რუსული საინფორმაციო სააგენტოების ცნობით 37-მდე გაიზარდა დაღუპულთა რიცხვი რუსეთის ქალაქ კემეროვოს მთავარ სავაჭრო ცენტრში. დაღუპულთა გვამები მაშველებმა აღმოაჩინეს კინოთეატრში შენობის მეოთხე სართულზე, ხანძრის ძირითადი კერის ლიკვიდაციის პროცესში, რაც მრავალი საათის განმავლობაში გრძელდებოდა. იუწყებიან, რომ ახლობლები ეძებენ 60 ადამიანს , რომლებიც ხანძრის გაჩენამდე იმყოფებოდნენ სავაჭრო ცენტრ "ოსენნაია ვიშნიაში". მათ შორის რამდენიმე ათეული, 2-13 წლამდე ასაკის ბავშვია. საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ცნობით ხანძრის გამომწვევი მიზეზები დგინდება.
ინგოლშტადტში ბევრი ქართველი მუსიკოსი ცხოვრობს. ერთმა მათგანმა, ქართველ მუსიკოსთა ტრადიციული ოჯახის შვილმა, გიორგი ისაკაძემ, რამდენიმე სკოლა დააარსა.
მსოფლიოში გადაშენების საფრთხის წინაშეა ამჟამად ცხოველთა 3 000-ზე მეტი სახეობა.
ნიკო ნერგაძის რუბრიკა დღეს ჯაშუშებს ეთმობა - უფრო ზუსტად, ყველა დროის საუკეთესო ჯაშუშურ რომანებს.
ხუთამდე გაიზარდა რუსეთის ქალაქ კემეროვოს მთავარ სავაჭრო ცენტრში ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი. ოფიციალური ცნობით, დაღუპულთა შორის სამი ქალი, ერთი ბავშვი და ერთი მამაკაცია. მანამდე ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით„ინტერფაქსმა" გაავრცელა ინფორმაცია სამი ბავშვის დაღუპვის შესახებ. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ინფორმაციით ჰოსპიტალიზებულია 30 კაცი. საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ცნობით ხანძრის გამომწვევი მიზეზი დგინდება.
კვირა, 18 მარტი ეს დილა იმით დაიწყო, რომ გიას დავურეკე: არ დაგავიწყდეს, ლისის ტბაზე მივდივართ-მეთქი. მე და გია, ჩემი ძალიან ძველი მეგობარი და ყოფილი კოლეგა, ლისის ტბის ვეტერანები ვართ. იქ იმ დროს ავდიოდით, ჯერ რომ გაწმენდილიც არ იყო და არც ბეტონის ბილიკი იყო დაგებული. ვფიქრობთ, ჩვენიწვლილიცაა იმაში, რომ ლისის ტბაზე მოთხოვნილება გაიზარდა და ვიღაცებმა მისი მოვლა-პატრონობახელსაყრელად მიიჩნიეს. ლისის ტბას ჯანმრთელობისთვის ვიყენებთ - ერთ ჯერზე რვა ან მეტ კილომეტრს გავდივართ (ხანდახან დავრბივართ კიდეც). Читать дальше...
რუმინეთისა და მოლდოვეთის გაერთიანების ათასობით მომხრე გამოვიდა კვირას კიშინიოვის ქუჩებში. აქცია ორგანიზებული იყო რუმინელი და მოლდაველი იუნიონისტების, ასევე დიასპორის წარმომადგენლების მიერ. 1918 წლის 27 მარტს ბესარაბიის რეგიონმა, რომელიც დიდწილად შეესაბამება დღევანდელ მოლდავეთს, გამოაცხადა გაერთიანება რუმინეთთან. ეს კავშირი გრძელდებოდა 1940 წლამდე. ეთნიკური მოლდაველები და რუმინელები ერთ ენაზე ლაპარაკობენ, მაგრამ ორი ქვეყნის გაერთიანების იდეას ეწინააღმდეგება მოლდავეთის პრეზიდენტი იგორ დოდონი, რომელსაც... Читать дальше...
