Facebook Messenger Viber Twitter საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა გრიგოლ ვაშაძის ფინანსური დახმარების თხოვნით სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვა გაავრცელა და ამომრჩეველს დახმარებისკენ მოუწოდა. ფეისბუქის ერთ-ერთი მომხმარებელი სააკაშვილს ეკითხება, თუ არის შესაძლებელი თანხის ჩარიცხვა რუსეთიდან, რასაც ექსპრეზიდენტი პასუხობს, რომ შესაძლებელია და უარს არ ამბობს იმ ქვეყნიდან თანხის გადმორიცხვაზე, რომელიც ოკუპანტია.
ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრემიერ-მინისტრის პოსტზე დაინიშნა ვალერი ბგანბა, სეპარატისტების პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე. ეს ნაბიჯი მოჰყვა 8 სექტემბრის ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დე ფაქტო პრემიერის, გენადი გაგულიას დაღუპვას. რადიო თავისუფლების პროექტ „ეხო კავკაზას“ ინფორმაციით, ბგანბა დაიბადა 1953 წელს გაგრის რაიონის სოფელ ბზიფში, სეპარატისტების პარლამენტის თავმჯდომარე იყო 2012-2017 წლებში.
Facebook Messenger Viber Twitter პარლამენტის ვიცე-სპიკერი ირმა ინაშვილი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ფეისბუქ პოსტს ეხმიანება, რომელშიც მიხეილ სააკაშვილი პარლამენტის ფრაქცია “პატრიოტები”-ს შესაძლო დაშლაზე საუბრობს. “ახლოვდება დრო, მატროსოვზე ჩაჯდები და 24 საათის მანძილზე “ობიექტივი” გექნება ჩართული.”– პასუხობს ირმა ინაშვილი სააკაშვილს.
რუსეთის ქალაქ ვლადივოსტოკში ზედიზედ მეორე დღეს გაიმართა აქციები პრიმორიეს მხარის გუბერნატორის არჩევნების შედეგის გასაპროტესტებლად. რუსეთის ფედერაციის კომუნისტური პარტიის კანდიდატი ანდრეი იშჩენკო, რომელიც ხმების დათვლის პროცესში თითქმის ბოლო მომენტამდე ლიდერობდა, ირწმუნება, რომ კენჭისყრა გაყალბდა მისი მეტოქის სასარგებლოდ. სამშაბათს ბიულეტენების 100%-ის დათვლის შედეგად გაირკვა, რომ იშჩენკოს მეტოქე, მმართველი „ერთიანი რუსეთის“ კანდიდატი ანდრეი ტარასენკო მცირე უპირატესობით იმარჯვებს. ბიულეტენების დათვლა ოფიციალურად 22 სექტემბერს დასრულდება. Читать дальше...
ამერიკული სავაჭრო ქსელი „უოლმარტი“ (Walmart) გაყიდვიდან ამოიღებს საბჭოთა სიმბოლოებიან მაისურებს ბალტიის ქვეყნების მხრიდან პროტესტის გამოთქმის შემდეგ. ამის შესახებ ფეისბუკში დაწერა ევროპარლამენტის წევრმა ლატვიიდან, ინესა ვაიდერემ, რომელსაც „უოლმარტმა“ წერილობით უპასუხა. წერილში აღნიშნულია, რომ „უოლმარტის“ ვებსაიტზე გასაყიდად შეთავაზებული პროდუქციიდან ამოიღებენ საბჭოთა სიმბოლოებიან ტანსაცმელს, ხოლო ჩვეულებრივ მაღაზიებში ის არც აქამდე გაუყიდიათ. სექტემბრის დასაწყისში გავრცელდა ცნობა, რომ ლიეტუვის, ლატვიის... Читать дальше...
ისრაელმა უარყო რუსეთის ბრალდება, რომ მისი ავიაგამანადგურებლები არიან დამნაშავე სირიაში რუსული სამხედრო თვითმფრინავის Ил 20-ის ჩამოგდების გამო. ისრაელის არმიამ დაადასტურა, რომ გასულ ღამით იერიში მიიტანა სირიის სამთავრობო ძალების ობიექტზე, თუმცა, განაცხადა, რომ სირიის რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის ობიექტის მიერ რუსული სამხედრო თვითმფრინავის ჩამოგდების დროს ისრაელის არმიის თვითმფრინავები უკვე ისრაელის საჰაერო სივრცეში იმყოფებოდნენ. ისრაელმა მომხდარზე პასუხისმგებლობა სირიის გარდა დააკისრა ირანს და ლიბანელი... Читать дальше...
როდის შეისწავლის და შეისწავლის თუ არა სახელმწიფო აუდიტის სამსახური რესპუბლიკური საავადმყოფოს საფინანსო-სამეურნეო საქმიანობას, ამის შესახებ ჯერჯერობით ცნობილი არ არის. როგორც აუდიტის სამსახურში განუმარტეს რადიო თავისუფლებას „საპარტნიორო ფონდს“ სამსახურისთვის ჯერჯერობით არ მიუმართავს.
