ქალაქ რუსთავის რამდენიმე ქუჩაზე საახალწლო განათებები დააზიანეს. დაზიანებულია შარტავასა და კოსტავას გამზირზე დამონტაჟებული განათბები, ასევე ასლანიკაშვილის სკვერში ილუმინაციებია გატეხილი. დაზიანებულია ნაძვის ხეც და ასევე ნაძვის ხის განათებები.
შოკოლადის მსოფლიოს უმსხვილესი მწარმოებელი კომპანიები ბოლო ხანებში იძულებული ხდებიან ახლებური პროდუქტი გამოუშვან, რომელიც დააკმაყოფილებს შოკოლადის მომხმარებლის ახალ, ჯანმრთელობაზე მზრუნველ ტიპს.
20 დეკემბერს რუსეთი აღნიშნავს ჩეკისტების დღეს. მართლაც, რომ ცოტა რამ მეტყველებს სახელმწიფოს ბუნებაზე ისე კარგად, როგორც მისი დღესასწაულები...
თეთრი სახლის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჰ.რ. მაკმასტერი, აღნიშნავს, რომ დასავლეთის ქვეყნები უნდა დაუპირისპირდნენ რუსეთის „მადესტაბილიზებელ ქცევას“ და რომ მოსკოვი აწარმოებს „ძალიან დახვეწილ დივერსიულ კამპანიას“ თავისუფალი და ღია საზოგადოებების დასასუსტებლად. ბრიტანეთის სამაუწყებლო კორპორაცია BBC-თან ინტერვიუში, რომელიც 10 დეკემბერს გამოქვეყნდა, მაკმასტერმა აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართულ ნაბიჯად მოიხსენია რუსეთის სავარაუდო ჩარევა აშშ-ის შარშანდელ საპრეზიდენტო არჩევნებში. Читать дальше...
ქალთა უფლებების დამცველები საქართველოში აქტიურად მუშაობენ ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის გასაზრდელად, თუმცა ამ ხნის მანძილზე დასახულ მიზანთან ისინი არასდროს ყოფილან ისე ახლოს, როგორც ახლა.
ამერიკის შეერთებული შტატების 2017 წლის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიაში საქართველო, უკრაინასთან ერთად, რუსეთის დესტრუქციული, მტრული პოლიტიკის ჭრილშია ნახსენები.
2017 წელს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მომხდარ ტერორისტულ აქტებს ასობით ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.
ლილოში მდებარე მუნიციპალური თავშესაფარი ყინვების პერიოდში ღამის გათევის საშუალებას მისცემს უსახლკაროებს, მიუხედავად რეგისტრაციის ადგილისა. ამჟამად თბილისის მუნიციპალურ თავშესაფარში 108 ბენეფიციარია.
რუსთავის მერია თავის მიერვე დაფუძნებული არაკომერციული ორგანიზაციების, ე.წ. აიპების, შემცირებას აპირებს. ორი ასეთი სტრუქტურის ლიკვიდაციის გადაწყვეტილება უკვე მიღებულია, სამიც ერთ ორგანიზაციად ჩამოყალიბდება.
სოლიდარობის ფონდის ხელმძღვანელად ია მაქაცარია დაინიშნა. საქართველოს სოლიდარობის ფონდმა, რომელიც პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, 2014 წელს დაფუძნდა, დღემდე ონკოლოგიური დაავადებების მქონე 22 წლამდე 470 ბავშვისა და მოზარდის მკურნალობა და დიაგნოსტიკა დააფინანსა, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე – საზღვარგარეთ. სოლიდარობის ფონდის ამოქმედებიდან, საქართველოში, უსახსრობის გამო, სიმსივნით დაავადებული არც ერთი ბავშვი და ახალგაზრდა არ დაღუპულა. ფონდი საზოგადოების, კერძო სექტორისა და […]
ზუგდიდში საქართველოს ტერიტორიაზე არსებული კონფლიქტების დარეგულირების პერსპექტივებზე, ამ მხრივ სახელმწიფოს მიერ განხორციელებულ და მიმდინარე სამუშაოებზე, ასევე არასამთავრობო სექტორის მუშაობის შედეგებსა და მნიშვნელობაზე დისკუსია მოეწყო.
