Добавить новость


World News in Georgian


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

ოჯახის ინფორმაციით, არჩილ ტატუნაშვილის ცხედარს წამების კვალი აქვს

არჩილ ტატუნაშვილის ოჯახის წევრების ინფორმაციით, ცხედარს ძალადობის და წამების კვალი აღენიშნება - ამის შესახებ რადიო თავისუფლებას უთხრა წყარომ, რომელიც ტატუნაშვილების ოჯახს იცნობს. 21 მარტს, მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წილკანში ჩავიდნენ ოკუპირებული ახალგორის რაიონის სოფელ ყანჩავეთის მცხოვრებნი, რომლებმაც ოჯახს მიუსამძიმრეს. ყანჩავეთი არჩილ ტატუნაშვილის მშობლიური სოფელია, სადაც მისი წინაპრების სახლია, წილკანში კი დევნილებისთვის განკუთვნილ კოტეჯში ცხოვრობდა მშობლებთან ერთად. რადიო თავისუფლების ახალგორელი წყაროს ცნობით, არა მხოლოდ ახალგორში, ცხინვალშიც ბევრი ადამიანი ფიქრობს, რომ არჩილ ტატუნაშვილი მოკლულია, თუმცა, ხმამაღლა საუბარს ყველა ერიდება დე ფაქტო რესპუბლიკის სპეცსამსახურების განსაკუთრებული კონტროლის გამო. ცხინვალელმა სამოქალაქო აქტივისტმა და ბლოგერმა, მარია პლიონმა ფეისბუქში დაწერა, რომ არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალებაში ბრალი მიუძღვით ოს სამართალდამცავებს. „არ ვიცი, ვინ მოკლა და „შემთხვევით“ გარდაიცვალა თუ არა, მაგრამ ფაქტია, რომ ბრალი მიუძღვით ოს სამართალდამცავებს. შინაგან საქმეთა მინისტრმა თანამდებობიდან ყველა უნდა გაათავისუფლოს, რადგან სირცხვილია პასუხი არ აგო საკუთარი ქმედებებისთვის. თუ ოს სამართალდამცავებს დარჩათ იმის თუნდაც ოდნავი შეგნება, რომ არსებობს უფლება, ეს უნდა გააკეთონ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ყველანი მოღალატეები იქნებიან. ვნახოთ, შეძლებს თუ არა პრეზიდენტი მათაც ისე მკაცრად ელაპარაკოს, როგორც მე მელაპარაკება სოციალურ ქსელებში“ - წერს ფეისბუქში ცხინვალელი აქტივისტი, მარია პლიონი. ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლებამ არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი და რუსეთში ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნა ქართულ მხარეს 20 მარტს გადასცა სოფელ ერგნეთთან მდებარე ე.წ. ნეიტრალურ ზონაში. სააგენტო „რეს“-მა 20 მარტს გაავრცელა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო მთავრობის წარმომადგენლის მურატ ჯიოევის განცხადება, რომლის თანახმად, რუსეთში ჩატარებულმა დამოუკიდებელმა ექსპერტიზამ დაადასტურა ცხინვალში ჩატარებული პირველადი ექსპერტიზის დასკვნა, რომ არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების მიზეზი გულის მწვავე უკმარისობაა. თბილისის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე გადასვენების შემდეგ, არჩილ ტატუნაშვილის ცხედარს ექსპერტიზა ჩაუტარდა თბილისში, სამხარაულის სახელობის ეროვნულ ბიუროში. ექსპერტიზის დასკვნა ჯერჯერობით უცნობია.


 

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus