ევროკავშირის ქვეყნების 25 ელჩი ევროკავშირის დროშის შებღალვას საგანგაშო ფაქტს უწოდებენ დასავლეთიდან თითქმის უწყვეტ რეჟიმში ისმის ახალი გზავნილები 5-6 ივლისის მოვლენებთან დაკავშირებით. ჟურნალისტებზე თავდასხმაზე პასუხისმგებელი პირების დასჯა ყველა განცხადების მთავარი მოწოდებაა. ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, ამერიკელი სენატორი ბენ კარდინი „შოკისმომგვრელს“ უწოდებს მომხდარს და ამბობს: "ამ ჰომოფობიური ძალადობის შემოქმედებს, ისევე როგორც მათ, ვინც პასუხისმგებელია ოპერატორ ალექსანდრე ლაშქარავას სიკვდილზე... Читать дальше...
TV პირველის სასტიკად ნაცემი ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას საქმეზე სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის მომზადებას სულ მცირე ერთი თვე მაინც დასჭირდება. გარდაცვალებიდან 5 დღის შემდეგ ლაბორატორიული კვლევებიც კი არ არის სრულად დასრულებული.
12-სართულიანი შენობის ნანგრევებში აშშ-ში, ფლორიდაში და დაღუპულთა რიცხვმა 97-ს მიაღწია. ოლქის ხელისუფლების ცნობით მიკვლეული გვამებიდან 90 და მათი ოჯახის წევრები ინფორმირებული არიან. მრავალსართულიანი შენობა მოულოდნელად 24 ივნისს, დილით. ჩამოინგრა. 8 ადამიანი ჯერ კიდევ დაკარგულად ითვლება. ნანგრევების გაწმენდის სამუშაოები დღემდე გრძელდება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ამ დრომდე არ დაუკავებია არცერთი ის ადამიანი, რომლებმაც 15 მაისს დედაენის ბაღში ლგბტ ინსტალაცია დააზიანა. ამ შემთხვევიდან უკვე ორი თვე გავიდა. ამ ორ თვეში იმავე პირების (მათ შორის გურამ ფალავანდიშვილის) მიერ, ვინც რადიო თავისუფლების გადაღებულ კადრებში ჩანს, ჰომოფობიური მოტივით დაიგეგმა ლგბტ ჯგუფების "ღირსების მარშის" ჩაშლაც. მარში არ შედგა - ამ დღეს, 5 ივლისს ძალადობრივი ჯგუფის წევრებმა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს მინიმუმ 53 ჟურნალისტს. 15 მაისს სიძულვილის ჯგუფების ერთ-ერთმა ლიდერმა... Читать дальше...
368 დღის შემდეგ, ცხინვალის ციხიდან ზაზა გახელაძის გათავისუფლებამ საქართველოში დიდი სიხარული გამოიწვია, მაგრამ გაჩნდა შეკითხვები და ერთგვარი პროტესტის განცდაც, რუსეთისთვის გადახდილ მადლობასთან დაკავშირებით.
ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ქვეყნიდან გააძევა რუსი დიპლომატი, რაც თავის მხრივ მოსკოვის მიერ ესტონეთის კონსულის მიმართ განხორციელებული ანალოგიური ქმედების პასუხს წარმოადგენს, - ნათქვამია ესტონეთის საგარეო უწყების 15 ივლისის განცხადებაში. „ეს ნაბიჯი საერთაშორისო დიპლომატიური წესების და ნაცვალგების პრინციპის შესაბამისად, რუსეთიდან ესტონეთის კონსულის გაძევების პააუხად, გადავდგით“, - განმარტავს ესტონეთის საგარეო უწყება. 2021 წელს რუსეთმა უკვე ორჯერ გააძევა ესტონელი დიპლომატები და ორივეჯერ... Читать дальше...
ლგბტ თემის უფლებების დარვევის გამო ევროკომისიამ უნგრეთისა და პოლონეთის წინააღმდეგ სამართლებრივი პროცედურის დაწყება გამოაცხადა. როგორ ევროკავშირის აღმასრულებელი ორგანოს 15 ივლისის განცხადებაშია ნათქვამია, ევროკავშირის ორი სახელმწიფოს წინააღმდეგ სამართლებრივი პროცედურის დაწყება ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თანასწორობის დაცვის სურვილით არის ნაკარნახევი. „ამიტომ ორ წევრ სახელმწიფოს აქვთ ორი თვე, რათა პასუხი გასცენ კომისიის წარმოდგენილ არგუმენტებს. წინააღმდეგ შემთხვევაში კომისია მათ გაუგზავნის... Читать дальше...
