კანონი შეიცავს მექანიზმს პრეზიდენტის იძულებით გადასაყენებლად. ფრაზა „ღალატი, მექრთამეობა ან სხვა დანაშაული და დარღვევები“ იქცა სტანდარტად, რომლის მიხედვითაც უნდა მოხდეს თანამდებობიდან პრეზიდენტის გადაყენება. კანონი მხოლოდ ორჯერ გამოიყენეს პრეზიდენტებთან მიმართებით. ფიქრობენ, რომ დონალდ ტრამპის წინააღმდეგ მისი გამოყენება უკიდურესად რთული იქნება. შესაძლოა, გაგიგიათ პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურის შესახებ, რომელიც ჩაწერილია აშშ-ის კონსტიტუციაში. მისი მიზანია ამერიკის უმაღლესი საარჩევნო თანამდებობის დაცვა „ღალატის... Читать дальше...
სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდარ ვუჩიჩმა ჩრდილოეთ კოსოვოში ვიზიტისას განაცხადა, რომ გააგრძელებს მოლაპარაკებებს კოსოვოს ხელისუფლებასთან. მაგრამ აღნიშნა აღნიშნა, რომ რთული იქნება ურთიერთობების ნორმალიზებისთვის საჭირო შეთანხმების მიღწევა. სერბეთის ლიდერის ორდღიან ვიზიტამდე ერთი დღით ადრე გაუქმდა მისი შეხვედრა კოსოვოს პრეზიდენტ ჰაშიმ ტაჩისთან, ვინაიდან ვუჩიჩმა არ ისურვა მასთან შეხვედრა. ორ ლიდერს შორის შეხვედრის გაუქმების გამო ეჭვქვეშ დგება ორ ქვეყანას შორის ტერიტორიების გაცვლის შესაძლებლობა. ვუჩიჩმა დასძინა... Читать дальше...
ევროკავშირის საგარეო-პოლიტიკურმა ლიდერმა ფედერიკა მოგერინიმ გააკრიტიკა აღმოსავლეთ უკრაინაში რუსეთის მხარდაჭერით მოქმედი სეპარატისტების გეგმა, რომელიც არჩევნების ჩატარებას ითვალისწინებს. იქვე მოგერინიმ მოსკოვს მოუწოდა, გამოიყენოს თავისი გავლენა სეპარატისტებზე, რათა გადაათქმევინოს არჩევნების გამართვა. მოგერინის პრესმდივნის, მაია კოციანჩიჩის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ცნობები ლუგანსკისა და დონეცკის რეგიონებში 11 ნოემბერს „არჩევნების“ ჩატარების შესახებ ეწინააღმდეგება მინსკის შეთანხმებების სულისკვეთებას. Читать дальше...
მოსკოვში გაიმართა შეხვედრა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს შორის. მათ მაღალი შეფასება მისცეს დღევანდელ ვითარებას ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებში. როგორც კრემლი იტყობინება, ორი ლიდერის მოლაპარაკებების ყურადღების ცენტრში იყო რუსეთ-სომხეთის ურთიერთობების განვითარება, ასევე ევრაზიის ტერიტორიაზე თანამშრომლობა, კერძოდ - ევრაზიული ეკონომიკური კავშირისა და კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის ფარგლებში. პუტინსა და ფაშინიანს შორის შეხვედრა გაიმართა... Читать дальше...
Facebook Messenger Viber Twitter ევროპის ჩემპიონი ნიჩბოსნობაში ზაზა ნადირაძე, მისი მხრიდან ლგბტ სამკლაურთან დაკავშირებით გაკეთებულ იმ კომენტარს ეხმიანება, რომელშიც ამბობს, რომ ფეხბურთელ გურამ კაშიას ადგილზე ის ამ სამკლაურს დაწვავდა. “მეგობრებო რახან ამხელა აჟიოტაჟი გამოიწვია ჩემს მიერ დაფიქსირებულ აზრმა LGBT ხალხის მიმართ მე მინდა გავაკეთო პატარა განმარტება და ჩემივე სიტყვებით გაგაცნოთ ჩემი აზრი, პირველ რიგში დავსვამ […]
რუსეთისა და სირიის სამხედრო ძალებმა მასშტაბური ავიაიერიში განახორციელეს იდლიბის პროვინციაზე. წინასწარი მონაცემებით, თვითმფრინავებმა ათობით ბომბი ჩამოყარეს. დაიღუპა, სულ ცოტა, ოთხი სამოქალაქო პირი, მათ შორის ორი ბავშვი. ამ ცნობას ავრცელებენ დასავლეთის საინფორმაციო სააგენტოები ადგილობრივ სამეთვალყურეო ჯგუფებზე დაყრდნობით. როგორც იუწყებიან, ეს იყო ბოლო თვის ყველაზე მასშტაბური საჰაერო დარტყმა სირიის ბოლო პროვინციაზე, რომელსაც მეამბოხეები აკონტროლებენ. იერიში განხორციელდა ერთ დღეში მას შემდეგ, რაც თეირანში... Читать дальше...
