ყოველკვირეული კალეიდოსკოპის სტუმარია პრაღაში მოქმედი ვოკალური ანსამბლი „ჰაერი“, რომლის რეპერტუარში მრავლად არის ქართული სიმღერები.
ვნახოთ, როგორია დასავლეთის ამბების ექო ქართულ სოციალურ მედიაში. მოკლე მიმოხილვას გთავაზობთ ანი ბურდული.
თბილისის მერის პირდაპირი ჩართვა დედა ენის ბაღიდან, სადაც 24 დეკემბრიდან საახალწლო კონცწერტები გაიმართება.
ბევრ ევროპელს პირის გემო ჩამოვუყალიბეთო, ამაყობს პრაღაში მცხოვრები პანი მანჩო, მანანა თოიძე. ის ფლობს ქართული სამზარეულოს საიდუმლოებას, რომელიც არც რუბრიკის ავტორს, ოქროპირ რუხაძეს გაუზიარა. სიუჟეტში გესაუბრებით საშობაო პრაღის დამამშვენებელ ატრიბუტებზე - კავკასიურ ნაძვზე და ქართულ სოუსში მომზადებულ კობრზე.
საქართველოსათვის 2017 წლის მთავარი თუ არა, ერთ-ერთი მთავარი მოვლენა უდავოდ იყო ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის დაწყება. თუმცა მოგზაურობის გარდა, ევროპასთან ასოცირებას აქვს სხვა პერსპექტივაც.
“ჩვენ, საჯარო სივრცეში მყოფ ადამიანებს გვაკისრია თმენის ვალდებულება, მაგრამ ემოციურობა, რომელიც ადამიანს აქვს ზოგჯერ კონტროლის სფეროდან გამოდის” – ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი თამარ ჩუგოშვილი პრემიერ გიორგი კვირიკაშვილსა და ნაციონალური მოძრაობის წევრ ნიკა მელიას შორის მომხდარ დაპირისპირებას. “ის ქცევები, რომელიც ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მხრიდან მოდიოდა არ არის გასაკვირი, ეს არის დესტრუქციული და აგრესიული ძალა, რომელიც […]
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ პრევენციის მიზნით საქართველოს მასშტაბით საპოლიციო კონტროლის განხორციელება დაიწყო. შსს-ში გამართულ ბრიფინგზე სამინისტროს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მთავარი სამმართველოს უფროსმა მამუკა ჭელიძემ განაცხადა, რომ საპოლიციო კონტროლის შედეგად უკვე დაკავებულია ათი პირი. პოლიციამ მიაკვლია დიდი რაოდენობით სხვადასხვა სახის იარაღს და საბრძოლო მასალებს, ასევე ნარკოტიკულ საშუალებებს. საპოლიციო კონტროლი ემსახურება საზოგადოების უსაფრთხოების და მართლწესრიგის დაცვას, იტყობინება შინაგან საქმეთა სამინისტრო... Читать дальше...
ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა მარიანო რახოიმ გამორიცხა საყოველთაო არჩევნების დანიშვნის პერსპექტივა იმ ფონზე, როცა კატალონიაში რეგიონალურ არჩევნებში სეპარატისტებმა გაიმარჯვეს, რითიც ჩაიშალა რახოის გეგმა გადაეჭრა ბოლო ათწლეულებში ქვეყანაში შექმნილი უდიდესი პოლიტიკური კრიზისი.
ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა მარიანო რახოიმ გამორიცხა საყოველთაო არჩევნების დანიშვნის პერსპექტივა იმ ფონზე, როცა კატალონიაში რეგიონალურ არჩევნებში სეპარატისტებმა გაიმარჯვეს, რითიც ჩაიშალა რახოის გეგმა გადაეჭრა ბოლო ათწლეულებში ქვეყანაში შექმნილი უდიდესი პოლიტიკური კრიზისი.
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმა, რომელიც მოულოდნელი ვიზიტით ეწვია ავღანეთს, ამერიკელი და ავღანელი ჯარისკაცები შეაქო 16-წლიან ომში მიღწეული „რეალური პროგრესისთვის“. მისი შეფასებით, ავღანეთისთვის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ახალი სტრატეგია წარმატებულია. პენსი 21 დეკემბრის გვიან საღამოს ქაბულში შეხვდა ავღანეთის პრეზიდენტ აშრაფ ღანისა და აღმასრულებელ ლიდერს, აბდულა აბდულას, რის შემდეგაც აღნიშნა, რომ ღანის თქმით, წელს თალიბანის მეტი ლიდერი იქნა მოკლული, ვიდრე კონფლიქტის წინა წლებში მთლიანად. ასევე პენსის თქმით... Читать дальше...
ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ბორის ჯონსონი მოსკოვში ვიზიტისას მივიდა ბორის ნემცოვის მკვლელობის ადგილას და პატივი მიაგო მის ხსოვნას. ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ნემცოვი 2015 წლის 27 თებერვალს მოკლეს მოსკოვის ცენტრში. მოსკოვში ჯონსონის ვიზიტისას, გაიმართა მისი შეხვედრა რუს კოლეგა სერგეი ლავროვთან, რომელმაც ამ საუბარს "გულახდილი დიალოგი" უწოდა. ხოლო ჯონსონმა პრეს-კონფერენციაზე აღნიშნა, რომ ლონდონი ვერ დახუჭავს თვალს უცხო ქვეყნების არჩევნებში რუსეთის ჩარევაზე, მის მოქმედებაზე უკრაინაში, ჩეჩნეთში ჰომოსექსუალი მამაკაცების დევნაზე. Читать дальше...
ავტორიტეტიან უფლებადამცველ ორგანიზაცია „ამნესტი ინტერნეიშნლის“ ინფორმაციით, ზოგ ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკაში ძლიერდება „მტრული“ დამოკიდებულება ლგბტ პირთა უფლებების დამცველი ჯგუფების მიმართ. „ამნესტიმ“ 22 დეკემბერს გამოაქვეყნა ანგარიში, რომლის თანახმადაც „სულ უფრო დისკრიმინაციულ გარემოში“ უწევთ მუშაობა ლგბტ პირთა უფლებების დამცველებს სომხეთში, ბელორუსიაში, ყაზახეთსა და ყირგიზეთში. „ამნესტის“ ევროპისა და შუა აზიის განყოფილების დირექტორის მოადგილე, დენის კრივოშეევი როგორც აღნიშნავს, ლგბტ პირები აქამდეც განიცდიდნენ დისკრიმინაციას ამ ოთხ ქვეყანაში... Читать дальше...
სამხრეთ ავღანეთში ექვსი პოლიციელი დაიღუპა დანაღმული ავტომანქანის აფეთქების შედეგად. ამავე თავდასხმისას, რომელიც თვითმკვლელმა მოაწყო, დაიჭრა ცხრა ადამიანი, მათ შორის ხუთი მძიმედ. თალიბანმა იკისრა პასუხისმგებლობა ყანდაარის პროვინციაში 22 დეკემბრის დილას განხორციელებულ ამ თავდასხმაზე. ოფიციალური პირების ცნობით, ავტომანქანა აფეთქდა პოლიციის სათავო ოფისის შესასვლელში, მაივანდის პროვინციაში. მიმომხილველები აღნიშნავენ, რომ ავღანეთში იმატა უშიშროების ძალების ობიექტებზე თავდასხმებმა. ყანდაარში თავდასხმის... Читать дальше...
„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის, ხატია დეკანოიძის განცხადებით, უკრაინის ხელისუფლება ავრცელებს ცრუ ინფორმაციას, თითქოს მიხეილ სააკაშვილს სურდეს უკრაინის დატოვება. ამ საკითხზე დეკანოიძემ ისაუბრა რადიო თავისუფლებასთან 22 დეკემბერს - მას შემდეგ, რაც გავრცელდა ცნობა, რომ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტსა და ოდესის ოლქის ყოფილ გუბერნატორს ნიდერლანდის ვიზა მისცეს. დეკანოიძის თქმით, სააკაშვილი ვერ მიიღებდა ვიზას, რადგან მას არ აქვს პასპორტი. „გარდა ამისა, მას უპრობლემოდ შეუძლია მიიღოს ჰოლანდიის მოქალაქეობა... Читать дальше...
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა „აგრესიული“ უწოდა აშშ-ის უსაფრთხოების ახალ სტრატეგიას, რომელიც პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა წარმოადგინა. პუტინის თქმით, რუსეთი ამ დოკუმენტს გაითვალისწინებს თავისი მოქმედებების დროს. პუტინმა 22 დეკემბერს, რუსეთის თავდაცვის სამინისტროში ვიზიტისას თქვა, რომ აშშ და ნატო ზრდიან ევროპაში თავიანთ სამხედრო ძალებს, რასაც „აგრესიული ხასიათი“ აქვს. იქვე პუტინმა აშშ-ს ბრალად დასდო, რომ აპირებს გასვლას ბირთვული იარაღის შესახებ ხელეშკრულებიდან, რომელიც კრძალავს საშუალო და ახლო... Читать дальше...
