Facebook Messenger Viber Twitter ნიკა გვარამიას განცხადებით, “რუსთავი2” არ არის პარტიული ორგანო, როგორც ხშირად უწოდებენ. მისი თქმით, პროდასავლურად განწყობილი პარტიების მიმართ სიმპატიები აქვთ, რომელთა შორის ერთ-ერთი არის ნაციონალური მოძრაობა. “რუსთავი2”-თან დაკავშირებით შემიძლია გითხრათ, რომ არ არის აფილირებული პარტიასთან და არ არის პარტიული ორგანო. მას აქვს გარკვეული სიმპატიები ამ პარტიის მიმართ, მაგრამ სხვების მიმართაც, იმიტომ, რომ […]
Facebook Messenger Viber Twitter ირანის ქალაქ ახვაზში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირზე (3rd International Fajr Cup) ქართველმა ძალოსნებმა, გიორგი და გოგა ჩხეიძეებმა 6 ოქროს მედალი მოიპოვეს! გიორგი ჩხეიძემ (+105 კგ.) ატაცში 180 კილოგრამი დაძლია, აკვრაში კი 220 და ოქროს მედლების მოპოვება შეძლო. აღნიშნულ ტურნირზე ასევე სამი ოქროს მედალი მოიპოვა გოგა ჩხეიძემაც (69 კგ.) მან ატაცში 130 კილოგრამს […]
რუსეთის პრეზიდენტი აცხადებს, რომ „მისთვის სულ ერთია“, ჩაერივნენ თუ არა რუსეთის მოქალაქეები აშშ-ის 2016 წლის პრეზიდენტის არჩევნებში. ამასთან ვლადიმერ პუტინი დაჟინებით ამტკიცებს, რომ კრემლს არანაირი კავშირის რუსეთის ამ მოქალაქეებთან არ აქვს. „რატომ დაასკვენით, რომ პირადად მე და რუსეთის ხელისუფლებამ დავრთეთ მათ ამის ნება?“, - მიუგო პუტინმა ტელეკომპანია NBC News-ის კორესპონდენტს მეგან კელის, რომლის მწვავე შეკითხვებსაც რუსეთის შესაძლოა ჩარევის შესახებ,რუსეთის ლიდერი საკმაოდ აგრესიულად პასუხობდა. ექსკლუზიური... Читать дальше...
საქართველოს პრეზიდენტი აცხადებს, რომ უკრაინიდან ეროპაში გაძევებული მიხეილ სააკაშვილის ფაქტორი არ წარმოადგენს არავითარ პრობლემას საქართველოსათვის ევროკავშირთან ურთიერთობაში. ამის თაობაზე გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა რადიო თავისუფლების კორესპონდენტ, რიკარდ იოზვიკის შეკითხვის პასუხად. მარგველაშვილმა თავი აარიდა მიხეილ სააკაშვილის მომავალ პოლიტიკურ კარიერაზე დეტალურ საუბარს, მაგრამ დასძინა, რომ მოსწონს ეს ვინმეს თუ არა, „მიხეილ სააკაშვილი იყო და დარწმუნებული ვარ დღემდე რჩება ერთ-ერთ ყველაზე პროევროპულ პოლიტიკოსად საქართველოში... Читать дальше...
ვაშინგტონი აპირებს მიმართოს მის მოკავშირეებს, გაზარდონ ნატოს წინაშე ნაკისრი ფინანსური ვალდებულებები, რათა თავიდან აიცილონ აშშ-ში ფოლადისა და ალუმინის ექსპორტზე დაწესებული ახალი გაზრდილი გადასახადი. ამის შესახებ ტელეკომპანია SNBC –ისთან ინტერვიუში განაცხადა აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა სტივენ მნუჩინმა. მის თქმით, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გამართავს უშიშროების საბჭოს სხდომას, რომელზეც გაირკვევა, თუ რომელ ქვეყნებზე არ გავრცელდება ახალი ტარიფები. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მანამდე არაერთხელ მოუწოდა ალიანსი ქვეყნებს... Читать дальше...
2018 წლის თებერვლის დასაწყისში მსოფლიოს მოედო ცნობა სირიაში, აშშ-ის ავიაციის იერიშის შედეგად, მრავალი რუსი მებრძოლის დაღუპვის შესახებ. ურთიერთგამომრიცხავი ცნობებით, მხოლოდ ერთ საბრძოლო ეპიზოდში დაიღუპა, დაახლოებით, 200 რუსი დაქირავებული მებრძოლი, რომელიც სირიაში კერძო სამხედრო კომპანია (კსკ) „ვაგნერის“ რიგებში იბრძოდა.
სულ მცირე 15 სამხედრო პირი დაიღუპა ავღანეთის დასავლეთ ფარას პროვინციაში მომხდარი თავდასხმის შედეგად, რომელზეც პასუხისმგებლობა ორგანიზაცია თალიბანმა აიღო. პროვინციის საბჭოს ხელმძღვანელის, ფარიდ ბახტავარის ინფორმაციით, თავდასხმა მოხდა გარიჟრაჟზე. მოკლულია არმიის სპეცდანიშნულების რაზმის 7 წევრი და პოლიციის 8 თანამშრომელი. სამი კაცი კი უგზოუკვლოდ დაკარგულად ითვლება. ირანის საზღვარზე მდებარე ფარას პროვინცია თალიბანის ინტენსიური თავდასხმების ეპიცენტრს წარმოადგენს. ქაბულმა იქ დამატებით რამდენიმე ასეული... Читать дальше...
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლების წინაშე დგას ორი ამოცანა: განავითაროს ქვეყანის ევროატლანტიკური კურსი და ამავე დროს კარგად იყოს ინფორმირებული რუსეთიდან მოსალოდნელ პროვოკაციებზე, რათა შეძლოს მათი თავიდან აცილება. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ისაუბრა ბრიუსელში, სადაც მას ჩვენი რადიოს კორესპონდენტი რიკარდ იოზვიაკი შეეკითხა, თუ რის მიღწევა სურს საქართველოს იმ მიმართვით, რომელიც რუსეთს გაუზგავნა საქართველოს მთავრობამ. მანამდე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა... Читать дальше...
Facebook Messenger Viber Twitter საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები სტუმრად რუსეთს დაუპირისპირდა და მეტოქე 9:29 დაამარცხა. მატჩი პირველივე წუთებიდან დაძაბულ ბრძოლაში წარიმართა და პირველი ტაიმი მოულოდნელად მასპინძლებმა 9:7 მოიგეს, თუმცა მეორე ნახევარში საქართველოს ნაკრების თამაში უფრო აგრესიული გახდა და საბოლოოდ ეროვნულმა გუნდმა გამარჯვება 20 ქულის სხვაობით მოიპოვა.
აზერბაიჯანის ორმა ძირითადმა ოპოზიციურმა ძალამ 10 მარტს განაცხადეს, რომ ბოიკოტს უცხადებენ 11 აპრილს დანიშნულ ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებს. 5 თებერვალს აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა გამოსცა განკარგულება, რომლითაც 11 აპრილისათვის გადმოიტანა 17 ოქტომბერს დანიშნული პრეზიდენტის არჩენების თარიღი. ილჰამ ალიევის განკარგულებაში არ არის მითითებული არჩევნების ნახევარი წლით ადრე ჩატარების მიზეზი. მუსვატისა და დემოკრატიული ძალების ეროვნულმა საბჭომ განაცხადეს, რომ ისინი არ მიიღებენ მონაწილეობას არჩევნებში. Читать дальше...
„რაგბი ევროპა 2018-ზე“ საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა გასვლითი თამაში გამართა რუსეთში და მასპინძლები დაამარცხა ანგარიშით 29:9. ამ გამარჯვების შემდეგ ქართველ მორაგბეებს ოთხიდან ოთხი მოგება აქვთ და ტურნირში ლიდერობენ. მომდევნო შეხვედრას 18 მარტს ქართველი მორაგბეები თბილისში გამართავენ რუმინელებთან, რომლებიც ტურნირში მეორე ადგილზე იმყოფებიან.
რამდენიც არ უნდა ვიმღეროთ, ვიცეკვოთ, ვილაპარაკოთ და ვილოცოთ ორმხირივი სიყვარულით აღტყინებულებმა, არსებულ რეალობას ვერსად წაუვალთ - რუსეთი ორასწლიან ომშია ჩაბმული საქართველოსთან...
