Facebook Messenger Viber Twitter პარტია “მემარცხენე ალიანსი”-ს ერთ-ერთი ლიდერი იოსებ შატბერაშვილი მიიჩნევს, რომ დეპუტატმა არჩევანი უნდა გააკეთოს საჯარო მოხელეობასა და პირად ცხოვრებას შორის. შატბერაშვილი მიიჩნევს, რომ პარლამენტის წევრს არცერთ შემთხვევაში არ აქვს უფლება სხდომები გააცდინოს, გარდა იმ შემთხვევისა, თუ მას ოჯახის წევრი გარდაეცვლება. “დეპუტატს არანაირი საპატიო მიზეზი სხდომის გაცდენისთვის არ შეიძლება რომ ჰქონდეს! გარდა ერთისა, […]
აფხაზეთის დე ფაქტო ლიდერს, რაულ ხაჯიმბას 21 მარტს 60 წელი შეუსრულდა. მას დაბადების დღე მიულოცეს რუსეთის პრეზიდენტმა და პრემიერ-მინისტრმა, ვლადიმირ პუტინმა და დმიტრი მედვედევმა, ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო მმართველმა ანატოლი ბიბილოვმა, ისევე როგორც სირიის პრეზიდენტმა ბაშარ ალ-ასადმა.
კემბრიჯის უნივერსიტეტის თანამშრომელი, კრის უაილი, რომელმაც სოციალურ ქსელ ფეისბუკის მილიონობით მომხმარებლის პერსონალური მონაცემები მოაგროვა, აცხადებს, რომ მას „განტევების ვაცად“ იყენებდნენ ფეისბუკი და საკონსულტაციო კომპანია „კემბრიჯ ანალიტიკა“. ამ ბრიტანულ კერძო კომპანიას, რომელიც სოციალურ ქსელებში მოგროვებული მონაცემების საფუძველზე ავითარებს სტრატეგიებს საარჩევნო კამპანიებისათვის, ადანაშაულებენ აშშ-ში წინასაარჩევნო კამპანიის დროს საზოგადოებრივ აზრზე ზემოქმედებაში, რათა დონალდ ტრამპს გაემარჯვა. მიმდინარე კვირაში კრის უაილიმ გამოაცხადა... Читать дальше...
Facebook Messenger Viber Twitter საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდში ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლობის უზრუნველყოფა გამომდინარი იქედან, რომ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულება საზოგადოებრივი მაუწყებლის საქმიანობაში არის ზუსტად ეროვნული უმცირესობების ინტერესების რეალიზაცია, მათი უფლებების კიდევ უფრო მყარად დაცვაზე ზრუნვა. “მნიშვნელოვანია ასეთი წარმომადგნელობა. თუ იქნება ასეთი შეხვედრის სურვილი, მზად ვარ ეს განვიხილო“,-განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ... Читать дальше...
21 მარტი მეთოჯინეთა საერთაშორისო დღეა. პირველად ეს დღე 2003 წელს იზეიმეს. აღნიშვნის იდეა ეკუთვნის ირანელ მეთოჯინე ჟივიდა ზოლფაღარიჰოს. მან ეს წინადადება მეთოჯინეების საერთაშორისო გაერთიანების (UNIMA) რიგით XVIII კონგრესზე განსახილავად 2000 წელს გაიტანა და მეთოჯინეთა საერთაშორისო დღედ 21 მარტი დაწესდა.
ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატს 21 მარტს საკრებულოს 15-მა წევრმა განცხადებით მიმართა. „ქართული ოცნების“ დეპუტატები, დამოუკიდებელ და „პატრიოტთა ალიანსის“ ორ წევრთან ერთად, საკრებულოს მორიგ სხდომაზე თავმჯდომარის თანამდებობიდან გადაყენების საკითხის დასმას ითხოვენ.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშის თანახმად, საქართველოში ატმოსფერული ჰაერის დაცვისკენ მიმართული ღონისძიებების შესწავლით გამოვლინდა, რომ 2016 წელს სავალდებულო პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება არ გაიარა ავტოსატრანსპორტო საშუალებების, დაახლოებით, 76 %-მა, რაზეც საპატრულო პოლიციის რეაგირება საკმაოდ დაბალი იყო და 2016 წელს დაჯარიმდა დამრღვევთა მხოლოდ 13.6 %.
„ჩვენ მივიღეთ უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ კენჭისყრის დასრულების შემდეგ, რომლითაც საქართველოს პარლამენტის 106-მა დეპუტატმა მხარი დაუჭირა არჩილ ტატუნაშვილთან დაკავშირებული რეზოლუციის პროექტს. „ეს რეზოლუცია არის პოლიტიკური ძალის ჩვენებაც. მიუხედავად ჩვენს შორის არსებული არაერთი განსხვავებისა და დაპირისპირებისა, შეგვიძლია პრინციპულ საკითხზე შეთანხმება“, - განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წევრმა სერგი კაპანაძემ. ამ რეზოლუციის თანახმად, საქართველოს... Читать дальше...