„ავტოკრატიულ საზოგადოებებში, ხშირად იყენებენ ხოლმე ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების ყალბ ბრალდებას მათთან ოპოზიციაში მყოფი ადამიანების წინააღმდეგ. ერთი მაგალითი მოსკოვიდან მახსენდება, სადაც გამომძიებელ ჟურნალისტს, ივან გოლუნოვს ნარკოტიკების მოხმარების ბრალიწაუყენეს. მაშინ რამდენიმე გაზეთმა ჟურნალისტი დაიცვა და ის გაათავისუფლეს. ეს არ არის ქმედება, რომელსაც ჩვენ საქართველოსგან ველოდებით. დასავლეთი საქართველოს უყურებს, როგორც მზარდ დემოკრატიას, ასეთი საქციელი კი ავტოკრატიულ მთავრობებს ახასიათებთ“,-... Читать дальше...
პროკურორი ლევან ვეფხვაძე არ პასუხობს რადიო თავისუფლების კითხვას, რამდენი სასულიერო პირი ჰყავს დაკითხული შსს-ს 5 ივლისს მომხდარი ძალადობების საქმეზე. "დაკითხულია ათეულობით მოწმე, გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები და დაიკითხება ყველა ის პირი, რომელიც შემხებლობაშია ამ საქმესთან" - ასე უპასუხა მან კითხვას სასულიერო პირებთან დაკავშირებით. 5 ივლისს თბილისში "თბილისი პრაიდის" ფარგლებში "ღირსების მარში" იგეგმებოდა, ძალადობრივი ჯგუფების მიერ ქალაქის სხვადასხვა ნაწილში ძალადობრივი მსვლელობის, მედიაზე... Читать дальше...
"ამ ადამიანმა ისე ჩამომაყალიბა რომ საერთოდ არ მიცნობს... შეეძლო ჩემი ცხოვრება უკან გადაეხვია და ენახა პიროვნულად როგორი ადამიანი ვარ და როგორ მაქვს ნაცხოვრები. მე იმ აქციაზე შემთხვევით მოვხვდი. შემთხვევით ვიყავი იმ ადგილას, მერე მოხდა შეხლა-შემოხლა. მე არასდროს არ მქონია პრობლემა ჟურნალისტებთან და არასოდეს გამიხორციელებია მსგავსი რამ... მე ახალი ჩამოსული ვარ საქართველოში, ერთი თვეც არ არის. მომაკვდავი ბებია დამიტოვეთ ამის გამო, დედაჩემი არის ფსიქიკური პრობლემის მქონე ადამიანი, ჩემზეა დამოკიდებული... Читать дальше...
ქედელის თემის მცხოვრები ანა ხუნაშვილის მოულოდნელი, უკვე გახმაურებული მიმართვა ბოდბის მთავარეპისკოპოს იაკობ იაკობიშვილისადმი, მილიონზე მეტმა ადამიანმა ნახა და მოისმინა.
ექსტერემისტული დაჯგუფება თალიბანი სამთვიანი ცეცხლის შეწყვეტის წინადადებით გამოვიდა, თუ ავღანეთის მთავრობა გაათავისუფლებს საპატიმროებში მყოფ დაჯგუფების 7000-ს მებრძოლს. ამის შესახებ 15 ივლისს გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა თალიბებთან მოლაპარაკებაში ავღანეთის მთავრობის ერთ-ერთმა მთავარმა წარმომადგენელმა ნადერ ნადერიმ, რომელმაც დასძინა, რომ თალიბები ცეცხლის შეწყვეტის სანაცვლოდ დაჯგუფების ყველა ლიდერის სახელის გაეროს შავი სიიდან ამოღებასაც ითხოვენ. ნადერ ნადერიმ თალიბების ამ მოთხოვნას „მეტისმეტად დიდი უწოდა“. Читать дальше...
ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში კოვიდვითარება ყოველდღიურად მძიმდება. ოსური მედიის ცნობით, დე ფაქტო ჯანდაცვის სამინისტრო მედიკამენტების მარაგს ივსებს, ამზადებს სარეზერვო საავადმყოფოებს.
