ომის ვეტერანი მალხაზ თოფურია სოციალურ ქსელში უკრაინაში სააკაშვილის მხარდასაჭერად გამართულ აქციას ეხმაურება: “მილიონიანი მარში, მილიონ ს ჩემტა იყოო, არა და 40 მილიონიან უკრაინაში ცოტა უხერხულია 3 ათას კაცზე მეტს რომ ვერ შეკრიბავ მშვიდობიანი და კონსტიტუციური აღარაა აქცია როდესაც მას სამხედრო ბატალიონები უერთდებიან! ქართული წელთაღრიცხვით, უკრაინაში 1991 წელია!” – წერს თოფურია
თბილისში, რუსთაველის გამზირზე ავტოავარია მოხდა. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი და ლურჯი ავტობუსი შეეჯახა. გავრცელებული ინფორმაციით, ამ წუთებში მსუბუქი ავტომანქანიდან ერთი ადამიანის ამოყვანას ცდილობენ. რუსთაველის გამზირზე ამ დროისთვის საავტომობილო მოძრაობა შეფერხებულია.
საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტები დამსვენებლების მისაღებად მზად არის და ზამთრის ტურისტული სეზონი კურორტებზე ეტაპობრივად, ოფიციალურად გაიხსნება. 10 დეკემბერს ტურისტული სეზონი გუდაურისა და გოდერძის კურორტებზე გაიხსნება. 12 დეკემბერს, ბაკურიანში გაიხსნება დიდველი, ხოლო 23 დეკემბერს კოხტა-მიტარბი. რაც შეეხება სვანეთს, მესტია-ჰაწვალისა და თეთნულდის კურორტებზე სეზონის გახსნა 17 დეკემბერს არის დაგეგმილი. აღსანიშნავია, რომ 23 დეკემბერს გაიხსნება მესტია-ჰაწვალის ახალი საბაგირო, რომელიც მესტიის […]