აშშ-ში სულ მცირე სამი ადამიანი დაიღუპა და ათობით დაშავდა, როცა მატარებელი, რომელიც პირველ რეისს ასრულებდა ახალ, მაღალი სიჩქარის გზაზე, რელსებიდან გადავიდა, რის შედეგადაც ვაგონები ვაშინგტონის შტატის მანქანებით სავსე გზატკეცილზე აღმოჩნდა. Amtrak-ის მატარებელი რელსებიდან გადავიდა ხიდზე, რომელსაც კვეთდა სიეტლიდან 65-ე კილომეტრის მოშორებით, შტატებსშორისი გზატკეცილის თავზე, დილის პიკის საათში, 18 დეკემბერს. რელსებიდან გადავიდა მატარებლის 14 ვაგონიდან 13 და ზოგიერთი მათგანი გზატკეცილზე აღმოჩნდა, რის შემდეგაც შეეჯახა ხუთ მანქანას... Читать дальше...
ერგნეთში „ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის“ სამუშაო ჯგუფის წლის ბოლო, შემაჯამებელი, შეხვედრა გაიმართა.
დოპინგით მანიპულაციას, რომელსაც რუსეთმა მიმართა ოლიმპიურ თამაშებზე სასურველი შედეგების მისაღწევად, თავისი მასშტაბით „უპრეცედენტო“ უწოდა საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა. მაგრამ რუსეთი არ არის პირველი ქვეყანა, რომელსაც ოლიმპიურ ასპარეზობაში მონაწილეობა აეკრძალა.
რუსეთი და ჩინეთი აკრიტიკებენ აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების ახალ სტრატეგიას, რომელიც 18 დეკემბერს წარმოადგინა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა. დოკუმენტში რუსეთი და ჩინეთი მოხსენიებული არიან ვაშინგტონის მეტოქეებად, რომლებიც ცდილობენ ძირი გამოუთხარონ აშშ-ის ძალასა და ინტერესებს. კრემლის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა 19 დეკემბერს თქვა, რომ ახალი სტრატეგია „იმპერიული ხასიათისაა“ და რომ ვაშინგტონი „ებღაუჭება ერთპოლუსიან მსოფლიოს“. ხოლო ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ვაშინგტონს მოუწოდა, უარი თქვას „ცივი ომის მენტალიტეტს“. Читать дальше...
ორგანიზაციის „რეპორტიორები უსაზღვრებოდ“, ინფორმაციით, 2017 წელს მსოფლიოში მოკლეს 65 ჟურნალისტი, რაც 18 პროცენტით ნაკლებია წინა წელთან შედარებით. მოკლულებს შორის იყვნენ როგორც პროფესიონალი, ისე არაპროფესიონალი, ე.წ. მოქალაქე-ჟურნალისტები და მედიასაშუალებების თანამშრომლები. ანგარიშით, რომელიც 19 დეკემბერს გამოაქვეყნა პარიზში დაფუძნებულმა ორგანიზაციამ, 2017 წელს მოკლულ იქნა 50 პროფესიონალი ჟურნალისტი, რაც ბოლო 14 წლის ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. „რეპორტიორები უსაზღვრებოდ“ მსხვერპლის შემცირების ერთ-ერთ მიზეზადმიიჩნევს იმ გარემოებას... Читать дальше...
ქართული კინოს პიონერი, ადრეული ქართული კინოს ერთ-ერთი ყველაზე ნოვატორული ფილმის, „ჩემი ბებიას“ რეჟისორი, კოტე მიქაბერიძე იყო რთული შემოქმედებითი ბიოგრაფიის მქონე ავტორი, რომელმაც საბჭოთა იდეოლოგიის პირობებში არაერთი განუხორციელებელი პროექტი დატოვა.
2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგად საქართველოს პარლამენტში 73 მაჟორიტარი დეპუტატი შევიდა. რადიო თავისუფლება დაინტერესდა, რამდენად იცნობენ მოქალაქეები თავიანთი რაიონის დეპუტატს და მიუმართავთ თუ არა მისთვის.
