Facebook Messenger Viber Twitter პატრიოტთა ალიანსის წევრი ემზარ კვიციანი ირაკლი ოქრუაშვილის ფეისბუქ პოსტს პასუხობს, რომელშიც ის სალომე ზურაბიშვილზე საუბრობს და ამბობს, რომ ემზარ კვიციანის კლონია. “ოო ეს რა მაგარი დააბრეხვა იგორა გიორგაძის კლონმა კიარა კლოუნმა!რომელიც ჯერ აფხაზეთით აპირებდა თბილისის აღებას შემდეგ რადგან კოდორში დარჩენილი კოდორლებისგან ვერ მიიღო თანხმობა, მერე ცხინვალით პირდებოდა 2011 ის მაისში მომიტინგეებს […]
საქართველოს ეროვნულმა საკალათბურთო ნაკრებმა მოგებით დაიწყო მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე შესარჩევი ეტაპი. ილიას ზუროსის გაწვრთნილი გუნდი ისრაელში ჩავიდა და მასპინძელთა ნაკრებს დაძაბულ ბრძოლაში აჯობა - 85:80. საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში პირველად ითამაშა ნატურალიზებულმა ამერიკელმა მეტ ჯენინგმა და საკმაოდ კარგი დებიუტიც ჰქონდა - 15 ქულა ჩააგდო. ყველაზე შედეგიანი ქართველთაგან თორნიკე შენგელია იყო 22 ქულით. დუდა სანაძემ კი 17 ქულა მოაგროვა. მეორე ეტაპის მეორე თამაშს საქართველოს ნაკრები 16 სექტემბერს გამართავს თბილისში... Читать дальше...
Facebook Messenger Viber Twitter მარიხუანის შესაძლო ექსპორტთან დაკავშირებით გაჟღერებულ ინიციატივაზე განსხვავებული პოზიციებით იდებატე იურისტმა კობა დავითაშვილმა და “გირჩი”-ს საპრეზიდენტო კანდიდატმა ზურაბ ჯაფარიძემ, რაც ხმაურიან დაპირისპირებაში გადაიზარდა.
მაშინ როცა საკუთარ ორგანიზმში ტყვია საქართველოში უკვე არაერთმა ადამიანმა აღმოაჩინა, არასამთავრობო ორგანიზაცია „ეკოხედვამ“ ტყვიის კვალს თბილისის ჰაერის მტვერში მიაგნო.
საქართველოს საერთაშორისო საზღვაო ფორუმზე გაფორმებული მემორანდუმი ქართველ მეზღვაურებს საშუალებას აძლევს დასაქმდნენ ევროკავშირის ქვეყნების დროშის ქვეშ მცურავ გემებზე. გაფორმებული შეთანხმებით, ორმა ქვეყანამ, გერმანიამ და ხორვატიამ, ქართველ მეზღვაურთა სერტიფიკატები აღიარა, ეს კი, როგორც ფორუმზე აღინიშნა, 11 ათასზე მეტ მეზღვაურს საშუალებას მისცემს შეიქმნან უკეთესი დასაქმების პირობები შესაბამისი ანაზღაურებით.
დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთს ბრალი დასდო „საკითხის გაბუნდოვანებისა და ტყუილის“ მორიგ მცდელობაში. საქმე ეხება რუსეთის ყოფილი ჯაშუშის, სერგეი სკრიპალისა და მისი ქალიშვილის ნერვული ნივთიერება „ნოვიჩოკით“ მოწამვლაში ეჭვმიტანილ რუსეთის ორი მოქალაქეს, რომლებიც ბრიტანეთის მთავრობის თანახმად, ეჭვმიტანილი არიან რუსეთის სამხედრო დაზვერვის სამმართველოს (გრუ) თანამშრომლობაში. 13 სექტემბერს ორმა მამაკაცმა, რომლებმაც განაცხადეს, რომ არიან რუსლან ბოშიროვი და ალექსანდრ პეტროვი, ინტერვიუ მისცა რუსეთის ტელეარხ „რაშა ტუდეის“. Читать дальше...
დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთს ბრალი დასდო „საკითხის გაბუნდოვანებისა და ტყუილის“ მორიგ მცდელობაში. საქმე ეხება რუსეთის ყოფილი ჯაშუშის, სერგეი სკრიპალისა და მისი ქალიშვილის ნერვული ნივთიერება „ნოვიჩოკით“ მოწამვლაში ეჭვმიტანილ რუსეთის ორი მოქალაქეს, რომლებიც ბრიტანეთის მთავრობის თანახმად, ეჭვმიტანილი არიან რუსეთის სამხედრო დაზვერვის სამმართველოს (გრუ) თანამშრომლობაში. 13 სექტემბერს ორმა მამაკაცმა, რომლებმაც განაცხადეს, რომ არიან რუსლან ბოშიროვი და ალექსანდრ პეტროვი, ინტერვიუ მისცა რუსეთის ტელეარხ „რაშა ტუდეის“. Читать дальше...
13 სექტემბერს ბათუმში ანაკლიის პორტის პროექტის პრეზენტაცია გაიმართა. საერთაშორისო ფორუმის მონაწილეებს და სტუმრებს პროექტი „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ გენერალურმა დირექტორმა ლევან ახვლედიანმა წარუდგინა. ღრმაწყლოვან პორტში საზღვაო სამშენებლო სამუშაოები იწყება. პორტში სამუშაოების პირველი ეტაპი 2020 წლისთვის უნდა დასრულდეს და, გეგმის მიხედვით, სწორედ 2020 წელს უნდა მიიღოს პორტმა პირველი გემი. პორტის გამტარუნარიანობა წელიწადში 100 მილიონი ტონა უნდა იყოს. ანაკლიის პორტი იქნება პირველი პორტი საქართველოში, რომელიც დიდ გემებს მიიღებს.
თუკი საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობაა მარიხუანის მოხმარების კანონპროექტთან დაკავშირებით, საქართველოს მუსლიმთა თემს და მართლმადიდებლურ ეკლესიას ერთიანი პოზიცია აქვთ. ისინი საჯარო განცხადებებში ერთხმად ეწინააღმდებიან კანონპროექტს, განსაკუთრებით კი კანაფის ექსპორტზე გატანის საკითხს.
ზუგდიდის მერი ლაშა გოგია თანამდებობიდან ისე გადადგა, გადაწყვეტილების მიზეზი არ განუმარტავს. სამსახურებრივი მივლინებით პრაღაში მყოფმა წუხელ სოციალურ ქსელ ფეისბუკზე მოკლე განცხადება განათავსა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, "საქართველოს დარაჯის" საქმეზე გამოძიება დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე მუხლით, რაც უკანონო ფორმირების შექმნას და მის ხელმძღვანელობას გულისხმობს. უწყების განმარტებით, ამ დროისთვის, კანონით გათვალისწინებული ყველა შესაბამისი საგამოძიებო მოქმედება ტარდება. საქმე ეხება ჯგუფს, რომელიც რამდენიმე დღეა, აღმაშენებლის გამზირზე პატრულირებს. ამ ჯგუფის წევრები საკუთარ თავს "საქართველოს დარაჯებს" უწოდებენ. როგორც შს სამინისტროში რადიო თავისუფლებას განუცხადეს... Читать дальше...
13 სექტემბერს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმრები იყვნენ: კოტე რუხაძე, "ნარკოტიკების მომხმარებელთა ქსელი ჰუმანური ნარკოპოლიტიკისთვის" სამოქალაქო აქტივისტი და ლაშა აბესაძე, ნარკოტიკების მომხმარებელთა სათემო ორგანიზაცია "ახალი ვექტორის" პროექტის ხელმძღვანელი.
საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები 28 ოქტომბერს გაიმართება. ოფიციალური საარჩევნო კამპანია ორი კვირაა, რაც დაიწყო (29 აგვისტოს, არჩევნებამდე 60 დღით ადრე), თუმცა უკვე გამოვლინდა გარკვეული დარღვევები და ხარვეზები, მათ შორის.
