საქართველოს ეროვნულმა საკალათბურთო ნაკრებმა მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატის მეორე შესარჩევი ეტაპის პირველ საშინაო მატჩში საბერძნეთის ნაკრებთან 85:86 წააგო. ილიას ზუროსის გაწვრთნილი გუნდი სამი მეოთხედის განმავლობაში ინარჩუნებდა უპირატესობას. ბოლო ათ წუთში კი სტუმრებმა ანგარიში სათავისოდ შეატრიალეს და მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ნაკრებმა ისევ შეძლო ხუთი ქულით დაწინაურება, საბოლოოდ მაინც ბერძნებმა იყოჩაღეს - გამარჯვების მომტანი ორქულიანი ზედ საფინალო სირენისას ჩააგდეს და ჯგუფის ლიდერის პოზიცია შეინარჩუნეს. Читать дальше...
რამდენიმე ასეული ლგბტ აქტივისტი და მათი მომხრეები მონაწილობდნენ სერბიის დედაქალაქში გამართულ გეი-პრაიდში, რომელიც ინცინდენტის გარეშე დასრულდა. 16 სექტემბერს, „ბელგრადის პრაიდ კვირეული 20018“-ის დასკვნით დღეს დედაქალაქის ცენტრში მობილიზებული იყო რამდენიმე ასეული სამართალდამცველი, რომლებიც ფხიზლად იცავდნენ სექსუალური უმცირესობების წარმომადგენლებისა და მათი მომხრეების მსვლელობას სლავიის მოედნიდან სტუდენტთა მოედნისაკენ. მსვლელობაში მონაწილეობდნენ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, ანა ბრნაბიჩი და ბელგრადის მერი, ზორან რადოჩიჩი. Читать дальше...
16 სექტემბერს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ ნარკოტიკების მავნებლობაზე ისაუბრა, სასულიერო პირებმა მრევლთან ერთად სამების ტაძრიდან თავისუფლების მოედნამდე მსვლელობა მოაწყვეს, ნაციონალისტური ძალების ლიდერები კი მთავრობას გადაყენებით ემუქრებოდნენ.
საქართველოში იწყება მასშტაბური სამედიცინო კვლევა, რაც ითვალისწინებს14 000-ზე მეტ ოჯახთან ინტერვიუებს, სასმელი წყლის ხარისხის დადგენას და 2-7 წლის ბავშვებში ტყვიის შემცველობაზე სისხლის შემოწმებას. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მრავალინდიკატორული კლასტერული კვლევის (MICS) ოფიციალური დაწყების პრეზენტაცია 17 სექტემბერს გაიმართება. კვლევა საქართველოში 2018 წელს 20 სექტემბერიდან 20 დეკემბრის ჩათვლით ჩატარდება, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გაეროს ბავშვთა ფონდის... Читать дальше...
რუსეთი განაგრძობს ადამიანის უფლებების დარღვევას ანექსირებულ ყირიმში. ამის შესახებ განაცხადა ფიონა ფრეიზერმა, ადამიანის უფლებების დარგში გაეროს სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა უკრაინაში. ორგანიზაციის მიერ მომზადებული მოხსენების თანახმად, ბოლო ათი თვის განმავლობაში ნახევრკუნძულზე არანაირი გაუმჯობესება არ მომხდარა. მოსკოვი კი განაგრძობს საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დარღვევას, რაც რუსეთს, როგორც „ოკუპანტ ქვეყანას“, ვალდებულებებს აკისრებს. კერძოდ, რუსეთი უკრაინის ტერიტორიას მართავს თავისი კანონებით. Читать дальше...
