Журналисты и юнкоры «Вечерней Москвы» написали «Тотальный диктант»

У пациентки больницы подмосковного Пушкино выявлен редчайший синдром Гулло

Площадь трех вокзалов в Москве получит новое имя

Новый дом на 496 квартир в подмосковном ЖК «Горки Парк» поставлен на кадастр



World News in Georgian
Ria.city


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer


Июль
2021

Новости за 01.07.2021

Radiotavisupleba.ge 

პრაიდის კვირეულის მეორე დღე - რა არ უნდა გამოგრჩეს 2 ივლისს

დაკავებები თბილისი პრაიდის საწინააღმდეგო აქციაზე დაძაბულობის ფონზე ჩაიარა თბილისი პრაიდის პირველმა დღემ თბილისში. ძალადობრივი, ჰომოფობიური ჯგუფების კონტრაქციაზე რამდენჯერმე სცადეს პოლიციის კორდონის გარღვევა. შსს-ს ინფორმაციით, 20-მდე პირია დაკავებული. ჰომოფობიური ჯგუფები ცდილობდნენ გზის სავალი ნაწილის გადაკეტვას, რომელიც იმ სივრცისკენ მიდიოდა, სადაც პრაიდის კვირეულის ფარგლებში კინოჩვენება მიმდინარეობდა. აქციის მონაწილეები ისროდნენ ბოთლებსა და კვერცხებს. კვერცხი მოხვდა აშშ-ის საელჩოს ერთ-ერთ თანამშრომელს... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

როგორ დააბნია მინისტრმა წულუკიანმა ლიტერატორები

სოციალურ ქსელში ლიტერატორები მთელი დღეა ბჭობენ იმაზე, თუ რისი თქმა სურდა თეა წულუკიანის უწყებას. კულტურის სამინისტრომ გუშინ გამოაქვეყნა ოფიციალური განცხადება და გაემიჯნა მწერალთა სახლის დირექტორის, ნატა ლომოურის, გამოთქმულ აზრს: „საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ეხმიანება ტელეკომპანია "ტვ პირველის" ერთ-ერთ გადაცემაში საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სსიპ მწერალთა სახლის ხელმძღვანელის, ნატა ლომოურის, განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ ლიტერატურული... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

„პრაიდ კვირეულის“ ორგანიზატორები ამ ეტაპისთვის დადებითად აფასებენ პოლიციის მუშაობას

კლუბ „ხიდიდან“ პოლიციის ცოცხალი კორდონის გავლით გამოიყვანეს „პრაიდ კვირეულის“ ფარგლებში გამართული კინოჩვენების დამსწრეები. მოქალაქეთა ნაწილი პოლიციის მიკროავტობუსებით გაარიდეს ტერიტორიას. საქარველოში აკრედიტებული რამდენიმე დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელებსაც ამავე გზის გავლა მოუხდა, დიპლომატიურ ავტომანქანამდე მისასვლელად. ვახუშტის ხიდთან შეკრებილი ძალადობრივი და ჰომოფობიური ჯგუფების წარმომადგენლები ღონისძიების წინააღმდეგ პროტესტს სულ უფრო მწვავედ გამოხატავდნენ. შსს-ს პრესსამსახურმა ოფიციალურად დაგვიდასტურა 20 პირის დაკავება. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

დონალდ რამსფელდი და საქართველო

30 ივნისს 88 წლის ასაკაში გარდაიცვალა აშშ-ის ყოფილი თავდაცვის მინისტრი, დონალდ რამსფელდი, სახელმწიფო მოღვაწე, რომელიც მსოფლიოში უძლიერეს არმიას სათავეში ედგა ორ ეპოქაში - მეოცე საუკუნის ბოლოს, 1975-77 წლებში, და 21-ე საუკუნის დასაწყისში, 2001-2006 წლებში.

Radiotavisupleba.ge 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ვირუსის ახალი ტალღის შესახებ აფრთხილებს მსოფლიოს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ გაფრთხილება გამოთქვა იმის შესახებ, რომ კორონავირუსის ინფექციის ახალი ტალღა გარდაუვალია ევროპაში, სადაც ძლიერად გადამდებმა „დელტა“ ვარიანტმა გამოიწვია ინფიცირების შემთხვევების მკვეთრი ზრდა ისეთ ქვეყნებში, როგორიც რუსეთია, რომელმაც გაძლიერებული ვაქცინაციის კამპანია გამოაცხადა იმ მიზნით, რომ შეეჩერებინა სიკვდილისა და ინფიცირების შემთხვევების ძლიერი ზრდა. ჰანს კლუგემ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელმა, 1 ივლისს, ბრიფინგზე, განაცხადა, რომ... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც ავალდებულებს IT-ის დიდ კომპანიებს, ფილიალები დააარსონ რუსეთში