რუსეთი გამუდმებით არღვევს ადამიანის უფლებებს, იტაცებს და აწამებს მშვიდობიან მოსახლეობას, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა. ახალი ამბების სააგენტო "ინტერპრესნიუსის" თანახმად კობახიძე სიტყვით გამოვიდა საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) რიგით 138-ე ასამბლეაზე. რუსეთის მიერ ადამიანის უფლებების დარღვევის უახლეს შემთხვევად საქართველოს პარლამენტის სპიკერმა დაასახელა არჩილ ტატუნაშვილის გატაცება, რომელიც ცხინვალში დააკავეს და წამების შედეგად გარდაიცვალა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მიიჩნევს, რომ კახეთს სჭირდება ცალკე აეროპორტი. ამის შესახებ გიორგი კვირიკაშვილმა ისაუბრა კახეთის სოფელ ახაშენში, სადაც 25 მარტს სასტუმრო "ახაშენი - ღვინის კომპლექსი" გახსნა. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა კახეთის და თუშეთის ტურისტულ პოტენციალზე გამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ სახელმწიფომ აუცილებლად უნდა ააღორძინოს კახეთის რკინიგზა, რომლის ინფრასტრუქტურაც 90-იანი წლების შემდეგ საგრძნობლად არის დაზიანებული.
რადიო თავისუფლების სატელევიზიო გადაცემა "პერსპექტივაში" გესაუბრებით საქართველოს დასავლურ პერსპექტივაზე - იმაზე, თუ რა გვიშლის და რა გვიწყობს ხელს დემოკრატიის გზაზე. გადაცემაში წარმოგიდგენთ ადამიანებს, რომლებიც სამშობლოდან შორს, მაგრამ მაინც სამშობლოთი ცხოვრობენ. „პერსპექტივა“ კვირაობით, 22:30 საათზე გადის ტელეკომპანია "პირველის" ეთერით და ჩვენს YouTube-ის არხზე.
აშშ-ების ქალაქ ელიზაბეტ-სიტის ხელმძღვანელობამ უარი თქვა გეგმაზე, რომელიც ითვალისწინებდა იქ დაღუპული საბჭოთა სამხედროების ძეგლის დადგმას. მეორე მსოფლიო ომის დროს ჩრდილოეთ კაროლინის შტატის ამ ქალაქში რამდენიმე რუსი მფრინავი დაიღუპა იმ დროს, როდესაც მონაწილეობდნენ ზესაიდმულო პროექტში სახელწოდებით „ზებრა“. ძეგლის მშენებლობის იდეა ეკუთვნოდა ერთობლივ რუსულ-ამერიკულ კომისიას, რომელიც სამხედრო ტყეებისა და უგზოუკვლოდ დაკარგულთა საქმეებზე მუშაობს. მაგრამ რუსეთ-აშშ-ის ურთიერთობების ბოლოდროინდელი მკვეთრი გაუარესების პირობებში ქალაქ ელიზაბეტ-სიტის საბჭომ... Читать дальше...
ბათუმის საქალაქო სასამართლომ ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა სასტუმრო "ლეოგრანდის" საქმეზე ბრალდებულ ორ პირს. მოსამართლემ არ დააკმაყოფილა დაცვის მხარე, რომელიც აღკვეთის ღონისძიების შეცვლის თაობაზე სასამართლოს 20-20 ათასი ლარს სთავაზობდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტში გამოძიება ოთხი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა სასტუმრო „ლეოგრანდში“ სახანძრო უსაფრთხოების წესების დარღვევის ფაქტზე. გასული წლის 24 ნოემბერს სასტუმროში გაჩენილიხანძრის შედეგად დაიღუპა 11 ადამიანი, მათგან ათი საქართველოს, ერთი კი ირანის მოქალაქე. Читать дальше...
ბოლო დღეებში მთელი საქართველო მოიცვა არჩილ ტატუნაშვილის ამბავმა. ყოფილი ჯარისკაცის სიკვდილმა ოკუპირებულ ტერიტორიაზე კრიტიკულად აუცილებელი გახადა მსჯელობა იმაზე, თუ როგორ უნდა უპასუხოს საქართველომ რუსეთიდან მომავალ პროვოკაციებს.
