Мы в Telegram
Добавить новость

Загрутдинов: Жилой дом по реновации введут в Новогирееве в 2024 году

Более 31 тыс старых автопокрышек собрали в Подмосковье

Байкер Хирург: соблюдение ПДД зависит от понимания человеком своей роли на дороге

Более 30 новых школ и детских садов откроются в столице к началу учебного года



World News in Georgian
Ria.city


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer


Июль
2021

Новости за 07.07.2021

News.ge 

ქუჩაში მორბენალ ორკზე უარესია კაბინეტში გამოჯგიმული კუჭავა, რომელიც „ვიშვიშებს“ და „გმობს“ ძალადობას

ქუჩაში მორბენალ ორკზე უარესია კაბინეტში გამოჯგიმული კუჭავა, რომელიც „ვიშვიშებს“ და „გმობს“ ძალადობას! ერთ მხარეს არიან ერთი მუჭა ხელისუფლებისგან გათავხედებული და გაქეზებული მოძალადეები და მეორე მხარეს შეშინებული, დაზაფრული ხალხი, – ასე აფასებს „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი ნიკა მელია პარლამენტის შენობის წინ მომხდარ დაპირისპირებას. როგორც მელია სოციალურ ქსელში წერს, მოძალადეებზე უფრო საშიშია ყველა მოქალაქე, რომელიც იჯერებს რომ დარბევასა ...

News.ge 

გაბედვა ვინმეს მხრიდან, რომ იძალადოს ჟურნალისტზე და ოპერატორზე, ყოვლად წარმოუდგენელია

პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ მედიის წარმომადგენლების მიმართ ძალადობა, ევროკავშირის დროშის ჩამოხსნა და მსგავსი ძალადობრივი ქმედებები ყოვლად მიუღებელი და წარმოუდგენელია. მამუკა მდინარაძე გუშინდელი ფაქტების ორგანიზატორებს კითხვით მიმართავს  – მსგავსი ძალადობრივი ქმედებები უფრო მეტად ხომ არ უწყობს ხელს ეროვნული ინტერესებისა და სხვა ღირებულებების დისკრედიტაციას. “გაბედვა იმისა, ვინმეს მხრიდან, რომ იძალადოს ჟურნალისტზე და ოპერატორზე, იმის გაბედვაც, ...

Radiotavisupleba.ge 

არ დაგიცვეს თუ ვერ? - კიდევ რას ეკითხებოდნენ დაშავებულ ჟურნალისტებს გამოკითხვაზე?

ვერ დაგეხმარათ თუ არ დაგეხმარათ პოლიცია? იქნებ თქვენი ძახილი ვერ გაიგონეს? ნამდვილად 20 მეტრში იდგნენ? ხომ არ ჯობს დავწეროთ, რომ უფრო მოშორებით იდგნენ? ასეთი შემოთავაზებები ისმოდა გამომძიებლის მხრიდან 5 ივლისს ნაცემი რადიო თავისუფლების ჟურნალისტების, თორნიკე მანდარიას და დათო ქორიძის გამოკითხვის დროს პოლიციაში. საბოლოოდ, ორივეს ჩვენებაში მაინც ჩაიწერა, რომ პოლიცია, შველის თხოვნის მიუხედავად, მათ დროულად არ დაეხმარა. „ღირსების მარშის“ მოწინააღმდეგე ჰომოფობიურად განწყობილი ადამიანების მიერ დაშავებული 53-ვე ჟურნალისტი აცხადებდა... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ეკონომიკის მინისტრმა თბილისში დაჭრილი პოლონელი ტურისტი საავადმყოფოში მოინახულა

საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ თბილისში დაჭრილი პოლონელი ტურისტი მოინახულა. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს. თურნავას თქმით, მოხდა სამწუხარო ფაქტი და ნებისმიერი მსგავსი ძალადობის ფაქტი აზიანებს ჩვენს იმიჯს, როგორც ტურისტული ქვეყნის. "მინდა ვთქვა, რომ არ დავუშვებთ ჩვენი ქვეყნის ტურისტული იმიჯის დაზიანებას. ასევე ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ საქართველოში ნებისმიერი ტურისტი დაცულია და საქართველო არის ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო და სტუმართმოყვარე ქვეყანა ტურისტებისთვის. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