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა, ხელი მოაწერა კანონს, რომელიც ავალდებულებს უცხოურ IT-ის (საინფორმაციო ტექნოლოგიის) კომპანიებს, შექმნან ადგილობრივი ფილიალები, სხვა შემთხვევაში ისინი დაჯარიმდებიან და შესაძლოა, აიკრძალონ კიდეც, რადგან მოსკოვი აგრძელებს ინტერნეტში ინფორმაციის ნაკადზე კონტროლის გამკაცრების მცდელობას. კანონპროექტი, რომელსაც პუტინმა 1 ივლისს მოაწერა ხელი და რომელიც იურიდიული ინფორმაციის ოფიციალურ ვებსაიტზეა განთავსებული, უცხოური IT- ის კომპანიებისგან, რომელთა დღიური აუდიტორია შეადგენს არანაკლებ 500 000 ადამიანს... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

პოლიციამ ძალადობრივი ჯგუფის კიდევ ერთი წარმომადგენელი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, პოლიციამ ვახუშტის ხიდთან კიდევ ერთი მოქალაქე დააკავა. ძალადობრივი და ჰომოფობიური ჯგუფების წარმომადგენლები ცდილობენ ჩაშალონ კინოჩვენება, რომელიც „პრაიდ კვირეულის" ფარგლებში მიმდინარეობს.  როგორც შსს-ში რადიო თავისუფლებას უთხრეს, დაკავებულს ედავებიან ადმინისტრაციულ სამართალდაღვევათა კოდექსის 116-ე და 173-ე მუხლების დარღვევას, რაც გულისხმობს წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას. ამ დროისთვის სულ 12 მოქალაქე არის დაკავებული. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ჩეხეთის ელჩი მოსკოვში რუსეთის საგარეო უწყებაში დაიბარეს პრაღის მიერ კომპენსაციის მოთხოვნის მერე

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოიძახა ჩეხეთის ელჩი რუსეთში, ვიტეზსლავ პივონკა, მას შემდეგ,რაც პრაღამ მოსთხოვა მოსკოვს, გადაეხადა კომპენსაცია იარაღის საწყობში მომხდარი აფეთქების გამო 2014 წელს ჩეხეთში, რაშიც პრაღამ რუსეთის დაზვერვის აგენტები დაადანაშაულა. სამინისტროს პრეს-მდივანმა, მარია ზახაროვამ, 1 ივლისს განაცხადა, რომ ელჩი პივონკა, შეხვედრისას, ინფორმირებული იქნება იმის შესახებ, რომ აფეთქების შესახებ საკითხის განხილვის წინადადება პრაღის მხრიდან - სოფელ ვრბეტიცეში, რასაც ორი ჩეხი მოქალაქის სიკვდილი მოჰყვა - "მიუღებელია". Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ძალადობრივი ჯგუფის წარმომადგენლებმა აშშ-ის საელჩოს თანამშრომელს კვერცხი მოარტყეს 

ვახუშტის ხიდთან შეკრებილმა ძალადობრივი და ჰომოფობიური ჯგუფების წარმომადგენლებმა, რომლებიც ცდილობდნენ „პრაიდ კვირეულის" ფარგლებში დაგეგმილი კინოჩვენების ჩაშლას, ღონისძიების მონაწილეთა მისამართით ისროლეს კვერცხები, ბოთლები და, სავარაუდოდ, ქვები. „თბილისი პრაიდის" ინფორმაციით, კვერცხი მოხვდა აშშ-ის საელჩოს თანამშრომელს. ძალადობრივი ჯგუფის წარმომადგენლებს ჰქონდათ საავტომობილო გზის გადაკეტვის მცდელობაც, მაგრამ პოლიციის წინიააღმდეგობის გამო ვერ მოახერხეს. შსს-ს ცნობით, ამ დროისთვის ადმინისტრაციული წესით დაკავებულია 11 მოქალაქე. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

პოლიციამ ძალადობრივი ჯგუფის 11 მონაწილე დააკავა

პოლიციამ "პრაიდის კვირეულის" კონტრაქციის 11 მონაწილე დააკავა. ამის შესახებ რადიო თავისუფლებას შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს. ძალადობრივი ჯგუფის წევრები ადმინისტრაციული წესით არიან დაკავებულები. მათი დაკავება პოლიციამ დაპირისპირების შემდეგ დაიწყო, მათ სურდათ იმ გზის სავალი ნაწილის გადაკეტვა, რომელიც "პრაიდის კვირეულის" ფარგლებში გამართული კინოჩვენების სივრცემდე მიდიოდა. დღეს "პრაიდის კვირეულის" ფარგლებში თბილისის ერთ-ერთ სივრცეში კინოჩვენებაა დაგეგმილი. ეს ინფომრაცია ცნობილი გახდა... Читать дальше...




