საქართველოს 18-წლამდელთა სარაგბო ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ფინალში გავიდა. უმცროსი ბორჯღალოსნები პოლონეთის ქალაქ პოზნანში მიმდინარე შეჯიბრების ნახევარფინალში პორტუგალიის ნაკრებს დაუპირისპირდნენ, 5 ლელო გაუტანეს და 25:0 დაამარცხეს. ევროპის ჩემპიონის ტიტულისთვის ბრძოლაში საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრები ზედიზედ მეოთხედ შეხვდება საფრანგეთს, რომელმაც ნახევარფინალში ესპანეთს მოუგო - 38:7. ფინალი 31 მარტს გაიმართება.
Facebook Messenger Viber Twitter “გააცოცხლე გურია” -ს საკონსულტაციო საბჭოს წევრი სოსო ერქომაიშვილი სოციალურ ქსელში წერს: “გამარჯობათ! მინდა დღევანდელი ამბავი მოგიყვეთ: დღეს გორის ავტობანზე გურიისკენ მიმავალ გერმანელ ფოტო ჟურნალისტებს რომლებიც გვეხმარებიან გურიის ტურისტული პოტენციალის აღორძინებასა და განვითარებაში, შეექმანთ პრობლემა, ამ დროს საბედნიეროდ ჩვენი სტუმრებისა , ადგილზე აღმოჩნდა რესპუბლიკის საპატრულოს უფროსი, თემურ კუპატაძე და მათ დახმარება გაუწია. […]
რუსეთში „სასტიკად სცემეს“ ერთ-ერთი წამყვანი უფლებადამცველი ორგანიზაციის, „მემორიალის“ რეგიონული ოფისის ხელმძღვანელი, სირაჟუტდინ დაციევი. ის სათავეში უდგას "მემორიალის" დაღესტნის ოფისს. თავდასხმა, რომელიც უკვე დაგმო საერთაშორისო უფლებადამცველმა ორგანიზაცია „ამნესტი ინტერნეიშნლმა“, „მემორიალის“ შეფასებით, უკავშირდება დაციევის საქმიანობას. „მემორიალის“ განცხადებით, 28 მარტს, როცა დაციევი მახაჩყალაში თავისი სახლიდან გადიოდა, მას უკნიდან თავში ძლიერი დარტყმა მიაყენა დაუდგენელმა პირმა. ამ თავდასხმამდე ორი თვით ადრე... Читать дальше...
რუსეთში 28 მარტს, რომელიც გლოვის დღედ არის გამოცხადებული, დაკრძალეს ქალაქ კემეროვოს სავაჭრო ცენტრში ხანძრის შედეგად დაღუპულთა ნაწილი. საგანგებო მდგომარეობათა მინისტრის მოადგილე ვლადლენ აქსიონოვმა განაცხადა, რომ სამინისტროს არ მიუღია ახალი შეტყობინებები დაკარგულთა შესახებ და რომ დასტურდება 64 ადამიანის დაღუპვის ფაქტი. ასევე ოფიციალური ინფორმაციით, 25 მარტს ხანძრის შედეგად დაშავებულთა რიცხვი 76-მდე გაიზარდა, მათგან 25 საავადმყოფოში იმყოფება. უკვე იდენტიფიცირებულ 27 დაღუპულს შორის არის 13 ბავშვი. ოფიციალური პირების განმარტებით... Читать дальше...
საქართველოში არსებული ეკოლოგიური პრობლემებიც, პირველ რიგში, პოლიტიკური ნების არქონასთან არის დაკავშირებული. ჰაერის დაბინძურება პრობლემას ყველაზე მეტად უქმნის ღარიბ მოსახლეობას.
„ბოლო დღეებში და, მათ შორის, დღესაც იწერება და ითქმება ბევრი სრულიად არაადეკვატური განცხადება იმასთან დაკავშირებით, თითქოს ჩვენ აქ საქართველოს წარმომადგენლები ჟენევაში ვცდილობთ, მზად ვიყოთ რაღაც გარიგებაზე, წავიდეთ რაღაც დათმობაზე, გავაფორმოთ რაღაც შეთანხმებები საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებთან და ამით მათ ლეგიტიმაცია გავუკეთოთ. ეს რეალობასთან ახლოსაც არ დგას, არავინ არაფრის დათმობას არ აპირებს“, - განუცხადა მედიას ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 43-ე რაუნდზე საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელმა, დავით დონდუამ. Читать дальше...
