პრეზიდენტობის კანდიდატ გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო კამპანიისთვის 5 000 დოლარი ამერიკაში მცხოვრებმა ქართველებმა შეუგროვეს. ინფორმაცია მიხეილ სააკაშვილმა გაავრცელა და ყველას, ვინც თანხის შეგროვებაში იღებდა მონაწილეობას მადლობა გადაუხადა.
"თანასწორობის მოძრაობა" ავრცელებს ინფორმაციას, რომ მათი ოფისის მიმდებარედ 28 ოქტომბერს, 23:00 საათზე ლგბტ აქტივისტებს, რომლებიც ოფისის დატოვებას აპირებდნენ თავს დაესხნენ, ცემეს და მოკვლით დაემუქრნენ. "თანასწორობის მოძრაობის" ცნობით, დაზარალებულია 3 აქტივისტი. თავდასხმის შემდეგ ადგილზე პოლიცია გამოიძახეს, რომელიც ამ დროისთვის ადგილზე იმყოფება.
კომპანია „ინტერნტრანსი“ 2014 წელს ჩატარებულ ტენდერში გამარჯვების შემდეგ ფლობს 11-ივე მარშრუტს რუსთავი-თბილისის მიმართულებით და პირიქით. რუსთავის მერიამ კომპანიას 15-წლიანი ხელშეკრულება გაუფორმა და მონოპოლიური მდგომარეობა შეუქმნა.
საქართველოში ოჯახში ძალადობის შესახებ კანონი 2006 წელს მიიღეს. მას მერე ჩატარებული საინფორმაციო კამპანიებისა და კანონმდებლობის დახვეწის შედეგად, საზოგადოებაში უფრო მაღალია ამ პრობლემაში გათვითცნობიერებულობის ხარისხი, თუმცა დღესაც ქვეყანაში ყოველი მეშვიდე ქალია ოჯახში ძალადობის მსხვერპლი.
წელს ზუსტად ორი საუკუნე შესრულდა მას შემდეგ, რაც შვაბიიდან საქართველოში გერმანელი კოლონისტები ჩამოვიდნენ და ასურეთში გერმანული კოლონია ელიზაბეტტალი დააარსეს. გერმანელებმა ელიზაბეტტალში საუკუნეზე მეტხანს იცხოვრეს, გამართეს ინფრასტრუქტურა, ააშენეს უნიკალური სახლები, ეწეოდნენ მეღვინეობას, საკუთარი ელექტროსადგურიც კი მოაწყვეს. 1941 წელს კი მათი დიდი ნაწილი ერთ ღამეში ძირითადად ყაზახეთში გადაასახლეს. ელიზაბეტტალში დარჩნენ მხოლოდ ის გერმანელები, რომლებიც ქართველებზე იყვნენ დაქორწინებულნი. ასე დარჩა ელიზაბეტტალში ჩვენი ამბის მთავარი გმირის... Читать дальше...
ანტვერპენში ჩავიდნენ 20-ზე მეტი წლის წინ მეგობრები - ჯერ დევი ხმალაძე და შემდეგ დათო ნათიძე. ჩავიდნენ ქალაქში, რომელიც მათ თვალწინ შეიცვალა ყოველმხრივ. მაშინ აერთიანებდათ სურვილი, ენახათ ის, რისი დეფიციტიც სამშობლოში იყო. დღემდე ერთმანეთი შეინარჩუნეს. გადაცემის ავტორი ოქროპირ რუხაძე და ოპერატორი ილია სამურგანიდი ანტვერპენში ლუდის სიყვარულს არ ჩაუყვანია.
აგვისტოში საქართველოში გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელის ვიზიტს წინ უსწრებდა შეხვედრა რუსეთის პრეზიდენტთან. რა გავლენას ახდენს გერმანიის პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე, ერთი მხრივ, რუსეთთან დაკავშირებული ეკონომიკური ინტერესები და, მეორე მხრივ, არცთუ იოლი ურთიერთობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან?