Radiotavisupleba.ge 

"ბორჯღალოსნები" მოედნიდან დაუჭერენ მხარს ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ კამპანიას

საქართველოს სარაგბო ნაკრები ივლისში გასამართ ტესტ-მატჩებს ჩაატარებს მაისურით, რომელზეც დატანილია წარწერა UN Women. გაეროს ქალთა ორგანიზაციის ლოგოიანი ფორმით ბორჯღალოსნები მხარდაჭერას უცხადებენ ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ კამპანიას. საქართველოს რაგბის კავშირისა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენლებმა, ერთობლივი ინიციატივის შესახებ დღეს ისაუბრეს, გაეროს სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე, რომელსაც საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე სოსო გიორგაძეც დაესწრო. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ვაჟა სირაძე: ყველას აქვს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება

თბილისში, ვახუშტის ხიდთან მივიდა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსი ვაჟა სირაძე. სწორედ, ამ ადგილზე არიან შეკრებილები „პრაიდ კვირეულის" მოწინააღმდეგე ძალადობრივი და ჰომოფობიური ჯგუფები. ისინი აპროტესტებენ ღამის კლუბ „ხიდში" დაგეგმილ კინოჩვენებას. იქვე მობილიზებული არიან სამართალდამცველები. როგორც ვაჟა სირაძემ თქვა, ყველას აქვს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება. „შინაგან საქმეთა სამინისტრომ გააკეთა განცხადება და კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ ვახუშტის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებულია სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ხამენეიმ სასამართლო ხელისუფლება ჩააბარა სასულიერო პირს, რომელიც დასავლეთის სანქციების ქვეშ იმყოფება

ირანის უზენაესმა ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ, ირანის სასამართლო ხელისუფლების ახალ ხელმძღვანელად დანიშნა მკაცრი ხაზის მომხრე სასულიერო პირი, რომელსაც დასავლეთმა სანქციები დაუწესა. ის შეცვლის ებრაჰიმ რაისის, რომელიც გასულ თვეში ირანის პრეზიდენტად იქნა არჩეული. სააგენტო IRNA იტყობინება 1 ივლისს, რომ ჰამენეიმ, რომელსაც ბოლო სიტყვა ეკუთვნის სახელმწიფო საკითხებში, თანამდებობა ჩააბარა რაისის მოადგილეს, 64 წლის სასულიერო პირს, ღოლამჰოსეინ მოჰსენი ეჟეის და მოწოდა მას, ხელი შეუწყოს სამართლიანობას და იბრძოლოს კორუფციასთან. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

სალომე ზურაბიშვილისა და ემანუელ მაკრონის შეხვედრაზე რეგიონში ევროკავშირის როლი განიხილეს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პარიზში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს ემანუელ მაკრონს შეხვდა. პრეზიდნეტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ელისეს სასახლეში, საქართველოსა და საფრანგეთის პრეზიდენტებმა განიხილეს ქვეყნებს შორის ორმხრივი პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობების გააქტიურებისა და განვითარების საკითხები, რეგიონში მიმდინარე პროცესები, ევროკავშირის როლი რეგიონში და შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხები.   საქართველოს და საფრანგეთის პრეზიდენტებმა ისაუბრეს... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

გოგი წულაია აცხადებს რომ აპირებს პოლიტიკაში დარჩენას და ბოლომდე ბრძოლას

ციხიდან გათავისუფლების შემდეგ პოლიტიკოსმა გოგი წულაიამ მადლობა გადაუხადა ყველა იმ ადამიანს, რომელმაც მას მხარდაჭერა გამოუცხადა. ის მადლობელია მოსამართლის, რომელმაც წინასგან განსხვავებით, გირაოთი გაათავისუფლა. გოგი წულაია ზოგ პოლიტიკოსზე ნაწყენია. „პატიმრებს მადლობა, რომლებიც სოლიდარობას მიცხადებდნენ და მამხნევებდნენ, ზოგიერთი პოლიტკოსისგან განსხვავებით, რომელსაც საერთოდ არ ვუხსენებივარ. ცოტა წყენაც მაქვს გულში“, - თქვა წულაიამ და დაამატა, რომ მან მოისმინა ლაშა ჩხარტიშვილის, შალვა ნათელაშვილის და ნინო ბურჯანაძის მხრიდან სოლიდარობა. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ბელარუს ჟურნალისტს წაუყენეს ბრალდება სახელმწიფო ღალატში

