნონა მიხელიძე ელექტრონულ სივრცეში კიბერბულინგისა და მუქარის მსხვერპლი გახდა.
პაკისტენლმა კანონმდებლებმა ქვეყნის ახალ პრეზიდენტად აირჩიეს არიფ ალვი - მმართველ პარტია „თეჰრიკ-ე ინსაფის“ მიერ წამოყენებული კანდიდატი. პაკისტანის პრეზიდენტობა, ძირითადად, ცერემონიულ მოვალეობებს უკავშირდება. პრეზიდენტს ირჩევენ ეროვნული ასამბლეის, სენატისა და ოთხი რეგიონული ასამბლეის წევრი კანონმდებლები. წინასწარვე მოელოდნენ, რომ ალვი იოლად გაიმარჯვებდა. პაკისტანში წელს 25 ივლისს გაიმართა საპარლამენტო არჩევნები, რასაც მოჰყვა მთავრობის სათავეში იმრან ხანის - კრიკეტის ყოფილი ვარსკვლავისა და ყოფილი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის - ჩადგომა. Читать дальше...
კახეთში პოლიცია ეძებს ეჭვმიტანილებს, რომლებმაც გურჯაანში სოფელ შაშიანის საბავშვო ბაგა-ბაღი დაარბიეს.
სირიას ეწვია აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის დელეგაცია დე-ფაქტო ლიდერის, რაულ ხაჯიმბას ხელმძღვანელობით. ვიზიტის შესახებ ცნობას ავრცელებს სააგენტო „აფსნიპრესი“ ხაჯიმბას პრესმდივნის, ნაალ ავიძბას განცხადებაზე დაყრდნობით. აფხაზების დლეგაციას აეროპორტში დახვდა სირიის საგარეო საქმეთა მინისტრი ვალიდ ალ-მუალემი. ვიზიტის დროს დაგეგმილია აფხაზეთის დე ფაქტო ლიდერთან სირიის პრეზიდენტის, ბაშარ ალ-ასადის შეხვედრა, რომლის დროსაც იმსჯელებენ „ორმხრივი ურთიერთობის პერსპექტივასა და აფხაზეთ-სირიის ურთიერთობის განვითარების საკითხებზე“. Читать дальше...
უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა ოჯახები თბილისის მერიას მემორიალის გახსნას სთხოვენ. მათი თქმით, ეს იქნება ადგილი, სადაც დაკარგულთა ახლობლებს შეხვედრისა და მათთვის პატივის მიგების საშულება მიეცემათ.
4 სექტემბერს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო თამარ გობეჯიშვილი, "სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის" (CSRDG) წარმომადგენელი.
ხორავას ქუჩაზე მომხდარი დანაშაულის შედეგად ორი ახალგაზრდის მკვლელობის ფაქტის შემსწავლელ დროებით საგამოძიებო კომისიაში უმრავლესობით მყოფი ოპოზიციური „ევროპული საქართველო“ მიიჩნევს, რომ პროკურატურამ დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს მ.კ-ს სისხლის სამართლებრივი დევნა არასრულწლოვანი დავით სარალიძის ჯგუფურად განზრახ მკვლელობის ფაქტზე. „კომისიამ დაადგინა, რომ მ.კ-მ 51-ე სკოლელებთან საქმის გასარჩევად წაიღო ამ ეტაპზე დაუდგენელი საგანი, რომელიც გამოიყენა დავით სარალიძის წინააღმდეგ ფარდულში ჩხუბის დროს. აღნიშნული... Читать дальше...
იტალიელ მსახიობ ორნელა მუტის თქმით, მას რუსეთის მოქალაქეობის მიღება სურს. „მაქვს საცხოვრებელი ფართი რუსეთში, ჩაწერილი ვარ მოსკოვში. მაგრამ არა მაქვს მოქალაქეობა, რუსეთის პასპორტი. რუსეთის მოქალაქეობის მიღებას, რასაკვირველია, ვისურვებდი, რატომაც არა?“ - თქვა მუტიმ 3 სექტემბერს, რის შესახებაც რუსეთის საინფორმაციო სააგენტოები იუწყებიან. ის მოსკოვშია ჩასული საბალეტო წარმოდგენა „ბროლის სასახლეში“ მონაწილეობის მისაღებად. წარმოდგნა 10 სექტემბერს კრემლის სასახლეში გაიმართება. პაპაჩემი მეფის კარზე მედიკოსად მუშაობდა... Читать дальше...
უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა პირობა დადო, რომ განავითარებს ურთიერთობას ყირგიზებთან და შუა აზიის სხვა თურქულენოვან ხალხებთან. როგორც ორბანმა 4 სექტემბერს ბიშკეკში ვიზიტისას თქვა, მისთვის პატივია, იყოს უნგრეთის პირველი პრემიერ-მინისტრი, რომელიც ყირგიზეთს ესტუმრა. „უნგრეთს ახსოვს თავისი წარმომავლობა. ევროპაში მიგვიჩნევენ ყველაზე აღმოსავლელ დასავლელ ხალხად. მაგრამ ამავე დროს უცხოდ გვთვლიან, რადგან იქ ნათესავები (რედ: წინაპრები) არა გვყავს. უნგრეთი მოუვლის თავის კულტურულ ფესვებს“, განაცხადა... Читать дальше...