მას შემდეგ, რაც შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გახდა, ტრანსატლანტიკურ ურთიერთობაში გამოიკვეთა უთანხმოება რამდენიმე საკითხის გარშემო. მათ შორის არის ნატო, რომელსაც ტრამპმა "მოძველებული" უწოდა. რამდენად სახიფათოა ასეთი დამოკიდებულება ალიანსისა და, ზოგადად, დასავლელ მოკავშირეებს შორის ურთიერთობისათვის? ჩვენს შეკითხვებს უპასუხებს პრაღის კარლის უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი, პოლიტოლოგი იან ჰორნატი.
ამასწინათ გამოქვეყნდა გულბაათ რცხილაძის სტატია სათაურით „კრემლის პოლიტტექნოლოგები „ნაციონალების“ სამსახურში – „ნაციონალები“ კრემლის სამსახურში“, სადაც აღწერილია, თუ ვინ მოიხმო გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო გუნდმა პიარის საკითხებში დასახმარებლად – რუსეთის მოქალაქეები, ქსენია სობჩაკის შტაბის წევრები, ვიტალი შკლიაროვი და მაქსიმ კაცი. სალომე ზურაბიშვილის, ამ თითქოს „პრორუსული“ პოლიტიკოსის წინააღმდეგ აგორებული შავი პიარი ქრონოლოგიურად ხსენებული პერსონაჟების საქართველოში ჩამოსვლას ემთხვევა. რუსი […]
პრეზიდენტობის კანდიდატი, სალომე ზურაბიშვილი დებატებში იწვევს საპრეზიდენტო არჩევნებში თავის მეტოქეებს და აცხადებს, რომ ქვეყანაში წინასაარჩევნო კამპანია არაევროპულად მიმდინარეობს, მისი მისამართით კი არ წყდება ცილისმწამებლური განცხადებები. „გადავწყვიტე ავიღო ინიციატივა და ვთქვა, რომ დებატებში ვიწვევ შავი ძალის ორივე სახეს, რათა დავაფიქსირო ჩემი სამართლე, პოზიციები და ყველასთვის ნათელი მოვფინოთ იმას, რაც დღეს ხდება ქვეყანაში,“ - აცხადებს ზურაბიშვილი. პრეზიდენტობის კანდიდატს ოპონენტებთან დებატები ნეიტრალურ სივრცეში წარმოუდგენია. Читать дальше...
მძიმე, მავნე და საშიშპირობებიანი სამუშაოების განმახორციელებელ პირთა საქმიანობის რეგისტრაციის ვადამ 31 ოქტომბრამდე გადაიწია. ჯანდაცვის სამინისტრომ ეს ვადა იუსტიციის სახლში მომხმარებელთა სიმრავლის გამო გაახანგრძლივა. იუსტიციის სახლში დილიდან არ წყდებოდა ხალხის ნაკადი, რაც ადგილზეც ქაოსს ქმნიდა. დედაქალაქის გარდა, იგივე ვითარება იყო სხვა იუსტიციის სახლებშიც მთელი საქართველოს მასშტაბით. 29 სექტემბრის 18.00-მდე გადაიწია ტაქსით მომსახურებისათვის ნებართვის გაცემის ვადამაც. 1-ლი ოქტომბრიდან ნებართვის... Читать дальше...
პროკურატურამ “ომეგა ჯგუფის“ დირექტორების გამოკითხვა მოსამართლესთან ერთად დაიწყო. „ომეგა ჯგუფთან“ და ტელეკომპანია „იბერიასთან“ დაკავშირებული შესაძლო კორუფციული ფაქტების გამოძიების პროცესში „ომეგა ჯგუფში" შემავალი სამივე კომპანიის დირექტორმა გამოკითხვა მოსამართლის თანდასწრებით თავად მოითხოვა.