ბელარუს ჟურნალისტსა და მედიამენეჯერს, ანდრეი ალიაქსანდრავს წაუყენეს სამშობლოს ღალატის ბრალდება. ამის თაობაზე იტყობინება მისი ადვოკატი ანტონ გაშინსკი, რომლის თანახმად, ჟურნალისტს ემუქრება შვიდიდან 15 წლამდე პატიმრობა. მას არ დაუზუსტებია, თუ რა ბრალდება მას. ადრე ალიაქსანდრავს წაუყენეს ბრალდება საზოგადოებრივი წესრიგის უხეში დარღვევის გამომწვევი ქმედების ორგანიზებაში ან მასში მონაწილეობაში.   ამ მუხლით პატიმრობა მაქსიმუმ, ექვს თვეს ითვალისწინებს.   ალიაქსანდრავი და მისი მეგობარი ქალი, აქტივისტი ირინა ზლობინა, 12 იანვარს დააკავეს. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

გოგონა ყარაბაღიდან: ცხოვრება დევნილთა ბანაკში

წიგნი, რომელშიც აზერბაიჯანელმა მწერალმა, ბლოგერმა და ჟურნალისტმა გუნელ მოვლუდმა ყარაბაღის პირველი ომის შემდეგ გაჩენილ, მრავალათასიან დევნილთა ბანაკში ცხოვრება აღწერა, ამ ბანაკისკენ, თაკარა მზეში, მტვრიან გზაზე მიმავალი 12 წლის გოგოს ამბით იწყება. ეს გოგო თავად გუნელია, რომელმაც ჯერ არ იცის, რომ ომის მსხვერპლებით სავსე კარვების ქალაქში, ტალახსა და უწყლობაში, სიღარიბესა და დამცირებაში 14 წელს გაატარებს. გუნელ მოვლუდმა, როგორც ავტორმა, ამ წიგნში არავინ დაინდო - წლების შემდეგ მან ზედმიწევნით აღწერა ბანაკის სასტიკი ცხოვრება... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

თინათინ ხომერიკი და ნიკო ფეხბურთის გულშემატკივრობას აანალიზებენ

გიფიქრიათ, რა მრჯის უცხო ქვეყნის საფეხბურთო ნაკრებს თუ კლუბს რომ ვდულშემატკივრობო? ნიკოს უფიქრია. მაგ თემაზე სამსჯელოდ კი მკვლევარი, კულტურული ანთროპოლოგი და ლექტორი თინათინ ხომერიკი დაპატიჟა.

Radiotavisupleba.ge 

დადგენილია პირი, რომელმაც მდინარეში ასობით პლასტმასის ბოთლი ჩაყარა

გარემოს ზედამხედველობის დეპარტამენტმა დაადგინა პირი, რომელმაც მდინარეში ასობით პლასტმასის ბოთლი ჩაყარა და გარემო დააბინძურა. ინფორმაციას თავად უწყება ავრცელებს. "სამართალდარღვევა მოხდა ქვემო ქართლში, კერძოდ ბოლნისის მუნიციპალიტეტში, ასევე დადგენილია სამართალდამრღვევის ვინაობა. დეპარტამენტის ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლები, სამართალდარღვევის ადგილის დათვალიერებას ახორციელებენ", - ვკითხულობთ გავრცელებულ განცხადებაში. გარემოს ზედამხედველობის დეპარტამენტმა მოკვლევა სამი მიმართულებით დაიწყო. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

მოსკოვის წითელ მოედანზე დააკავეს აქტივისტები ცისარტყელას ფერებიანი დროშით

მოსკოვის ცენტრალურ, წითელ მოედანზე დააკავეს აქტივისტები, ალან ლეონგარდი და ვალია ნარცისოვა, რომლებსაც გაშლილი ჰქონდათ ცისარტყელას ფერებიანი დროშა წარწერით: „ქორწინების უფლება ყველასათვის“. ისინი „კიტაი-გოროდის“ პოლიციის განყოფილებაში მიიყვანეს. ტრანსგენდერმა კაცმა ალან ლეონგარდმა და ვალიან ნარცისოვამ აქცია მოაწყვეს მათი ქორწინების დღეს, იტყობინება რუსეთის ლგბტ-თემის ქსელები (ორგანიზაცია რუსეთის მთავრობის მიერ შეტანილია „უცხოეთის აგენტების“ სიაში).  OVD-INO იტყობინება, რომ ლეონგარდს აბრალებენ მიტინგის გამართვის წესის განმეორებით დარღვევას... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