რატი წერეთელმა რამდენიმე თვის წინ მარიხუანასთან დაკავშირებული აქსესუარების მაღაზია გახსნა. იქ იყიდება ყველანაირი აქსესუარი, მათ შორის ხელნაკეთი აქსესუარებიც, ოღონდ არ იყიდება თავად მარიხუანა, რადგან, რატი წერეთლის თქმით, ის კანონმორჩილი ადამიანია. მაღაზიის მეპატრონე ფიქრობს, რომ კანონმდებლობა მარიხუანის მოხმარების შესახებ, რომელსაც უახლოეს მომავალში განიხილავს პარლამენტი, მისცემს მას საშუალებას, აქსესუარების მაღაზია ე.წ. „კოფი შოპად“ აქციოს. მის მაღაზიაში მოქმედებს გარკვეული წესებიც - იქ არ დაიშვებიან 21 წლამდე ახალგაზრდები. Читать дальше...
გორის ციხეზე არქეოლოგიური გათხრების შედეგად არაბულენოვანი ოქროს მონეტა იპოვეს. ჯერჯერობით დადგენილი არ არის, რომელ ეპოქას განეკუთვნება ეს მონეტა.
როგორ მუშაობენ კახეთის რეგიონში რძის გადამამუშავებელი მცირე და საშუალო ზომის საწარმოები და რამდენი მათგანი აკმაყოფილებს წარმოების უმაღლეს სტანდარტს - HACCP-ს?
ბრიტანეთის, საფრანგეთის, იტალიისა და გერმანიის სამხედრო თვითმფრინავები ჩაებნენ ნატოს ფარგლებში მიმდინარე პირობით სწავლებაში, რომელიც მიზნად ისახავს დასავლეთ ევროპის საჰაერო სივრცეში შემოჭრილი სავარაუდო რუსული თვითმფრინავებისათვის გზის გადაჭრის იმიტირებას. 12 სექტემბერს დაწყებული ნატოს წვრთნა პასუხია რუსეთში მიმიდინარე ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური სამხედრო მანევრებისა, რომელშიც 300 ათასი ჯარისკაცი, რამდენიმე ათასი ერთეული მძიმე ტექნიკა, არტილერია, სამხედრო თვითმფრინავი და საზღვაო ხომალდი მონაწილეობს. Читать дальше...
საქართველოს ეროვნული მუზეუმმა მოგვაწოდა სვანეთის ისტორიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმის ყველაზე პოპულარული ექსპონატების აღწერილობა და ფოტომასაალა. დავით აღმაშენებლის (1089-1125 წწ) მონეტა - დრამა. ვერცხლი. დავით აღმაშენებლის ვერცხლის მონეტები ქართული ფულის ერთ-ერთი გამორჩეული და იშვიათი ჯგუფია. მონეტებზე წარწერა ქართული ასომთავრულითაა შესრულებული. დავით IV მოხსენიებულია ბიზანტიური საკარისკაცო ტიტულით ,,სევასტოსი“. ადიშის ოთხთავი - 897 წ. ასომთავრული. ეტრატი. მოხატული ხელნაწერის ჩვენამდე მოღწეული ყველაზე ადრეული ნიმუშია. Читать дальше...
საქართველოს საკალათბურთო ნაკრები ამერიკელი „მსროლელით“ - მეტ ჯენინგით -გაძლიერდა, რომელიც საკლუბო დონეზე ესპანეთის „ბასკონიაში“ გამოდის თორნიკე შენგელიასთან ერთად. ჯენინგი საქართველოს კალათბურთის ფედერაციის შეთავაზებას სწრაფად დათანხმდა და სწრაფადვე მიიღო საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი პასპორტი. 13 სექტემბერს ქართველი კალათბურთელები ისრაელის ნაკრებს სტუმრად დაუპირისპირდებიან და პარკეტზე ჯენინგიც გავა. ნატურალიზებული ამერიკელის თბილისური დებიუტი კი 16 სექტემბერს შედგება საბერძნეთთან მატჩში. Читать дальше...
