უბედური შემთხვევა მოხდა ბათუმში. 50 წლამდე ქალი საცხოვრებელი სახლის მე-4 სართულიდან გადმოვარდა და გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით აწგარდაცვლილი მინას წმენდდა, რა დროსაც წონასწორობის შენარჩუნება ვერ შეძლო და გადმოვარდა.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის განცხადებას გამოეხმაურა. „ვერა და ვერ დამივიწყა პუტინმა! შემთხვევითობა გგონიათ ის, რომ მისი თეზისები უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის აზრებსა და ტერმინოლოგიას სრულად ემთხვევა?“,- წერს სააკაშვილი. რუსეთში „მაიდნები“ მოხდება, ქუჩებში კი „სააკაშვილები“ ირბენენ – პუტინის პასუხი სობჩაკს
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით ფულადი თანხის თაღლითურად დაუფლების მცდელობის სამი ფაქტი გამოავლინეს და დანაშაულში მხილებული 5 პირი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ შემთხვევაში, ბრალდებულებმა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირის ნდობა მოიპოვეს და მოტყუებით დაარწმუნეს იგი, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა... Читать дальше...
ქალაქ რუსთავში ავტოავარია მოხდა. ფიროსმანისა და სპორტის ქუჩების გადაკვეთაზე, ავტომობილი თავდაპირველად “მერსედეს”-ის მარკის ავტომობილს დაეჯახა, შემდეგ კი ხეს. ადგილზე მობილიზებული იყვნენ სასწრაფო დახმარების და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები. ავარიის შედეგად მსუბუქი, დაზიანებები მიიღეს სამმა მამაკაცმა, ასევე მსუბუქად დაშავდა “მერსედესის” მძღოლი ქალბატონი. დაშავებულები სასწრაფო დახმარების ბრიგადამ რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.