საპრეზიდენტო არჩევნებში დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში 73 000-ზე მეტიხელმოწერა მიიტანა. საქართველოს კანონმდებლობით, საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილებისათვის, კანდიდატმა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში სულ ცოტა 25 923 ხელმოწერა უნდა წარადგინოს. ზურაბიშვილმა მადლობა გადაუხადა ყველა ხელის მომწერს და მათაც, ვინც უარი თქვეს ხელმოწერაზე, რადგან მისი სიტყვებით „ის მათი პრეზიდენტიც უნდა იყოს“. ამ ეტაპზე ცესკოში დარეგისტრირებული არიან დავით ბაქრაძე, „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“... Читать дальше...
ინტერნეტკომპანია „გუგლმა“, ცნობების თანახმად, დაბლოკა რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის მომხრეთა ფასიანი რეკლამა „იუტიუბის“ საიტზე. ვიდეო შეიცავდა მოწოდებას 9 სექტემბრის საპროტესტო აქციაში მონაწილეობისაკენ. ნავალნის თანამოაზრე ლეონიდ ვოლკოვმა სოციალურ ქსელ „ტელეგრამში“ 8 სექტემბერს დაწერა, რომ „გუგლი“ დაემორჩილა „რუსეთის ხელისუფლების უკანონო მოთხოვნას“ რეკლამის მოხსნის შესახებ. მანამდე რუსეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ „გუგლს“ მიმართა მოწოდებით, დაებლოკა რეკლამა, რადგან ის თითქოსდა არღვევს საარჩევნო კანონს... Читать дальше...
ინტერნეტკომპანია „გუგლმა“, ცნობების თანახმად, დაბლოკა რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის მომხრეთა ფასიანი რეკლამა „იუტუბის“ საიტზე. ვიდეო შეიცავდა მოწოდებას 9 სექტემბრის საპროტესტო აქციაში მონაწილეობისაკენ. ნავალნის თანამოაზრე ლეონიდ ვოლკოვმა სოციალურ ქსელ „ტელეგრამში“ 8 სექტემბერს დაწერა, რომ „გუგლი“ დაემორჩილა „რუსეთის ხელისუფლების უკანონო მოთხოვნას“ რეკლამის მოხსნის შესახებ. მანამდე რუსეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ „გუგლს“ მიმართა მოწოდებით, დაებლოკა რეკლამა, რადგან ის თითქოსდა არღვევს საარჩევნო კანონს... Читать дальше...
„დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს. 8 სექტემბერს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე ბურჯანაძემ განაცხადა, რომ „საპრეზიდენტო არჩევნები უკვე გაყალბებულია“. „პრეზიდენტის ინსტიტუტი გაუქმებულია. ამ ინსტიტუტის სიძლიერე კი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. სამწუხაროდ, საზოგადოებამ ვერ გაიაზრა, რომ აღნიშნული ქვეყანას ასუსტებდა და მხოლოდ ოლიგარქის ძალაუფლებას აძლიერებდა. სისტემური ცვლილებების განხორციელება, ქვეყნის საშინაო და საგარეო პრობლემების მოგვარებაზე გავლენის მოხდენა... Читать дальше...
საქართველო საუკუნეები ელოდა საზღვრის განლევას ევროპასთან და რამდენიც არ უნდა ვიშვიროთ თითი სხვებისკენ, ამ გამკრთალებული საზღვრის წაშლა, საბოლოოდ, მაინც ჩვენს სინდისზე და პასუხისმგებლობაზეა.
კრემლის მხარდამჭერ ჯგუფ „სერბ“-ის (SERB) აქტივისტები თავს დაესხნენ მოხალისეებს, რომლებიც მორიგეობდნენ მოსკოვში, ბორის ნემცოვის მკვლელობის ადგილას მოწყობილ მემორიალთან. თავდასხმის შესახებ თავად მოხალისეებმა შეატყობინეს რადიო თავისუფლებას. „სერბ“-ის წევრებმა სახეში სითხე შეასხეს ერთ-ერთ მოხალისეს, მეორეს ხელიდან გააგდებინეს კამერა, რის შემდეგაც მემორიალიდან ყვავილები და ნემცოვის პორტრეტი წაიღეს და მიიმალნენ. მოხალისეებმა პოლიციას შეატყობინეს თავდასხმის შესახებ, რასაც რეაგირება არ მოჰყოლია. ოპოზიციონერი... Читать дальше...