Facebook Messenger Viber Twitter მიმდინარე წლის 28 მარტს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა თბილისში, ვაჟა-ფშაველას მე-7 კვარტალში, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქე – 1996 წელს დაბადებული რ.ა. წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილ ძალადობის ფაქტზე დააკავეს. დანაშაული 4-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „112“-ში შევიდა შეტყობინება, რომ არასრულწლოვან ბიჭს დახმარება სჭირდებოდა. საპატრულო ეკიპაჟი დაუყოვნებლივ გამოცხადდა […]
„რუსთავის აზოტს“ დაევალა ქარხნიდან გათავისუფლებული 56 თანამშრომლის სამსახურში აღდგენა და მათთვის განაცდურის ანაზღაურება. გადაწყვეტილება რუსთავის საქალაქო სასამართლომ მიიღო. „აზოტიდან“ გათავისუფლებული თანამშრომლების ინტერესებს სასამართლოში იცავდა პროფკავშირების გაერთიანების იურისტი თამარ სურმავა. „რუსთავის აზოტიდან“ 2016 წელს სულ 350 მუშა გაათავისუფლეს, პროფკავშირებთან ერთად სამართლებრივი დავის გაგრძელების გადაწყვეტილება კი საბოლოოდ 57-მა მიიღო. პროფკავშირების თანახმად, მათგან ერთი პირი რამდენიმე თვის წინ... Читать дальше...
28 მარტს ერთი წელი შესრულდა ევროკავშირთან ლიბერალური სავიზო რეჟიმის ამოქმედებიდან.
80-მდე სოციალურად დაუცველი და მრავალშვილიანი ოჯახი ქალაქის ხელისუფლებამ ყოფილ კავშირგაბმულობის შენობაში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე ერთი თვით ადრე შეასახლა.
ღვარცოფული მდინარეები კახეთში მოსახლეობას საფრთხეს უქმნის. ადგილობრივი მცხოვრებნი ლაგოდეხსა და გურჯაანში ხევების დროულად გაწმენდას მოითხოვენ.
"800 თეთრი კორპუსი" კოტე ჯინჭარაძისა და ვახო ბუღაძის ინსტალაციაა, რომელიც ძველი იპოდრომის ტრიბუნებზეა განთავსებული.
თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის მიმართ არსებულ შენიშვნებს თბილისის მერი კახი კალაძე პარლამენტისა და თბილისის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატებს აცნობს. განხილვას პარლამენტში არ ესწრებიან არც ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები და არც გენერალური გეგმის განახლებაზე მომუშავე „სითი ინსტიტუტი საქართველო“. თბილისის მერია „სითი ინსტიტუტის“ მიერ მომზადებულ პროექტს მხარს არ უჭერს. თბილისის მერის მოადგილის, ილია ელოშვილის განმარტებით, არადამაკმაყოფილებელია დოკუმენტაციის-რუკებისა და სხვა ინფორმაციის ხარისხი... Читать дальше...
საერთაშორისო მოლაპარაკებების 43-ე რაუნდზე ვერ შედგა შეთანხმება ძალის არგამოყენების ერთობლივ ზეპირ განცხადებასთან დაკავშირებით.
საქართველოს შსს-ს ინფორმაციით, საბერძნეთის პოლიციასთან ინტენსიური თანამშრომლობის შედეგად, ათენში დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულები გასაქურდ ბინებს წინასწარ არჩევდნენ, მოიპოვებდნენ და ამუშავებდნენ მონაცემებს და შემდეგ ქურდავდნენ. შსს-ს ცნობითვე, საქართველოს ამ მოქალაქეებმა საბერძნეთის ტერიტორიაზე გაძარცვეს სულ 200-მდე ბინა. სამართალდამცავებმა ოთხივე პირის საცხოვრებელი სახლებისა და ავტომობილების ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოიღეს სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი, ფული და მოპარული ნივთები. Читать дальше...
თუ თქვენს პირად ბიბლიოთეკაში ეს წიგნი მოგეძევებათ, ჩათვალეთ, რომ ბიბლიოგრაფიული იშვიათობის მფლობელი ხართ. 1900 წელს, აკაკი წერეთლის 60 წლის იუბილეზე ქუთაისში მდებარე ღამბაშიძის სტამბამ დაბეჭდა „ბაში-აჩუკის“ ხუთი, სასაჩუქრე ეგზემპლარი. წიგნი მინიატურულია ზომით 8X10 სმ.
28 მარტს ერთი წელი გახდა ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის ამოქმედებიდან.
მას შემდეგ, რაც გიგი ანთაძემ დამოუკიდებლად გადაადგილება შეძლო, სახლთან ახლოს, სეირნობასთან ერთად, მცირე ბიზნესიც წამოიწყო. ხან ბუშტებს ყიდის, ხან ზღაპრების წიგნებს, გასაფერადებლებს, ხანაც გამაგრილებელ სასმელებს.