რუმინეთის საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, გეი წყვილებს უნდა ჰქონდეთ იგივე უფლებები, როგორიც აქვთ ჰომოსექსუალებს. გადაწყვეტილება წინ უსწრებს საყოველთაო რეფერენდუმს რუმინეთში, რომლის მიზანია მიაღწიონ ერთი სქესის პირებს შორის ქორწინების აკრძალვა. საკონტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ ერთი სქესის წყვილებს პირად და საოჯახო ცხოვრებაში უნდა ჰქონდეთ იგივე უფლებები, როგორც ჰეტეროსექსუალებს და უნდა ისარგებლონ კანონით გათვალისწინებული მათი უფლებების და ვალდებულებების აღიარებით. სასამართლოს გადაწყვეტილება წინ უსწრებს რეფერენდუმს... Читать дальше...
სლოვაკეთის პროკურატურამ ბრალი წაუყენა სამ პირს ჟურნალისტ იან კუჩიაკის და მისი მეგობარი ქალის წინასწარ განზრახულ მკვლელობაში ეჭვის საფუძველზე. თებერვალში მომხდარ მკვლელობაში ეჭვმიტანილების თაობაზე განცხადება გააკეთა პროკურატურის წარმომადგენელმა 28 სექტემბერს. სამი პირი ერთ-ერთ ბინაში დააკავეს 27 სექტემბერს. იმავე ოპერაციის დროს დაკავებული ხუთი პირი, ამავე ცნობით, გაუშვეს. იან კუჩიაკი და მარტინა კუშნიროვა მოკლულები ნახეს მათ ბინაში, დედაქალაქ ბრატისლავის მახლობლად. ორივე 27 წლისა იყვნენ. ხელისუფლების თანახმად... Читать дальше...
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და შვეიცარიის კონფედერაციაში საქართველოს საელჩოს ძალისხმევით, ივანე ჯავახიშვილის სახელობის ქართველი საზოგადო მოღვაწეებისა და პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის წევრების აკაკი და კიტა ჩხენკელების არქივი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს გადაეცა. საზეიმო ღონისძიებაზესაქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ზვიად გონაძემ თქვა, რომარქივში დაცული მასალა ინფორმაციის მნიშვნელოვანი წყაროა საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის ისტორიის შესწავლისთვის. Читать дальше...
დღეს აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში გაიმართება კენჭისყრა იმის შესახებ, გამოქვეყნდეს თუ არა აშშ-ის 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევის თაობაზე ჩაწერილი ინტერვიუების ტექსტები. დოკუმენტებს შორის, რომლების გამოქვეყნების საკითხს განიხილავენ, არის რამდენიმე ჩანაწერი საუბრებისა ადამიანებთან პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ახლო გარემოცვიდან. მოსალოდნელია, რომ დაზვერვის კომიტეტი 53 გაშიფრულ ინტერვიუს ეროვნული დაზვერვის დირექტორის აპარატს გაუგზავნის წინასწარი განხილვისთვის. მხოლოდ ამის შემდეგ... Читать дальше...
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრის გამოსვლა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე. სამინისტროს განცხადებაში წერია, რომ ვიმედოვნებთ, ქართველი პოლიტიკოსები პროპაგანდისტული ვარჯიშებისგან თავისუფალ დროს მაინც აცნობიერებენ არსებულ რეალობას. სააგენტო "ინტერპრესნიუსის" თანახმად, რუსეთის საგარეო უწყება წერს, რომ საქართველოს სამშვიდობო ინიციატივა განისაზღვრება მხოლოდ იმით, თუ როგორ აღიქვამენ მას სოხუმსა და ცხინვალში. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს კომენტარში გაერო-ს გენერალურ... Читать дальше...
87 წლის ასაკში გარდაიცვალა თამაზ ჭილაძე - მწერალი, პოეტი და დრამატურგი, რუსთაველის დასახელმწიფო პრემიების ლაურეატი. თამაზ ჭილაძის ნაწარმოებები თარგმნილია ფრანგულ, ინგლისურ, უკრაინულ, ესპანურ, იტალიურ, ჩეხურ და კიდევ სხვა რამდენიმე ენაზე. თამაზ ჭილაძე ავტორია რამდენიმე ათეული პროზაული და პოეტური კრებულისა, მათ შორის: “ღია სარკმელი” (1958), “მზის საათი” (1962), “ივლისი” (1966), “მახსოვრობა”(1978), “ლექსები” (1987), “მზე დეკემბერში” (1999); პროზაული კრებულები – “გასეირნება პონის ეტლით”. შუადღე” (1963)... Читать дальше...