რუსეთი და ჩინეთი აქტიურად უთხრიან ძირს საერთაშორისო სანქციებს ჩრდილოეთ კორეის მიმართ. ამის შესახებ საუბარია გაეროს ახალ დასკვნაში, რომელსაც გაზეთი The Wall Street Journal-ი გაეცნო. დოკუმენტის თანახმად, მიუხედავად საერთაშორისო აკრძალვისა, ამერიკული სპეცსამსახურების მონაცემებით, რუსეთისა და ჩინეთის გემებმა საგრძნობლად გაზარდეს საწვავის მიწოდება. ჩრდილოეთ კორეასა რუსეთთან 38, ხოლო ჩინეთთან 200 - ერთობლივი საწარმო აქვს გახსნილი. ხოლო რუსეთისა და ჩინეთის ბანკები ეხმარებიან ფხენიანს მიიღონ საზღვარგარეთ არალეგალურად შეძენილი თანხები... Читать дальше...
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე სამუშაო ვიზიტით გაემგზავრა ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც პირველი შეხვედრა 17 სექტემბერს ვაშინგტონში, თეთრ სახლში გაიმართება. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საქართველოს მთავრობის მეთაურს აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯონ ბოლტონი უმასპინძლებს. 20 სექტემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი აშშ-ის სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოს შეხვდება. ვიზიტის ფარგლებში გაიმართება მოლაპარაკებები სენატორებთან. ბახტაძე ასევე შეხვდება USAID-ის... Читать дальше...
სერბიის დედაქალაქ ბელგრადში მიმდინარე გეი-პრაიდს შეუერთდნენ პრემიერ-მინისტრი, ანა ბრნაბიჩი და ბელგრადის ახალი მერი, ზორან რადოჩიჩი. ბელგრადის წლევანდელი გეი-პრაიდი წარმოადგენს დასკვნით ღონისძიებას „ბელგრადის პრაიდ კვირეულისა“, რომლის დევიზია „Reci da!" „უთხარი - დიახ!“ სერბიის პირველი ქალი პრემიერ-მინისტრი, ანა ბრნაბიჩი, რომელიც არ მალავს, რომ სექსუალურ უმცირესობას ეკუთვნის, შარშან ამ დროს ასევე შეუერთდა გეი აღლუმის ათასამდე მონაწილეს. „ბელგრადის პრაიდ კვირეულის“ დროს უჩვენებდნენ ფილმებს, მოეწყო გამოფენები, კონფერენციები და დებატები. Читать дальше...
გაძლიერებული პოლიციის დაცვის თანხლებით სერბიის დედაქალაქ ბელგრადში ლგბტ აქტივისტებისა და მათი მხარდამჭერების მსვლელობა მიმდინარეობს. ბელგრადის წლევანდელი გეი-პრაიდი წარმოადგენს დასკვნით ღონისძიებას „ბელგრადის პრაიდ კვირეულისა“, რომლის დევიზია „Reci da!" „უთხარი - დიახ!“ ღონისძიების დროს უჩვენებდნენ ფილმებს, მოეწყო გამოფენები, კონფერენციები და დებატები. როგორც გორან მილეტიჩი, სამოქალაქო უფლებების დაცვის წარმომადგენელი და აქციის ერთ-ერთი თანაორგანიზატორი აცხადებს, გეი-პრაიდზე ელოდებიან სერბიის პრემიერ-მინისტრ... Читать дальше...
დანიის საპენსიო სისტემას მსოფლიოში საუკეთესოდ მიიჩნევს სარეიტინგო კომპანია Mercer-ი. 65 წლის ასაკს მიღწეული ადამიანისათვის განკუთვნილი თანხა დანიელ პენსიონერს საშუალებას აძლევს, იცხოვროს უდარდელად იმ შემთხვევაშიც კი, თუ ახალგაზრდა ასაკში გაცილებით მცირე ანაზღაურება ჰქონდა ან, რაიმე მიზეზის გამო, საერთოდ არ მუშაობდა.
საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში, რუსეთის საელჩოს შენობის წინ აქტივისტებმა უვადო შიმშილობა დაიწყეს რუსეთში პატიმრობაში მყოფი უკრიანელი რეჟისორის ოლეგ სენცოვის მხარდასაჭერად. აქციას სოლიდარობას უცხადებენ საფრანგეთის ცნობილი პოლიტიკოსები, საზოგადოებრივი აქტივისტები და მხატვრები. ისინი ერთმანეთს ყოველი 24 საათის განმავლობაში ჩაენაცვებიან. ოლეგ სენცოვის შიმშილობის 124-ე დღეს ამ აქციის დაწყების შესახებ საფრანგეთის იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა, კრისტიან ტობირმა გამოაცხადა. რუსეთის საელჩოს შენობის წინ სოლიდარობის... Читать дальше...
ერაყის პარლამენტმა 15 სექტემბერს სუნიტი კანონმდებელი, მუჰამად ალ-ჰალბუსი აირჩია ახალ სპიკერად იმ ფონზე, როდესაც თითქმის დასასრულს უახლოვდება ახალი მთავრობის ფორმირების საკითხიც მრავალთვიანი დაძაბული კონსულტაციების შემდეგ. 34 წლის მუჰამად ალ-ჰალბუსი ერაყის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა სპიკერი იქნება. მის კანიდატურას მხარს უჭერს პროირანული ალიანსი, რომელსაც სათავეში უდგას ყოფილი პარტიზანებისაგან შექმნილი ორგანიზაცია ჰადი ალ-ამერი. ბოლო კვირების განმავლობაში ერაყის სამხრეთ ქალაქ ბასრაში გაიმართა ანტისამთავრობო... Читать дальше...
საქართველოს პარლამენტის სპიკერი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ მცენარე კანაფის ინდუსტრიასთან დაკავშირებულ კანონპროექტის თაობაზე, საზოგადოებასთან, მათ შორის საპატრიარქოს წარმომადგენლებთან, კონსულტაციები გაიმართება. „ასეთი კონსულტაციების საფუძველზე მივიღებთ გადაწყვეტილებას. ჩვენ არ მივიღებთ ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს, გვეჩქარება მხოლოდ პირველ ნაწილში, რომელიც დაკავშირებულია მარიხუანას მოხმარებასთან, რადგან შესავსებია ვაკუუმი“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ და დასძინა, რომ ადგილი აქვს... Читать дальше...
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაური მოუწოდებს ხელისუფლებას, რომ ფრთხილად მოეკიდოს ქვეყანაში კანაფის წარმოების განვითარების საკითხს, რაზეც ცოტა ხნის წინ განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა. „არ შეიძლება, რომ ვუყუროთ მხოლოდ ეკონომიკას. რად გვინდა ისეთი ეკონომიკა, თუ დავკარგავთ ჩვენს შვილებს“, - განაცხადა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორემ. საკვირაო ქადაგებისას ილია მეორემ ამ პროცესს უწოდა „საშიში“ და დასძინა, რომ ამ ნაბიჯით ნარკომანია „კიდევ უფრო გავრცელდება საქართველოში“. Читать дальше...
Facebook Messenger Viber Twitter რუსთავის სარკინიგზო გზაზე მატარებელი სადისტრიბუციო მიკროავტობუსს შეეჯახა. პირველი არხის ჟურნალისტის ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. თვითმხილველთა განცხადებით, მგზავრებმა მიკორავტობუსიდან გადმოსვლა მოასწრეს.
მაკედონიის პრემიერ-მინისტრი ზორან ზაევი აცხადებს, რომ მოქალაქეები ან დაეთანხმებიან ქვეყნისათვის სახელის გადარქმევას, ან მაკეოდონიას „არასტაბილურობა“ და „იზოლაცია“ ელოდება. სააგენტო ფრანს-პრესისათვის მიცემულ ინტერვიუში ზაევი მოუწოდებს მაკედონიელებს, რათა 30-ი სექტემბერის რეფერენდუმზე მხარი დაუჭირონ ახალ სახელს - ჩრდილოეთ რესპუბლიკა მაკედონიას, რომელზეც კომპრომისული შეთანხმება მიღწეული იქნა საბერძნეთთან. მეზობელი საბერძნეთი ეწინააღმდეგება სახელწოდება მაკედონიას, რადგან შიშობს, რომ იგი ითვალისწინებს... Читать дальше...