შსს პრაიდის კინოჩვენებაზე: მივიღებთ ზომებს ღონისძიების უსაფრთხოდ ჩასატარებლად

შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ მიიღებენ ყველა იმ ზომას, რომელიც საჭირო იქნება დღეს, 1 ივლისს დაგეგმილი პრაიდის კინოჩვენების უსაფრთხოებისთვის. ამ შინაარსის განცხადება უწყებამ კინოჩვენების დაწყებამდე გაავრცელა. როგორც "პრაიდის კვირეულის" ორგანიზატორები აცხადებენ, დღევანდელ კინოჩვენებას საქართველოში მყოფი უცოხელი დიპლომატების ნაწილიც დაესწრებიან. შინაგან საქმეთა სამინისტრო მიიღებს შესაბამის ზომებს, რათა უზრუნველყოფილ იქნას 1 ივლისს დაგეგმილი ღონისძიების უსაფრთხო ფორმატში ჩატარება, მართლწესრიგის დაცვა... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

გიორგი გახარია „პრაიდზე“ - ყველა მოქალაქემ და სახელმწიფომ უნდა დაიცვას კონსტიტუცია

პარტია „საქართველოსთვის“ დამფუძნებელი ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, ამბობს, რომ გამოხატვის უფლება კონსტიტუციით გარანტირებულია და მისი დაცვა მოქალაქებთან ერთად სახელმწიფოს ვალდებულებაა. ასე გამოეხმაურა გიორგი გახარია „თბილისი პრაიდის“ ფარგლებში დაგეგმილი ღირსების მარშის გამართვას. „საქართველოს ყველა მოქალაქემ და პირველ რიგში მთავრობამ უნდა დაიცვას კონსტიტუცია.მე როცა ჩემს გუნდთან ერთად ვიყავი შინაგან საქმეთა სამინისტროში. ყველაფერს ვაკეთებდით იმისთვის,რომ ნებისმიერ პირობებში ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა ... Читать дальше...


Новости 24/7 DirectAdvert - доход для вашего сайта



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России



Ru24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Ru24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Ru24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Ru24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city

Трамп указал на попытки демократов обвинить его в связях с Россией

Уличные интересы. Чего ждать от благоустройства в 2024 году

«Путин готовит свой удар»: Хазин объяснил, кого скоро «зачистят» в России

Названы 15 городов России с самой вкусной шаурмой

Музыкальные новости

В России назвали топ-35 экономически сильных регионов по итогам 2023 года

Звезды шоу-бизнеса Эвелина Бледанс, Костя Дзю, Катя Лель, Катя Гордон примут участие в церемонии награждения премии «PERSONO года 2024»

Финалист шоу “Голос” Сергей АРУТЮНОВ прямо при выезде со своего сольного концерта в Кремле cлучайно сбил девушку. А ей оказалась солистка группы Демо.

В Fortnite добавят Билли Айлиш, Снуп Дога и скины Metallica

Новости России

Названы 15 городов России с самой вкусной шаурмой

Саша растёт, а липома – нет. Читатели aif.ru собрали деньги для Саши Шубиной

Автоэксперт призвал не тянуть с заменой зимней резины

Трамп указал на попытки демократов обвинить его в связях с Россией

Экология в России и мире

Новые коллекции Dora Nikolaeva и Kotova

Российскую туристку запугали опасностями в Узбекистане, но она все же решила проверить и поехала

Новые коллекции Fightelement и Efremov

Туроператоры назвали направления, куда россияне поедут отдыхать на майские праздники: некоторые страны удивили

Спорт в России и мире

Вторая ракетка Казахстана опустилась в чемпионской гонке WTA

Елена Рыбакина рассказала о проблемах со здоровьем

Легенда тенниса рассказал, готов ли он опять стать тренером Джоковича

Первая ракетка России рассказала об общении с Шараповой

Moscow.media

Дубненского отдела вневедомственной охраны Главного управления Росгвардии по Московской области, который тренирует юных тхэквондистов.

Дубненского отдела вневедомственной охраны Главного управления Росгвардии по Московской области, который тренирует юных тхэквондистов.

Шапки женские вязаные на Wildberries, 2024 — новый цвет от 392 руб. (модель 466)

Разработчик гиперконвергентной платформы vStack и «Системный софт» подписали соглашение о партнерстве











Топ новостей на этот час

Rss.plus






Уличные интересы. Чего ждать от благоустройства в 2024 году

СМИ: в США блогерша-провокаторша Лена Миро впала в кому и умерла

Названы 15 городов России с самой вкусной шаурмой

ЕС разработал план по использованию доходов от замороженных активов России