სავარაუდოდ, ივნისში გახდება ცნობილი, თუ რამდენი რუსი მაღალჩინოსანი ან სოხუმის თუ ცხინვალის რეჟიმის რამდენი წარმომადგენელი მოხვდება ოთხოზორია -ტატუნაშვილის სიაში. აშშ-ის მიერ შემუშავებულ მაგნიტსკის სიაში კი 34 რუსი მაღალჩინოსანია და ეს სია ყოველწლიურად ფართოვდება.
ოთხი ბავშვი დაიღუპა და დაახლოებით 9 კაცი დაშავდა ხანძრის შედეგად რუსეთის ქალაქ კემეროვის ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში. რუსეთის საინფორმაციო საშულებების ცნობით, ბავშვები დაიღუპნენ კვამლით მოწამვლის გამო. შემთხვევის ადგილზე მობილიზებული სახანძრო ბრიგადები. ცეცხლი მოედო სავაჭრო ცენტრის 1500 კვადრატულ მეტრ ფართობს, სადაც მდებარეობს საბავშვო ატრაქციონები და კინოთეატრი.
ათასობით ხორვატი გამოვიდა 24 მარტს ქვეყნის დედაქალაქ ზაგრებში იმ საერთაშორისო ხელშეკრულების წინააღმდეგ, რომელიც ქალთა უფლებების დასაცავად ევროკავშირმა მიიღო „სტამბული კონვენციის“ სახელით. აღნიშნული ხელშეკრულება გასულ კვირაში დაამტკიცა ხორვატიის მთავრობამ, მაგრამ ჯერჯერობით არ არის რატიფიცირებული პარლამენტის მიერ. შაბათის საპროტესტო აქციის მონაწილეები შიშობენ, რომ შეთანხმებით დაკანონდება ერთი და იმავე სქესის ადამიანების ქორწინება, რაც ეწინააღმდეგება ეროვნულ ტრადიციებს. იმავე დღეს ხორვატიაში მსვლელობა მოაწყვეს ქალთა უფლებების დამცველებმა. Читать дальше...
ავღანეთის ხელისუფლების ცნობით ერთი ადამიანი დაიღუპა და 13 დაიჭრა ქაბულში საპროტესტო ბანაკთან ბომბის აფეთქების დროს. მჯდომარე საპროტესტო აქცია მარტის დასაწყისში პაკისტანელი პუშტუნების გამოსვლების მხარდასაჭერად დაიწყო. პუშტუნები ისლამაბადს ადანაშაულებენ პოლიციის მხრიდან მოწყობილი რეიდების დროს უდანაშაულო ადამიანების დახოცვისათვის. ისლამაბადში პროტესტი მოჰყვა იანვრის ბოლოს 27 წლის ნაყებულა მეჰსუდის მოკვლას პაკისტანის პოლიციის მიერ „ტერორისტების ადგილსამყოფლის“ ძებნის პროცესში. პოლიცია აცხადებს, რომ მეჰსუდი პაკისტანის თალიბანის წევრი იყო... Читать дальше...
დევნილობაში მყოფი კატალონიის ყოფილი ლიდერის ადვოკატის ცნობით, გერმანიის პოლიციამ დააკავა კარელს პუჩდემონი. ამის შესახებ ტვიტერის საშუალებით გაავრცელა ცნობა ჟაუმე ალონზო-კუევილასმა, რომლის თანახმად კარლეს პუჩდემონი პოლიციამ იმ დროს დააკავა, როდესაც დანიის საზღვარი გადალახა და გერმანიაში შევიდა. კატალონიის ყოფილი ლიდერი და მისი ადვოკატი ბრუნდებოდნენ ბელგიაში, სადაც ისინი გასული წლის ოქტომბრიდან იმყოფებიან მას შემდეგ, რაც ესპანეთი დატოვეს დაპატიმრების საფრთხის გამო. კატალონიის არაკანონიერი რეფერენდუმის... Читать дальше...
მინსკში ათობით სამოქალაქო აქტივისტი დააკავეს იმ დროს, როდესაც ისინი შეიკრიბნენ ბელორუსიის სახალხო რესპუბლიკის დამოუკიდებლობის დღესასწაულის მეასე წლისთავისადმი მიძღვნილი „თავისუფლების დღის“ აღსანიშნავად. რადიო თავისუფლების კორესპონდენტის ცნობით მილიციაში გადაყვანილია 70 კაცი. ისინი ემზადებოდნენ არასანქცირებული მსვლელობისათვის, რომლის ინიციატორიც იყო ოპოზიციონერი ნიკოლაი სტატკევიჩი. სხვებთან ერთად ისიც მილიციაში იმყოფება.ბელორუსის ოპოზიციური პარტიები და აქტივისტები ყოველწლიურად აღნიშნავენ „თავისუფლების დღეს“... Читать дальше...