კატალონიაში 21 დეკემბერს ჩატარებული ადგილობრივი არჩევნების შემდეგ ადგილობრივ პარლამენტში ძალაუფლებას სეპარატისტები იბრუნებენ - რაც მძიმე პოლიტიკური დარტყმაა პრემიერ-მინისტრ მარიანო რახოიზე და ევროკავშირის ლიდერებზე, რომლებიც მას უჭერდნენ მხარს. დათვლილია თითქმის ყველა ხმა და ოფიციალური პირების ინფორმაციით, სეპარატისტული ორიენტაციის პარტიებმა მცირედი უპირატესობა მოიპოვეს კატალონიის პარლამენტში. ამგვარი შედეგის ფონზე, სავარაუდოდ, კიდევ გახანგრძლივდება პოლიტიკური დაძაბულობა, რომელმაც ესპანეთის ეკონომიკას... Читать дальше...
პარლამენტმა მესამე,საბოლოო მოსმენითმიიღო “მაუწყებლობის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებები. ცვლილებები დაამტკიცეს 63 ხმით სამის წინააღმდეგ. პარლამენტის მიერ მიღებულ პროექტში კვლავ წარმოდგენილია ის ძირითადი სადავო საკითხები, რომელთა გამოც მას წამყვანი კომიტეტი - პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი - მხარს არ უჭერს. ცვლილებების თანახმად, საზოგადოებრივ მაუწყებელს უფლებამოსილება უფართოვდება და შეეძლება კანონმდებლობით განსაზღვრული შემოსავლები, მათ შორის, სახელმწიფო ბიუჯეტიდან... Читать дальше...
ევროკავშირთან ასოცირების პროცესის შესახებ საზოგადოებაში ინფორმირებულობის გაზრდისთვის არასამთავრობო ორგანიზაცია „ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველომ“ მიმდინარე თვიდან დაიწყო პროექტის განხორციელება, სახელწოდებით „იმერეთის მხარეში ევროკავშირთან ასოცირების პროცესის შესახებ საზოგადოებაში ინფორმირებულობის გაზრდა“.
შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენმა თუშეთის მიმართულებით რეისები განაახლა პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის დავალებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენმა თუშეთის მიმართულებით ყოველკვირეული რეისები განაახლა. ვერტმფრენმა სოფელ ალვანიდან სოფელ ომალოში, განახლებული რეისით, პირველი მგზავრები გადაიყვანა. სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი საავტომობილო გზის ამოქმედებამდე, ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებების უზრუნველსაყოფად, თუშეთში, სოფელ ომალოში, რეგულარულად... Читать дальше...
ზუგდიდის საკრებულოში უმრავლესობის დეპუტატებსა და ოპოზიციას შორის სიტყვიერი დაპირისპირება გამოიწვია თვითმმართველობის საკუთრებაში არსებული საფეხბურთო გუნდის გაყიდვაზე ნებართვის გაცემის საკითხმა.
გორში, ადმინისტრაციულ შენობაში, დილიდან ხმაური იყო - იძულებით გადაადგილებული პირები ბინების მიუღებლობასა და სპეციალური კომისიის გადაწყვეტილებას აპროტესტებდნენ. ერთმა ადამიანმა იქვე დაზიანება მიიყენა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, სამი მსაჯისა და ორი მწვრთნელის დაკავება უკავშირდება საკალათბურთო ჩემპიონატის „სუპერლიგის“ სამი მატჩის ჩაწყობას. როგორც სუს-ის განცხადებაშია ნათქვამი, მსაჯებმა და მწვრთნელებმა აღნიშნული თამაშების კონკრეტული შედეგებით დასრულების სანაცვლოდ ჯამში, 36000 ლარი აიღეს. განცხადების თანახმად, 2017 წლის 15 და 16 დეკემბერს გაიმართა საკალათბურთო ჩემპიონატის „სუპერლიგის“ სამი შეხვედრა, რომლებიც დასრულდა წინასწარ შეპირებული ქულათა სხვაობით, რის შემდეგაც დაკავებული პირები დაეუფლნენ მოთხოვნილ თანხას... Читать дальше...
22 დეკემბერს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო ნინო დემეტრაშვილი, "სამოქალაქო განვითარების სააგენტოს" (სიდა) პროექტის მენეჯერი.
დღევანდელი გადაცემის სტუმარია გიორგი ქერელაშვილი - "საქართველოს სიმფონიეტა".
რადიო თავისუფლება დაინტერესდა, რას ფიქრობს ხალხი საქართველოს ისტორიული ძეგლების მდგომარეობაზე.