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრები დღეს სოფელ ხურვალეთში საოკუპაციო გამყოფ ხაზთან ჩავიდნენ და საკუთარი თვალით ნახეს რუსეთის ოკუპაციის შედეგი მავთულხლართების სახით. დელეგაციის წევრები მავთულხლართებს მიღმა მცხოვრებ საქართველოს მოქალაქე დავით ვანიშვილს გაესაუბრნენ, რომელმაც განაცხადა, რომ მისი გადაადგილების უფლება უკვე წლებია იზღუდება. ვანიშვილის თქმით, რუსეთის მესაზღვრეები მავთულხლართებთან მისულ სტუმრებთან გასაუბრებასაც უკრძალავენ და დაპატიმრებით ემუქრებიან. დავით ვანიშვილი... Читать дальше...
20-27 სექტემბერს ბაქო ძიუდოში მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატს უმასპინძლებს. საქართველოს ნაკრები შეჯიბრებაზე ცხრა სპორტსმენით გამოვა. მამაკაცთა გუნდმა მაქსიმალურად გამოიყენა მონაწილე ქვეყნებისთვის დაწესებული კვოტა და შვიდი წონითი კატეგორიიდან ორში მსოფლიო კონკურენციაში ორ-ორი ქართველი ჩაებმება. საქართველოს ნაკრების წინასწარ განაცხადში ერთი ქალიც იყო - აზერბაიჯანში მარიამ ჯანაშვილს უნდა ეჭიდავა, მაგრამ ძიუდოს ფედერაციის ფეისბუკის გვერდის ცნობით, ავადმყოფობის გამო მისი ტატამზე გასვლა გამოირიცხა. ბაქოში მხოლოდ მამაკაცთა ნაკრები გაემგზავრა. Читать дальше...
პეკინი მიმართავს ზომებს ჩინური ნაწარმის აშშ-ში იმპორტზე ახალი ტარიფების დაწესებაზე საპასუხოდ. ამის შესახებ ნათქვამია ჩინეთის კომერციის სამინისტროს განცხადებაში. სამინისტრო „დასანანად“ მიიჩნევს ვაშინგტონის გადაწყვეტილებას და აღნიშნავს, რომ ახალი გადასახადების შემოღებამ კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა ვაჭრობის სფეროში ჩინეთ-ამერიკის მოლაპარაკების ჩატარება. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 17 სექტემბერს ხელი მოაწერა ბრძანებულებას ჩინური წარმოების 200 მილიარდი დოლარის საქონელზე 10%-ანი გადასახადის დაწესების შესახებ. Читать дальше...
რა მოვუხერხოთ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას? - დაახლოებით ასეთი იყო შინაარსი იმ საკომიტეტო განხილვისა, რომელზეც შს მინისტრის მოადგილემ ნათია მეზვრიშვილმა მარიხუანის მოხმარებასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილებები წარადგინა.
სამხრეთ კორეის პრეზიდენტი მუნ ჩჟე ინი სამი დღით ეწვია ჩრდილოეთ კორეას, რაც არის ამ ქვეყანაში სამხრეთკორეელი ლიდერის პირველი ვიზიტი ბოლო 11 წელიწადში. მუნ ჩე ინს ფხენიანის აეროპორტში დახვდა ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი. ისინი ერთი მანქანით გაემართნენ საპატიო სტუმრებისათვის განკუთვნილ რეზიდენციისაკენ, სადაც დღესვე იწყება მოლაპარაკებების პირველი რაუნდი. დღის წესრიგში დგას საკითხები, როგორიცაა ჩრდილოეთ კორეის ბირთვული პროგრამის შეჩერება, ორ კორეას შორის ურთიერთობის განვითარება და ფხენიან-ვაშინგტონის დიალოგის გაგრძელება. Читать дальше...
“მართლმსაჯულებისადმი ხელმისაწვდომობა და ეროვნული უმცირესობები” - ამ თემაზე სასაუბროდ დღეს თბილისს ესტუმრა ეუთოს უმაღლესი კომისარი ეროვნული უმცირესობების საკითხებში, ლამბერტო ზანიერი.
ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსი რუსუდან გოცირიძე სკეპტიკურადაა განწყობილი ხელისუფლების განცხადებისადმი, რომ სამედიცინო მიზნით კანაფის მოყვანა-ექსპორტის დაკანონების შემთხვევაში, ეს სფერო მკაცრად გაკონტროლდება. თბილისში დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე რუსუდან გიცირიძემ განაცხადა, რომ ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესია მხარს უჭერს საქართველოში მარიხუანის მოხმარების დეკრიმინალიზაციას და როცა პროცესი დაიწყო, გაუჩნდა განცდა, რომ ქვეყანაში არსებობს სამოქალაქო საზოგადოება და არსებობს სახელმწიფო, რომელიც სამოქალაქო საზოგადოებას ყურს უგდებს. Читать дальше...
რას ფიქრობენ საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატები განათლების სისტემაზე, სფეროზე, რომელიც, საზოგადოების უდიდესი ნაწილის აზრით, ძირეულ ცვლილებას საჭიროებს, თუმცა, აგერ უკვე წლებია, იდეები, მოსაზრებები, საუბრები, დაწერილი სტრატეგიები ერთმანეთს ცვლის, მაგრამ განათლების სისტემა ისევ ისე, თითქოს უცვლელად, პრობლემების ბუდედ რჩება.
აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია გამოდის წინადადებით, რომ წელიწადში 30 ათასამდე შემცირდეს აშშ-ში თავშესაფრის მიმღები ლტოლვილების რიცხვი. ასეთი განცხადებით 17 მაისს გამოვიდა სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო მიუხედავად ჰუმანიტარული ორგანიზაციების შეფასებისა, რომ 2018 წლისთვის განსაზღვრული კვოტაც კი - 45 ათასი - მეტისმეტად დაბალია. ტრამპის ადმინისტრაციას უკვე ბევრჯერ აქვს გამოთქმული უარყოფითი დამოკიდებულება ლტოლვილებისა და სხვა მიგრანტების მიღების მიმართ, რის გამოც მათი მიღების კვოტა ბოლო ათწლეულის ყველაზე დაბალ მაჩვენებელზეა. Читать дальше...
საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით, 1 ოქტომბრიდან აიკრძალება ავტომობილებით ხორბლის იმპორტი. 3 ათასამდე მძღოლი და ავტომობილის მფლობელი მინისტრის ამ გადაწყვეტილებას აპროტესტებს.
თბილისის საქალაქო სასამართლომ პატიმრობაში დატოვა ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის და ლევან დადუნაშვილის მკვლელობის საქმეზე შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებული, პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსანი მირზა სუბელიანი. წინასწარ პატიმრობაში მის დატოვებას ითხოვდა ბრალდების მხარე, რომლის პოზიცია იყო, რომ არსებობს სუბელიანის მიმალვის, ან მოწმეებზე ზეწოლის საფრთხე. თავად მირზა სუბელიანმა განაცხადა, რომ კიდევ ერთხელ უსამძიმრებს ზაზა სარალიძეს, ეთანხმება ბრალდების მხარეს და პატიმრობაში დარჩენა სურს, თუმცა, არა იმიტომ, რომ მისი მიმალვის საფრთხე არსებობს. Читать дальше...
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას ინფორმაციით, სამინისტრო განაგრძობს ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმის გამოძიებას. „არის რამდენიმე ახალი დაკავებული პირი. კიდევ ახალი მტკიცებულებების სტანდარტი თუ გვექნება, იქნება კიდევ დაკავებები" - განუცხადა ჟურნალისტებს გიორგი გახარიამ საგამოძიებო სისტემის რეფორმირებისადმი მიძღვნილი კონფერენციის შემდეგ. გახარიას თქმით, შსს-ს საგამოძიებო სისტემის რეფორმირება ხორავას ქუჩის ტრაგედიამაც დააჩქარა. "ჩვენ პარლამენტში არაერთი საკანონმდებლო ინიციატივა შევიტანეთ იგივე ქურდულ სამყაროსთან... Читать дальше...
თეირანი, დამასკი და სირიის ოპოზიციური ჯგუფები მიესალმნენ შეთანხმებას, რომელსაც მიაღწიეს თურქეთმა და რუსეთმა სირიის პროვინცია იდლიბზე თავდასხმის თავიდან აცილების მიზნით. ეს რეგიონი სირიელი ოპოზიციის ბოლო საყრდენი არეალია ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთში. ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მოჰამად ჯავად ზარიფმა პასუხისმგებლობით წარმოებული ინტერნსიური დიპლომატია უწოდა ქმედებას, რომლის შედეგად რუსეთმა, თურქეთმა, და ირანმა წარმატებას მიაღწიეს იდლიბში ომის თავიდან აცილების საქმეში. ზარიფის თქმით, მათ ამასთან მტკიცედ აქვთ გადაწყვეტილი... Читать дальше...
ნინო რიჟამაძემ ჩამოთვალა წინასაარჩევნო გამოწვევები მედიაპლურალიზმის მიმართულებით.
აშშ აპირებს ახალი ტარიფები დაუწესოს ჩინური წარმოების 200 მილიარდი დოლარის საქონელს. აქტი, რომლის შესახებაც 17 სექტემბერს გამოცხადდა, კიდევ ერთი ნაბიჯია პეკინთან ტრამპის ადმინისტრაციის ბოლო დროინდელ სავაჭრო ომში. უფრო მაღალი საიმპორტო გადასახადი დაუწესდება 6 ათასი სახეობის სხვაადსხვა საქონელს, მათ შორის, ხელჩანთებს, ბრინჯს და ქსოვილს. ეს აშშ-ის პასუხია ჩინეთის მიერ ამერიკულ სოაისა და სხვა სასოფლო-სამეურნეო საქონელზე შემოღებული ზომების მიმართ. პეკინმა მაშინ რეაგირება მოახდინა აშშ-ის წლის დასაწყისში დაწესებულ ტარიფებზე. Читать дальше...
ბათუმში ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან ერთად შეიცვალა საქალაქო ტრანსპორტის გადაადგილების მიმართულება და, ამავე დროს, შემცირდა მიკროავტობუსების რიცხვი.