ნიდერლანდში გარდაიცვალა ცნობილი გამომძიებელი ჟურნალისტი, პიტერ დე ვრისი, რომელიც 6 ივლისს ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლის შედეგად მძიმედ დაჭრეს. 64 წლის ვრისმა ხუთი ჭრილობა მიიღო, ერთი ტყვია მას თავში ჰქონდა მოხვედრილი. თავდასხმა 6 ივლისს თოქ-შოუში მისი გამოსვლის შემდეგ, ტელესტუდიასთან მოხდა. ნიდერლანდის პოლიციამ განაცხადა, რომ სროლაში ეჭვმიტანილია 21 წლის ნიდერლანდელი და მასთან ერთად მანაქანაში მყოფი, ნიდერლანდში მცხოვრები 35 წლის პოლონელი, რომლებიც სროლის შემდეგ მალევე დააკავეს. 64 წლის პიტერ... Читать дальше...
ზაზა გახელაძის გათავისუფლებიდან ერთი დღე გავიდა. მის ოჯახში ლხინი ჯერ არ დასრულებულა. ზაზამ ისიც კი ვერ მოასწრო, რომ ოჯახის წევრებისთვის ცხინვალის ციხისა და გათავისუფლების ამბები მოეყოლა. მისი ცოლი, ირმა ბუთხუზი, ამბობს, რომ გუშინ ფეხზე დიდხანს იდგა და ნაიარევი ფეხი შეუსივდა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის ოფისმა ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც ჯანდაცვაზე ჯიბიდან გადახდების წილი საქართველოში აღემატება ჯანმოს ევროპული რეგიონის ქვეყნების საშუალო მაჩვენებელს. ჯიბიდან გადახდა გულისხმობს ოჯახის მიერ გაწეულ ხარჯს ნებისმიერ სამედიცინო სერვისსა თუ პროდუქტზე. ამის მიზეზი, ძირითადად მედიკამენტებზე დახარჯული თანხებია - საყოველთაო ჯანდაცვა წამლების დაფინანსებას შეზღუდულად მოიცავს, მედიკამენტების ფასები კი მაღალია. გარდა ამისა, საქართველოში ადამიანები პირველად ჯანდაცვას ნაკლებად ენდობიან და ურჩევნიათ... Читать дальше...
Тысячи людей вышли на улицы Кубы с требованием отставки правительства и реальных шагов по улучшению экономической ситуации. Смотрите в фотоленте Sputnik снимки демонстраций
ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენების, მათ შორის, „პრაიდ კვირეულის“ ფარგლებში შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ განხორციელებულ ღონისძიებებთან დაკავშირებით დეპუტატები შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს რიგგარეშე სხდომაზე მოუსმენენ. ამის შესახებ ბიუროს სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა. ვახტანგ გომელაურის პარლამენტში მისვლას ოპოზიცია ჯერ კიდევ 5 ივლისამდე ითხოვდა, პარლამენტარებს სურდათ მისგან მოესმინათ როგორ აპირებდა "თბილისი პრაიდის" უსაფრთხოების წევრების დაცვას სახელმწიფო. Читать дальше...
ძლიერი წყალდიდობის შედეგად დასავლეთ გერმანიას და ბელგიაში დაიღუპა სულ მცირე 20 ადამიანი, რამდენიმე ათეული უგზო-უკვლოდ დაიკარგა. გადაუღებელი წვიმების შედეგად ამ ქვეყნებში მდინარეები ნაპირებიდან გადმოვიდნენ. წყალდიდობამ დატბორა სახლები და ავტომაგისტრალები, 15 ივლისის დილიდან აუცილებელი გახდა საფრთხი ქვეშ მყოფი მოსახლეობი მასობრივი ევაკუაციის განხორციელება. როგორც გერმანიის მედია იტყობინება, ყველაზე დიდი ზარალი ნახა დაბა შულდმა, აიფელის რაიონში, სადაც 15 ივნისის ღამით ექვსი სახლი დაინგრა. მხოლოდ იქ, სულ მცირე, ოთხი ადამიანი დაიღუპა. Читать дальше...
