ჟურნალისტი კოკა ყანდიაშვილი სოციალურ ქსელში ზურაბ ჟვანიას შესახებ წერს: “54 წლის გადებოდა დღეს ზურა ჟვანია. მკვლელობამდე, 4-5 საათით ადრე ვისაუბრეთ მობილურით, ასე მითხრა – ხვალ ვერ მოვახერხებ და ზეგ შევხვდეთო……. კარგ ხასიეთზე იყო, ხუმრობდა….. ჩვენ ვთანამშრომლობდით და ვმეგობრობდით. მიუხედავად ამისა – არასოდეს მიმიმართავს მისთვის “შენობით” (ამაზე ბრაზობდა ???? ) მიხარია, რომ დღეს ჩვენი შვილები მეგობრობენ, […]
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას შეფასებით, მისი შვილი უკრაინის ხელისუფლებას უკანონოდ ჰყავს დაკავებული. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ალასანიამ განუცხადა, მას საკმაოდ მწირი ინფორმაცია გააჩნია შვილის მდგომარეობის შესახებ. ამასთან, როგორც ალასანიამ აღნიშნა, თუ საჭირო გახდება, უკრაინაში ის პირადადაც ჩავა. „მისი დაკავება სრულიად უკანონოა. სად გაგონილა ასეთი ამბავი, თან დემოკრატიაზე აქვთ პრეტენზია და ევროკავშირისთვის ემზადებიან. თუ საჭირო ვიქნები, […]
დროებითი დაკავების იზოლატორში მყოფი მიხეილ სააკაშვილის მიმართ საგამოძიებო მოქმედებები დასრულებულია – ამის შესახებ ინფორმაციას “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე უკრაინის გენერალური პროკურორის პრესმდივანი ავრცელებს. “საგამოძიებო მოქმედებები დასრულებულია. დროებითი დაკავების იზოლატორს ახლა ოთხი ადვოკატი ტოვებს. დაკავებული სააკაშვილი ისვენებს. პროკურორები აღკვეთის ღონისძიების სახით ელექტრონული სამაჯურის ტარების პირობით შინაპატიმრობის შესახებ სასამართლოსადმი შუამდგომლობას ამზადებენ” – წერს ლარისა სარგანი.
სოფელ დაგვაში 18 წლის ახალგაზრდას ეძებენ. დაკარგული სახლიდან 7 დეკემბერს გავიდა და აღარ დაბრუნებულა. ,,ბოლო ინფორმაციით, იგი ქობულეთის ცენტრში უნახავთ, სამარშრუტო ტაქსით წასულა ქობულეთში. იმ დღესვე მივმართეთ პოლიციას. ვითხოვთ დაიკითხოს ყველა, ვინც რაიმე ინფორმაციას ფლობს. ამოიღონ სათვალთვალო კამერების ჩანაწერები. ვითხოვთ დახმარებას“ – აცხადებს დაკარგული მოზარდის მამა. შსს ინფორმაციით, შეტყობინების მიღებისთანავე სამძებრო სამუშაოები დაიწყო.
პარტია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერები და წევრები მიხეილ სააკაშვილის დაკავების გამო არაადექვატურები გახდნენ და სოციალურ ქსელში ერთმანეთის გამხნევება სცადეს.