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმა გადადო ეგვიპტესა და ისრაელში ვიზიტი, რომელიც მიმდინარე კვირისათვის იყო დაგეგმილი. პენსის ადმინისტრაციის განცხადებით, გადაწყვეტილების მიზეზია სენატში მოახლოებული კენჭისყრა საგადასახადო რეფორმის შესახებ. ახალი გეგმით, პენსი იანვარში გაემგზავრება ახლო აღმოსავლეთში. ცნობის ფონს ქმნის რეგიონში დაძაბულობის გამწვავება მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა იერუსალიმი აღიარა ისრაელის დედაქალაქად. ამ გადაწყვეტილების გამო პალესტინელების ლიდერმა, მაჰმუდ აბასმა გააუქმა პენსთან... Читать дальше...
თეთრი სახლის მრჩეველმა ეროვნული უშიშროების საკითხებში, ეიჩ არ მაკმასტერმა განაცხადა, რომ აშშ მზად უნდა იყოს იმისთვის, რომ საჭიროების შემთხვევაში შეძლოს, აიძულოს ჩრდილოეთი კორეა, უარი თქვას ბირთვულ იარაღზე. მაკმასტერმა ეს უთხრა „ბი-ბი-სის“, რომელმაც ინტერვიუს ტექსტი გამოაქვეყნა საინტერნეტო საიტზე 19 დეკემბერს. ეს ინტერვიუ ბოლო მინიშნებაა იმისკენ, რომ აშშ მზად არის გამოიყენოს ძალა გარკვეულ მომენტში, რათა ჩრდილოეთი კორეის ბირთვული და სარაკეტო იარაღისგან მომავალი საფრხე გაანეიტრალოს. მაკმასტერს ჟურნალისტმა ჰკითხა... Читать дальше...
დღევანდელი გადაცემის სტუმარია გიორგი ნონიაშვილი, ილიას უნივერსიტეტის კონსტიტუციური კვლევების ცენტრის მკვლევარი.
19 დეკემბერს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო ნინო ცაგარეიშვილი, "ადამიანის უფლებათა ცენტრის" თანადირექტორი, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთვის (ICC) საქართველოს კოალიციის თავმჯდომარე.
სოფელ ერგნეთში ინციდენტებისა პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის სამუშაო ჯგუფების შეხვედრა მიმდინარეობს. სახელმწიფოს უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილის, კახაბერ ქემოკლიძის განცხადებით, დღევანდელ შეხვედრაზე საუბარი შეეხება ბოლო ერთი თვის განმავლობაში დაფიქსირებულ ყველა მნიშვნელოვან ინციდენტს. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდება 2017 წლის განმავლობაში რეგიონში ჩატარებულ სამხედრო წვრთნებსა და აქტიურ მილიტარიზაციაზე. გარდა ამისა, ქართული მხარე ისაუბრებს 2014 წლის ივნისში... Читать дальше...
„რუსეთი ამერიკის შეერთებული შტატების უსაფრთხოების ახალ სტრატეგიას გონივრული ძალის გამოყენებით უპასუხებს“, - აცხადებს რუსეთის ფედერაციის საბჭოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ფრანც კლინცევიჩი. აშშ-ის უსაფრთხოების ახალი სტრატეგიის დოკუმენტი პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 18 დეკემბერს გამოაქვეყნა. ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია ოთხ საკვანძო საკითხს შეიცავს: ამერიკელების დაცვა, ამერიკის კეთილდღეობის ამაღლება, მსოფლიოს დაცვა ძალის გამოყენებით და ამერიკის გავლენის გაზრდა. დოკუმენტი მომზადდა სახელმწიფო დეპარტამენტის... Читать дальше...
ორი წლის ლოდინის შემდეგ, ახალციხის პირველი საჯარო სკოლის მოსწავლეები მშობლიურ სკოლას დაუბრუნდნენ. სასწავლო პროცესი შენობის საზეიმო გახსნის პარალელურად აღდგა.