შსს აცხადებს, რომ 5 ივლისის დამნაშავეების დასაკავებლად მტკიცებულებებს აგროვებენ

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე ამბობს, რომ 5 ივლისს ჟურნალისტებსა და მოქალაქეებზე ძალადობაში მონაწილე პირების დასაკავებლად მტკიცებულებებს აგროვებენ. მან სპეციალურ ბრიფინგზე თქვა, რომ დაკავებას სჭირდება სერიოზული მტკიცებულება. "სისხლის სამართლის გამოძიება არის საკმაოდ რთული პროცესი, არაერთი მტკიცებულება უნდა შეგროვდეს, რომ კონკრეტულ პირს წაეყენოს ბრალი. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენი გამომძიებლები 24/7-ზე მუშაობენ თითოეულ ფაქტთან დაკავშირებით, ახდენენ უამრავი ვიდეოჩანაწერიდან... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ევროპარლამენტარები თბილისში განხორციელებულ ძალადობას გმობენ

სამი ევროპარლამენტარი, მარინა კალიურანდი, ვიოლა ფონ კრამონი და სვენ მიქსერი, „თბილისი პრაიდის“ ფარგელბში დაგეგმილი ღირსების მარშის დღეს, 5 ივლისს თბილისში მომხდარი ძალადობის ფაქტებს გმობენ, ამის შესახებ აღნიშნულია 6 ივლისს მათ მიერ გავრეცელებულ განცხადებაში. „მკაცრად ვგმობთ თბილისში გუშინდელ (5 ივლისის) ძალადობრივ თავდასხმებს სამოქალაქო აქტივისტების, თემის წევრებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ, რამაც სამწუხაროდ, ლგბტქი პრაიდის მსვლელობის იძულებით გაუქმდება განაპირობა, სამწუხაროდ, პრაიდის მსვლელობის... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

შსს აცხადებს, რომ პოლონელი ტურისტი "პრაიდის" ღონისძიებასთან კავშირში არ დაუჭრიათ

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე დარახველიძე ამბობს, რომ 5 ივლისს პოლონელი ტურისტის დაჭრა პრაიდის ღონისძიებას არ უკავშირდება. ამის შესახებ მან საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრა. "​არანაირი კავშირი ამ ფაქტს პრაიდთან დაკავშირებით არ აქვს. ეს იყო ჩვეულებრივი შემთხვევა, რომელიც მოხდა საყოფაცხოვრებო ნიადაგზე. დაპირისპირებას არ ჰქონია ადგილი. მიეჭრა ის ერთი პირი და მოახდინა სხვა ადგილზე ჯანმრთელობის განზრახ დაზიანება", - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ. პოლონელ ტურისტზე თავდასხმაში ბრალდებულ საქართველოს მოქალაქეს პატიმრობა შეეფარდა. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ჰაიტის პრეზიდენტი ჟოვენელ მოიზი საკუთარ სახლში მოკლეს უცნობმა პირებმა

ჰაიტის პრეზიდენტი ჟოვენელ მოიზი უცნობმა პირებმა მოკლეს ცეცხლსასროლი იარაღით მის საკუთარ სახლში. თავდასხმისას დაიჭრა პირველი ლედი მარტინა, იტყობინება ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრი კლოდ ჟოზეფი. მან განაცხადა, რომ სახელმწიფოს მეთაურის მოვალეობის შესრულებას შეუდგა. ორშაბათს ჟოზეფის მაგივრად პრემიერ-მინისტრად დაინიშნა არიელ ანრი. მას ჯერჯერობით არ გაუკეთებია კომენტარი. ჰაიტი მსოფლიოს ერთ-ერთი უღატაკესი ქვეყანაა. ხელისუფლებას აკრიტიკებენ იმის გამო, რომ ის ვერ ახერხებს წესრიგის დამყარებას ქუჩაში, რომელსაც შეიარაღებული ბანდები აკონტროლებენ. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

შსს აცხადებს, რომ პრაიდის მხოლოდ 1 და 3 ივლისის ღონისძიების უსაფრთხოებაზე აიღეს პასუხისმგებლობა

შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ "პრაიდის კვირეულის" ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებებიდან მხოლოდ პირველი და 3 ივლისის ღონისძიების უსაფრთხოებაზე აიღეს პასუხისმგებლობა. სამინისტროს პოზიცია მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ გააჟღერა. "ორ ღონისძიებაზე, 1 და 3 ივლისის ღონისძიებებზე შინაგან საქმეთა სამინისტრო იღებდა სრულ პასუხისმგებლობას, რომ დაცული იქნებოდა შეკრებისა და შეკრების მონაწილეთა უფლებები, რაც შეეხება 5 ივლისის ღონისძიებას, ჩვენი მხრიდან ცალსახად იყო გაცხადებული, რომ ღონისძიების მასშტაბების... Читать дальше...