საპრეზიდენტო არჩევნების წინ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (GNCC) მაუწყებლებს მიმართავს გადაამოწმონ მათი დაკვეთით ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის სანდოობა, წინააღმდეგ შემთხვევაში მედიასაშუალებებს საჯარიმო სანქციების შესახებ აფრთხილებს. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ მიიჩნევს, რომ ეს ქმნის პერსონალური მონაცემების დარღვევისა და ქვეყანაში თვითცენზურის დამკვიდრების საშიშროებას. ორგანიზაციის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ეს თემა აქტუალური 2016 წლიდან გახდა, როცა კომისიამ... Читать дальше...
სირიაში, იდლიბის პროვინციაში ათასობით ადამიანმა გააპროტესტა პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის ჯარების მოსალოდნელი სამხედრო ოპერაცია, რომელსაც, გაეროს ვარაუდით, შესაძლოა „ჰუმანიტარული კატასტროფა“ მოჰყვეს. საპროტესტო აქციები ჩატარდა 7 სექტემბერს მას შემდეგ, რაც თეირანში გაიმართა ბაშარ ალ-ის მოკავშირე ირანისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრა თურქეთის პრეზიდენტთან. ჰასან როჰანიმ და ვლადიმირ პუტინმა მხარი დაუჭირეს სირიის პრეზიდენტის ძალისხმევას, კონტროლი დაამყაროს იდლიბზეც - სირიის ბოლო პროვინციაზე, რომელსაც მეამბოხეები აკონტროლებენ. Читать дальше...
აშშ-ში 14 დღით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის საარჩევნო კამპანიის ყოფილ მრჩეველს, ჯორჯ პაპადოპულოსს. ის გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) აგენტების მოტყუებაში ამხილეს. ვაშინგტონის ფედერალურ სასამართლოში, სადაც 7 სექტემბერს გამოცხადდა გადაწყვეტილება, პაპადოპულოსმა რამდენჯერმე მოიხადა ბოდიში და განმარტა, რომ იცრუა, რათა ნაკლებად მოცულობითად წარმოესახა, ერთი მხრივ, თავისი როლი და, ამავე დროს, საარჩევნო გუნდის ინფორმირებულობა მისი კონტაქტების შესახებ. პაპადოპულოსი იყო პირველი ადამიანი... Читать дальше...
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ტელეკომპანია „იბერიას“ ჟურნალისტებს მომავალი კვირის დასაწყისში შეხვდება. უკვე მეორე დღეა „იბერია“ საგანგებო რეჟიმში მუშაობს - არხის მფლობელებმა ხელისუფლება ზეწოლაში დაადანაშაულეს. საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა ნაცვლიშვილმა მედიასთან საუბარში განაცხადა, რომ ყოველთვის, როდესაც რომელიმე მედია საქართველოში პრობლემის წინაშე დგებოდა, პრეზიდენტი აქტიურად ერთვებოდა პროცესში, რადგან „დამოუკიდებელი და მრავალფეროვანი მედიაგარემო ერთ-ერთი ის უმთავრესი ფუნდამენტი... Читать дальше...
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ტელეკომპანია „იბერიის“ ჟურნალისტებს მომავალი კვირის დასაწყისში შეხვდება. უკვე მეორე დღეა „იბერია“ საგანგებო რეჟიმში მუშაობს - არხის მფლობელებმა ხელისუფლება ზეწოლაში დაადანაშაულეს. საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა ნაცვლიშვილმა მედიასთან საუბარში განაცხადა, რომ ყოველთვის, როდესაც რომელიმე მედია საქართველოში პრობლემის წინაშე დგებოდა, პრეზიდენტი აქტიურად ერთვებოდა პროცესში, რადგან „დამოუკიდებელი და მრავალფეროვანი მედიაგარემო ერთ-ერთი ის უმთავრესი ფუნდამენტი... Читать дальше...
2018 წლის აგვისტოში საქართველოში ხე-ტყის უკანონოდ მოპოვებისა და ტრანსპორტირების 243 ფაქტი გამოვლინდა. მათ შორის 22 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულების ნიშნებს შეიცავს. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. ყველაზე მეტი კანონდარღვევა კახეთში გამოვლინდა - სულ ხე-ტყის ჭრის 53 შემთხვევა. აჭარის რეგიონული სამმართველოს მასშტაბით 37 ფაქტი დაფიქსირდა, იმერეთში - 29, გურიაში - 8, ხოლო რაჭა-ლეჩხუმსა ქვემო სვანეთში - 14, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე - 32... Читать дальше...
