ევროპის ჩემპიონატის პარალელურად მიმდინარე კოპა ამერიკის 2021 წლის გათამაშება კლასიკური სამხრეთამერიკული ფინალით დაგვირგვინდება - ჩემპიონის ტიტულისთვის ერთმანეთს ბრაზილიისა და არგენტინის ნაკრებები დაუპირისპირდებიან.
ტრადიციულ, პრესტიჟულ შეჯიბრებაზე, რომელსაც ბრაზილია მასპინძლობს, ნახევარფინალური ეტაპი 7 ივლისს, გამთენიას დასრულდა არგენტინისა და კოლუმბიის მატჩით. არგენტინელებმა პენალტების სერიაში იმარჯვეს, ბრაზილიამ კი ფინალის საგზური პერუს ნაკრების მინიმალური ანგარიშით ძლევით მოიპოვა.
კოპა ამერიკის ჩემპიონი „მარაკანაზე“ გამოვლინდება. თამაში 11 ივნისს თბილისის დროით ღამის 04:00 საათზე დაიწყება.