News.ge 

ევროკავშირი მუშაობს საქართველოს ეკონომიკური მხარდაჭერის 4-წლიან გეგმაზე, რომლის თანახმადაც, ქვეყანა დაახლოებით 4 მლრდ ევროს ეკონომიკურ მხარდაჭერას მიიღებს

პარლამენტის ვიცე-სპიკერის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ევროკავშირი მუშაობს საქართველოს ეკონომიკური მხარდაჭერის 4-წლიან გეგმაზე, რომლის თანახმადაც საქართველო დაახლოებით 4 მლრდ ევროს ეკონომიკურ მხარდაჭერას მიიღებს. ამის შესახებ თალაკვაძემ სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ ოლივერ ვარჰეისთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა და აღნიშნა, რომ შეხვედრა პოზიტიური იყო და კომისრის საქართველოში ვიზიტი ძლიერი მხარდაჭერის დემონსტრირებაა. „ძალიან პოზიტიური შეხვედრა იყო. ამ შეხვედრამ ჩვენ კიდევ... Читать дальше...

News.ge 

ჩვენ ვიხილეთ ის, რომ სახელმწიფო ჩამოიშალა, როცა მოძალადეებს უფლება მისცეს, ხელმეორედ ჩამოეხიათ ევროკავშირის დროშა

ჩვენ ვიხილეთ ის, რომ სახელმწიფო ჩამოიშალა, როცა მოძალადეებს უფლება მისცეს, ხელმეორედ ჩამოეხიათ ევროკავშირის დროშა – მე-19 საუკუნეში რომ აწყობდნენ აი, ისეთი „პოგრომი“ მოეწყო თბილისის ქუჩებში 21-ე საუკუნეში, – ამის შესახებ პოლიტიკოსმა გიგი უგულავამ ბოლო ორი დღის განმავლობაში თბილისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განაცხადა. მისივე თქმით, ამ ყველაფერზე პასუხისმგებელი ხელისუფლება და საპატრიარქოა. „ძალადობის წამხალისებელი, დამაორგანიზებელი ეს ბნელი ჯუფები იმართება კონკრეტულად ...




News.ge 

ვწუხვარ, რომ ასე შეგემთხვათ ჟურნალისტებს, მაგრამ მე პირად და საპატრიარქოს პასუხისმგებლობას აბსოლუტურად არ ვგრძნობ

ჩემზე ნუ დაიწყებთ ყველაფრის გადმობრალებას, თუმცა მე პასუხისმგებლობასაც არ ვგრძნობ. ვწუხვარ, რომ ასე შეგემთხვათ ჟურნალისტებს, მაგრამ მე პირად პასუხისმგებლობას და საპატრიარქოს პასუხისმგებლობას აბსოლუტურად არ ვგრძნობ, – ამის შესახებ ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა, ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის ხელმძღვანელმა, მეუფე იაკობმა განაცხადა. ის მთავრობის ადმინისტრაციაში იმყოფება და როგორც განმარტავს, მას ნინოწმინდის საკითხთან დაკავშირებით აქვს შეხვედრა. „პირადი შეხვედრა მაქვს. აქციებთან დაკავშირებით არ ...

Radiotavisupleba.ge 

ირანი მასპინძლობს მოლაპარაკებას ავღანეთსა და თალიბანს შორის სასტიკი ბრძოლების ფონზე

ირანმა განაცხადა, რომ მასპინძლობს მოლაპარაკებას ავღანეთის დელეგაციასა და თალიბანის მაღალი რანგის წარმომადგენლებს შორის. 7 ივლისის მოლაპარაკება მიმდინარეობს თალიბების წინსვლის ფონზე ქვეყნის ჩრდილოეთში. ამ დროს აშშ-ის ჯარი ომით განადგურებულ ქვეყანას ტოვებს. თეირანში მოლაპარაკების დაწყებისას, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი, მოჰამად ჯავად ზარიფი მიესალმა აშშ-ის ჯარის გასვლას მეზობელი ქვეყნიდან და თქვა, რომ „დღეს ავღანეთის ხალხმა და პოლიტიკურმა ლიდერებმა უნდა მიიღონ რთული გადაწყვეტილება ქვეყნის მომავლის შესახებ“. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობა გალელებს საქართველოს კლინიკებში აცრას სთავაზობს

რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობამ დაადასტურა, რომ 5 ივლისიდან მოქმედებს ენგურის ხიდის გადაკვეთის გამარტივებული რეჟიმი. შესაბამისად, გალელებს ვაქცინაცია შეეძლებათ არა მხოლოდ საცხოვრებელი მისამართის მიხედვით, არამედ მათ სურვილის შესაბამისად, წერს "აფსნიპრესი". აფხაზეთის მთავარი სანიტარული ექიმის ლუდმილა სკორიკის თანახმად, ე.წ. საზღვარზე მოწყობილია სამედიცინო პუნქტი, სადაც გადაადგილებულებს აღრიცხავენ. „რეჟიმი შემსუბუქებულია, რათა ხალხმა ვაქცინაცია შეძლოს, უკან დაბრუნებულებმა... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

რიკოთის გზაზე ჩამოწოლილი მეწყრის გამო მოძრაობა შეჩერებულია

რიკოთის უღელტეხილის გავლით აღმოსავლეთ საქართველოდან დასავლეთ საქართველოში მოხვედრა და უკან დაბრუნება შეუძლებელია. გზაზე მეწყერი ჩამოწვა. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. "ადგილზე მობილიზებულია საჭირო მძიმე ტექნიკა და პერსონალი. დაწყებულია გაწმენდითი სამუშაოები, სატრანსპორტო მიმოსვლა უმოკლეს ხანში აღდგება", - აცხადებენ უწყებაში. საავტომობილო გზების დეპარტამენტ​ში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ გაწმენდითი სამუშაოები ამ წუთებშიც მიმდინარეობს. ამ ეტაპზეც გრძელდება მეწყრული ფენის ნარჩენების გზაზე ჩამოყრა. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

თალიბანმა იერიში მიიტანა პროვინციის დედაქალაქ ყალა-ი-ნაუზე

თალიბანმა დაიწყო თავისი პირველი იერიში ავღანეთის ერთ-ერთი პროვინციის დედაქალაქზე მას მერე, რაც ფართო შეტევას ახორციელებს ავღანეთის არმიის წინააღმდეგ, როცა აშშ-ის და მოკავშირეების ჯარების გასვლა დასასრულს უახლოვდება. 7 ივლისს მძაფრი ბრძოლები მიმდინარეობს ქალაქ ყალა-ი-ნაუსში, ბადღისის პროვინციის დედაქალაქში. თალიბებმა დაიკავეს  სამთავრობო, პოლიციის და დაზვერვის სამსახურის შენობები. ბაღდისის გუბერნატორმა რადიო თავისუფლებას უამბო, რომ თალიბანმა ბოლო ორ დღეში დაიკავა ქალაქის ყველა რაიონი. ჰესამუდინ შამის თქმით... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

„უსაფრთხო მედიაგარემოსთვის“ - ჟურნალისტებმა მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია გამართეს

უსაფრთხო მედიაგარემოს მოთხოვნით მთავრობის ადმინისტრაციასთან დღეს ჟურნალისტები შეიკრიბნენ. მათ გააპროტესტეს 5 ივლისს „თბილისი პრაიდის“ საწინააღმდეგოდ გამართული აქციისა და მის პარალელურად განვითარებული მოვლენების დროს ჟურნალისტებზე თავდასხმების ფაქტები. ჟურნალისტებმა სახელმწიფოს სათანადო რეაგირებისკენ მოუწოდეს. აქცია ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის ორგანიზებით გაიმართა. ქარტიის თავმჯდომარემ, კამილა მამედოვამ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ მედიის წარმომადგენლებზე გახშირებული ძალადობა ხელისუფლების მხრიდანაა წახალისებული და სამწუხარო ფაქტია ისიც... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