ოპოზიციური გაერთიანება „ძალა ერთობაშიას“ საპრეზიდენტო კამპანიის ხელმძღვანელი, გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ უწყებათშორისი კომისიის ხელმძღვანელმა თეა წულუკიანმა კომისიის სხდომებზე „პოლიციური რეჟიმი“ ჩამოაყალიბა - ჯერ აკრძალა ჟურნალისტების დასწრება, შემდეგ თავს დაესხა სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს, ხოლო 7 სექტემბერს კი სხდომაზე ყველას აუკრძალა ტელეფონებით შესვლა. ვაშაძის თქმით, ტელეფონით სარგებლობის უფლება მხოლოდ „ქართული ოცნების“ წარმომადგენელს ჰქონდა. „თქვენ არ ხართ „ქართული ოცნების“ იუსტიციის... Читать дальше...
ნიუ-იორკში სასამართლომ 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა ქართველ მოკრივე ავთანდილ ხურციძეს, რომელიც დამნაშავედ ცნო კრიმინალური სინდიკატის წევრობაში. 7 სექტემბერს განაჩენის გამოცხადების შემდეგ პროკურორმა ჯეფრი ბერმენმა აღნიშნა, რომ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში სამართალდამცველებთან პარტნიორობის შედეგად, შეჩერებულ იქნა "გამოძალვა და ძალადობა" ხურციძის მხრიდან. ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ 19 ივნისს დაადგინა, რომ ხურციძე და კიდევ ერთი ბრალდებული, რაჟდენ წულაია, მონაწილეობდნენ ძალადობრივ დანაშაულებრივ აქტივობებში... Читать дальше...
საფრანგეთის თავდაცვის მინისტრის, ფლორანს პარლის განცხადებით, შარშან რუსეთის კოსმოსური თანამგზავრის მეშვეობით სცადეს საიდუმლო ინფორმაციის მოპოვება თანაგზავრზე, რომელიც უზრუნველყოფდა საფრანგეთისა და იტალიის სამხედრო ძალებს შორის უსაფრთხო კომუნიკაციას. პარლიმ კინოფილმ „ვარსკვლავურ ომებს“ შეადარა ეპიზოდი, როცა ფრანგულ-იტალიურ თანაგზავრ „ათენა-ფიდუსს“ ზედმეტად მცირე მანძილზე მიუახლოვდა რუსეთის თანამგზავრი „ლუჩ-ოლიმპი“. ის იმდენად ახლოს იყო, რომ შეიძლებოდა გვეფიქრა, რომ ცდილობდა ჩვენს კომუნიკაციაში შემოჭრასო... Читать дальше...
8 სექტემბერი ის ბოლო ვადაა, როდესაც საინიციატივო ჯგუფს და პარტიას შეუძლია მიმართოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს კანდიდატის რეგისტრაციის მიზნით. 8 სექტემბრის შემდეგ, ხელმოწერები წარმოდგენილი უნდა იყოს არჩევნების დღემდე არაუგვიანეს მეორმოცე დღისა. როგორც ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერი, ანა მიქელაძე განმარტავს, ხელმოწერების შემოწმების შემდეგ, საარჩევნო ადმინისტრაცია არჩევნების დღემდე არაუგვიანეს ოცდამეათე დღისა რეგისტრაციაში გაატარებს პრეზიდენტობის მსურველ კანდიდატებს.
საქართველოში დაკავებული 35 წლის რუსი ჰაკერი ანდრეი ტიურინი, რომელსაც ბრალი ედება "JP მორგან ჩეიზსა" და ათეულობით სხვა ამერიკული ფინანსურ ორგანიზაციაზე ორგანიზებულ კიბერშეტევაში, ნიუ-იორკში 7 სექტემბერს იქნა ექსტრადირებული. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკის საიდუმლო სამსახური ავრცელებს. მანჰეტენის პროკურორის თქმით "ანდრეი ტიურინი ეჭვმიტანილია გლობალურ ჰაკერულ შეტევაში მონაწილეობაში, რომელთა სამიზნეც იყო მნიშვნელოვანი ფინანსური ინსტიტუტები, საბროკერო ფირმები, საინფორმაციო სააგენტოები და სხვა კომპანიები." კიბერ დანაშაული... Читать дальше...
საქართველოში დაკავებული 35 წლის რუსი ჰაკერი ანდრეი ტიურინი, რომელსაც ბრალი ედება "JP მორგან ჩეიზსა" და ათეულობით სხვა ამერიკულ ფინანსურ დაწესებულებაზე ორგანიზებულ კიბერშეტევაში, 7 სექტემბერს იქნა ექსტრადირებული ნიუ-იორკში. ინფორმაციას ამის შესახებ აშშ-ის საიდუმლო სამსახური ავრცელებს. მანჰეტენის პროკურორის თქმით "ანდრეი ტიურინი ეჭვმიტანილია გლობალურ ჰაკერულ შეტევაში მონაწილეობაში, რომლის სამიზნეც იყო მნიშვნელოვანი ფინანსური ინსტიტუტები, საბროკერო ფირმები, საინფორმაციო სააგენტოები და სხვა კომპანიები." კიბერდანაშაული... Читать дальше...