ჟურნალისტ გია გაბრიჭიძის პოსტი სოციალურ ქსელში. “არ უნდა ამას ბევრი ფიქრი და რევერანსები. ძალიან კარგად ჩანს, თუ რა უნდათ ამ ნაცებს (ორივეს). მათ ნამდვილად არ უნდათ სიცოცხლით სავსე ქალაქი, არ უნდათ ღიმილიანი სახეები. მათი სურვილია, რომ თბილისი დაძაბულობის და შიშის ქალაქი იყოს. ძალიან დადებითია ის, რომ კალაძე არ გამოდის ვიწრო პარტიული ინტერესებიდან და თანამშრომლობას სთავაზობს […]
ჯაზის მომღერალი თეონა მოსია 12 წელიწადია ცხოვრობს ვენაში. თეონამ, როგორც კონსერვატორიის სტუდენტმა, ვენის ცნობილ ჯაზ-კლუბ „ცვეში“ გამართა თავის დროზე კონცერტი და მას მერე ქმნის მუსიკას, ასწავლის სიმღერას და ჯაზით მიღებული თავისუფლებით ცხოვრობს თავის ხელოვნებაში. რუბრიკის ავტორი, ოქროპირ რუხაძე, და ოპერატორი, ილია სამურგანიდი, ვენაში ესტუმრნენ მას.
ვნახოთ, როგორია დასავლეთის ამბების ექო ქართულ სოციალურ მედიაში. მოკლე მიმოხილვას გთავაზობთ ანი ბურდული.
თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავარი საახალწლო ნაძვის ხე პატარებთან ერთად აანთო.
თბილისის მერიის ინფორმაციით, 16 დეკმბერს, 00:00 სთ-დან – 17 დეკემბრის 23:00 სთ-მდე იუსტიციის სახლთან მდებარე საფეხმავლო ხიდი სარეაბილიტაციო სამუშაოებიდან გამომდინარე გადაიკეტება. სამუშაოებს „თბილსერვის ჯგუფის“ დაკვეთით შპს „კაპიტელი“ ახორციელებს.
ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის, მიხეილ სააკაშვილის თქმით ციხეში მან შიში დაამარცხა: “უნდათ, რომ საქართველოში არ ჩავიდე, მაგრამ როდესაც ჩვენ გავიმარჯვებთ უკრაინაში, ჩავალთ საქართველოში. თუ უკრაინაში წესრიგის დამყარებას არ დამაცდიან და მანამდე გამიშვებენ საქართველოში, ჯერ საქართველოში დავამყარებ წესრიგს და მერე უკრაინაში. აქ არის პრიორიტეტების და დროის ამბავი. გარწმუნებთ, ორივე ქვეყანას ვეყოფი. მაქვს საკმარისი ძალა, ენერგია და […]