კოპა ამერიკის ფინალში ბრაზილიის ნაკრები არგენტინას დაუპირისპირდება

ევროპის ჩემპიონატის პარალელურად მიმდინარე კოპა ამერიკის 2021 წლის გათამაშება კლასიკური სამხრეთამერიკული ფინალით დაგვირგვინდება - ჩემპიონის ტიტულისთვის ერთმანეთს ბრაზილიისა და არგენტინის ნაკრებები დაუპირისპირდებიან. ტრადიციულ, პრესტიჟულ შეჯიბრებაზე, რომელსაც ბრაზილია მასპინძლობს, ნახევარფინალური ეტაპი 7 ივლისს, გამთენიას დასრულდა არგენტინისა და კოლუმბიის მატჩით. არგენტინელებმა პენალტების სერიაში იმარჯვეს, ბრაზილიამ კი ფინალის საგზური პერუს ნაკრების მინიმალური ანგარიშით ძლევით მოიპოვა. კოპა ამერიკის ჩემპიონი „მარაკანაზე“ გამოვლინდება. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ევროკავშირი მწვავედ აკრიტიკებს უნგრეთის კანონს, რომელიც "ლგბტ თემის წინააღმდეგაა მიმართული"

სადავო კანონი, რომელიც კრძალავს მასალებს, რომლებიც შეიძლება განხილულ იქნეს ჰომოსექსულობის ან სქესის შეცვლის პროპაგანდად არასრულწლოვნებს შორის, ძალაში შედის უნგრეთში 8 ივლისს, მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირის ბევრმა წევრმა სახელმწიფომ და LGBTQI+ უფლებების დამცველმა ჯგუფებმა დაგმეს ის. გასულ თვეში უნგრეთის პარლამენტმა მიიღო კანონი, რომელიც კრძალავს ჰომოსექსუალობის და სქესის შეცვლის „ჩვენებას და პროპაგანდას“ ტელეშოუებში, ფილმებსა და ბავშვთა სექსუალური აღზრდის სასკოლო პროგრამებში. კანონის მიმართ... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ევროკომისარი ვარჰეი აფასებს, რომ ევროკავშირის დროშა კახა კუჭავამ თავის ადგილს დაუბრუნა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, კახა კუჭავა ევროკავშირის კომისარს სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში, ოლივერ ვარჰეის შეხვდა. შეხვედრის შესახებ პარლამენტის მიერ გავცელებული ინფორმაციის თანახმად, საუბარი შეეხო 5-6 ივლისს თბილისში განვითარებულ მოვლენებს. ოლივერ ვარჰეის განცხადებით, იგი აფასებს, რომ პარლამენტის თავმჯდომარემ ევროკავშირის დროშა ადგილს დაუბრუნა. მისივე თქმით, პოლიციამ იმუშავა და გამოხატვის თავისუფლება დაიცვა. ამასთანავე, შეხვედრაზე საქართველოში მიმდინარე პროცესებზე ისაუბრეს... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ჯო ბაიდენი უშიშროების საკითხებზე შეხვედრას გამართავს "გამომომძალველი პროგრამებით" კიბერთავდასხმების გამო

აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი და ვიცეპრეზიდენტი, კამალა ჰარისი 7 ივლისს გამართავენ აშშ-ის მთავრობის უშიშროების სამსახურების წარმომადგენლებთან შეხვედრას, რათა იმსჯელონ ადმინისტრაციის ძალისხმევის შესახებ, როგორ შეებრძოლოს ე.წ. გამომძალველი პროგრამებით კიბერთავდასხმებს.     თეთრი სახლის პრესმდივანმა, ჯენ საკიმ, გამოაცხადა შეხვედრის შესახებ, რომელიც აშშ-ის რეაგირებას წარმოადგენს "გამომძალველი პროგრამებით" მოწყობილი თავდასხმების მესამე ტალღაზე, რომელიც ჩადენილია კიბერდამნაშავეების მიერ, რომლებიც, როგორც ფიქრობენ, რუსეთიდან მოქმედებენ. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს ეტლით მოფარიკავეთა ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონი გახდა

საქართველოს ეტლით მოფარიკავეთა ნაკრებმა ვარშავაში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატი ტრიუმფით დაასრულა. ირმა ხეცურიანმა, ნინო თბილაშვილმა და გვანცა ზადიშვილმა გუნდურ შეჯიბრებაში ყველა მეტოქეს აჯობეს და მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვეს. ნახევარფინალში ქართველმა პარამოფარიკავეებმა უკრაინის ნაკრები დაამარცხეს. ფინალში კი უკრაინას სძლიეს. საქართველოს ეტლით მოფარიკავეთა ნაკრები ვარშავაში რჩება და 9-12 ივლისს, მსოფლიოს თასის გათამაშებაში მიიღებს მონაწილეობას.