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილის განცხადებით, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდან თბილისის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე გადასვენებული არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი მას არ დაუთვალიერებია.
21 მარტს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო შოთა უტიაშვილი, "რონდელის ფონდის" უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი.
საქართველოს პარლამენტში ამ დრომდე გრძელდება დეპუტატების გამოსვლები რეზოლუციის თაობაზე, რომლითაც რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ადამიანის უფლებების უხეში დარღვევის ფაქტებსა და “ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის“ საკითხს შეეხება. „დღევანდელი კენჭისყრით არ უნდა დასრულდეს ჩვენი პოლიტიკური გზავნილი და ამ რეზოლუციას მუდმივად თვალი უნდა ვადევნოთ“, - განაცხადა „ქართული ოცნების“ წევრმა გედევან ფოფხაძემ. „ევროპული საქართველოს“ წევრის, ელენე ხოშტარიას შეფასებით, ერთადერთი იარაღი იმისა... Читать дальше...
„წინასწარი მონაცემებით, არჩილ ტატუნაშვილს სხეულზე აღენიშნება მრავლობითი დაზიანებები, რაც დიდი ალბათობით მიუთითებს წამების კვალზე“ - ამის შესახებ 21 მარტს განაცხადა წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრმა, „ემპათია“-მ. ორგანიზაციის ვებსაიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დეპარტამენტში 20-21 მარტს ჩატარებულ ექსპერტიზაში, პროკურატურის დადგენილების შესაბამისად მონაწილეობდა წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრის ექსპერტი... Читать дальше...
Facebook Messenger Viber Twitter საქართველოში აშშ-ს ელჩმა იან კელი გამოთქვამს იმედს, რომ ჟენევის მოლაპარაკებების რაუნდზე გარკვეული პროგრესი იქნება. „ვფიქრობ, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ რაიმე დაპირებაზე, აუცილებელია არსებობდეს ნდობა. სამწუხაროდ, ე.წ. სამხრეთ ოსეთის ხელისუფალთა ქცევა არ იძლევა ნდობის საფუძველს. ის, რაც მათ გააკეთეს ტატუნაშვილის ცხედართან დაკავშირებით, რომ კვირების განმავლობაში არ დაუბრუნეს ცხედარი ოჯახს, ნამდვილად ეს იყო საშინელი […]
ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში კიდევ ერთი ბრალდება წაუყენეს სამოქალაქო აქტივისტ თამარ მეარაყიშვილს. სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ახალგორის რაიონის პროკურატურა მას ადანაშაულებს სამხრეთ ოსეთის მოქალაქეობის უკანონოდ მიღებაში, რადგან ის უკვე იყო საქართველოს მოქალაქე. ადგილობრივი გამომძიებელის თქმით, მეარაყიშვილმა იცრუა, როცა განაცხადა საქართველოს მოქალაქეობაზე უარის თქმის შესახებ. უწყებაში, რომელიც პროკურატურამ 20 მარტს გაუგზავნა მეარაყიშვილს, საუბარია მის მიმართ 19 მარტს სისხლის სამართლის მორიგი საქმის აღძვრის შესახებ. Читать дальше...
„ჩამოთვალეთ რამდენიმე ადამიანი, თუ ვინ შევა „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში და ვის მოეთხოვება პასუხი ჩადენილ დანაშაულზე? ამ შეკითხვით მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერს, არჩილ თალაკვაძეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა სალომე სამადაშვილმა. მან ასევე მოითხოვა პასუხი, დარჩება თუ ჩანაწერი „ტატუნაშვილის რეზოლუციაში“ იმის თაობაზე, რომ რუსეთმა უნდა აიღოს საკუთარ თავზე იურიდიული ძალის მქონე ძალის არგამოყენების ვალდებულება. არჩილ თალაკვაძემ სამადაშვილს უპასუხა, რომ „ოთხოზორია ტატუნაშვილის“ სიაში შევა ყველა ის ადამიანია... Читать дальше...
21 მარტს საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით უყარა კენჭი საქართველოს ახალ კონსტიტუციას. როგორც პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ თამარ ხულორდავამ განაცხადა, დღევანდელი კენჭისყრით სრულდება საკონსტიტუციო რეფორმის პროცესი, რომელიც გასული წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. მისი სიტყვებით, საქართველოს ამ კონსტიტუციის მიღებით ექნება „გამართული, ფუნდამენტურ პრინციპებზე მდგარი მთავარი კანონი“. „ამ საკონსტიტუციო ცვლილებებით ჩვენ ვემშვიდობებით მანკიერ პრაქტიკას, რომლის დროსაც საკანონმდებლო... Читать дальше...