აფხაზეთის მიმზიდველობას განაპირობებს ელექტროენერგიის დაბალი ფასი: 1 კვტსთ დენი 40 რუსული კაპიკი ღირს, რაც, დაახლოებით, 0,7 ამერიკული ცენტია.
პროფესიულ კრივში მსოფლიოს საჩემპიონო ქამრების მფლობელი ავთანდილ ხურციძე ნიუ იორკის სასამართლომ პატიმრობაში დატოვა. 27 მარტს გამართულ პროცესზე ადვოკატი ხურციძის გირაოთი გათავისუფლებას ითხოვდა, მაგრამ მოსამართლემ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. მორიგი პროცესი 4 ივნისს გაიმართება. 2017 წლის ივნისში ნიუ იორკში სამართალდამცავებმა სულ 15 ქართველი დააკავეს, რომლებსაც ბრალი ედებათ რუსული კრიმინალური სინდიკატის წევრობაში. მათ შორის ორი ქართველი სპორტსმენიც იყო - ავთანდილ ხურციძე და ლევან მაყაშვილი. შერეული... Читать дальше...
საქართველოში ორდღიანი ვიზიტით იმყოფება ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ჟან ასელბორნი. 28 მარტს, თბილისში გაიმართა ჟან ასელბორნის და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, მიხეილ ჯანელიძის შეხვედრა და მათი ერთობლივი პრესკონფერენცია. მიხეილ ჯანელიძის ინფორმაციით, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით არსებულ რთულ მდგომარეობაზე საუბრისას განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფაზე, რომელიც რუსეთის... Читать дальше...
საქართველოს ძალოსანთა ნაკრების წევრმა შოთა მიშველიძემ ბუქარესტში მიმდინარე ევროპირველობაზე ყველა კონკურენტს აჯობა და ოქროს მედალს დაეუფლა. 23 წლის ქართველმა ძალოსანმა 62 კილოგრამ წონით კატეგორიაში ორჭიდის ჯამში 299 კილოგრამი მოაგროვა და მეორე ადგილზე გასულ ბულგარელ სტილიან გროზდევს 6 კილოგრამით გაუსწრო, ბრინჯაოს პრიზიორს კი, რუმინელ იონუტ ილიეს, - 16 კილოგრამით. ორჭიდის ოქროს გარდა შოთა მიშველიძემ რუმინეთში კიდევ ორი მედალი მოიპოვა: პირველ მოძრაობაში – ატაცში - ვერცხლს დასჯერდა, ხოლო აკვრაში ოქრო არავის დაუთმო. Читать дальше...
რუსთავის ოცდამეხუთე ბაგა-ბაღში, შენობის სერიოზული დაზიანებების გამო, აღმზრდელობითი პროცესი ნაწილობრივ შეწყდა, მერვე ბაღი კი, იმავე მიზეზით, მთლიანად დაიხურა.
Facebook Messenger Viber Twitter „ის რომ უგრეხელიძე გაუშვეს თანამდებობიდან, ეს სტადარტის მაჩვენებელია“, – ამის შესახებ ქალთა უფლებადამცველმა და ბლოგერმა, ირინა ტორონჯაძემ ტელეკომპანია „პირველის” გადაცემაში „რეაქცია“ განაცხადა. როგორც ტორონჯაძემ აღნიშნა, აღსანიშნავია, როდესაც ხელისუფლებასა და საზოგადოება სექსუალური შევიწროების საქმეებზე აქვს ადეკვატური რეაქცია და ასეთ თემებზე ხდება შესაბამისი რეაგირებაც. „ქართული საზოგადოება ერთხელ და სამუდამოდ უნდა გამოფხიზლდეს და თქვას, […]
ბორჯომის საკრებულოს წევრებმა 19 ხმით ორის წინააღმდეგ თანამდებობიდან გადააყენეს საკრებულოს თავმჯდომარე, „პატრიოტთა ალიანსის“ სიით არჩეული ზაზა ჩაჩანიძე. მისთვის უნდობლობის გამოცხადებას მხარი დაუჭირა „ქართული ოცნების“ 13-მა და „პატრიოტთა ალიანსის“ 6-მა წევრმა. ბორჯომის საკრებულო საქართველოში ერთადერთია, სადაც უმრავლესობაში არ არიან პარტია „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები. საკრებულოს 28 დეპუტატიდან 13 „ქართული ოცნების“ წევრია, 11 „პატრიოტთა ალიანსის,“ 2 „ნაციონალური მოძრაობის“ და თითო-თითო „ევროპული... Читать дальше...