ბულგარეთის ვიცე-პრემიერმა ვალერი სიმეონოვმა ტელეარხ БНТ-სთან ინტერვიუში „კაგებეს აგენტი“ და რუსეთის „სიგარეტის მიტროპოლიტი“ უწოდა რუსეთის პატრიარქ კირილეს. ბულგარეთის მთავრობის ერთ-ერთი ხელმძღვანელის ასეთი კომენტარი მოჰყვა რუსეთის პატრიარქ კირილეს განცხადებას ბულგარეთში ვიზიტის შემდეგ. რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ხელმძღვანელის გულისწყრომა გამოიწვია ისტორიულმა ინტერპრეტაციებმა ბულგარეთის გათავისუფლების თაობაზე. სიმეონოვის თქმით, 1996 წელს რუსეთის პატრიარქმა რუსეთში შეიტანა 14 მილიარდი დოლარის ღირებულების სიგარეტი. Читать дальше...
ნატომ ალიანსის ასპირანტის სტატუსი მიანიჭა უკრაინას, რითაც სცნო ამ ქვეყნის მისწრაფება მომავალში გახდეს 29 ქვეყნისაგან შემდგარი ალიანსის სრულუფლებიანი წევრი. ასპირანტის, ანუ ნატოს წევრობის მსურველი ქვეყნისსტატუსით ამჟამად სარგებლობს სამი ქვეყანა ბოსნია-ჰერცეგოვინა, მაკედონია და საქართველო. „ნატოს კარი ღიაა ყველა ევროპული ქვეყნისათვის, რომელიც ერთგულია წევრობის დადგენილი ვალდებულებებისა და მოთხოვნებისა და საკუთარი წვლილი შეაქვს ევროატლანტიკური სივრცის უსაფრთხოებაში“, - ნათქვამია ალიანსის 9 მარტის განცხადებაში... Читать дальше...
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია 10 მარტს ბაქოში შეხვდა ქვეყნის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს. საქართველოს სამხედრო უწყების ინფორმაციით, იზორია ოფიციალური ვიზიტით იმყოფება აზერბაიჯანში, სადაც მოგვიანებით შეხვდა ამ ქვეყნის თავდაცვის მინისტრ, გენერალ-პოლკოვნიკ ზაკირ ჰასანოვს. მხარეებმა ხელი მოაწერეს ორ უწყებას შორის 2018 წლის ორმხრივი თანამშრომლობის გეგმას, რომლის დეტალები უცნობია.
სლოვაკეთის დედაქალაქ ბრატისლავაში გამართულ საპროტესტო აქციაზე 9 მარტს ათეულ ათასობით ადამიანი გამოვიდა ქუჩაში. დემონსტრანტების მთავარი მოთხოვნა იყო გამომძიებელი ჟურნალისტისა და მისი შეყვარებული გოგოს მკვლელობის საქმის გამოძიება და ევროკავშირისა და ნატოს ამ ქვეყანაში არსებული კორუფციის დაძლევა. სლოვაკეთის მედიის ცნობით, შაბათის აქცია, რომელშიც მონაწილეობდა 40 ათასი ადამიანი, ყველაზე დიდი დემონსტრაციაა 1989 წლის ხავერდოვანი რევოლუციის შემდეგ, რომელმაც წერტილი დაუსვა ჩეხოსლოვაკიის კომუნისტური რეჟიმის არსებობას. Читать дальше...
საქართველოს პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ საქართველოს იმსახურებს ევროკავშირის და ნატოს წევრობას. ამის თაობაზე მარგველაშვილმა განაცხადა ბრიუსელში, სადაც ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის განახლების თემაზე გამართულ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით ფორუმზე საუბარი ასევე შეეხო რუსეთის აგრესიულ პოლიტიკას და სადეზინფორმაციო პროპაგანდას, რომელსაც ადგილი აქვს არა მხოლოდ საქართველოში, უკრაინასა და მოლდავეთში, არამედ ევროკავშირშიც. საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა... Читать дальше...
Facebook Messenger Viber Twitter საქართველოს თავდაცვის მინისტრი ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკაში იმყოფება, სადაც პრეზიდენტ ილჰამ ალიევს შეხვდა, თავდაცვის სამინისტროს ცნობით, მხარეებმა საქართველოსა და აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ მხარდაჭერა გამოხატეს და აღნიშნეს, რომ ქვეყნებს შორის პოლიტიკური ურთიერთობები წარმატებით ვითარდება. “პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან შეხვედრის შემდეგ, აუდიენცია აზერბაიჯანელ კოლეგასთან, გენერალ-პოლკოვნიკ ზაკირ ჰასანოვთან მოეწყო. პირისპირ... Читать дальше...
დავით ქლიბაძე მიმოიხილავს განვლილი კვირის მნიშვნელოვან სპორტულ მოვლენებს.