რუსეთის ყოფილი ჯაშუშის, სერგეი სკრიპალისა და მისი ქალიშვილის ნერვული ნივთიერება „ნოვიჩოკით“ მოწამვლაში ეჭვმიტანილი რუსეთის ორი მოქალაქე აცხადებს, რომ მარტში ისინი ტურისტული მიზნით იმყოფებოდნენ ბრიტანეთის ქალაქ სოლსბერიში. რუსეთის მთავრობის მიერ დაფინასებულ ინგლისურენოვან ტელეარხ „RT“-სთან ინტერვიუში, ეჭვმიტანილებმა, უარყვეს მათი მონაწილეობა მკვლელობის განზრახვაში. მცირე ფრაგმენტში, რომელიც რუსულმა ტელეარხმა 13 სექტემბერს უჩვენა, ერთ-ერთი ეჭვმიტანილი აცხადებს, რომ ის და მისი მეგობარი სოლსბერის ესტუმრნენ... Читать дальше...
Facebook Messenger Viber Twitter კანაფმა, მარიხუანამ, რა თქმა უნდა, საქართველოს უდიდესი ზიანი მოუტანა, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია ეს ზიანი სარგებლად გადავაქციოთ, – ამის შესახებ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ აკაკი ზოიძემ განაცხადა. დეპუტატი დარწმუნებულია, რომ საქართველოში მარიხუანას წარმოების დაწყების შემთხვევაში, ადგილი არ ექნება მის არალეგალურ გადინებას. „არსებობს საკმარისი მტკიცებულება, რომ შეიძლება კანაფისაგან ადამიანებისთვის სარგებლის მომტანი მედიკამენტების წარმოება […]
ევროპარლამენტის უმრავლესობამ მხარი დაუჭირა კოსოვოსთან სავიზო ლიბერალიზების თაობაზე მოლაპარაკებების დაწყებას ევროკომისიასა და პრიშტინას შორის. 13 სექტემბერს გამართული კენჭისყრის შედეგად, გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა 420-მა კანონმდებელმა, 197-ი წინააღმდეგი იყო, ხოლო 22-მა თავი შეიკავა. როგორც ევროპარლამენტის წყაროებმა აცნობეს რადიო თავისუფლებას, ამ იდეას განსაკუთებით ეწინააღმდეგებიან საფრანგეთი და ნიდერლანდი. ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების წარმომადგენლები ამ სკითხის გარშემო პირველ შეხვედრას 17 სექტემბერს გამართავენ. Читать дальше...
გადაცემის სტუმარია იაგო ხვიჩია, პოლიტიკური ცენტრი "გირჩი"-ს წარმომადგენელი
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გამოსცა ახალი განკარგულება, რომელიც მიზნად ისახავს იმ უცხოელების დასჯას, რომლებიც აშშ-ის არჩევნებში ჩაერევიან. მაგრამ დემოკრატმა სენატორებმა და რამდენიმე რესპუბლიკელმა მალევე განაცხადეს, რომ ძალისხმევა საკმარისი არ არის. ეროვნული უშიშიროების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩევლის, ჯონ ბოლტონის თქმით, საპრეზიდენტო განკარგულება ავალებს სახელმწიფო დეპარტამენტს და ფინანსთა სამინისტროს, შეიმუშაონ შესაბამისი სანქციები, რომელიც ითვალისწინებს საბანკო ანგარიშების გაყინვას... Читать дальше...
ევროსაბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტმა სტრასბურგში გამართულ სხდომაზე განიხილა საკითხი „ევროპის საბჭო და კონფლიქტი საქართველოში." ევროპის საბჭოში საქართველოს მუდმივმა წამომადგენელმა, ირაკლი გივიაშვილმა ისაუბრა რუსეთის მიერ საერთაშორისო სამართლის ნორმებისა და პრინციპების უხეში დარღვევით საქართველოს წინააღმდეგ 2008 წელს განხორციელებულ სამხედრო აგრესიაზე, რომელსაც შედეგად მოჰყვა საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია და ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის განდევნა. გივიაშვილის განცხადებით, ომიდან ათი წლის... Читать дальше...