ტეხასის პოლიციის ინფორმაციით, სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა პირმა, რომელიც ეჭვმიტანილია შტატის ტერიტორიაზე ბოლო ხანს მომხდარი რამდენიმე აფეთქების მოწყობაში. პოლიციის განცხადებით, დევნის ოპერაციისას ეჭვმიტანილმა თავი ავტომანქანაში აიფეთქა. ბოლო სამ კვირაში ტეხასის შტატის დედაქალაქ ოსტინსა და ქალაქ შერცში მოხდა 6 აფეთქება, რომელსაც 2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ასაფეთქებელი მოწყობილობები საფოსტო ამანათების სახით, საკურიერო სამსახურის FedEx-ის გამოყენებით გაიგზავნა სხვადასხვა, მათ შორის კერძო სახლის და მაღაზიის მისამართზე. Читать дальше...
შინაგან საქმეთა სამინისტრომ დააკავა ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის თანამშრომლებზე თავდასხმაში მონაწილე "ქართული მარშის" ხუთი წევრი. დაკავებულთა შორის არის ორგანიზაციის ერთ-ერთი ლიდერი, ლადო სადღობელაშვილი, რომელიც 20 მარტს, გვიან ღამით, მოწმის სტატუსით საგამოძიებო უწყებაში დაკითხვაზე დაიბარეს და მოგვიანებით დააკავეს.
21 მარტს მსოფლიოში აღინიშნება დაუნის სინდრომის დღე, რომლის წლევანდელი ლოზუნგია, “რას ვმატებ ჩემ საზოგადოებას.“ გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 21 მარტი დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების მსოფლიო დღედ 2011 წელს გამოაცხადა. მისი მიზანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება დაუნის სინდრომის შესახებ.
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლებამ არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი ქართულ მხარეს 20 მარტს გადასცა სოფელ ერგნეთთან მდებარე ე.წ. ნეიტრალურ ზონაში.
საპარლამენტო ოპოზიცია საგარეო საქმეთა მინისტრისა და პრემიერ-მინისტრისგან საკანონმდებლო ორგანოში მისვლას ითხოვს, რათა პასუხი გაეცეს შეკითხვებს ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატში მისაღებ ახალ ერთობლივ დეკლარაციასთან დაკავშირებით. ლაპარაკია 10 წლის განმავლობაში შეუთანხმებელი საკითხის - ძალის არგამოყენების ვალდებულების შესახებ, რომელთან დაკავშირებული ერთობლივი განცხადების გარშემო პოზიციების დაახლოება დაადასტურეს როგორც მოსკოვში, ასევე თბილისში.
ისრაელის სამხედრო სარდლობამ პირველად გაამჟღავნა, რომ 2007 წელს საავიაციო დარტყმით გაანადგურა სირიის სავარაუდო ატომური რეაქტორი, რომელიც ერთ-ერთ მთავარ საფრთხეს წარმოადგენდა ისრაელისათვის. 11 წლის წინანდელი იერიშის შესახებ ღია საუბარი აღიქმება, როგორც გამაფრთხილებელი მინიშნება ისრაელის მთავარი მოწინააღმდეგის, ირანისათვის, რომელიც აძლიერებს სამხედრო ჩარევას სირიაში. ისრაელმა არაერთხელ დაგმო ირანის მხარდაჭერა სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ ასადისადმი და ირანის მძლავრი სამხედრო ძალის ყოფნა ისრაელ-სირიის საზღვრის მახლობლად. Читать дальше...
პარლამენტის 21 მარტის პლენარული სხდომა დაიწყო არჩილ ტატუნაშვილის ოჯახის მიმართ დეპუტატების სამძიმრის გამოცხადებით. პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ დეპუტატებს წუთიერი დუმილისკენ მოუწოდა. „რამდენ ხანსაც საქართველო იქნება, იმდენ ხანს გვემახსოვრება არჩილ ტატუნაშვილიც“, - განაცხადა „ქართული ოცნების“ წევრმა გუგული მაღრაძემ. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გიორგი კანდელაკი კიდევ ერთხელ გამოეხმაურა პრემიერ გიორგი კვირიკაშვილის მიერ წინა კვირაში გაკეთებულ მიმართვას რუსეთის მიმართ, რომელშიც... Читать дальше...
რას ფიქრობენ პარლამენტარები.
არჩილ ტატუნაშვილის ოჯახის წევრების ინფორმაციით, ცხედარს ძალადობის და წამების კვალი აღენიშნება - ამის შესახებ რადიო თავისუფლებას უთხრა წყარომ, რომელიც ტატუნაშვილების ოჯახს იცნობს. 21 მარტს, მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წილკანში ჩავიდნენ ოკუპირებული ახალგორის რაიონის სოფელ ყანჩავეთის მცხოვრებნი, რომლებმაც ოჯახს მიუსამძიმრეს. ყანჩავეთი არჩილ ტატუნაშვილის მშობლიური სოფელია, სადაც მისი წინაპრების სახლია, წილკანში კი დევნილებისთვის განკუთვნილ კოტეჯში ცხოვრობდა მშობლებთან ერთად. რადიო თავისუფლების ახალგორელი წყაროს ცნობით... Читать дальше...