ავღანეთში 28 სექტემბერს წინასაარჩევნო კამპანია დაიწყო მთელს ქვეყანაში სისხლიანი თავდასხმების და, სავარაუდო, გაყალბების ფონზე. ავღანეთის პარლამენტის 249 ადგილისთვის სულ 2500 პირი იბრძვის, მათგან 418 ქალია. დედაქალაქ ქაბულში, ქვეყნის დიდ ქალაქებში, გამოკრულია პარლამენტის ქვედა პალატის, უოლესი ჯირგას კანდიდატების პლაკატები. წინასაარჩევნო კამპანია 18 ოქტომბერს დასრულდება. არჩევნები დანიშნულია 20 ოქტომბრისთვის. მოელიან, რომ პარლამენტის ადგილების უმრავლესობას ორი დაპირისპირებული პოლიტიკური ძალა, პრეზიდენტ... Читать дальше...
რეკორდული რაოდენობის მომხმარებელთა მიმართვიანობის გამო, იუსტიციის სახლში გართულებულია მომსახურების მიღება. მოქალაქეები დილიდან დგანან რიგში. როგორც იუსტიციის სახლის აღმასრულებელმა დირექტორმა გივი აზაურაშვილმა განუმარტა რადიო თავისუფლებას, 28 სექტემბერს იწურება მძიმე, მავნე და საშიშპირობებიანი სამუშაოების განმახორციელებელ პირთა საქმიანობის რეგისტრაციისა და ასევე, ტაქსით მომსახურებისათვის ნებრთვის გაცემის ვადა.
ზამთრის სეზონის მოახლოებასთან ერთად, მოსახლეობა სათბობი მასალის მომარაგებაზე იწყებს ზრუნვას. კახეთის სხვადასხვა მუნიციპალიტეტში ოჯახების ნაწილი მყარი საწვავით გათბობას, ნაწილი კი ბუნებრივი აირის მოხმარებას ანიჭებს უპირატესობას.
ტაქსების ლიცენზირებისა და სამეწარმეო პირების რეგისტრაციის გამო, იუსტიციის სახლი დღეს უკანასკნელ მომხმარებლამდე იმუშავებს. ამის შესახებ იუსტიციის სახლის აღმასრულებელმა დირექტორმა გივი აზაურაშვილმა განაცხადა. „დღეს იუსტიციის სახლში ჩვეულზე მეტი ნაკადია, რაც გამოწვეულია ორი მიზეზით. პირველი არის ის, რომ დღეს რეგისტრაციის ვადა იწურება ერთი მხრივ სამეწარმეო რეესტრში იმ პირებისა, რომლებიც ახორციელებენ საქართველოს მთავრობის 381-ე დადგენილებით საშიშ და მავნე […]
აშშ-ს დავა აქვს ჩინეთსა და რუსეთთან გაეროში მათი მოწოდების გამო ჩრდილოეთი კორეისთვის სანქციები შერბილების თაობაზე. ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვან იმ, გაეროს უშიშროების საბჭოს განუცხადა 27 სექტემბერს, რომ ბოლო დროინდელმა „დადებითმა განვითარებამ“ ჩრდილოეთსა და სამხრეთ კორეებს შორის, აშშ-ის და ჩრდილოეთი კორეის თბილ ურთიერთობასთან ერთად, უნდა მიგვიყვანოს საბჭოს მიერ შარშან დაწესებული მკაცრი სანქციების შერბილებასთან. ეს სანქციები დაუწესდა ფხენიანს იმ მიზნით, რომ მისი ბირთვული პროგრამის თაობაზე მოლაპარაკების მაგიდასთან დაესვათ. Читать дальше...
გადაცემის სტუმარია მალხაზ პატარაია - "აფხაზთა კრება".
28 სექტემბერს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო მიხეილ სარჯველაძე, ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი, კონრად ადენაუერის ფონდის სტიპენდიანტი.