News.ge 

“ქართული კულტურა ყოველთვის იდგა ევროპულ ღირებულებებზე”

საგარეო საქმეთა მინისტრი თბილისში განხორციელებულ ძალადობრივ ქმედებებს გმობს და ხაზს უსვამს ევროკავშირთან საქართველოს ურთიერთობების მნიშვნელობას. “ევროკავშირის დროშა კვლავ დაუბრუნდა საქართველოს პარლამენტის შენობის წინ თავის კუთვნილ ადგილს, როგორც ქართველი ხალხის ისტორიული და უალტერნატივო არჩევანის სიმბოლო. ქართული კულტურა ყოველთვის იდგა ევროპულ ღირებულებებზე და ამასთან, დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, ჩვენმა ქვეყანამ ძალიან ბევრი გააკეთა ევროპასთან პოლიტიკურ-ეკონომიკურად დაახლოებისთვის. თავის მხრივ... Читать дальше...

News.ge 

“აგრესია და ძალადობა, არც ქართული ტრადიციაა და ის ვერ იქნება ვერც ევროპული ტრადიცია”

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე, ჯანდაცვის სამოქმედო გეგმის წარდგენისას, ბოლო დღეებში თბილისში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა. ეკატერინე ტიკარაძემ აღნიშნა, რომ გმობს ძალადობასა და ნებისმიერ აგრესიას. “მინდა საკუთარი პოზიცია დავაფიქსირო და ვთქვა, რომ მე ნამდვილად ვგმობ ყველანაირ აგრესიასა და ძალადობას, ნებისმიერი ჩვენი მოქალაქის მიმართ. უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება, თუ საით მივდივართ. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი, ყველას ერთიანი მიზანი, ევროპული ოჯახის ...


Новости 24/7 DirectAdvert - доход для вашего сайта



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России



Ru24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Ru24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Ru24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Ru24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city

«Не ожидала, что кроме научных перспектив передо мной откроются карьерные»

Источник 360.ru: в Нескучном саду в центре Москвы утонул человек

«ПЯТЁРОЧКА» ПОЛУЧИЛА ТРИ НАГРАДЫ В ПРЕМИИ CX WORLD AWARDS

Спрос на новостройки в столице упал на 44%, но цены продолжают расти

Музыкальные новости

Сбер подарил Орлу умный светомузыкальный фонтан

Суд рассмотрит 25 апреля протокол на Ивлееву за дискредитацию ВС России

Выставка работ победителей фотоконкурса «Созвездия "Семья"»

Тренер "Спартака" Слишкович заявил, что доволен ничейной игрой против ЦСКА

Новости России

Россиянка встретила в России чешское пиво, которого в Чехии нет вообще и была удивлена, и не только этим

В Московской области сотрудники Росгвардии задержали подозреваемых в краже из медучреждения

Минобороны показало уничтожение опорника ВСУ российскими Су-25 в зоне СВО

«Единая Россия» фиксирует мощные DDoS-атаки на фоне акции «Диктант Победы»

Экология в России и мире

Токсиколог Кутушов рассказал почему возникает похмелье

585*ЗОЛОТОЙ» дарит украшения за установку мобильного приложения

Отдых во имя открытий

Wildberries может выйти на рынок ОАЭ

Спорт в России и мире

Потапова обыграла Шнайдер на старте грунтового турнира WTA 1000 в Мадриде

WTA озвучила Елене Рыбакиной условия для становления второй ракеткой мира

Камбэком обернулся матч вундеркинда из России перед стартом Еленой Рыбакиной в Мадриде

«Был риск завершить борьбу еще в первом матче». В России оценили победу Рыбакиной в Штутгарте

Moscow.media

Портативный ТСД корпоративного класса Saotron RT-T70

Военные следователи провели очередной рейд по бывшим мигрантам в городе Армянске Республики Крым

Несколько дорог подтоплено в Абатском районе Тюменской области

ТСД SAOTRON RT-T50: высокопроизводительный терминал сбора данных промышленного класса











Топ новостей на этот час

Rss.plus






«Не ожидала, что кроме научных перспектив передо мной откроются карьерные»

Совладелица музея темноты Екатерина Гусева раскрыла особенности социального бизнеса

«Диктант Победы» в шестой раз напишут в Псковской области

Мужчины начала в два раза чаще делать покупки на маркетплейсах