ევროკავშირის უმაღლესმა სასამართლომ დაადგინა, რომ პოლონეთში არსებული მოსამართლეთა დისციპლინური დევნა ეწინააღმდეგება ევროკავშირის კანონმდებლობას და ამწვავებს კამათს, რომელიც შესაძლოა პოლონეთის წინააღმდეგ ფინანსური სანქციებით დასრულდეს. მრავალწლიანი კამათის შემდეგ ლიუქსემბუგში მდებარე ევროპულმა სასამართლომ 15 ივლისს განაცხადა, რომ პოლონეთის უმაღლეს სასამართლოში შექმნილი ახალი დისციპლინარული პალატა „ვერ უზრუნველყოფს ყველა გარანტიას მოსამართლეთა მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი საქმიანობისთვის.“ ევროპის სასამართლო განსაკუთრებით აღნიშნას... Читать дальше...
ბოლო ოთხი წელია სანდრო მის ბინაში უსაფრთხოდ გრძნობდა თავს. უბანშიც ყველა თითქოს შეჩვეული იყო მის ფერად, განსხვავებულ ჩაცმულობასა და საყურეებს. მას შემდეგ, რაც “ღირსების მარშის”- თბილისის პრაიდისთვის დაიწყო მზადება, ყველაფერი ამოყირავდა - სანდროს სახლის დატოვება და მეგობრებთან შეკედლება მოუწია. რამდენიმე დღის წინ მეგობრებთან ერთად მაღაზიაში იყო, როდესაც ჰომოფობი მოძალადე დაესხა თავს. თავდასხმები გაძლიერდა ტრანს-თემშიც, სადაც გახშირებული ძალადობის გამო, ტრანსგენდერი ადამიანების შემოსავლის ერთადერთი წყარო, სექს-სამუშაო სიცოცხლისთვის საშიში გახდა. Читать дальше...
საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო პარლამენტის მიერ უზენაესი სასამართლოს 6 მოსამართლის უვადოდ დანიშვნას სპეციალური განცხადებით გამოეხმაურა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ უაღრესად გულდასაწყვეტია ის, რომ 19 აპრილის შეთანხმების მიუხედავად, პარლამენტმა 12 ივლისს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს კენჭი უყარა. საელჩოს შეფასებით, მოსამართლეთა დანიშვნის შეუჩერებლობა არის დაკარგული შესაძლებლობა საქართველოს სასამართლო სისტემის მიმართ ნდობის გაძლიერებისა და დემოკრატიული განვითარების მიმართულებით. Читать дальше...
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმათურქეთ-უკრაინის ერთობლივი წარმოების დამრტყმელი დრონი Bayraktar TB2-ი მიიღეს. ამის შესახებ საინფორმაციო პორტალი „ევროპიეკსაია პრავდა“ უკრაინის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით იუწყება. უკრაინის თავდაცვის მინისტრ, ანდრეი ტარანის, თანახმად, ურქული მოდელის უპილოტო თვითმფრინავი საბოლოო გამოცდის შემდეგ, პირველი „ბაირახტარის“ კლასის პირველი დამრტყმელი კომპლექსი უკრაინის სამხედრო საზღვაო ძალების შეიარაღებაში დარჩება. უკრაინის სამხედრო უწყებაში იმედოვნებენ, რომ „ბაირახტარი“... Читать дальше...
26 წლის ყაზახი ქალის საქმის ბრალდებულის, ბესიკ თორდუას გარდაცვალების საქმეზე სპეციალური პენიტენციური სამსახური განცხადებას ავრცელებს. როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, 30 ივნისს, ბრალდებული პენიტენციური დაწესებულებიდან კლინიკაში თავის ტვინის ინფარქტის დიაგნოზით მოთავსდა. მიუხედავად ჩატარებული მკურნალობისა და სასწრაფო ოპერაციისა, ბესიკ თორდუა 14 ივლისს გარდაიცვალა. სპეციალური პენიტენციური სამსახური ცნობის თანახმად, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში შესვლის დროს ჩატარებული... Читать дальше...
რუსეთის მიერ ოკუპირებული დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის ტელეკომპანია „ირ“-მა სდე ფაქტო პრეზიდენტის ანატოლი ბიბილოვისა და საქართველოს ციხიდან გათავისუფლებულ ვადიმ გობოზოვის შეხვედრის კადრები გაავრცელა. ზაზა გახელაძის გობოზოვში გაცვლის თაობაზე ინფორმაცია 14 ივლისს ოსურმა მედიამ გაავრცელა. ამ საკითხის კომენტირებისას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ იარსებებს მრავალი ვერსია, რომლის მოსმენაც საჭირო არაა. „ძალიან ბევრ ვერსიას მოისმენთ, მაგრამ მე გთხოვთ ყველას, რომ ვერსიებს აღარ... Читать дальше...