თბილისის რაიონ ზემო ფონიჭალაში ოკუპაციის მსხვერპლთა სახელობის პარკი მოეწყობა. აღნიშნული ინიციატივა ეკუთვნის თბილისი მერ კახი კალაძეს, რომლის თქმით გამოცხადდება ასევე კონკურსი ოკუპაციის მსხვერპლთა მემორიალის ესკიზის შექმნაზე. „ ჩვენ გუშინ დავკრძალეთ ჩვენი გმირი, არჩილ ტატუნაშვილი, შესაბამისად, ამ ადამიანებს სჭირდებათ დაფასება. ამიტომ, ვთავაზობ ყველას, ვისაც სურვილი აქვს, ამ პროექტის განხორციელებაში ჩაერთოს ჩვენთან ერთად, რომ ამ ადამიანების სახელი იყოს უკვდავყოფილი”, - განაცხადა კახა კალაძემ. ახალი ამბების სააგენტო „ინტერპრესნიუსის“ ცნობით... Читать дальше...
25 მარტს მოსახლეობა ირჩევს ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს ბუნებრივი აირით მდიდრ თურქმენეთში, რომელსაც მართვას ავტორიტარი ლიდერი გურბანგული ბერდიმუხამედოვი. არჩევნებში მონაწილეობს სამი პარტია და რამდენიმე დამოუკიდებელი კანდიდატი, რომლებიც პრეზიდენტის მიმართ ლოიალურად არიან განწყობილნი. ერთ-ერთია ბერდიმუხამედოვის 36 წლის შვილი, რომელსაც ბევრი მიმომხილველი პრეზიდენტის მემკვიდრეობას უწინასწარმეტყველებს. პოლიტიკური და სამოქალაქო თავისუფლების თვალსაზრისით, იანვარში ორგანიზაცია „ფრიდომ ჰაუსმა“ თურქმენეთი... Читать дальше...
ავღანეთის პოლიციის ცნობით სულ მცირე ერთი კაცი დაიღუპა და შვიდი დაიჭრა შიიტური მეჩეთის გარეთ მომხდარი აფეთქების დროს ჰერათის პროვინციის ერთ-ერთ ქალაქში. ადგილობრივი პოლიციის ცნობით ნაბი აკმარის მეჩეთთან 25 მარტს შუა ლოცვის დროს მოხდა სავარაუდოდ თვითმკვლელი ტერორისტის მიერ მოწყობილი თავდასხმა. დაჭრილები სასწრაფოდ გადაიყვანეს საავადმყოფოში. თავდასხმაზე პირველ წუთებში პასუხისმგებლობა არავის აუღია. ჰერათში აფეთქების ფონია 21 მარტს ქაბულში ასევ შიიტური მეჩეთის შესასვლელთან მომხდარი ტერაქტი, რომლის დროსაც 33 კაცი დაიღუპა და რამდენიმე ათეული დაიჭრა. Читать дальше...
Facebook Messenger Viber Twitter გერმანელი ლიბერალების ლიდერი NATO-სშეიარაღებისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ განცხადება ქრისტიან ლინდნერმა გაზეთ Welt am Sonntag – თან ინტერვიუში გააკეთა. მისი თქმით, ვლადიმირ პუტინის განცხადების შემდეგ, რომელშიც ის ახალი შეიარაღების შესახებ საუბრობდა, ჩრდილოატლანტიკური ალიანსიც უნდა იყოს მზად საკუთარი არსენალის მოდერნიზაციისა და გაზრდისთვის. ლინდნერიმიიჩნევს, რომ მხოლოდ NATO-ს მტკიცე პასუხი შეაცვლევინებს პუტინს პოზიციას. „გერმანიამ აღარ უნდა მოითხოვოს ამერიკული ბირთვული... Читать дальше...