გერმანიაში - ქვეყანაში, რომელიც მსოფლიოს ერთ- ერთი წამყვანი დემოკრატიაა და ეკონომიკის კუთხით ევროპის ლიდერი - ამჟამად ალბათ არ არსებობს მიგრაციაზე უფრო მწვავე საკითხი.
გერმანიის ქალაქ აიზენჰიუტენშტატში მდებარეობს თავშესაფარი, რომელშიც ამჟამად 11 ქართველი იმყოფება.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თავის Facebook გვერდზე წერს, რომ მადლიერები უნდა ვიყოთ იმ სასულიერო პირების მიმართ, რომლებიც პროტესტს გამოხატავენ “ერის გადაშენების ნარკოკარტელური” გეგმის წინააღმდეგ. მისი თქმით, ეს არის დიდი ისტორიული მნიშვნელობის ბრძოლა. 15 სექტემბერს თბილისის საკრებულოსთან შეიკრიბნენ სასულიერო პირები, რომლებიც კანაფის წარმოებისა და ექსპორტის შესახებ კანონმდებლობას აპროტესტებენ, და პარაკლისი აღავლინეს. მათ მრევლიც შეუერთდა. ლოცვის შემდეგ მამა შალვა კეკელიამ მრევლს მოუწოდა, კვირას სამების ტაძარში მივიდნენ. Читать дальше...
პრეზიდენტობის კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა, რომელსაც მმართველი პარტია უჭერს მხარს, ბაღდადში მოსახლეობასთან შეხვედრისას ქვეყნის ნარკოპოლიტიკას შეეხო და თქვა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოებას სწორი ინფორმაცია მიეწოდოს და მზადაა, საინფორმაციო კამპანიას სათავეში ჩაუდგეს. 14 სექტემბერს, ამავე შეხვედრაზე მან თქვა, რომ კანაფის მოხმარებასთან დაკავშირებით ეთანხმება საპარტიარქოს და თვლის, რომ ახალგაზრდებს დაცვა სჭირდებათ. „ჩვენი ახალგაზრდები უნდა იყვნენ დაცული. მოვიარე რეგიონები და მოვუსმინე დედების მღელვარებას ამ საკითხზე. Читать дальше...
ბათუმში შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ტურისტების გაქურდვაში ეჭვმიტანილი პირი დააკავეს, რომელსაც 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. დაკავებული, რომელმაც გამოძიების თანახმად რუსთაველის ქუჩაზე, ტურისტების დროებითი საცხოვრებელი ბინიდან სხვადასხვა ნივთები და თანხა მოიპარა,1963 წელს არის დაბადებული და წარსულში მრავალგზის ნასამართლევია. სამართალდამცველებმა მ.ს. ცხელ კვალზე დააკავეს. პოლიციამ, დაკავებულის პირადი ჩხრეკის შედეგად, ნაქურდალი ნივთები და თანხა ნივთმტკიცებად ამოიღო. Читать дальше...
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ავრცელებს განცხადებას, რომლის თანახმადაც ქრთამის აღების ფაქტზე დაკავებულია ერთი პირი. “სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოში მიმდინარეობს გამოძიება ქრთამის აღების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლით. მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ჩატარებული საცხოვრებელი სახლების და მანქანების ჩხრეკის შედეგად, დაკავებულია მოქალაქე ზაზა ხ. აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.” - ნათქვამია განცხადებაში. სააგენტო ინტერპრესნიუსის ცნობით... Читать дальше...
ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის ამოქმედების შემდეგ საქართველოს ბევრი მოქალაქე, ვინც სამოგზაუროდ ევროკავშირის ქვეყნებში წავიდა, ადგილობრივ პოლიციას ჩაბარდა თავშესაფრის მიღების იმედით. ჩვენ გერმანიაში ჩამოვედით იმის გასაგებად, თუ როგორ ცხოვრობენ და თავშესაფრის მიღების რა შანსი აქვთ სამშობლოდან გადახვეწილ ქართველებს.